მთავარი > ლიბერალიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალიზმი
ლიბერალიზმი12-09-2015, 00:02 |
ლიბერალიზმი (ლათ. Liberalis - თავისუფალი) - ახალი დროების ყველაზე გავრცელებული რევოლუციური იდეა, რომლის მიზანი „ახალი ადამიანის" შექმნით „თავისუფალი საზოგადოების" ფორმი-რებაა. ლიბერალიზმი მოძრავი და წინააღმდეგრობრივი პოლიტიკური იდ-ეებისა და მცნებების კომპლექსია, დამახასიათებელი ღვთისაგან შორს, ყალბ ავტონომიაში მყოფი პიროვნებებისათვის. ამიტომ ყოველ თავის მისწრაფებას ამქვეყნიურისკენ წარმართავს. თავისუფლების იდეა ლიბერალიზმში მოკლებული დადებით შინა-არსს. ამიტომ ის მთლიანად წინააღმდეგობრივია. ლიბერალური თავისუფლება არ არის ღვთაებრივი თავისუფლების შესატყვისი ცნება, ვინაიდან არ გამომდინარეობს ღვთის სწავლე-ბისგან, ვით მარადიული საზომისგან. ლიბერალური თავისუფლება არც ადამიანური ბუნებისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მატერ-იალური თვალთახედვით შეზღუდულია და ხრწნადი. ლიბერალურ „თავისუფლებას" არ გააჩნია მყარი საფუძვლები. ამიტომაც ის მტრუ-ლადაა განყოფილი ნებისმიერი თანმიმდევრულობისა და წესრიგის მიმართ. ლიბერალიზმში თავისუფლებას არ გააჩნია დოგმატური განსაზღვ-რება. აქედან გამომდინარე, ის არა უბრალოდ „თავისუფლების" იდეაა, არამედ თავად იდეაა ნებისმიერი „თავისუფალი" განსაზღვრებისთ-ვის. მეტაფიზიკური მიზნების მიღწევას ლიბერალები პოლიტიკური (პრაქტიკული) გზით ცდილობენ. მათი საზოგადოებრივ - პოლი-ტიკური მოქმედების კრედოა „თავისუფლებითა და უფლებამოსილ-ებით მოქმედება". ლიბერალიზმში ყველაფერი, განყენებული იდეა თუ სარწმუნოება პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ისეთი საკვანძო სიტყვები, რო-გორიცაა „თავისუფლება", „თანასწორობა", „პროგრესი", „ტოლერან-ტობა", მათთვის პოლიტიკური ლოზუნგებია, ხშირად პირდაპირი პოლიტიკური ბრალდებაა კონსერვატორებისა და ანტიმოდერნის-ტების მისამართით გამოთქმული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი „თავისუფლება" წმინდა პოლიტ-იკური ფენომენია, ის თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, რელი-გიაში, მეცნიერებასა და კულტურაშიც ცდილობს. შემდეგ, მსჯელობა და ქმედება იმგვარივე „უფლებამოსილებით" ლიბერალური კანონის სტატუსს იძენს და ეს კანონი საყოველთაოდ აღიარებული, ყვე-ლასათვის მისაღები და გასაგები უნდა იყოს. ამიტომ ლიბერალი პოლიტიკური და, იმავდროულად რელიგიური კანონმდებლობის პოზიციიდან გვესაუბრება. ცალკეულ შემთხვევებში ის ღვთაებრივის პრეტენზიასაც კი აცხადებს. ქრისტიანებსაც გააჩნიათ თავისუფლების ცნება. ისინი თავისუფლ-ებას სხვაზე ნაკლებად არ აფასებენ. მაგრამ ქრისტიანმა უწყის, რომ თავისუფლება ღვთის საჩუქარია: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ". „უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სი-ტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭე-შმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ". (იონ. 8. 36. 31-32). ამრიგად, მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია თავი-სუფალი ყოველგვარი ცოდვისა და ამქვეყნიური საზრუნავებისაგან. თავისუფლება ადამიანის ნების თვისებაა, რომელმაც თავისი შე-მოქმედისა და მხსნელის ნებისამებრ უნდა იმოქმედოს. ამიტომაა, რომ თვითმკვლელი და თეისტი არ მოქმედებენ თავიანთი (ანუ ღვთისაგან ჩადებული) ნებისამებრ. თუ მოდერნიზმს ვაფასებთ, როგორც ქრისტიანული ტერმინებით გაფორმებულ ურწმუნოებას, თავის მხრივ ლიბერალიზმი პრაქტი-კული და გამოცდილი სწავლება იმისა, როგორ იცხოვრო ანტი-ქრისტიანული ცივილიზაციისა და უწესრიგობის პირობებში. ლიბე-რალიზმი წინასწარ გრძნობს აპოკალიპსური ეპოქის დასაწყისს და საამისოდ ძლიერად ემზადება. ლიბერალიზმი ამქვეყნიურ უწესრიგობასა და ქაოსთან კარგადაა ადაპტირებული, ვინაიდან მისთვის ქაოსი არა სულის სიკვდილი, არამედ აღქმული სამყაროა. ამიტომ ის (ლიბერალი) მთლიანად ჩაფლულია ამქვეყნიურ საზრუნავში. ლიბერალურ - რელიგიური ცხოვრება მთლიანად და მხოლოდ ამსოფლიური სულისკვეთებით იკვებება. ამდენად, ლიბერალის თავისუფლება არ ეწინააღმდეგება ამსოფლიური სულის ზეგავლენას, არ ემიჯნება მას, არამედ მის მიერვე განხორციელებულ ქმედებაზეც კი პასუხისმგებლობას გაუ-რბის. ლიბერალური ესქატოლოგიის თანახმად, ანტიქრისტიანულ დროში ნებისმიერი გადარჩება ქრისტიანული დოგმატების მაღიარებელის გარდა, იმიტომ რომ ლიბერალისთვის „ცხონება" ყოველგვარი ცვლილებასთან შეგუებას, საამისოდ მზადყოფნას ნიშნავს. ამგვრად და ასე შეიქმნება ანტიქრისტიანული საზოგადოება. ის ფაქტი, რომ ლიბერალურ „ცხონებაში" არაფერი ესაქმებათ „დოგმატიკოსებს", კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს ახალი ადამიანის ფენომენს: ის საყ-ოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების საპირისპიროდ იმოქმედებს, იგი მისთვის გაუგებარი სიგნალებით იმართება, უპასუხისმგებლოდ იქცევა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი თავისუფლება. ძირითადი ბრალდება, რომელსაც ლიბერალები უყენებენ ქრისტია-ნობას, დოგმატიკურობაა. ლიბერალიზმი უარყოფს ღვთაებრივ გა-მოცხადებასა და დოგმატიკას, ვით ჭეშმარიტების აღქმის წყაროს, უარყოფს სულიერი განზომილებით ცხოვრებას. ლიბერალს თავი „თავისუფლებისათვის" მებრძოლი ჰგონია. მისთ-ვის ბრძოლის ნებისმიერი ხერხია მისაღები. ლიბერალიზმის უნივერ-სალიზმი არა სამართლიანობის ცნებას, არამედ კოსმოპოლიტურ და ინტერნაციონალურ მსოფლმხედველობებს ემყარება. თუ შიდა საეკლესიო ლიბერალებზე ვისაუბრებთ, ისინიც განუწყვ-ეტლივ იბრძვიან „ცრურწმენისა და ბოროტმოქმედების" წინააღმდეგ. (ა. კურაევი, მ. პ. მეშერინოვი და სხვა). ნ. ლეონტიევი ამბობდა: არსობრივად ლიბერალიზმის სისტემა, ყო-ველგვარი სისტემურობის არარსებობაა. ის მხოლოდ ყოველგვარი უკიდურესობის უარყოფაა, ყოველივე თანმიმდევრულისა და მოწეს-რიგებულობის შიშია. ლიბერალიზმი ყველგან მარტოა, ყველგან უარყოფილია, ყველგან ერთნაირად ლეგალურად და ნელ-ნელა ხრწნის ნაციას. ლიბერალიზმი უარყოფს წესრიგს. ფიქრობს, რომ ეს შეუფერებელია ღვთისთვის. ამის შემდეგ ლიბერალი უარყოფს ღმერთსაც, იმიტომ რომ, ის „არ არის ღირსი" ლიბერალის წარმოსახვაში არსებული ად-ამიანის. ამიტომაც ლიბერალი ასკვნის: ღმერთი არ არის აბსოლუტი, ის ფარდობითია სამყაროსა და ადამიანთან მიმართებაში.
Антимодернизм.ру. რომან ვერშილო Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |