მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სახიფათოა საკუთარ შეხედულებაზე დაყრდნობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

სახიფათოა საკუთარ შეხედულებაზე დაყრდნობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


25-01-2016, 00:05

 

   ამრიგად, ჩვენ არ უნდა გაგვიტაცოს ხოლმე ამ წიგნის სპეციფიკურმა სახეებმა, მეტად მკაფიოდ დასამახსოვრებელმა დრამატულმა სახეებმა - მხეცებისა, ურჩხულებისა, დედაკაცებისა ცაზე და ა.შ. ჩვენ საკუთარი განსჯით არ უნდა ვაკეთებდეთ რაღაც ფანტასტიკურ დასკვნებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი უბრალოდ აღება, წაკითხვა, ხოლო შემდეგ ისე განმარტება, როგორც თავში მოგვივა. აპოკალიპსის წიგნის კითხვისას აუცილებელია ვითვალისწინებდეთ მთელი საღ-მრთო წერილის შინაარსს და იმას, თუ როგორ განმარტავს მას ეკლესია. პირველ ყოვლისა, საჭიროა მას ვკითხულობდეთ გამუდ-მებული სულიერი საზრდოობის დროს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში მტკიცედ მდგომნი, როცა ეკლესიაში დავდივართ, ყოველდღიურად ვლოცულობთ, ვეზიარებით, საღმრთო წერილს ვკითხულობთ (და არა მხოლოდ აპოკალიპსის წიგნს), აგრეთვე სხვა სულიერ ლიტერატურას. თუკი ადამიანი მთლიანობაში ქრისტიანულ ცხოვრებას ეწევა და თუკი ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანობა შეგნებული სულიერი ბრძოლაა, რომელსაც ყოველდღიურად ვეწევით ჩვენ-ჩვენს პირობებში, თუნდაც ზოგიერთ ლოცვებს აღვასრულებდეთ და რაიმეს ვკითხულობდეთ საღმრთო წერილიდან ყოველ დღე და გაცნობიერებული გვქონდეს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, და თუკი ეს ბრძოლა განუწყვეტლივ გრძელდება, მაშინ ჩვენ თავზარს ვერ დაგვცემს რაღაც ახალი კატასტროფა, მომხდარი ჩვენს ცხოვრებაში, ანდა ვერც ამ წიგნის რომელიმე სახის ცრუ, არასწორი განმარტება გვაიძულებს გონებას გარდავხდეთ.

   მთავარი ის არის, რომ ამ წიგნს ჩვენ ღვთისმოშიშებით უნდა ვკი-თხულობდეთ, არ ვეყრდნობოდეთ საკუთარ გონიერებას. ყველამ, ვინც კი ამდაგვარ წიგნებს კითხულობს, მათ შორის წინასწარმეტყველ დანიელის წიგნს, ვისი სახეებიც ძალზე ჰგავს (აპოკალიპსისას), იმთავითვე უნდა დაიმახსოვროს, რომ ჯერ-არს ყოველივე იმის ნდობა, რაც ადამიანს თავში მოუვა. თუკი გვეჩვენება, რომ ჩვენ საკუთარი გამოცდილებით, ანდა ჩვენი ცოდნის წყალობით გვესმის, ვხვდებით რას განეკუთვნება ესა თუ ის აბზაცი (მუხლი), მაშინ ეს ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. არანაირი დასკვნა არ უნდა გავაკეთოთ, სანამ ჩვენს აზრებს წმიდა მამებისას არ შევუჯერებთ, სანამ მღვდელმსახურებს არ ვკითხავთ რჩევას და სანამ ამას საკუთარ ქრისტიანულ გამოცდილებას არ შევუსატყვისებთ. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოცემული ადგილი ჩვენ იმიტომ გავიგეთ, რომ თავადვე მოვისაზრეთ, გამოვიგონეთ რამე. მაგალითად, მრავალ ადამიანს გამოუგონია რიცხვ 666-თან დაკავ-შირებთ ათასი რამ. შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს ნაპოლეონია, ჰიტლერია, რომის პაპია, კეისარია და კიდევ ვინც გნებავთ, ისაა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მტკიცება სწორია - ეს უბრალოდ პირადი ვარაუდებია.

   საღმრთო წერილის გაგება - მთელი ცხოვრების საქმეა, და ამიტომ არა ჯერ-არს ადვილად გადავწყვიტოთ ხოლმე, რომ ჩვენ ბევრი რამ გვესმის. რაც უფრო მეტად დავეჭვდებთ საკუთარი გაგების გამო, მით უფრო ღრმად დავიწყებთ გაგებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი სხვა წიგნებსაც ვკითხულობთ ამ თემაზე, სულიერ წიგნებსა და განმარტებებს.

   ძირითადი მართლმადიდებლური ახსნა-განმარტებანი, რომელთაც ჩვენ ამ კურსისათვის ავიღებთ, ეკუთვნის მთავარეპისკოპოს ამბერკი ჯორდანვილელს - ეს უკანასკნელი თავია მისი სახელმძღვანელოსი საღმრთო წერილის - ახალი აღთქმის შესასწავლად. თავის განმარ-ტებათა უდიდესი ნაწილი მას ნასესხები აქვს V საუკუნის წმიდა მამის - ანდრია კესარიელისაგან, რომელიც ერთ-ერთია იმ არამრავალ ავტორთაგან, რომელთაც აპოკალიპსის მთელი წიგნისათვის აქვთ დაწერილი განმარტებანი. (და ეს განმარტებანი მთლიანად მიღებულ-ია ეკლესიის მიერ - რედ.).   

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

 წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 


უკან დაბრუნება