მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი IV)
ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი IV)20-09-2015, 00:02 |
ამბობ, ეს კაცი სახარებას გვიკითხავს და იქიდან გვასწავლისო. წმ. სახარება და მოციქულთა წიგნები, მთელი ახალი აღთქმა არის ყველაზე სარწმუნო წყარო ჭეშმარიტი ქრისტიანული ცოდნისა, ცხონების ჭეშმარიტი გზის შეცნობისა. ყველა, ვისაც ცხონება სურს, სწორედ საღმრთო წერილიდან გაიგებს, როგორც უნდა მოიპოვოს იგი, მაგრამ ყველა როდი შეძლებს სწორად დაინახოს ცხონების გზა. ზოგიერთი სახარებას კი კითხულობს, მაგრამ არასწორად ესმის და არასწორად განმარტავს - ეს სახარების შერყვნას ნიშნავს. ასეთ კაცს სახარება ვერაფერს არგებს, ხოლო ის ამბავი, რომ ხელთ სახარება უპყრია, ვერ იხსნის ყვედრებისა და სასჯელისაგან. შესადარებლად ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: ვთქვათ, კაცს მშვენიერი ნაჭერი აქვს და სურს, რამე შეიკეროს. თუ კარგი მკერავი ისე მოჯღანავს, რომ ჩაცმაც შერცხვება ადამიანს და ვერც სიცივისაგან დაიფარავს. ასევე, სა-ხარებიდან ზოგს ისეთი უგუნური მოძღვრება გამოჰყავს, თვითონ მასაც რომ ღუპავს და მის მიმდევრებასც. რატომ? იმიტომ, რომ არ იცის, როგორ დაიწყოს საქმე. სულის საცხონებელი მოღვაწეობის არსი რამდენიმე პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ღმერთი უნდა გწა-მდეს, მცნებები დავიმარხოთ, სული წმიდის მადლი მოვიხვეჭოთ და სხვ. მაგრამ სახარებაში ეს პუნქტები ერთად კი არ არის მოყვანილი, სხვადასხვა ადგილასაა გაბნეული: ერთგან ერთია ნათქვამი, მეორეგან - მეორე. იმისთვის, რომ ნამდვილად გავიგოთ, რას წარმოადგენს ცხონება, ყველა ამ პუნქტს ერთად უნდა მოვუყაროთ თავი - ყველას, უკლებლივ. ეს აუცილებელი პირობაა. და სწორედ აქ იტეხენ ხოლმე კისერს ხელმოცარული მაძიებელნი. კი დააპირებს კაცი ამ პუნქტების თავმოყრას, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე. ამოტომ ამოიჩემებს ერთ-ორ ადგილს, ამოგლეჯს მათ საღმრთო წერილიდან და გაიძახის: „მორჩა, ვიპოვე! აი, ესაა ცხონების ჭეშმარიტი გზა!" ერთი ამბობს, ცხონებისათვის საკმარისია მხოლოდ გწამდესო; მეორე - სული წმიდის მადლი მოიხვეჭე და სხვა არაფერია საჭიროო; მესამე - შეიყვარე მოყვასი და ნეტარ აღსასრულს მოიპოვებო, სხვა კიდევ სხვა რამეს გაიძახის. ყველა ეს დებულება ჭეშმარიტია და საღმრთო წე-რილი მათ უცილობელ კანონად გვიდგენს, მაგრამ თითოეული ცალ-ცალკე ცხონებას ვერ მოგვანიჭებს, მხოლოდ ყველა ამ პუნქტის შეერთებით მივიღებთ სწორ წარმოდგენას ცხონების შესახებ. იმასაც ამბობ, თითქოს ეგ თქვენი მჩხავანაც სახარებიდან გიკითხავთ და გიხსნით, როგორ უნდა ცხონდეთ. მაგრამ ყველა პუნქტს იღებს იქიდან, და მხოლოდ ნაწილს? ყური დაუგდე და მიხვდები, რომ ყველას არა. ის მხოლოდ იმას გაიძახის, შეინანეთ და გწამდეთო. მაგრამ განა ამით ყველაფერია ნათქვამი? სრულიადაც არა. მეტიც, ამ პუნქტშიც ყველაფერს როდი იზიარებს. შეინანეთო, ამბობს. მაგრამ ერთი ჰკითხეთ, საჭიროა თუ არა აღასრების თქმა ან ცოდვათა მი-ტევების მიღება? ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ, ანდა მიკიბულ-მოკიბულით შეეცდება თავის დაძვრენას; რადგან იცის - ის რომ თქვას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს, მაშინვე ზურგს შეაქცევ (მისი აზრით, ყველაფერი ზედმეტია, თუმცა კი უფალმა გვამცნო საღმრთო წერი-ლში). მწერ: „ეს კაცი ამბობს, სახარებით დამიმტკიცე რომ ვტყუივარო’’. იმას არავინ ეტყვის, „შეინანეთ და გრწმენინ" ტყუილიაო - ეს უფალმა გვამცნო და აუცილებელია ცხონებისათვისო. მაგრამ მაშინ კი ტყუის, როცა ამბობს, მხოლოდ ეს არის საკმარისიო, რადგან ცხონების მოსაპოვებლად სხვაც ბევრი რამაა საჭირო. ვთქვათ, ექიმმა გა-მოგიწერა წამალი, რომელშიც ბევრი ბალახი და ესენცია შედის, მეაფთიაქემ კი აიღო ორი-სამი კომპონენტი და გითხრა, აჰა შენი წამალიო. ვინ გამოდის იგი? ცრუ და მატყუარა. ასევე, ჩვენი სულების მკურნალმა, იესო ქრისტემ, სახარებაში გვამცნო, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ჩვენს სულს ისე, რომ ცხონება მოვიპოვოთ, მოგვცა სრული კრებული წამლებისა, თქვენმა მჩხავანამ იქიდან ორი-სამი დებულება ამოგლიჯა და გაიძახის, ესაა ცხონების საშუალება, მიიღეთ და ცხონდებითო. ამიტომ არის იგი ცრუ და მატყუარა. თქვენ კიდევ, როგორც კი თავისი მოწოდება წარმოთქვა, მყისვე ჩიხში მოექეცით და ამით გაათამამეთ: უფრო და უფრო ხმამაღლა იმეორებს, გწამდეთ იესო ქრისტე და ცხონდებითო. ჭეშმარიტად, ,,არავინ არს სხვით ცხონება და არცაღა არს სახელი სხვა ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხოვრება ჩუენდა" (საქ. 4,12); „დიდ არს ღმრთსმსახურებისა იგი საიდუმლო; ღმერთი გამოჩნდა ხორცითა" (1 ტიმ. 3,16), - მოდრიკა ცანი და ქვეყანა და ჩვენ ცამდე აღგვამაღლებს. გიხაროდეთ, მადლობა შესწირეთ და შეუდექით მას, მაცხოვარსა და ღმერთსა ჩვენსა, რომელიც ამაღლდა ზეცად და ჩვენი კაცობრივი ბუნება მამა ღმერთის გვერდით მჯდომარე ჰყო. და მაინც, ნუ დაივიწყებთ, რომ ესაა მხოლოდ ერთი პუნქტი ცხონების საქმეში. მას თვით უფალმა დაუმატა სხვა პუნქტები, რომლებიც ასევე აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუ ცხონება გვინდა. იმათზე მერე გესაუბრები, ახლა კი გეტყვი, რომ ეს პუნქტიც: „გრწმენინ უფალი მაცხოვარი", ისე უნდა შეიმეცნო და გაითავისო, რომ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოსთან სრულ შესაბამისობაში იყოს. თორემ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იესო ქრისტესაგან მონიჭებული ცხონება, ყოვლადწმიდა სამება კი სულ დაგვავიწყდეს და იგი იესო ქრისტეს სახემ დაჩრდილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაირთვა სწორი წარმოდგენა ცხონებაზე, ანდა სხვა-გვარად რომ ვთქვათ, ჩამოყალიბდა გამრუდებული, გაუკუღმარ-თებული ქრისტიანული აზროვნება. ამის შეხსენება მინდოდა სწორედ: იესო ქრისტემ ჩვენი ცხონების ზოგადი წესი მამასთან, ძესთან და სული წმიდასთან ერთად ჩამოაყალიბა; თითოეული ჩვენგანის ცხონება იესო ქრისტეს მიერ ხდება მამისა და სული წმიდის მონაწილეობით. ამრიგად, ცხონება მოგვანიჭა, თითოეულ ჩვენგანს აცხოვნებს ღმერთი, ერთარსება და სამ იპოსტასად ცნობილი და თაყვანისცემული მამა, ძე და სული წმიდა. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ ყველამ, ვისაც ცხონება გვინდა. შეხედე, როგორ ხდება იესო ქრისტეს ნათლისღება, ნათელს იღებს განკაცებული ძე ღმრთისა, მაგრამ მასზე და მასში ჰგიეს მამა ღმერთი თავისი ნებით და სული წმიდა თავისი ქმედებით. აქედან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ცხონების საქმე, რომელიც ნათლისღებით დაიწყო, განხორციელდა უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც მუდამ თან ახლდა ნება მამისა და მოქმედება სული წმიდისა. ძე არაფერს იქმოდა მამისა და სული წმიდის გარეშე, რადგან მას შემდეგაც, რაც განხორციელდა, არ მიუტოვებია მამის წიაღი. ხომ ხედავ, როგორ ხორციელდება ჩვენი ცხონება ერთარსება და სამ იპოსტასად ცნობილი და თაყვანისცემული სამების მიერ? ახლა იმასაც გიჩვენებ, რომ თითოეული ჩვენგანის ცხონება სწორედ სამებისგანაა. მთელი ჩვენი ცხოვრებაც და ცხონების საქმეც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავ-კარგეთ. მაგრამ მოვიდა განხორციელებული ღმერთი - ძე ღმრთისა, დაცემული კაცობრივი ბუნება თავის იპოსტასში ღმერთთან შეაერთა, ყველა მორწმუნე თავის თავთან გააერთიანა და ამით ღმერთთან შეაერთა. ეს თვით ღმერთმა გვიჩვენა, როდესაც მოციქულებს უთხრა: „მე მამისა ემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის" (იოანე, 14,20). ეს ნათქვამი ყველა მორწმუნეს ეხება, ესაა ოქროს ჯაჭვი, რომელიც ღმერთთან გვაერთებს. ამას უფალი სხვა ადგილასაც გვიდასტურებს: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იქვე, 14,6). (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ" უკან დაბრუნება |