მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


6-01-2016, 00:01

 

   გიორგის შეკითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიყვანოთ თან-ხვედრაში ცოდვების გამო მწუხარება და ჭეშმარიტი სიხარული იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი?

   პასუხი: ცოდვების გამო მწუხარებას ჭეშმარიტ სინანულამდე მივყა-ვართ. აღსარების საიდუმლოში გულწრფელად აღიარებულ ცოდვებს კი ცოდვისაგან განთავისუფლებამდე. წმინდა წერილი ამბობს, რომ ყოველი ცოდვის ჩამდენი, მონაა ცოდვისა, იმ ვნებებისა, რომ-ლებთანაც არ სურს განშორება. ისინი მუდმივად აწრფილებენ ადამიანს მოჩვენებითი სიამ-ტკბილობით. ცოდვაში მყოფი სული ხედავს, რომ კვლავ მოტყუებულია და შინაგანი მოუსვენრობისა და შფოთისაგან განთავისუფლება სურს. მაგრამ ცოდვისაგან განთავი-სუფლებისათვის მტკიცე შემართებაა საჭირო, რათა ცოდვისაგან განშორებით მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება. ხოლო ჭეშმარიტი თავისუფლება ჭეშმარიტ სიხარულს გვანიჭებს. ეს არაერთ ადამიანს განუცდია მძიმე ცოდვების აღსარების საიდუმლოში აღსარების შემდეგ.

   ამიტომ, გვესაჭიროება მტკიცე შემართება იმისა, რომ აღარ გვსურს ცოდვის წუმპეში ყოფნა, რომ ბოროტის მიერ შემოთავაზებული "სიამენი", - მორიგი ტყუილია, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენი სულის მდგომარეობას.

   მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჭეშმარიტი სიხარულის მონიჭება, რომ-ელიც მარადიული სიხარულის საწინდარია.

ღმერთმა დაგლოცოთ!




   ნანას შეკითხვა: რატომ მოხდა უფლის გაცემა თავის გამორჩეულ მოწაფისგან, ან უარყოფა პეტრესგან, როცა თვითონ უფალი სარწ-მუნოების კლდეს უწოდებს მას?

   პასუხი: უფალი ამქვეყნად ჩვენი ხსნისათვის მოვიდა. მას უნდა გაე-ვლო შეურაცხყოფის, ღალატის, დევნისა და ჯვარცმის გზა. სახარება გვაუწყებს, რომ იმდროინდელ კაცობრიობას არ სურდა ჭეშმარიტების მიღება და ყველანაირად ცდილობდა უგულებელეყო უფლის სწავლება. ამდენად, ქრისტეს გაცემა უთუოდ მოხდებოდა, თავისი მოწაფის თუ სხვა ადამიანის მიერ. იუდას ჰქონდა სინანულის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა და სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა.

   პეტრე მოციქულმაც გამოავლინა ადამიანური უძლურება, მასაც შეე-შინდა და უარყო ქრისტე, მაგრამ პეტრე მოციქულს მტკიცე სინანული აღმოაჩნდა. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ძლიერ გლოვობდა თავის ცოდვას.

   რაც შეეხება სახარების მონაკვეთს, სადაც მაცხოვარი პეტრეს "კლ-დეს" უწოდებს, წმინდა მამათა განმარტებით, აქ ყველა მოციქული და მთლიანად ეკლესია იგულისხმება.

   ადამიანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ ეკლესია არასდროს ცდება, იმი-ტომ, რომ "კლდესა ზედაა აგებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მას".

ღმერთმა დაგლოცოთ!




   ეკატერინეს შეკითხვა: რატომ ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: "ვი-ხილე უფალი მჯდარი ამაღლებულ ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს" (ესაია 6,1), ეკლესიის სწავლებით ხომ ღმერთი არავის უხილავს?

   პასუხი: ესაია წინასწარმეტყველი სულიერად ჭვრეტდა უფალს, იმ-დენად რამდენადაც თავად ინებებდა თავისი ღვთაებრიობის გამოვლინებას. მთელი სისავსით უფლის ხილვა ადამიანისთვის შეუძლებელია. ეს კარგად გამოჩნდა მაცხოვრის ფერისცვალების დროს, როდესაც მოციქულები ძლიერ შეშინდნენ უფლის ხმის გაგონებით.

ღმერთმა დაგლოცოთ!


 



უკან დაბრუნება