მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს (13.02.2016)
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს (13.02.2016)13-02-2016, 20:19 |
საქართველოს საპატრიარქო 12 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" წმინდა სინოდის სხდომის განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "წმინდა სინოდის კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრუ-ლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მან გააკეთა მოკლე მიმოხილვა მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართლ-მადიდებლურ ცენტრში 2016 წლის 22-27 იანვარს გამართული წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სხდომის შესახებ, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ისაუბრეს წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველი ექვსი დო-კუმენტის და რეგლამენტის თაობაზე. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფი-ლების თავჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) წმინდა სინოდის წევრებს შეახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფიქსირებული საქა-რთველოს ეკლესიის პოზიცია შამბეზის შეხვედრაზე და, ამასთან, ორ დოკუმენტთან, - "ავტონომია და მისი გამოცხადების გზა" და "მართლმადიდებლური დიასპორა," - დაკავშირებით კრებაზე გამო-თქმული მოსაზრებები გააცნო. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა შემდეგი ორი საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკელსიის ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან" და "მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს." აღინიშნა, რომ პირველ დოკუმენტთან და-კავშირებით საქართველოს დელეგაციის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ასევე ორ თემაზე: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "წმინდა და დიდი კრების ჩატრების რეგლამენტი." ითქვა, რომ წარმოდგენილი სახით "ქორწინების საიდუმლო და მისი დამა-ბრკოლებელი მიზეზები" გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ: დასახვეწია I ნაწილის მე-10 პარაგრაფი, ხოლო კანონიკური სამა-რთლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება II ნაწილის V პარაგრაფი (IV მსოფლიო კრების XIV კანონი: ტრულის კრების 72 კანონი: ლაოდიკიის 31 კანონი, რუის-ურბნისის 16 კანონი), რის გამოც ჩვენმა დელეგაციამ მას ხელი არ მოაწერა. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის კრებას მოახსენა მეექვსე საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკ-ლესიის მისია თანამედროვე სამყაროში." აღინიშნა, რომ ამ თემის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით სა-ქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია და წერილობითაც დატოვეს განაცხადი სამდივნოში. ბოლოს ითქვა ისიც, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაუ-რების წინამოსამზადებელ შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს არ დაეთანხმა ანტიოქიის ეკლესიის საპატრიარქოს დელეგაცია. მღვდელმთავართა მიერ იყო დასმული შეკითხვები; განიმარტა ზოგიერთი მუხლი. წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა: 1) წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დაინიშნოს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) 2) მსოფლიო საზოგადოებისადმი წმინდა და დიდი კრების მიმა-რთვის ტექსტის შემდგენელი სარედაქციო კომისიის წევრად და-სახელდეს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; 3) 2014 წლის მარტში, კონსტანტინეპოლში, ეკლესიათა წინამძღ-ოლების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან გამოირჩეს ოცდაოთხი (24) მღვდელმთავარი. 4) შედგეს სამუშაო შეხვედრები წმინდა სინოდის წევრების, სასუ-ლიერო პირებისა და ღვთისმეტყველების, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკ-ლესიის პოზიცია წმინდა და დიდ კრებაზე წარსადგენად", - ნათქვამია განჩინებაში.
www.interpressnews.ge Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |