მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“

„სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“


3-05-2016, 00:03

 

   ადამიანის გული ზებუნებრივი, ბუნებრივი და არაბუნებრივი მოქ-მედების ცენტრია. ყოველივე გულიდან იწყება. თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს.

   მაგრამ როგორ ვიხილავთ ღმერთს? იქნებ ღმერთი ანთროპომორფ-იულია? იქნებ ადამიანის სახე აქვს? არა! - ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ მას შეუძლია ადამიანის გულში გამეფება, როცა ადამიანი გახდება ჭურჭელი, რომელიც შეძლებს მის მიღებას.

   იმისათვის, რომ გული ამგვარი ჭურჭელი გახდეს, ის უნდა განი-წმინდოს უწმინდური აზრებისაგან, მაგრამ განწმენდისათვის გულმა წამალი უნდა მიიღოს. ეს წამალი ლოცვაა.

   სადაც მეფე თავისი ჯარით მიდის, იქედან მტერი იდევნება. როცა გულში ქრისტე დაივანებს, იქედან განიდევნებიან დემონთა კოლონები. როცა მეფე სახელმწიფოს დაეუფლება და თავის ტახტზე დაჯდება, ყველა მეამბოხეს დაიმორჩილებს, ანუ ის განდევნის მტრებს, დააცხრობს მღელვარებას სახელმწიფოში და დადგება სიმშვიდე. მეფე ხედავს, რომ ყველანი ემორჩილებიან მას და ხარკს იხდიან, ის ხარობს, როცა ხედავს, რომ ბრძოლამ და შრომამ დაუმორჩილა მას ყოველი, მოუტანა სიმშვიდე და წარმატება.

   ასე ხდება ჩვენი გულის სახელმწიფოშიც. იქ მტერიცაა, აჯანყებაც, უკეთური აზრებიც, უძლურებაცა და მწუხარებაც.

   იმისათვის, რომ გული მოლბეს და მორჩილი გახდეს, მასში ქრისტე - მეფე თავისი ჯარით უნდა შევიდეს, დაეუფლოს გულს, განდევნოს მტერი - ეშმაკი, დააცხროს ყოველგვარი ვნება და უძლურება და გამეფდეს ყოვლისშემძლე იმპერატორის მსგავსად.

   ლოცვა მრავალნაირია, მაგალითად ზეპირი ლოცვა, ანუ როდესაც ვლოცულობთ ბაგეებით. ეს ის საშუალებაა, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ.

   ადამიანის გონება მუდამ მოძრაობაშია, და რადგანაც ის მოძრაობს არა ბუნებრივი მიმართულებით, არა დანიშნულებისამებრ, სხვადას-ხვაგვარი სიამტკბილობებით იმშვიდებს თავს.

   გონება ხან ავხორცულისაკენ იხრება და ტკბება, ხან - სხვა ვნებე-ბისაკენ, ხან უბრალოდ ათვალიერებს ყველაფერს. სადაც არ უნდა შეჩერდეს, ის ყველგან რაღაცით ტკბება...

   დამწყებმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ხმამაღლა უნდა წარმოთ-ქვას: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე", და შეეცადოს მოაშოროს გონება ამქვეყნიურ საზრუნავს. ხმა, რომელიც ლოცვის დროს გაიჟღერებს, გონებას მიიზიდავს, რათა მან ყური დაუგდოს ლოცვას. მაშინ გონება თანდათან მიეჩვევა ყურადღებით ყოფნას.

   ლოცვის ამგვარად წარმოთქმით, დროთა განმავლობაში, გარკვეული კმაყოფილება, სიხარული, სიმშვიდე, რაღაც სულიერი განწყობილება გვეუფლება, რაც ადრე არ გვქონდა. ეს თანდთანობით იზიდავს გონებას.

   როცა ასეთი ლოცვა წარმატებულია და გონებას იზიდავს, მას ლო-ცვის დამოუკიდებლად წარმოთქმის საშუალებას აძლევს, ამის შედეგი კი ისაა, რომ ლოცვა თანდათანობით სულში გამეფებას იწყებს.

   გონება, საუბრობს რა ლოცვით, გულში შეაღწევს და სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ის შეიგრძნობს, როგორ წარმოთქვამს მისი გული ლოცვას.

  წმ. მამები ამბობენ, რომ გონება იოლად წაიბილწება და იოლად იწმინდება, გული კი ძნელად ისვრება და რთულად იწმინდება. გონება, როგორც კი ცუდს შეეხება, იქვე იბილწება, მაგრამ გული მაშინვე არ ხდება უწმინდურის თანაზიარი.

   ამიტომ, იმისთვის, რომ განვიწმინდოთ ავხორცული ვნებებისაგან, აუცილებელია ლოცვა. როცა განიწმინდება ცენტრი, განიწმინდება ირგვლივ ყველაფერი. ლოცვა განაგდებს უიმედობას, მოწყენილობას, უდებებას, სიზარმაცესა და მოგვანიჭებს ახალი ღვაწლის აღების სურვილს.

   როცა ამას შევიგრძნობთ, მაშინ ჩავწვდებით ლოცვის შედეგს, მის მიზანს, მაშინ მივხვდებით, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენს გულშია: „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს".




არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება