მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა და დიდი კრების განსხვავებული ხასიათი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი

წმინდა და დიდი კრების განსხვავებული ხასიათი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი


5-02-2016, 00:01

 

3. წმინდა და დიდი კრების განსხვავებული ხასიათი

 

   ღრმა წუხილს იწვევს გააზრება იმ ფაქტისა, რომ შეიცვალა წინა-მოსამზადებელი წმიდა და დიდი კრების ხასიათი. კიდევ უფრო გულსატკენი და ეკლესიურად მიუღებელი გახლავთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ ამ ცვლილებების დამკვიდრება მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსთა კრებაზე, რომელიც 2015 წ. 29 აგვისტოს შედგა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისინი ვისაც სწამდა, იმედს გამოთქვამდნენ და მხარს უჭერდნენ აღნიშნული კრების მოწვევის იდეას; ვინც ავითარებდა და იბრძოდა მისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ვინც უწოდებდა მას წმინდას და დიდს, ვეტყვით: კრებისადმი მსოფლიო ავტორიტეტის მინიჭება პოსტ-ფაქტუმ ეკლესიის სისავსის მიერ ხორციელდება. ყოველივე ამის მიუხედავად, მსოფლიო პატრიარქი თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ კრება ვერ დახასიათდება ვით მსოფლიო, ვინაიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთის ქრისტიანები. სიტყვასიტყვით მან შემდეგი განაცხადა: „მეორე საკითხია დაზუსტდეს ბუნება და ხასიათი წმინდა და დიდი კრებისა. რაც შეეხება თვით კრების სახელწოდებას, პირველი წინამოსამზადებელი კრების მიერ შემოვიდა წინადადება არ დახასიათდეს დაანონსებული კრება ვით მსოფლიო, იმ მიზეზის გამო, რომ მასზე არ იქნებიან მოწვეულნი დასავლეთის ქრისტიანები, როგორც ეს იყო ადრე ძველი ეკლესიის დროს, კრებების ეპოქაში". რთული დასაჯერებელია, რომ აღნიშნული განცხადება ისმის სწორედ პატრიარქისაგან, სულიერი ხელმძღვანელისაგან, რომელიც პატრიარქად არჩევამდე, ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი, მონაწილეობას იღებდა კრების მოსამზადებელ კომისიებსა და შეხვედრებში, ხოლო ზოგიერთს თავმჯდომარეობდა კიდეც. არც ერთმა კრების წინამოსამზადებელმა შეხვედრამ არ მოიწონა კრებისადმი მსოფლიო სტატუსის მიუნიჭებლობა. ეს მსოფლიო პატრიარქის პირადი მცდარი აზრია, რომელიც პირად ეკლესიო-ლოგიას ეფუძვნება, რომელსაც ასეთი გულმოდგინებით ქადაგებს და რომელიც დიდი კრიტიკის საგანი გახდა საბერძნეთში მრავალი მღვდელმთავრის, მღვდლის, ბერის, საღვთისმეტყველო ფაკულტეტე-ბის წარმომადგენელთა მხრიდან, ასევე ათასობით უბრალო მრევლის მიერ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს.

   მსოფლიო პატრიარქის განცხადებიდან გამოდის, რომ მართლმა-დიდებელი ეკლესია არ არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამო-ციქულო ეკლესია; არ ფლობს ეკლესიის სისავსეს და არასრუ-ლყოფილია; დამოუკიდებლად არ შეუძლია მსოფლიო კრების მო-წვევა, ვინაიდან ეკლესიის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მისი მეორე ნაწილი - დასავლეთის ქრისტიანები, პაპისტები და პროტესტანტები - არ ესწრებიან. შედეგად, ეკლესიის სრულფასოვან წევრებად მოიაზრებიან. ეს განცხადება გულისხმობს ახლებულ მიდგომას ერეტიკოსებისადმი. გამოდის, რომ ერეტიკოსებთან ურთიერთობის შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ეკლესიის ერთობასა და კრებსითობაზე და რომ ერეტიკოსების გარეშე ეკლესია არ არის ერთიანი და მთლიანი, რომ წმინდა და კრებსითმა მამებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ანათემას გადასცეს ერეტიკოსები და განაყენეს ისინი ეკლესიისაგან. არსებითად აქ საუბარია პროტეს-ტანტული „განშტოებათა თეორიის" მიღებაზე, ვატიკანის მეორე კრების ეკლესიოლოგიაზე, სრული და ნაწილობრივი ეკლესიურობის თემაზე განსხვავებული ვარიანტით.

   ამრიგად, ჩვენი ურთიერთობის საკითხი სხვა კონფესიებთან, რომ-ლის თავს მოხვევასაც წინამოსამზადებელი კრების დასაწყისიდანვე ცდილობენ „ეკლესიებად ეკლესიის მიღმა", ცხადზე უცხადესია - არის ეკლესიოლოგიური ცდომილება. ჩვენ აღარ ვუწოდებთ მათ ერეტი-კოსებს, მეცხრამეტე საუკუნის კონსტანტინოპოლის კრებების განსაზ-ღვრებისამებრ, არც ამ საკითხის განხილვას ვაპირებთ წინამოსამზა-დებელ კრებაზე, არამედ ირიბად ვაღიარებთ მათ ეკლესიებად. კრების არსებული ტექსტებიდან ირკვევა, რომ არაპირდაპირ, ერეტიკოსების - პაპისტებისა და პროტესტანტების ნათლისღებისა და ეკლესიურობის აღიარება იგეგმება.

   წინამოსამზადებელი კრებისთვის მსოფლიო სტატუსის მიუნიჭებ-ლობა ორგანიზატორების მუშაობას სხვა ასპექტებითაც აიოლებს. თუ კრება შედგება როგორც მსოფლიო, მაშინ მსოფლიო კრებებად IX და XIV ს.ს. უნდა აღიარონ. კერძოდ, მერვედ - წმ. პატრიარქი ფოტის დროს შემდგარ კონსტანტინოპოლის კრებას 897 წ, და მეცხრედ - წმ. გრიგოლ პალამას დროს შემდგარ 1351 წლის კონსტანტინოპოლის კრება, რომლებმაც თავის მხრივ ერესებად შერაცხეს, პირველმა - Filioque (ფილიოქვე), ხოლო მეორემ - სწავლება ქმნილი მადლის შესახებ. სწორედ ამ ნიშნით მეტად ყურადსაღებია სერბეთის პატრიარქის ირინეოსის მიმართვა ყველა ადგილობრივი მართლმა-დიდებელი ეკლესიისადმი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ წინამოსამზადებელ კრებაზე წამოყენებულიყო აღნიშნული საკითხი, რათა ზემოთხსენებული კრებებისთვის მსოფლიო სტატუსი მიენი-ჭებინათ, რისი გაკეთებაც ერთობ უძნელდებათ პროპაპისტ - ფანარიოტებს.

   მსოფლიო სტატუსზე უარის თქმა ასევე ამარტივებს შემდეგ საკი-თხსაც: მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს ადგილობრივი მართლ-მადიდებელი ეკლესიის ყველა ეპისკოპოსები, როგორც ეს ხდებოდა მსოფლიო კრებების მოწვევის დროს. შესაძლოა, ამით ცდილობენ აიცილონ ზოგიერთი ტრადიციულად განწყობილი მღვდელმთავრის პოზიცია ბოლომდე არატრადიციული მიმართულების საკითხების გადაწყვეტილების დროს. ან ცდილობენ, აიცილონ რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა დიდი რაოდენობის შედეგად უპირატესობის მოპოვება გადაწყვეტი-ლებების მიღების დროს. მაგრამ ყველა მსგავსი მოვლენა ადამიანის ეგოისტური მისწრაფებების გამოხატულება გახლავთ, რომლებიც უცხოა როგორც მამებისეული კრიტერიუმისთვის, ასევე მართლმადი-დებლური ეკლესიოლოგიისთვის, რომლის თანახმადაც ყველა ეპარქიის ეპისკოპოსი, თუგინდ ყველაზე მცირე ეპარქიისა, თავის სამწყსოსთან ერთად კრებსითი ეკლესიის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მათი დაუსწრებლობა კრებაზე არა მხოლოდ არღვევს ქრისტეს სხეულის ერთობას, არამედ „ეკლესიის სრულ შემადგენლობას" ართმევს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი მოსაზრება. არანაირი კრიტერიუმით: არც მოძღვრულით, არც ეკლესიოლოგიურით, არა აქვს გამართლება ყოველი ადგილობრივი ეკლესიიდან მხოლოდ ოცდაოთხი მღვდელმთავრის მოწვევას. ცხადია, ყოველივე ეს, პირველყოვლისა, ეჭვის ქვეშ აყენებს ეპისკოპოსების თანასწორობის საკითხს, ასევე ბუნდოვანია გამორჩევის პრინციპიც იმ ოცდაოთხი ეპისკოპოსის, რომლებიც უნდა გაემგზავრონ კრებაზე. ამრიგად, შესაძლოა, საუბარი იყოს იმ ეპისკოპოსის პასუხისმგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას კრებაზე და რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან უმრავლეს ავტოკეფალურ ეკლესიაში? ვინ უწყის მათზე უკეთესად, და ვინ მიიტანს კრებამდე მათი ეპარქიების მრევლის პრობლემებს? კრებაზე მონაწილე მღვდელმთავრები რაგვარად გამოხატავენ ეკლესიის მთელი სისავსის აზრს? და პირიქით, პრაქტიკაში დამტკიცდება კრების გადაწყვეტილება და განხორციელდება მათი რეცეფცია მორწმუნეთა და ეკლესიის მთელი სისავსის მიერ? (გაგრძელება...)

 

 

წერილიდან: მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება შფოთისა თუ იმედის საბაბი? პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

Православный Апологет 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება