მთავარი > სექტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი V)

"იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი V)


24-10-2015, 00:01

 

 

   ჯ. ფ. რუტერფორდის მემკვიდრე გახდა ნათაინ ხომერ ნორი. იგი დაიბადა 1905 წლის 23 აპრილს აშშ-ს პენსილვანიის შტატის ბიბლიური სახელწოდების ქალაქ ბეთლემში. მან 16 წლის ასაკში დატოვა რეფორმატორული ეკლესია (13), რომელსაც მისი ოჯახი ეკუთვნოდა და მეზობელ ქალაქ ალეთაუნში "ბიბლიის მკვლევრების" კრებებს ესწრებოდა. 18 წლის ასაკში ნ. ნორი სრულუფლებიანი მქადაგებელი გახდა და ცოტა ხანში "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" შტაბ-ბინაში მიიღეს. 1932 წელს ის ბეჭვდის განყოფილების მთავარ მენეჯერად დაინიშნა, 1936 წელს გახდა ნიუ-იორკის კორპორაციის ერთ-ერთი დირექტორი, 1940 წელს კი - "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების პენსილვანიის საზოგადოების" ვიცე-პრეზიდენტი. ჯ. ფ. რუტერფორდის გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ - 1942 წლის 13 იანვარს ნათან ხომერ ნორი საზოგადოების მესამე პრეზიდენტად აირჩიეს (15, 67; 16, 321). მისი მმართველობის დროს სამი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელთაც "იეღოვას მოწმეებისათვის" დღესაც უხვი შემოსავალი მოაქვს. 1943 წელს, სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკის რაიონი) დაარსდა ე.წ. ბიბლიური სკოლა "გალაადი", რომელშიც აშშ-სა და საზღვარგარეთ სამუშაოდ პროფესიონალ ხელმძღვანელ და მისიონერულ კადრებს ამზადებდა. მისიონერული მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი სკოლაში მიღების აუცილებელ პირობად ითვლებოდა. სწავლა თავდაპირველად 5 თვის, ხოლო შემდეგ 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1961 წელს ბიბლიური სკოლა "გალაადი" ბრუკლინში - შტაბ-ბინასთან ახლოს გადაიტანეს (15, 68, 69). ამჟამად გერმანიაში მისი ფილიალი - დამატებითი სკოლა "გალაადი" მოქმედებს. როგორც ჩანს, "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" სკოლაში მიღებისას უპირატესობა ცოლ-ქმრულ წყვილებს ეძლევა. ასე მაგალითად, 1922 წელს "გალაადის" სკოლის 48 კურსდამთავრებულიდან ცოლ-ქმარი იყო 24, ხოლო დამატებითი სკოლის 24 კურსდამთავრებულიდან - 11 (სკ, 1. 12. 1992, გვ. 19-20).

   ნ. ნორის მეორე მნიშვნელოვანი წამოწყება იყო "თეოკრატიული სამ-სახურის სკოლის" დაარსება. ამ სკოლებმა 1943 წელს ყოველ ადგილობრივ კრებასთან დაიწყო ფუნქციონირება. თავდაპირველად სკოლაში სასწავლებლად მხოლოდ მამაკაცები დაიშვებოდნენ, 1958 წლიდან კი დაუშვეს ქალებიც (15, 68). 10 წლის განმავლობაში თეოკრატიული სამსახურის სკოლებისათვის მოამზადეს სახელმძღ-ვანელოები, რომლებიც ინფორმაციას იძლეოდა "იეღოვას მოწმეების" დოქტრინებზე, საზოგადოების მუშაობის მეთოდებსა და მის ისტორიაზე. მაგრამ ამ სკოლის ყოველკვირეულ მეცადინეობებზე დიდი ყურადღება ეთმობოდა "იეღოვას მოწმეებისათვის" მოსახლეო-ბაში მათი იდეების პროპაგანდის ყველაზე რეზულტატიური მეთოდების სწავლებას. ამ მიზნისათვის ძირითად სახელმძღვანელოდ სპეციალიზებული ჟურნალი "ჩვენი საღმრთო მსახურება" ითვლებო-და, რომელიც ფართოდ გასავრცელებლად არ იყო გათვალის-წინებული. რაკი "გამომცხადებლებისათვის" მთავარი ხალხთან საუბრის გაბმა იყო, მათ ეძლეოდათ რეკომენდაცია". მაგალითად, "მომზადდეს და გამოიყენონ მოკლე შესავალი "ჩვენი საღმრთო მსახურების" ან ბროშურის - "როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი" (სკ, 15. 09. 1994, გვ. 14). თეოკრატიული სამსახურის სკოლის თემებს შორის არის შემდეგიც: "ჟესტიკულაცია", "შიში (აღელვება) სიტყვით გამოსვლის დროს", "წინადადების აგება", "მტკიცებები" (არგუმენტაცია), "მტკიცებების დამაჯერებლობა", "მოწინააღმდეგის არგუმენტების უარყოფა", "საუბრის დასრულების სხვადასხვა მეთოდი" (11, 92).

  მეცადინეობებზე თამაშდება სხვადასხვა შესაძლო სიტუაციები, გა-ნიხილება სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა განათლებისა და სოციალური დონის ადამიანებთან საუბრის ხერხები. მაშასადამე, ყოველმა ადამიანმა, რომელიც "იეღოვას მოწმეს" შეხვდება უნდა იცოდეს, რომ ამ ხალხის სიტყვები, ინტონაცია, ჟესტები - საზოგა-დოების პროფესიონალი ფსიქოლოგების დაწერილი სცენარებიდან კარგად დასწავლილი და მრავალჯერ გამეორებული როლებია. ამიტომაც "საგუშაგო კოშკი" "იეღოვას მოწმეებს" მოუწოდებს "... გაიწაფონ სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისათვის თავიანთი აზრის გაგებინებასა და არგუმენტების შეთავაზებაში" (სკ, 15. 06. 1994, გვ. 27). ნათან ნორის მესამე მნიშვნელოვანი ღონისძიება ბიბლიის საკუთარი თარგმანი იყო. რაკი რასელისა და მისი მიმდევრების სწავლება ქრისტიანულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, "იეღოვას მოწმეებს" უნდა ჰქონოდათ ბიბლია, რომელიც დაამ-ტკიცებდა მათი სწავლების დოგმატებს. და ისიც გამოჩნდა. 40-იან წლებში საზოგადოების შტაბ-ბინაში "ახალი მსოფლიოს თარგმანის" კომიტეტმა დაიწყო მუშაობა. 1950 წელს გამოვიდა ახალი აღთქმის ინგლისური თარგმანი, სახელწოდებით - "ახალი მსოფლიოს ბერძნული ქრისტიანული თარგმანი", ხოლო 50-იან წლებში - ძველი აღთქმის წიგნების თარგმანის ხუთტომეული სახელწოდებით "ახალი მსოფლიო ებრაული წერილების თარგმანი". 1961 წელს ეს გამოცემები გაერთიანებული იყო ერთტომეულში - "ახალი მსოფლიოს წმინდა წერილების თარგმანი" (New World Trenslation of Holy Skriptures. WTB&TS 1961). "ახალი მსოფლიოს თარგმანის" კომიტეტის წევრთა გვარები გასაიდუმლოებული იყო. თვითონ მთარგმნელებმა განაცხადეს, რომ სურთ სიკვდილის შემდეგაც მათი სახელები საიდუმლოდ დარჩეს (Jehovas Witness in the Divine Purpose. WTB&TS, P. 258 იხ. 16, 223). მაგრამ მაინც ცნობილი გახდა, რომ მთარგმნელების მუშაობას "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ ფრანცი ხელმძღვანელობდა (14, 43), რომელიც ნ. ნორის შემდეგ საზოგადოების პრეზიდენტი გახდა. საერთოდ "ახალი მსოფლიოს წმინდა წერილების თარგმანის" ხარისხის საკითხი ცალკე საუბარს იმსახურებს, რასაც შემდგომ ნაშრომში შევეხებით. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს იმისა, "მთარგმნელები" როგორ ამახინჯენენ ბიბლიის ტექსტს.

 

 

ბიბლიის სინოდალური

თარგმანი (1)

ბიბლიის ახალი ამერიკული სტანდარტული თარგმანი (2)

ახალი მსოფლიოს წმინდა წერილების თარგმანი

იოანე

1:1

თავიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი

თავიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღვთით, და სიტყვა იყო ღმერთი

თავიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღვთით, და სიტყვა იყო ღმერთი (ციტ. 15, 116)

იოანე

8:58

იესომ უთხრა მათ: ჭეშმარიტად; ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: აბრაამის ყოფნამდე, მე ვარ

უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მანამ, სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ

- იქამდე, სანამ დაიწყო არსებობა აბრაამმა, მე ვიყავი (ციტ. 13, 75).

ლუკა

23:43

და უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეტყვი შენ, ახლა ჩემთან იქნები სამოთხეში

და უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუნები შენ, დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში

და უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები მე დღეს: იქნები ჩემთან სამოთხეში (სკ, 15. 06. 1995, გვ. 6)

 

  "იეღოვას მოწმეების" ვერსიით პირველი ორი ტექსტი "ამტკიცებს" მათ სწავლებას, რომ იესო ქრისტე - შექმნილი არსებაა, ე.ი. ისინი უბრუნდებიან IV საუკუნის არიანულ ერესს. ხოლო მესამე ტექსტის მათი ვარიანტი თანხვდება იმ კონცეფციას, რომ ქრისტიანული გაგებით სული არ არსებობს და სამოთხე მხოლოდ არმაგედონის შემდეგ გაჩნდება. ამჟამად, "იეღოვას მოწმეების" მიერ გავრცე-ლებულია "ახალი მსოფლიოს წმინდა წერილების თარგმანის" 72 მილიონი ეგზემპლარი, რომელიც უკვე გადათარგმნილია 18 ენაზე და ითარგმნება კიდევ 12 ენაზე (სკ, 15. 05. 1994, გვ. 3). უნდა ითქვას, რომ ვითომცდა სრულიად უნიკალური და აბსოლუტურად ზუსტი "საკუთარი თარგმანების" საშუალებით ბიბლიის გადაკეთება არის ორგანიზაციის ანტიქრისტიანული პოზიციის ერთ-ერთი ნიშანი. ბიბლიის ასეთი "ორიგინალური" საკუთარი თარგმანები, "იეღოვას მოწმეების" გარდა, აქვთ მორმონების ("უკანასკნელი დღის წმინდანების იესო ქრისტეს ეკლესია"), "საერთაშორისო გზის", "კრისტადელფიელების" სექტებს. ყველა ეს სექტა აშშ-ში წარმოიშვა (13, 17).

  დავუბრუნდეთ ნორის მოღვაწეობას. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვან საქმეებს რომ არ მოწყვეტილიყო, მან თავისი წიგნის ფურცლებიდან - "სიმართლე თქვენ გაგათავისუფლებთ" განაცხადა: "ადამის შექმნიდან, 1913 წლის ბოლომდე, გავიდა 5971 წელი. მაშასადამე, მთავრდება კაცობრიობის 6 ათასწლიანი ისტორია (14) და ჩვენ ვუახლოვდებით საშინელ მოვლენებს, რომლის პირველსახედ გვესახება ნოეს დროება" (12, 34).

   ნ. ნორის ზემოთ მოყვანილი გაანგარიშებიდან გამომდინარე, გამო-დის, რომ 6000 წელი 1972 წელს უნდა გასულიყო. მაგრამ არმაგედონის ასეთმა შორეულმა თარიღმა "იეღოვას მოწმეებში" ენთუზიაზმი არ გამოიწვია და ამიტომ მას მუდმივად აზუსტებდნენ. სამყაროს დასასრულის თარიღად აღნიშნავდნენ ხან 1960, ხან 1961 წელა (16, 232). ნათან ნორი უფრო წინდახედული ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედები. ამიტომ "იეღოვას მოწმეები" არ ატარებდნენ ისეთ უზარმაზარ პროპაგანდისტულ კამპანიებს, როგორიც ტარდე-ბოდა 1914-1925 წლებში. მაგრამ ეს "შესაძლებელი თარიღები" მომხრეების აგიტაციისა და გადაბირებისათვის აქტიურად გამოიყე-ნებოდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ნ. ნორმა კიდევ ერთი სიახლე შემოიღო. "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ყველა წიგნი, სტატია თუ ბროშურა ანონიმური გახდა. ეს, ერთი მხრივ, საზოგადოების ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევდა იეღოვას რიგით მოწმეებში დაენერგათ ის იდეა, რომ ამ პუბლიკაციების ავტორი თვით იეღოვაა, ხოლო ხელმძღვანელი კორპორაცია არის ინსტანცია, რომელიც მის სიტყვებს გადმოსცემს. მეორე მხრივ, ანონიმურობის კედელი საეჭვო ხასიათის პუბლიკაციების ავტორთა კრიტიკის საშუალებას არ იძლეოდა. როგორც ჩანს, ნ. ნორის მიერ იყო შემოღებული ავტორთა კოლექტივის პრინციპი, მაგრამ პუბლიკაცია ამ შემთხვევაშიც ანონიმური გამოდიოდა. ეს 1962 წლის 6 ივნისს შტაბ-ბინაში მიმდინარე კონფერენციაზე ნ. ნორის პრეს-მდივანმა უ. გლესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მან განაცხადა, რომ ტექსტი ბეჭდვის განყოფილებაში გადაცემამდე რამდენიმე ხელს გაივლის და სწორედ ამით მიიღწევა ანონიმურობის მაღალი დონე (16, 232).

   ნ. ნორი, რომელმაც კარიერა ბეჭდვის განყოფილებაში დაიწყო, თავ-ისი პრეზიდენტობის დროს მთავარ ყურადღებას საზოგადოების მიერ გამოცემული პუბლიკაციების ტირაჟების გაზრდას უთმობდა. ასე მაგალითად, 1962 წლის პირველი იანვრის "საგუშაგო კოშკი" იტყობინებოდა, რომ ამ გამოცემის ტირაჟმა 62 ენაზე 3850000 მიაღწია. 1962 წლის 22 ივნისის ჟურნალმა "გამოფხიზლდით!" თავისი ტირაჟი გვაცნობა - 3600000 ეგზ. 25 ენაზე. 1961 წელს "იეღოვას მოწმეებმა" გაავრცელეს 5851105 სხვადასხვა წიგნი და 13084075 ბიულეტენი. ასეთმა აქტიურობამ საზოგადოება მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ 1942 წელს "იეღოვას მოწმეები" 54 ქვეყანაში მოქმედებდნენ, 1961 წელს - უკვე 185 სახელმწიფოს ტერიტორიაზე გავრცელდნენ. გაიზარდა მათი რაოდენობაც: 1942 წელს მსოფლიოში 115000-მდე "იეღოვას მოწმე" აღირიცხა, 1962 წელს კი - 884587. ადგილობრივი კრებების საერთო რაოდენობამ 21557 შეადგინა (16, 234-235). "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" ასეთი ზრდა, უპირველეს ყოვლისა, ნ. ნორის განხორციელებულმა განმანათლებლურმა პროგ-რამამ განაპირობა, რომელიც კვალიფიციური მისიონერების მომზადებისაკენ იყო მიმართული. ნ. ნორი ძლიერი ორგანიზატორი იყო, მაგრამ დოქტრინის საკითხებში თავის წინამორბედებს საკმაოდ ჩამორჩებოდა. "იდეოლოგის" მთავარი ადგილი საზოგადოებაში ფრედერიკ უილიამ ფრანცმა დაიკავა. ის ნ. ნორზე 12 წლით უფროსი იყო და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. პრეზიდენტი ტირაჟების გაზრდით, კონგრესების ორგანიზაციით, სამშენებლო პროგრამებით იყო დაკავებული, ხოლო პუბლიკაციებისა და კონგრესების თემატიკასა და გეგმებს ფრედერიკ ფრანცი ადგენდა. მისი გავლენა განსაკუთრებით 1961 წელს გაიზარდა, როდესაც დამთავრდა მუშაობა "თარგმანებსა" და ბიბლიის გადამუშავებაზე. ახალი მსოფლიოს თარგმანის კომიტეტიდან განთავისუფლების შემდეგ, ის წინასწარ-მეტყველებასა და ბიბლიური გამოთვლების ოკეანეში ჩაეფლო. 1966 წელს გამოვიდა წიგნი "მარადიული ცხოვრება ღვთის შვილების თავისუფლებაში" (Life Everiasting in Freedom of the Son's of God. WTB&TS. Toronto, 1966), რომლის ავტორად ფ. ფრანცი ითვლება (14, 43). წიგნში ნათქვამია "ბიბლიის დამოუკიდებელი შესწავლა XX საუკუნეში გრძელდებოდა და რაკი ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთ ტრადიციულ ქრონოლოგიურ გამოთვლას ბრმად არ მისდევდა... შედგა გრაფიკი, რომელმაც კაცობრიობის შექმნის ძირითადი თარიღი განსაზღვრა - 4026 წელი ჩვენს წელთ - აღრიცხვამდე. ამ სანდო ბიბლიური ქრონოლოგიის შესაბამისად კაცობრიობის არსებობის 6000 წელი 1975 წელს დასრულდა..." (Life Everiasting in Freedom of the Son's of God. WTB&TS. Toronto, 1966, P. 29-30, ციტ. 14, 44). წიგნში "ბიბლიური გამოთვლების" დასამტკიცებლად კაცობრიობის ისტორიის "მნიშვნელოვანი თარიღების ცხრილია" წარმოდგენილი.

   მოვიყვანთ ამ ცხრილის უკანასკნელ ნაწილს, რომ ვაჩვენოთ საფუ-ძველი, რითაც ფ. ფრანცი ხელმძღვანელობდა (Life Everiasting... P. 35, ციტ. 14, 44).

 

 

წლები

ახ.წ. აღ.

წლები

სამყაროს

დაარსებამდე

 

მოვლენები

1957

5984

(ოქტომბერი) რუსეთში გაუშვი პირველი კოსმოსური თანამგზავრი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააშინა.

1962

5987

(11 ოქტომბერი) პაპმა იოანე XXIII გახსნა ვატიკანის II კრება.

1963

5988

პაპმა იოანე XXIII კრებაზე გამოაქვეყნა ენციკლიკა „მშვიდობა დედამიწაზე", რომელშიც მაღალი შეფასება მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. 3 ივნისს, სისხლის გადასხმის მიუხედავად, პაპი გარდაიცვალა.

1964

5989

(მაისი) ჯაშუშმა - თანამგზავრებმა და კოსმონავტებმა მსოფლიო დაძაბულობა გაამძაფრეს.

1965

5990

(14 ოქტომბერი) პაპი პავლე VI ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების შტაბ-ბინას ეწვია. მისი მოღვაწეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს. 8 დეკემბერს მან დახურა ვატიკანის II კრება.

1966

5991

სულ უფრო ავბედითი ხდება „ჩრდილოეთსა და სამხრეთს" შორის III მსოფლიო ომის საშიშროება (დან. 11. 5-7, 40), ვრცელდება „იეღოვას მოწმეების" ქრისტიანული ორგანიზაციები. 22 ივნისს ტორონტოში (კანადა, შტატი ონტარიო) დაიწყო საოლქო კონგრესების საერთაშორისო სერია - „თავისუფლების ღვთის შვილები". 1966 წლის 25 ივნისს (15) გამოსცეს წიგნი „მარადიული ცხოვრება ღვთის შვილების თავისუფლებაში".

1975

6000

კაცობრიობის არსებობის მეექვსე ათასწლეულის დღის დასასრული (შემოდგომის დასაწყისში).

2975

7000

კაცობრიობის არსებობის მეშვიდე ათასწლეულის დღის დასასრული (შემოდგომის დასაწყისში).

  

   1966 წლის ივნისში ფ. ფრანცმა, ტორონტოს კონგრესზე გამოსვლ-ისას, წამოიძახა: "რა შეიძლება ითქვას 1975 წლის შესახებ? ძვირფასო მეგობრებო, რა იქნება როცა მოვა ეს წელი? 1975 წელს დადგება კი დრო, როდესაც არმაგედონი დასრულდება, ხოლი სატანა - შეიკვრება? დადგება! დადგება! (სკ, 15. 10. 1966, ციტ. 14, 46).

   1975 წელს სამყაროს დასრულების იდეა "საგუშაგო კოშკის საზოგა-დოების" მთელმა ბეჭდვითმა საშუალებებმა აიტაცეს. ასე მაგალითად, "საგუშაგო კოშკის" 15. 08. 1968 წლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში - "რატომ მივმართავთ მზერას 1975 წლისაკენ?" - ნათქვამია: "ბიბლიის დეტალური გამოკვლევის შედეგად მზად ვართ ვიწი-ნასწარმეტყველოთ, რომ 1975 წლის შემოდგომაზე არმაგედონის ომი დასრულდება და დიდი ხნის ნანატრი ქრისტეს მეუფების ათასწლეული დაიწყება. ჩვენი ქრონოლოგია არის ზუსტი... გადახრა მოსალოდნელია რამდენიმე კვირით ან თვეებით, მაგრამ - არა წლებით... ამ სიტყვებით არავინ უნდა ვაჭრობდეს: "ამ დღისა და საათის შესახებ არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც შვილმა, იცის მხოლოდ მამამ" (მკ. 13, 32) მოციქულები ბევრად ნაკლებს ხედავდნენ, ვიდრე ჩვენ, მათ 1975 წლის შესახებ არაფერი იცოდნენ" (10, 70).

   ძლიერმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ, რომელიც "იეღოვას მოწმე-ებმა თითქოსდა 1975 წელს მოსალოდნელი არმაგედონის თაობაზე გააჩაღეს საზოგადოების თითქმის ორჯერ გაზრდა გამოიწვია. თუ 1966 წელს მსოფლიოში 1118665 "საჯარო განმცხადებელი" ირიც-ხებოდა, 1975 წელს მათმა რიცხვმა უკვე 2 179256-ს მიაღწია (14, 47).

  "იეღოვას მოწმეების" ბევრმა რიგითმა წევრმა "სამყაროს დასასრუ-ლის" მოახლოებისას თავისი ქონება გაყიდა და მიღებული თანხები ორგანიზაციას საჭიროებისამებრ შესწირა. ასეთ "თავგანწირვას" საზოგადოების პუბლიკაციები ყველანაირად მხარს უჭერდა. 1974 წლის მაისში "ჩვენს ღვთის მსახურებაში" იწერებოდა: "გვატყობინებენ, რომ ძმებიდან ზოგიერთები ყიდიან თავის სახლებსა და სხვა ქონებას და აპირებენ ამ ძველი სისტემის დარჩენილი დღეები პიონერულ სამსახურში დაამთავრონ. უდავოდ, ეს საუკეთესო გზაა იმ მცირე დროის გასატარებლად, რომელიც ბოროტი სამყაროს დასრულებამდე დარჩა (14, 46).

   ხოლო "საგუშაგო კოშკი" ამასობაში გვატყობინებდა: "მხედველობაში მიიღე, რომ იეღოვა მაშინ, როდესაც მთელი ეს უკუღმართი სისტემა განადგურდებოდა, არავის ჰპირდებოდა კარგი სახლებისა და სხვა ქონების შენარჩუნებას. ის მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდა (სკ, 1. 04. 1974, ციტ. 10, 74).

   და აი, როდესაც "იეღოვას მოწმეების" რიგითი წევრები თავიანთ ქო-ნებას ყიდდნენ, საზოგადოების ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა მსხვილი უძრავი ქონების შესყიდვის თაობაზე. 1975 წლის ზაფხულში "სამყაროს დასასრულამდე" რამდენიმე თვით ადრე, ნიუ-იორკში ადმინისტრაციული აპარატის აპარტამენტების გასაფარ-თოებლად შეიძინეს 15 სართულიანი ოფისი "ტაუერი" (10, 73). ძნელია, ამ ქმედებას არ ეწოდოს თვალთმაქცური.

   გავიდა 1975 წლის შემოდგომა. არმაგედონი არ მოხდა და დაიწყო გა-ოცებული შეკითხვები. 15. 12. 1975 წლის ნოემბერში "საგუშაგო კოშკი" დარიგებას აძლევს მორწმუნეებს, რომ "იფიქრონ არა თარიღზე, არამედ მნიშვნელოვანი საქადაგებელი მოღვაწეობის კონცენტრირება მოახდინონ" (10, 71).

   1976 წლის 1 იანვრის ნომერში "საგუშაგო კოშკმა" მარცხი ამგვარად ახსნა: "ადამის შექმნიდან 6000 წელი 1975 წლის შემოდგომამდე ნამდვილად გავიდა, მაგრამ ღვთის სააუფეველი... ევას შექმნიდან 6000 წლის შემდეგ დადგება... ჩვენ კი, არ ვიცით, რამდენი კვირა, თვე, ან წელი გავიდა პირველი მამაკაცის შექმნიდან დედაკაცის შექმნამდე" (19, 72).

   უფრო ვრცელი ახსნა მოგვცა 1977 წლის 15 აპრილის "საგუშაგო კო-შკმა". მაგრამ აუსრულებელი წინასწარმეტყველების გამო ბრალი ედებოდა არა საზოგადოების ხელმძღვანელობას, არამედ მის რიგით წევრებს. "შესაძლებელია" ზოგიერთი ღვთისმსახური თავის გეგმებში არასწორად ჭვრეტდა, თუ რა მოხდება განსაზღვრულ რიცხვსა თუ განსაზღვრულ წელს. ვინაიდან ისინი თვლიდნენ, რომ ბიბლიური ქრონოლოგია განსაზღვრულ თარიღს მიუთითებს, ამიტომ მათ არასწორად გაიგეს ბიბლიური გაფრთხილებები ამ სისტემის დასასრულის შესახებ... ღვთის სიტყვა კი არ აღმოჩნდა მცდარი, დაუსაბუთებელი ან უსაფუძვლო, არამედ საკუთარი მიდგომა ეყრდნობოდა ცრუ წინაპირობებს. იესოს განმარტებებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ ღვთისმსახურებს წინასწარ არასოდეს ეცოდინებათ დრო, როდესაც ქრისტე მოვა სამსჯავროზე" (10, 72-73). მაგრამ "იეღოვას მოწმეების" მსგავსი ახსნები ვერ დააკმაყოფილებდა. მათ ხომ მთელი ცხოვრება "სამყაროს გამოცხადებასა" და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობას უძღვნეს. ამის გამო მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თუ 1976 წელს ისინი 196656 იყვნენ ("იეღოვას მოწმეების" 2138537-დან), 1978 წელს - 15389 გახდნენ ("იეღოვას მოწმეების" 2086678-დან) (14, 47). (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

  მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი  

 

 

(10) ინფორმაცია ჯ. რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყო და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბიოგრაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტ-ერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯეროდა ჭეშმარიტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53).

(11) ჯ. რუტერფორდმა, როგორც ჩანს, გვერდი აუარა იესოს სიტყვებს "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10, 18) და წინასწარმეტყველ ესაიას მტკიცებას "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეი განთიადისა!" (იხ. 14, 12). ბიბლიის მიხედვით ეს ადამიანის შეცოდებამდე მოხდა (შესაქმე 3).

(12) არმაგედონი არის იმ ადგილის დასახელება, სადაც მოხდება ღმერთთან ანტიქრისტეს და მიწიერი მეფეების საბოლოო ესქა-ტოლოგიური ბრძოლა (გამოცხ. 16, 16). იეღოვას მოწმეებისათვის ეს სიტყვა ნიშნავს თვითონ ბრძოლას და მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვება მიცვალებულთა აღდგომა და ღვთის სამსჯავრო.

(13) კალვინისტების მთავარი ჯგუფის ოფიციალური დასახელება.

(14) იეღოვას მოწმეების წარმოდგენით კაცობრიობას დედამიწაზე არსებობისათვის მიცემული აქვს 6000 წელი, რის შემდეგაც დადგება არმაგედონი. ამიტომ "ბიბლიის მკვლევრები" ცდილობდნენ დაე-დგინათ ადამის შექმნის თარიღი. ამ თარიღიდან გამომდინარე შემდგომში ასახელებდნენ არმაგედონის წელს.

(15) წიგნის გამოცემის თარიღი წინასწარ იყო განსაზღვრული კონგრესის მესამე დღეს, რის საფუძველზედაც შეიტანეს ცხრილში.

(16) აქ იგულისხმება "სულიერი ისრაელი", ე.ი. "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" და მისი წევრები.

(19) იგულისხმება რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მაგრამ ამ სვეტის მაჩვენებლების უმეტესი ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ სამ სახელმწიფოზე ვრცე-ლდება.

 

 

 

 

 

 

 

 



უკან დაბრუნება