მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №20 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №20 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


22-10-2015, 09:39

 

   მოწყალება სულის სარგებლობასთან შეაერთეთ. თუ ის აზრი გაშ-ფოთებთ, რომ თქვენი მოწყალება მთლად სუფთა არ არის და ანგარება აქვს შერეული, მაშ იცოდეთ, რომ ჩვენი პური შუძლებელიცაა სავსებით სუფთა იყოს. ადამიანის სათნოებებს უსათუოდ თან ახლავს უწმინდურობის მინარევი, რომელიც ჩვენი უძლურებებისაგან იღებს სათავეს. თქვენს სულსა და გულს იმაზე მეტს ნუ მოსთხოვთ, ვიდრე მათ შეუძლიათ მოგცეთ. თუ მათ ძალებზე აღმატებულს დააკისრებ რამეს, ისინი გაკოტრდებიან, ზომიერ ღალას კი სიცოცხლის ბოლომდე გადაგიხდიან. თუ ამით დაკმაყოფილდებით, სიკვდი-ლამდე განაგრძობთ საკუთარი თავის სრულყოფას და შიმშილით არ მოკვდებით. მშვიდობა თქვენთანა! (გაგრძელება იქნება...)

 

წიგნიდან "კრებული"  

უკან დაბრუნება