მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №19 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №19 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


20-10-2015, 00:01

 

   დამშვიდდი, უარი თქვი შენს ხორციელ თუ სულიერ ძალებს აღმა-ტებულ მოღვაწეობაზე. ღმერთს სიმდაბლე უყვარს, ხოლო უგუნურ მოშურნეობას, რაგინდ დიდ მოღვაწეობაში იყოს კაცი, უარყოფს, რადგანაც მას საფუძვლად ამპარტავნება და თავდაჯერება უდევს. წმ. მამების სწავლებით, საკუთარ ძალებს აღმატებული მოღვაწეობა ძალიან მავნეა და მას ან შფოთი მოსდევს, ან სასოწარკვეთილება, ან კიდევ ერთიცა და მეორეც რიგრიგობით, რაც იმას მოწმობს, რომ ასეთ მოღვაწეობაში არ არის ჭეშმარიტება - ესაა მხოლოდ სულის არასწორი მდგომარეობა.

   თქვენი ლიტერატურული ცდები ძალიან კარგია, თუმცა აქაც ზო-მიერების დაცვა გმართებს: არც სული უნდა გადაღალოთ, არც ხორცი. (გაგრძელება იქნება...)

 

წიგნიდან "კრებული" 

უკან დაბრუნება