მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბილწსიტყვაობა

ბილწსიტყვაობა


14-08-2016, 00:06

 

   ვინ არ იცის ჩვენი ხალხის უსირცხვილო და ბილწი სიტყვებისადმი მიდრეკილება? ვის არ უნახავს ადამიანი, რომელიც მართლმადიდებ-ლად იწოდება და ამავე დროს იგინება? ის აგინებს როგორც ახლობელს, ასევე ცხოველს და უსულო საგნებს, ერთი სიტყვით გინება ჩვევაშია გადაზრდილი. ვინ არ იცის, რომ ბილწსიტყვაობენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც? მაშინ, როცა ქალი თავისი ბუნებით, მამაკაცთან შედარებით, უფრო კეთილი, სუფთა და უმანკო უნდა იყოს. კიდევ უფრო სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ჩვენთან არა მარტო მოზრდილები, არამედ ყმაწვილები და ბავშვებიც ბილწ-სიტყვაობენ. საიდან ისწავლეს მათ ეს სიტყვები? რა თქმა უნდა უფროსებისგან. დაუფიქრდით ძმებო, კარგი რა უნდა გმოვიდეს იმ ბავშვისაგან, რომელმაც სიმორცხვე ადრეული წლებიდან დაკარგა და უსირცხვილო სიტყვებს გაეცნო!

   ძმებო, თქვენი ბაგეები ნუ იტყვიან უსირცხვილო სიტყვებს, დაუ-ფიქრდით თქვენს ადამიანურ ღირსებას, რომელიც წმ. დავით მეფსალმუნის სიტყვებით (ფს. 8, 6) ბევრად არ დაუმცირებია ანგელ-ოზებრივზე. ღვთის წყალობით, მეტყველების ნიჭით, რომლითაც ღმერთმა ცხოველებისგან განგასხვავათ, ბოროტად ნუ ისარგებლებთ.

   დედებო და მამებო, ქმრებო და ცოლებო! გაუფრთხილდით და შე-იბრალეთ თქვენი შვილები. თუ, თქვენს ენას არ ალაგმავთ, ბავშვებს თქვენს სატანჯველად გაზრდით და უფლის სამსჯავროზე პასუხს არა მარტო თქვენი ცოდვებისთვის აგებთ, არამედ - შვილების ცდუნე-ბისთვისაც.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება