მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


1-09-2015, 09:40

   

  ფარნავაზის შეკითხვა: არსებობს თუ არა ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა?

  პასუხი: კითხვა ოდნავ პროვოკაციულად ჟღერს. ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ასაკში შე-იძლება განსხვავებულად აღიქმებოდეს. ქრისტემ თავის მოწაფეებს მეგობრები უწოდა. თუ ამ კუთხით განვიხილავთ საკითხს, ცხადია, ორივე სქესის წარმომადგენელს მიესადაგოს ეს ცნება. მაგრამ მაც-ხოვარი სულიერ მეგობრობაზე საუბრობს, რომლის ანალოგი მხო-ლოდ წმინდანთა ცხოვრებებში მოიპოვება.

  ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობის თანამედროვე ხედვა საფუძვ-ლიანად განსხვავდება ქრისტიანულისაგან. იქ სულიერი საიდუმლოს განდობაზეა საუბარი, თანამედროვე მეგობრობის ცნებას მრავალი სულიერი ხარვეზი ახლავს.

  ამიტომ ეს საკითხი სულიერ პლანში იქნეს განხილული. პირველ ყოვლისა, უნდა განვასხვაოთ მოზარდების მეგობრობის აღქმა ზრდა-სრული, ოჯახურ ცხოვრებას შემდგარი ადამიანების მეგობრობის შე-ფასებისაგან. საქმე ისაა, რომ მოზარდი ბოლომდე ვერ აანლიზებს იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობას. სქესობრივი ბარიერი საკვანძო საკითხი გახლავთ ამ ურთიერთობაში. სულიერი მეგობრობა ზნეობრივ სიწმინდეს მოით-ხოვს, მაგრამ ორი განსხვავებული სქესის ადამიანი, როგორც წესი, ბუნებრივ ლტოლვას განიცდიან ერთმანეთისადმი. შეიძლება არაფერი საგანგაშო არც მოხდეს, მაგრამ ჩვენ საფრთხეზე, ვნებების არსებობაზე ვსაუბრობთ, რომლის განვითარების ფორმა ბოლომდე უცნობი რჩება. აქ აზრობრივი და ქვენა გრძნობათა გაღვივების საშიშროებაზეა სა-უბარი, რომელიც გარეგნულად მოზარდების მხრიდან არ მჟღავნ-დება, მაგრამ რეალურად არსებობს. ამის შესახებ კარგად იცის რო-გორც სასულიერო პირებმა, ისე გამოცდილმა ერისკაცებმაც. შესა-ძლოა ვინმე არ გვეთანხმება ამ საკითხში, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა სიტუაციის რეალური ხედვა. ბიჭსა და გოგოს შორის „თამამი მეგობრობის" შედეგად მრავალმა მოზარდმა გოგონამ გაიუბედურა ცხოვრება. ამის მრავალი მაგალითი და ფაქტი არსებობს ჩვენ დროში. სულის ფარული ვნებების ზემოქმედების შესახებ მრავალ წმინდა მამას აქვს დაწერილი, მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის წმინდა მამებზე მეტად პოპ - როკ - ტელე ვარსკვლავების უფრო სჯერათ. გარყვნილი ცხოვრების წესი თანამედროვე ტელე - შოუ გადაცემებში წახალისებულია და ნორმადაა მიჩნეული.

   თუ თინეიჯერულ ასაკში ამგვარ მეგობრობას ჯერ კიდევ მოეძებნება რაღაც გასამართლებელი, ზრდასრულ ასაკში მამაკაცი ძნელად ეგუება თავის მეუღლის მხრიდან სხვა მამაკაცთან ახლო მეგობრულ ურ-თიერთობას, რაც ხშირად ოჯახის ნგრევის მიზეზი ხდება. კიდევ ვიმეორებთ, ბიჭსა და გოგოს შეიძლება ეწოდოს მეგობრები, მაგრამ ეს ურთიერთობა გარკვეულ დისტანციას მოითხოვს ორივეს მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ფატალური შემთხვევისაგან არავინაა დაზღ-ვეული.

  ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება. თუ ვინმე არ ეთანხმება მას, ვურჩევთ საფუძვლიანად გაეცნოს ქრისტიანულ მსო-ფლმხედველობას.

ღმერთმა დაგლოცოთ.


უკან დაბრუნება