მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი V)

ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი V)


23-09-2015, 00:02

ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი V)

 

   ამგვარად, მამასთან ძის მიერ მიდიან. ძესთან როგორღა მიდიან? ძესთან მამას მივყავართ, როგორც უფალი ამბობს: „ვერვის ხელე-წიფების მოსვლად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა" (იქვე, 6,44). რადგან ძესთან მიყვანის გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხონების საქმის დაწყებაც კი შეუძლებელია, ხოლო ეს მიყვანა ხდება მამის მიერ, მაშასადამე, ცხადია, რომ თითოეული კაცის ცხონების საქმის მესაფუძვლე არის თვით ღმერთი. ეს უნდა ახსოვდეს და ამას აღიარებდეს ყოველი, ვისაც ქრისტესმიერი ცხონება სწადია, და მუდამ უნდა ხედავდეს ზეციური მამის მარჯვენას, რომელსაც იესო ქრისტესთან მივყავართ.

  მამას როგორღა მივყავართ ძესთან? სული წმიდის მეშვეობით, რომელიც ამის მერე ადამიანების გულსა და გონებაში განახორ-ციელებს ყოველივეს, რაც აუცილებელია ცხონებისათვის. იესო ქრისტე ევნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამისა, თავის ნაცვლად კი მამისაგან მოგვივლინა სული წმიდა, რომელიც დამკვიდრებულია ჭეშმარიტ ეკლესიაში და წარმართავს ყოველი ჩვენგანის ცხონების საქმეს. გავიხსენოთ: თავიდან სული წმიდა მოციქულებზე გარდამოვიდა, მერე მთელი ქვეყანა მოატარა მათ, მისცა სიტყვა, ამ სიტყვას კი დამარწმუნებელი ძალა მიანიჭა. ვინც ქრისტე იწამა, იმათ ნათელს სცემდა, აკურთხევდა და ყოველგვარ კეთილ საქმეში განამტკიცებდა, მორწმუნეთა კრებულისაგან კი დააფუძნა წმ. ეკლესია. სული წმიდა დღესაც ასევე მოქმედებს ეკლესიაში და განაგებს ყველა მორწმუნის ცხონების საქმეს. სული წმიდის გარეშე ვერავინ ცხონდება, ამიტომ თქვა უფალმა: „უმჯობეს არს თქუენდა, რათა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა" (იქვე, 16,7). ამით მან გვითხრა: ჩემი განხორციელება, სიკვდილი, აღდგომა - ყოველივე ეს ამაოა, თუკი არ მოვა ნუგეშინისმცემელი სული წმიდა. ამ შემთხვევაში ვერ ცხონდებით, რამეთუ სული წმიდის გარეშე ვერ გარდაიქმნებით ისეთებად, როგორებიც ცხონების საქმეს შედგომილნი უნდა იყვნენ.

  მაშ, გწამდეს და იმედი იქონიე, რომ ცხონებას მოიპოვებ იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით, შენი ცხონების საქმეს კი წარმართავს სული წმიდა, რომელიც გადმოდის შენზე წმ. ეკლესიაში საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით და რომელიც დაემკვიდრება შენს გულში, მუდმივად გასწავლის და განგამტკიცებს ცხონების საქმეში. ხედავ, როგორ ვცხონდებით? იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით და სული წმიდის მადლით. ეს დაიმარხე გულსა და გონებაში, ასეთი იყოს შენი აღმსარებლობა. და გახსოვდეს: ვინც მხოლოდ იმას გიჩიჩინებს: გწამდეს უფალი, გწამდეს უფალიო, და არასოდეს მოუვა აზრად ცხონების საქმეში მამა ღმერთისა და სული წმიდის მონაწილეობის წარმოჩენა, მასთან არ არის სრული ჭეშმარიტება, ის ამღვრევს ქრისტიანულ წარმოდგენას და აბნელებს ქრისტესმიერ ნათელს.

  ეს იცოდნენ წმიდა მოციქულებმა და ნახე, როგორ გამოხატეს: "წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისათა და სიწმიდითა სულისათა დასამორჩილებელად და საპკურებლად სისხლისა იესო ქრისტესითა მადლი თქუენთათა და მშვიდობა განმრავლდინ" (1 პეტ. 1,7) წმიდა პავლე მოციქული ასე ლოცულობს: „მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი  და სიყვარული ღმრთისა და ზიარება სულისა წმიდისა თქუენ ყოველთა თანა, ამინ" (2 კორ. 13,13). პავლე მოციქულის ამ სიტყვებს უცვლელად იმეორებენ ეკლესიაში ყოველი წირვის დროს, ვიდრე იესო ქრისტეს ხორცისა და სისხლის საიდუმლოს აღსრულებას დაიწყებდნენ. ყველა ჩვენი წმიდა მამაც, როდესაც ცხონებაზე მსჯელობას დაიწყებდა, ამბობდა, რომ ცხონებას გვანიჭებს ღმერთი, სამებით თაყვანისცემული - მამა, ძე და სული წმიდა, ესაა ერთი, მთლიანი საწყისი. შენც კარგად დაიმახსოვრე ეს, მიეჩვიე, რომ სწორედ ასე უნდა აღიქვამდე შენში მიმდინარე ცხონების საქმეს; და ამის შემდეგ მაგ საზომით გაზომე დღევანდელი ახალი მასწავლე-ბელიც და სხვანიც, ხვალ-ზეგ რომ გამოჩნდებიან.

   ახლა ბარემ ყველაფერს გეტყვი, რაც საჭიროა თითოეული ჩვენგანის ცხონებისათვის. მოკლედ ეს ასე შეიძლება გამოითქვას: გწამდეს ღმერთი, წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობის მეშვეობით მოიხვე-ჭე სული წმიდა, უფლის მცნებებით იცხოვრე, ღმრთივდადგინებული მოძღვრების რჩევებით იხელმძღვანელე და წმ. ეკლესიასთან ცოცხალი კავშირი გქონდეს. უკეთესად რომ წარმოიდგინო, რაოდენ აუცილე-ბელია ეს ყოველივე, ცხოვრების გზა ჩვეულებრივ მოგზაურობას შეადარე. იმისათვის, რომ მოგზაურს მარჯვე და უსაფრთხო გზა ჰქონდეს, აუცილებელია სინათლე და გაკვალული ბილიკი, თვითონ მგზავრიც ჯანმრთელი და ძლიერი უნდა იყოს, წინაც ისეთი ვინმე უნდა მიუძღოდეს, ვინც საჭიროების შემთხვევაში - მოსახვევში და გზაჯვარედინებზე - სწორ გზას უჩვენებს. ცხონების გზაზეც ასეა: აუცილებელია სინათლე, ანუ სარწმუნოება; გაკვალული გზა - ღმერთის მცნებები; ჯანმრთელობა და ძალა - სული წმიდის მადლი, რომელიც წმიდა საიდუმლოთა მეშვეობით გვეძლევა; გზამკვლევნი და ხელმძღვანელნი - ეკლესიის მწყემსები. ყოველივე ამას მხოლოდ წმ. ეკლესიაში ჰპოვებ, ამიტომაც მასთან ცოცხალ კავშირში იმყოფება ყველა, ვისაც სწორად მიჰყავს თავისი ცხონების საქმე. ყველა, ვინც ცხონება მოიპოვა, ამ გზით ვიდოდა და დღესაც ამ გზით მიდიან ისინი, ვისაც ცხონება სურს... სხვა გზა ცხონებისა არ არსებობს.

   ცხონებისათვის რწმენა აუცილებელია - ამაზე ლაპარაკიც კი ზედ-მეტია. ურწმუნო კაცს სულის ცხონებაზე ფიქრი აზრადაც არ მოსდის. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: "სარწმუნოება უღირს, რომელი მოუხდების ღმერთსარამეთუ არს და მეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ იქმნების" (ებრ. 11,6). უნდა გვწამდეს სრულად - ყველაფერი, რისი გამჟღავნებაც ინება ჩვენთვის ღმერთმა, რაიმეს მიმატების ან გამოკლების გარეშეუნდა გვწამდეს ისე, როგორც წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია გვასწავლის. კერძოდ, რომ ღმერთი ბუნებით ერთია და სამგვამოვანი, თავისი სიტყვით დაიბადა ქვეყანა და ზრუნავს მისთვისჩვენ, კაცნი, სამოთხისათვის შეგვქმნა, რამეთუ თავის ხატად გვყო. წინაპართა ცოდვის გამო ჩვენ დავკარგეთ სამოთხე და ამ დაცემის შემდეგ თვითონ ვეღარ წამოვდგებოდით, მაგრამ ძე ღმრთისამ შეგვიწყალაიტვირთა ჩვენი გამოხსნისა და აღორძინების საქმემოვიდა სოფლად, განკაცდა, ევნო, მოკვდა ჯვარზეაღსდგა, ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა; გვწამს, რომ ჭეშმარიტია იესო ქრისტეს მიერ კაცობრიო-ბისათვის გაღებული მსხვერპლი, და რომ მისი მეოხება ჭეშმარიტად მაცხოვნებელია მორწმუნეთათვის. ისიც გვწამს, რომ უფალმა ამა-ღლების შემდეგ მამისაგან მოგვივლინა სული წმიდა, რომელიც მოციქულებზე გადმოვიდა და აავსო ისინი სიბრძნითა და ძალით; მათ კი, სული წმიდით აღვსებულმა, სოფლად გაავრცელეს ქრისტიანული სარწმუნოება; მორწმუნეთაგან შეადგინეს წმ. ეკლესიის სხეული, რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე; ეკლესიას ჩააბარა სარწმუნოების ყველა წმიდა, მადლის მომცემელი საიდუმლო. მოციქულებმა თავიანთ მემკვიდრეებად თვით იესო ქრისტეს ბრძანებით დატოვეს ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც ხელდასხმით იღებენ ამ განსაკუთრებულ მადლს, და ეს ძაფი უწყვეტად მოდის მოციქულებიდან ვიდრე ჩვენამდე. ცხოვრების იმ წესით, რომელიც საერთოა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისათვის; ისინი ეკლესიის საიდუმლოებებით იკურთხების იმ წესით, რომელიც საერთოა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისათვის; ისინი ეკლესიის საი-დუმლოებებით იკურთხებიან და მოძღვართა ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებიან; თითოეული ჩვენგანის ცხონების საქმე დაფარულად მიმდინარეობს ადამიანის სულში, ხოლო სრული ბრწყინვალებით სხვა ცხოვრებაში გაცხადდება. ამ იმედით აღჭურვილნი ნებსით თუ უნებლიე მწუხარებებს მოთმინებით ვიტანთ, რათა ცხონება მოვიპოვოთ; გვწამს, რომ ისინი, ვინც სიკვდილის კარით სხვა ცხოვრების ზღურბლს მიღმა გადადიან, მაინც ეკლესიის სხეულის წევრებად რჩებიან და არც ჩვენთან ურთიერთობას წყვეტენ - თუმცა უკვე უხილავს და არა ხილულს.

   ყოველივე ეს ურყევად უნდა გვწამდეს. და ჩვენ ვადასტურებთ ამ რწმენას, როდესაც ყოველდღიურად სარწმუნოების სიმბოლოს - მრწამსს ვკითხულობთ. იგი მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამებით თაყვანისცემული ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო  და განაგებს მას, თავის წმიდა ეკლესიაში გვაცხონებს ჩვენ, დაცემულებს - მამის ნებით და სული წმიდის მადლით. ეს ცხონება აქ საიდუმლოდ ხდება, მომავალ ცხოვრებაში კი სრულად გაბრწყინდა თავის გამოუთქმელი ნათლით. ხომ ხედავ, ყველა პუნქტი, რომელიც ცხონების პირობად დაგისახე, სარწმუნოების სიმბოლოში შედის. მთელი გულით გვწამდეს, რომ ეს ასეა და სხვაგვარად შეუძლე-ბელიცაა იყოს.

   მაგრამ სულის ცხონებისათვის მხოლოდ სარწმუნოება როდი კმარა. საჭიროა სიწმიდით ცხოვრება და უფლის ყველა მცნების დაცვა. „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათასა" (მათე, 7,23), ამბობს უფალი. ზეციური მამის ნება კი მის მცნებებშია გადმოცემული. წაიკითხე სახარება - იქ, ცხადია, სარწმუნოებრივ მოთხოვნებზეცაა ლაპარაკი, მაგრამ არც ისე ბევრი; ძირითადად კი იგი გვთავაზობს წმიდა და ღმრთის სათნო ცხოვრების გაკვეთილებს. სახარებიდან ასეთი დასკვნა გამოდის: მთელი გულით, დაუღალავად შეასრულე მცნებები და ცხონდები. ცხადია, ამასთან სარწმუნოებით უნდა იხელმძღვანელო და ყოველივე ღმრთის წინაშე სათნო-ყოფისაკენ წარმართო. ისმინე, რას ამბობს უფალი: „რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე, ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი" (იოანე, 14,21). და იქვე დასძენს: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (იქვე, 22).

   ასევე, მოციქულთა ეპისტოლეებში ბევრი რამ წერია სარწმუნოებაზე, მაგრამ უფრო მეტი - სიწმიდით ცხოვრებაზე. წმ. პავლე მოციქულმა ცხონების საქმის არსი ორიოდე სიტყვით ამგვარად გადმოსცა; „სარწმუნოება სიყვარულისგან შეწევნული" (გალ. 5,6). სიყვარულში იგი გულისხმობს ყველა მცნების დამარხვას და განშორებას ყოველი ცოდვისა და ცოდვილი ვნებისაგან (რომ. 13). ამიტომ ყველა თავის ეპისტოლეში პავლე ქრისტიანთა მთავარ საზრუნავად მიიჩნევს წმიდა და ღმრთის სათნო ცხოვრებას: „რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით, და ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქუენ თანა" (გალ. 4,8-9). ამასვე დაბეჯითებით გვირჩევენ სხვა მოციქულები. მაგალითად წმ. იაკობ მოციქულის სიტყვებს მოგიყვანთ: „რა სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოება მაქუს, და საქმენი არა ჰქონდეს? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნად მისა? სარწმუნოება, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო" (იაკ. 2,14).

  ხომ ხედავ, რა აუცილებელია ყოველი ჩვენგანის ცხონებისათვის მცნებების შესრულება? შეგნებულად ვთქვი მეტი ამ საკითხზე, რამეთუ ისინი, ვინც ეგ თქვენი დამრიგებელი შეაცდინეს, არასწორად მსჯელობენ ამის თაობაზე: ამბობენ, თითქოს ცხონებისათვის მხო-ლოდ სარწმუნოება იყოს საკმარისი, საქმეებს კი თითქმის უგულე-ბელყოფენ. ალბათ ეგ თქვენი დამრიგებელიც ასევე უკუღმართად ფიქრობს, ჰოდა, თავად განსაჯე, აქედან რა დასკვნაც გამოდის. წმ. წერილის მიხედვით, სარწმუნოება და მცნებათა შესრულება ერთნაირად მნიშვნელოვანია, უპირატესობა არც ერთს არ ენიჭება. ცალ-ცალკე ორივე უძლურია: სარწმუნოება საქმეთა გარეშე და საქმეები - სარწმუნოების გარეშე. მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში ძალუძთ მათ ჩვენი ცხონება, და თვითონაც მხოლოდ  ამ კავშირის არსებობის შემთხვევაში ღებულობენ ნამდვილ ძალას, ფასსა და მნიშვნელობას.

  იმისათვის, რომ სარწმუნოებაც მართალი იყოს და შესაბამისი სა-ქმეებიც თან ახლდეს, აუცილებელია სული წმიდის მადლი. მის გარეშე არათუ სარწმუნოების მოპოვებას, კეთილი ფიქრის გულში გავლებასაც ვერ შევძლებთ (2 კორ. 3,5), და რომც გავივლოთ, ვერ შევასრულებთ. რამეთუ, როგორც მოციქული ამბობს, კეთილი აზრი კიდევ შეიძლება მოგვივიდეს, მაგრამ მისი შესრულება კი ჩვენს ხელთ არ არის: „რამეთუ ნება იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოვებ" (რომ. 7,18). ამგვარად, ღმერთს რომ მხოლოდ ის ეჩვენებინა, რა უნდა გვწამდეს და როგორ ვიცხოვროთ, და ამის ამარა დავეტოვებინეთ, მაშინ იმ კაცს დავემსგავსებოდით, მზის შუქით რომ არის განათებული, ხედავს გზას, რომლითაც უნდა იაროს, შეგნებული აქვს, რომ სწორედ ამ გზას უნდა დაადგეს, თორემ დაიღუპება, მაგრამ სიარულის ძალა კი არ შესწევს, რადგან სუსტია და დავდომილი. მაგრამ თუკი ასეა, სჯობს არაფერი იცოდეს და ვერაფერს ხედავდეს, ვიდრე იცოდეს, ხედავდეს და ამის გამოყენების უნარი კი არ შესწევდეს. მოწყალე უფალს არც დავუტოვებივართ ამ ცოდნის ამარა - მან ინება სული წმიდის მოვლინება, რათა მან იმოქმედოს ჩვენში და ჩვენთან ერთად აღასრულოს ჩვენი ცხონების საქმე. სული წმიდა პირველად მოციქულებზე გადმოვიდა, მათი საშუალებით კი ყველა მორწმუნეს მიეცა. იგი მოციქულთა სიტყვით აღვიძებდა ცხონების მსურველებში რწმენას და მათ, ვინც სიწმინდით ცხოვრების გა-დაწყვეტილებამდე მიდიოდა, მისი შესრულების ძალასაც აძლევდა. რასაც მოციქულები აკეთებდნენ, იმასვე აკეთებენ დღემდე მათი მემკვიდრეები ღმრთივდადგინებული წესით. სული წმიდის მადლი დამკვიდრებულია მორწმუნეთა დასში, ანუ წმ. ეკლესიაში, ყველას განანათლებს, განწმენდს და განამტკიცებს; და ვინც აქამდე მოიპოვა ცხონება ან ამის შემდეგ ცხონდება - მხოლოდ და მხოლოდ სული წმიდის მადლით: „რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოე-ბისა მიერ" (ეფეს. 2,8). მორწმუნეებში სული წმიდის მყოფობის შესახებ იგი ისეთი დარწმუნებით ლაპარაკობს, რომ აქ რაიმე ეჭვის შეტანასაც კი არ უშვებს: „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქვენ შორის" (1 კორ. 3,16). საკუთარ თავთან დაკავშირებითაც ამასვე აღიარებს: „ხოლო მადლითა ღმრთისათა ვარ, რა-იგი ვარ" (იქვე, 15,10). წმ. პეტრე მოციქული კი თავისი თავისა და სხვების სახელითაც ადასტურებს: „რომელმან-იგი ყოველივე თვისი ღმრთეებისა ძალი საცხორებელად მოგუანიჭა ჩუენ" (2 პეტ. 1,3). ამიტომაც იყო, რომ მოციქულები მორწმუნეთა მიმართ მიწერილი ყოველი ეპისტოლეს თავსა და ბოლოში მათ ერთადერთ სიკეთეს უსურვებდნენ - სული წმიდის მადლის დამკვიდრებასა და გამრავლებას: „მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოელთა თანა". (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ" 



უკან დაბრუნება