მთავარი > ანტიმოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ანტიმოდერნიზმი

ანტიმოდერნიზმი


15-09-2015, 00:02

 

   ტერმინი ანტიმოდერნიზმი (ბერძ. anti - ნაცვლად, წინააღმდეგ. mod-ernism - მოდერნიზმი) (antimodernie) პირველად ჟ. მარიტენომ (1922 წ.) გამოიყენა.

   ქრისტიანულ ანტიმოდერნიზმში იგულისხმება მოდერნიზმისთვის იდეური და ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა.

   იდეური წინააღმდეგობა გულისხმობს: საღვთისმეტყველო სფეროში - მხილებას, ერეტიკული დოგმების გაბათილებას; ფილოსოფიაში - მოდერნისტური და პოსტმოდერნისტური „ფილოსოფიის" შეუმდგა-რობის გამოაშკარავებას. ღვთისმეტყველებაშიც და ფილოსოფიაშიც ანტიმოდერნიზმი პირველ ყოვლისა მოდერნიზმისა და პოსტმოდე-რნიზმის ადოგმატიზმს ებრძვის.

   ქმედითი წინააღმდეგობა გულისხმობს: ზნეობრივი კუთხით მოდე-რნისტული ამორალიზმის მხილებას, კულტურული თვალსაზრისით - მას-კულტურისა და ცრუ მოდერნიზმის, ეკლესიურ-კანონიკური კუთხით კი განმაახლებლური რეფორმების მხილებას.

   ანტიმოდერნიზმი არ პასუხობს მოდერნიზმს ახალი თეორიების შე-თხზვით, ვითომ ამომწურავი პასუხი გასცეს მოდერნს იდეური ან ორგანიზაციული თვალსაზრისით. პირველი: შეუძლებელია ბოროტე-ბის თეორია შეიმუშავო და ეს თეორიული სიცრუე დადებითად განმარტო. თუ ჩნდება ამგვარი „ცრუ თეორია", ის, ავტორთა ძა-ლისხმევის მიუხედავად, სიცრუის გამართლების მცდელობაა და მეტი არაფერი.

   ამრიგად, პასუხი სიცრუეზე მხოლოდ ჭეშმარიტების აღიარებაშია.

   ანტიმოდერნიზმი არ გახლავთ ცალკეული რელიგიური დენომინა-ცია, არც რაიმე მიმართულება მართლმადიდებლობის წიაღში. ის არც მოღვაწეობის რაიმე განსაკუთრებული სახეა. ის არის მართლმადი-დებლური ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც მოდერნიზმს ურ-წმუნოების კვალიფიკაციას ანიჭებს.

   მოდერნიზმი ყოვლისმომცველი და რეალობასთან შერწყმული მსო-ფლხედვაა. მისთვის არ არსებობს ზღვარი რწმენასა და ურწმუნოებას, რწმენასა და მეცნიერებას (ევოლუციონიზმი), რწმენასა და ხელო-ვნებას (მას - კულტურა, „თეურგია") დაბოლოს, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რწმენასა და ბიზნესს შორის.

   ამრიგად, ანტიმოდერნიზმი თვით მართლმადიდებელი სარწმუნო-ებაა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ამსოფლიური სულისკვეთების დამკვიდრებას სამყაროში. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ მა-რთლმადიდებლობა, შესაბამისად, არ შეგვიძლია არ ვებრძოლოთ მოდერნიზმს. მართლმადიდებლობა ყველა საკითხში სრულყოფილად უპასუხებს მოდერნიზმის გამოწვევებს, ვინაიდან ის (მოდერნი) ტო-ტალური და ჭეშმრიტების აბსოლუტური დამახინჯებაა.

 ანტიმოდერნიზმის ამოცანაა უკუაგდოს ყოველგვარი მოდური ღვთისმეტყველება (დასავლური თუ აღმოსავლური) და ბოლო 150 წლის მანძილზე გაჩენილი ყველა პოპულარული ფილოსოფია. აქ დაუშვებელია შერჩევითობა: შეუძლებელია „შეინარჩუნო" მ. პ. ფლო-რენსკი და უარყო ა. ოსიპოვი. მოდერნიზმის შიგნით დუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს („ზნეობრივი მონიზმი", „პანთეიზმი") მაგრამ ეს ერთი სექტის შიგნით არსებული წინააღმდეგობაა. ერთი მოდ-ერნისტული ფრთის მტკიცებულება და დასკვნა ვერ გამოდგება ეკლესიის სწავლების თვალსაზრისით მეორე მოდერნისტული მხარის დასაცავად იმიტომ, რომ ყველა მათგანი შენიღბულია ურწმუნოებით.

   მოდერნიზმს არ გააჩნია თავისი დოგმები. შესაბმისად, ვერ შევაფ-ასებთ მას როგორც რელიგიურ „სხეულს", ვინაიდან მოდერნი რო-გორც იდეური, ზუსტი მიმდინარეობა არ არსებობს. მაგრამ არსებობენ მოდერნისტები, რომლებიც ეკლესიაში იმყოფებიან. საბოლოოდ, მათი რიცხობრივი გამრავლებით ანტიქრისტეს „დიდი ერი" შედგება. ეს არის სწორედ „უსჯულოების საიდუმლო", ვინაიდან ის ფარულად მოქმედებს. ამიტომ, მოდერნისტებთან შეიძლება და საჭიროა ბრძო-ლა, მათ შორის ადმინისტრაციულიც.

   მოდერნიზმმა არა მარტო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლ-ესიები, არამედ ყველა ქრისტიანული დენომინაცია მოიცვა. უფრო მეტიც, ის არაქრისტიანულ რელიგიებსაც დაერია. ამ კუთხით მო-დერნიზმი გლობალური პრობლემაა, ვინიდან ის კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ პრინციპულ, უცვლელ განსაზღვრებას.

  თუ მოდერნისტულ ცრუსწავლებას საყოველთაო ხასიათის პრობ-ლემად ვსახავთ, მაშინ მისი განსჯა მხოლოდ უმაღლეს კანონიკურ ორგანოს - მსოფლიო კრებას ხელეწიფება. ნებისმიერ შემთხვევაში გლობლურ პრობლემას ასევე გლობალური ქრისტიანული პასუხი უნდა გაეცეს. ასე რომ, ანტიმოდერნისტი შეიძლება იყოს მეცნიერიც და არამეცნიერიც. ზღვარი რწმენასა და ურწმუნოებას შორის ძალიან მკაფიოა, მისი შეუმჩნევლობა შეუძლებელია. ამიტომ ანტიმოდერ-ნიზმი ვრცელი თემაა, რომელიც ერესების მხილებას, წმ. მამების ქადაგებას და ეკლესიის სარწმუნოებრივ განსაზღვრებას მოიცავს.

   ჩვენი ეკლესიის ბრძოლის ფორმა გლობალურია, მაგრამ არა დანაწ-ევრებული და განზოგადებული. შეუძლებელია მოდერნის უბრალოდ „წინააღმდეგი" იყო, იმიტომ რომ ანტიმოდერნიზმი მართლმადი-დებელი ეკლესიის კონკრეტულ დოგმატურ განსაზღვრებებს მთელი თავისი სისავსით იცავს.

   წმ. ირინეოს ლეონელი ერეტიკოს - გნოსტიკოსებს ცხვრის ტყავში გა-ხვეულ მგლებს უწოდებდა, მაცხოვარმა მათგან გამოქცევა ბრძანა, ვინაიდან ისინი ჩვენს მსგავსად საუბრობენ, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ.

   XX ს. პროტესტანტმა ანტიმოდერნისტმა ჯ. გ. მეიჩენმა გამოხატა თა-ვისი წუხილი იმის გამო, რომ მოდერნისტები რაღაც თავისას მო-იაზრებენ ზუსტ და ისტორიულად ქრისტიანულ განსაზღვრებებში. ის წერდა: არა აქვს დიდი მნიშვნელობა მრწამსის სიმბოლოში ბევრს აღიარებენ თუ ცოტას. ისინი შეიძლება პროტესტანტულ აღმსარე-ბლობას სრულად აღიარებდნენ, მაგრამ ამ დროს უფსკრული ჰყოფდეთ ჩვენი სარწმუნოებისაგან. თუ ის (მოდერნისტი) მრწამსში რომელიღაც ნაწილს არ აღიარებს, ე.ი. ის ყველაფერს უარყოფს, რა-დგან სარწმუნოებას არა ჭეშმარიტებად, არამედ სიმბოლური მნი-შვნელობის ორგანიზაციად აღიქვამს.

   უნდა გვახსოვდეს, რომ მოდერნიზმი უკვე დამარცხებულია მართლ-მადიდებლურ აღმსარებლობის წინაშე. ამდენად, ანტიმოდერნიზმი არის სახარების ქადაგება ურწმუნო და დაცემული მსოფლიოსთვის, ის ჭეშმრიტი ქრისტიანული მისიაა სიტყვითა და ცხოვრებით გამყა-რებული.

 

 

 

 

რომან ვერშილო

 Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება