მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის მსოფლმხედველობა (ეკუმენისტური ნაბიჯები)
მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის მსოფლმხედველობა (ეკუმენისტური ნაბიჯები)7-07-2015, 00:03 |
1998 წ. დიმიტრიადის მიტროპოლიტიდან ბ-ნი ქრისტოდულოსის მთავარეპისკოპოსის კათედრაზე ასვლის შემდეგ მართლმადიდებლე-ბისათვის მრავალი საკითხი სერიოზულად და სახიფათოდ გართუ-ლდა... ისინი, ვინც მას სიღრმისეულად ჯერ კიდევ არ იცნობდნენ, დროდადრო გატაცებულნი იყვნენ პაპიზმისა და პროტესტანტიზმის წინააღმდეგ მისი გულმხურვალე ქადაგებით. თავის გამოსვლებში იგი ეკუმენიზმს ერესად მიიჩნევდა, აღფრთოვანებით სთავაზობდა ეკლე-სიის სამწყსოს წმინდა მამათა ცხოვრებასა და სწავლებას. მივიჩნიეთ, რომ სამღვდელმთავრო კათედრაზე ვინმე იოანე ოქროპირი, ფოტი, ან მარკოზ ეფესელი ავიდა... სამწუხაროდ ძლიერ მოვტყუვდით.
მთავარეპისკოპოს ქრისტოადულოსის კათედრაზე ასვლამდე ელად-ის ეკლესია მკაცრად ტრადიციული, მართლმადიდებლური, ანტიპა-პისტური და ანტიეკუმენისიტური იყო. ძირითადი მართლმადიდე-ბელი ადგილობრივი ეკლესიებისაგან განსხვავებით, რომლებიც მრა-ვალწლიანი კომუნისტური რეჟიმის შედეგად იყვნენ დასუსტებულ-დაქანცულიყვნენ. ელადის ეკლესია ერთადერთი ძლიერი, თავისუ-ფალი და ცოცხალი ეკლესია გახლდათ. სხვა ადგილობრივი ეკლესიები საღვთისმეტყველო ძალას ათენსა და თესალონიკში მისი ორი ძლიერი და აყვავებული საღვთისმეტყველო სკოლა-ფაკულტეტისაგან იღებდ-ნენ. ნათლად რომ წარმოვაჩინოთ, როგორი იყო ელადის ეკლესია მაშინ და როგორია ის დღეს, რამოდენიმე მკაფიო ფაქტს წარმოგი-დგენთ. ეს ფაქტები ნაკლებად ცნობილია მრავალი ადამიანისათვის.
ვატიკანის მოწვევის შემდეგ ათინაგორამ გადაწყვიტა მართლმადი-დებელი მხარისთვის შეეთავაზებინა ვატიკანის კრებაზე დამკვირვე-ბლების გაგზავნა და ამ მიზნით შეკრიბა ყოველთა მართლმადი-დებელთა კრება ქ. როდოსში. მას უმალვე შეეწინააღმდეგა მთავარე-პისკოპოსი ქრიზოსტომოს II და ყოველი იერარქი. მათ წარმომა-დგენელთა დასწრებაც კი არაკეთილგონივრულად მიიჩნიეს, ვინაიდ-ან წმინდა წერილი და წმინდა მამები წმინდა კანონების მეშვეობით გვიკრძალავენ ყოველგვარ ურთიერთობას ერეტიკოსებთან. მთავარე-პისკოპოსი ქრიზოსტომოსი სატელეგრამო მიმართვაში ათინაგორას წერს: „თავიდანვე ეს საკითხი გადაწყვეტილად მიგვაჩნდა; იერარქთა გადაწყვეტილების საფუძველზე თავს შევიკავებთ (კათოლიკებთან) ურთიერთობისაგან. საზოგადოებაც ერთობ შეშფოთებულია." ათინა-გორა სატელეფონო საუბარში ეკითხება მას (ქრიზოსტომოსს), რატომ არ მომყვები მე, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „საქმე სარწმუნოებრივ საკითხებსა და ერეტიკოსებთან ურთიერთობას ეხება; ყველა იმ ბოროტების შემდეგ, რომელიც მათ მიაყენეს ჩვენს ეკლესიას, ვით-ვალისწინებთ რა იერარქებისა და ეკლესიის მთელი სისავსის საერთო აზრს, უხერხულად მიგვაჩნია გავიზიაროთ თქვენი შეხედულება." (ათენი, 1964 წ). მთ. ეპ. ქრიზოსტომოსი მკაცრად მოიხსენებდა პა-პისტებს, ვით ერეტიკოსებს და მისი შეხედულება იერარქებისა და ეკლესიის სისავსის მსოფლხედვას ეთანხმებოდა. ელადის ეკლესიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის არ მოიძებნებოდა იერ-არქი, რომელიც იყოყმანებდა პაპიზმის ერესად აღიარებაში. რა უნდა ვთქვათ დღეს და რას ვამბობთ? რით ვიწყებთ დატირებას და ელადის ეკლესიაში მასიურად ცვლილებების შემოტანას? საპატრიარქოს მერ-ყევი და თავშეკავებული პოზიციით, რომელიც ეკუმენისტური ნაბი-ჯებით სვლაში კადნიერ მოწინავედ იქცა. ის ეტოქება, ხან უსწრებს კიდეც ფანარის (იგულისხმება მსოფლიო საპატრიარქოს კათედრა) „კადნიერ შემართებას". თუმცა ფანარსა და ათენს შორის უთანხმოების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, იურისდიქციის გარდა, ე.წ. „ახალი ოლქების" საკითხი გახლავთ. კერძოდ, ათენის მთავარეპისკოპოსს არ სურს, „არ აწყობს" უნტერ-ოფიცრობა (ე.ი. კუდში დევნა), მსოფლიო საპატრიარქოს უკან სიარული, არამედ სურს იყოს მისი თანაბარ-უფლებიანი, მართლმადიდებელთა და ქრისტიანთა შორის კულტუ-რული კავშირების მოწინავე ორგანიზატორი. ამიტომ, რადგან წარ-მატების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია ქრისტიანთა შორის ურთი-ერთობის სფეროში ანალოგიური აღიარება, სწორედ ამას სთავაზობენ მას გახარებული პაპი და პროტესტანტები. ისინი ხარობენ იმით, რომ მართლმადიდებლობის უკანასკნელი ციტადელი - ელადის ეკლესია დაეცა. ხსენებული მიზეზის გამო მიმართავს დღეს ელადის ეკლესია ერესთა მოთავე ეკუმენიზმს. იქ მთავარეპისკოპოსს აქებენ, აპლოდ-ირებენ, აჯილდოვებენ, იმიტომ რომ, როგორც იქნა, მიგვატოვა „თა-ლიბანები" (როგორც თავად გვახასიათებდა). ამრიგად, ის გახდა პრო-გრესული, თანამედროვე პიროვნება, რომელიც საერთაშორისო ეკუ-მენისტური პროცესების ავანგარდშია. მან მრავალი „რეკორდი" მოხსნა ჭეშმარიტებასა და ცდომილებას შუა საზღვრების მოშლის თვალ-საზრისით, მართლმადიდებლობასა და ერესს შორის ბრძოლაში, რათა საბოლოოდ მიწასთან გაასწოროს მართლმადიდებლობა. მან პირვე-ლმა, რაკი გაკადნიერდა, 2001 წელს მოიწვია საბერძნეთში პაპი, ვით რომის უფლებამოსილი ეპისკოპოსი; მან პირველმა უმასპინძლა (და მონაწილეობაც მიიღო) მსოფლიო ეკლესიათა ერესებისა და საცდუ-რების სხდომას მართლმადიდებელ მიწაზე, წარმოდგენილს ეპისკო-პატის აღმაშფოთებელი განცხადებებით. იგი, ელადის ეკლესიის მღვდელმთავართაგან პირველი ეწვია ე.მ.ს.-ეს შტაბ-ბინას ჟენევაში, სადაც ის პატივითა და დიდებით მიიღეს. და ბოლოს, ის პირველია მღვდელმთავართა შორის, ვინც გასული წლის დეკემბერში ოფიცი-ალური ვიზიტით ეწვია ვატიკანს. ვერც ერთი მისი წინამორბედი ვერც გაიფიქრებდა ან განახორციელებდა მსგავსს - გადაებიჯებინა რუბი-კონს (ე.ი. საზღვრებს) იქით, ერესების სასარგებლოდ. მას ხოტბას ასხამდნენ ეკუმენისტები თავიანთ გამოსვლებში. ელადის ეკლესიას სამისიონერო საქმიანობის გაძლიერების გამო პაპმა საჩუქრად გადასცა ჯაჭვი, რომლის ავთენტიკურობა სერიოზულ ეჭვს იწვევს. ათენის უნივერსიტეტის ავტორიტეტულმა პროფესორმა ბ-ნმა სტავროს კურ-უსისმა გაზეთ „ორთოდოქს ტიპოსში" (12/1/2007 წ) ამ ეჭვის მიზეზები განმარტა. ნამდვილია თუ ყალბი პავლე მოციქულის ჯაჭვები, ნები-სმიერ შემთხვევაში, ის იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ელადის ეკლესია ჯაჭვითაა შეკრული პაპიზმისა და ეკუმენიზმის საპყრობილეში. მა-რთლმადიდებლური გადმოცემისაგან განდგომის ეს უმძიმესი ტვირ-თი არ გახლავთ ერთადერთი. გარდა ამისა, ტვირთია ეკუმენისტური სწავლება, ყოველივე ის, რაც ფილოპაპისტური და ეკუმენისტური სულისკვეთების საუბრებით გამოარჩევდა მთავარეპისკოპოს ქრისტო-დულოსს სხვადასხვა ადგილებზე. ვინმეს რომ შეედგინა რაიმე ონ-ტოლოგიური კრებული, მსგავსი საუბრები მთელ წიგნს მოიცავდა. ჯერ კიდევ 2001 წლის მაისში, პაპის ვიზიტის დროს, მისასალმებელ სიტყვაში, ასევე ერთობლივ განცხადებებში, გამოყენებულ იქნა ისეთი სიტყვები, რომლებშიც ერეტიკოსთა თავი - პაპი რომის კანონიერ, უფლებამოსილ ეპისკოპოსად მოიაზრება, თითქოს 1054 წლამდელ ვითარებაში ვიმყოფებოდეთ, ხოლო პაპისტური ერესი ეკლესიადაა წარმოჩენილი.
მრავალ პუბლიკაციაში ჩვენ ჩამოვთვალეთ პაპიზმის ყველა ეს სია-ხლე და ეკლესიის საზღვრების დანგრევის საშიშროებაც აღვნიშნეთ. სხვათა შორის, მთავარეპისკოპოსისადმი მიმართულ ღია წერილში ვწერდით: „თქვენ გადახვედით ქრისტეს სახარების სწავლებას, გაანა-დგურეთ წმინდა კანონები, შეურაცხყავით პაპიზმთან მებრძოლი წმი-ნდანები, და კარს უღებთ მტაცებელ მგლებს ეკლესიაში შემოსას-ვლელად. მრავალი ერესით დამძიმებულ პაპთან ერთად თქვენ პატივს მიაგებთ ყველა ძველ ერეტიკოსსა და ცრუმასწავლებელს: არიოზს, მაკედონის, ევტიქს, ნესტორს, აპოლინარს, რომლებიც ანგელოზებად მოგეჩვენება პაპთან და მის ცრუ შეხედულებებთან შედარებით.
თქვენთვის ძალდაკარგულად ჩანს სახარება, მსოფლიო კრებები, წმინდა და ღმერთშემოსილი მამათა სწავლება. თქვენი სიტყვით თქვენივე ქმედებები იმხილება. მოდით, ჩამოიღეთ ტაძრებიდან წმი-ნდა ხატები, ვინაიდან თქვენ ჩამოიღეთ და უგულებელყავით მათი (წმინდანების) სწავლება, დაე გაუგებრობასა და იმედგაცრუებაში მყოფმა ხალხმა უკეთ გაიგონოს, რაც ხდება". მთავარეპისკოპოსი სულაც არ შეწუხებულა პაპის საპასუხო სიტყვის მოსმენით, რომ „იესო ქრისტეს, უფლისა და მაცხოვრის მოციქულებრივ რწმენაში ჩვენ სა-ერთო მოციქულებრივი მემკვიდრეობა და ნათლისღების საიდუმლო კავშირები გაგვაჩნია, ამდენად, ყველა ჩვენგანი ღვთის ოჯახის წე-ვრები ვართ, რომლებიც მოწოდებულნი ვართ ვემსახუროთ ერთ უფალს და ვუქადაგოთ სახარება მსოფლიოს".
ჩვენ ქვეყანაში პაპის ჩამოსვლის დროს განვაცხადე: „ნუთუ Filioque, პაპის პირველობა, უცდომელობა, ხმიადის გამოყენება, განმწმენდელი ცეცხლი, ან ღვთისმშობლის „უბიწო ჩასახვა" და მისთანა ყოფილა „საერთო მოციქულებრივი რწმენა" და „საერთო მონაპოვარი"? ნუთუ „ყველა ჩვენგანი ერთი და იმავე ღვთის ოჯახის წევრები ვართ"? პაპი გაექცა სიტყვა „ეკლესიას", რათა არ მოახდინოს ჩვენი პროვოცირება, მაგრამ არსი ამით არ იცვლება; ნუთუ მოწოდებულნი ვართ ვემ-სახუროთ „ერთ ღმერთს და ერთად ვუქადაგოთ სახარება მსოფლიოს?" მაშინ რატომ არ მიატოვეთ მისიონერობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მოღვაწეობენ პაპის მისიონერები, ისინიც ხომ იმავე სახარებას ქა-დაგებენ და იმავე ღმერთს ემსახურებიან? ნუთუ „იმავე" ღმერთს თაყვანს სცემენ მართლმადიდებლები და ერეტიკოსები; ნუთუ ერესი არ არის ეშმაკის მონაგონი საიმისოდ, რომ დაანგრიოს ეკლესიის ერთიანობა, წარწყმინდოს და აცდუნოს ადამიანები? ვინმეს წარმოუ-დგენია ერთად მოციქულები და ახალი აღთქმის ცრუ მოციქულები, რომლებიც ურთიერთამბორითა და ერთობლივი განცხადებებით ამტ-კიცებდნენ, რომ მათ ერთი რწმენა აქვთ და ერთსა და იმავე სახარებას ქადაგებენ? წარმოიდგენს ვინმე ერთი ღვაწლის ქვეშ წმინდა მამებსა და უდიდეს ერეტიკოსებს? მართლმადიდებლური ცნობიერების კო-როზია და ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის საზღვრების მოშლა ერთობ საშიში გახლავთ. მარტო ეს ტექსტიც არ კმარა ღალატისა და განდგომისათვის განსაწყობად, რაც მოხდა კიდეც."
რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ერთადერთი ტექსტი. მთავარეპის-კოპოს ქრისტოდულოსის საპასუხო სიტყვაშიც ანალოგიური იყო ნა-თქვამი, რაზეც ასევე გავაკეთეთ კომენტარი. მთავარეპისკოპოსი ანა-დგურებს დოგმატს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიით" Una Sancta შესახებ, რომელიც მრწამსის წევრი გახლავთ. ამ ლოგიკით, მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ერთადერთი ეკლე-სია, თურმე არსებობს სხვა ეკლესიებიც, მათ შორის პაპის ეკლესია. იმისათვის, რომ საფუძვლები ჩაუყაროს ამგვარ შეხედულებას, ქრი-სტოდულოსი და მისი თანამოაზრენი ამყარებენ აზრს, რომ „პაპიზმი არ არის ერესი". ცხადია, ლათინოყოფილები კადნიერად იტყვიან: „ლათინობა არ არის სქიზმა, ეს უბრალოდ სხვა ქრისტიანული სწა-ვლებაა, სხვა მრავალ ქრისტიანულ დოგმებს შორის არსებული"!
მსგავსი ლათინური გეზი აქვთ აღებული ელადის ეკლესიის სხვა იერარქებსაც, ოღონდ მდუმარედ. ლათინოყოფილებს მიეკუთვნება ტინოსელი მიტროპოლიტი დოროთე და სხვებიც. პაპისტებთან ერთო-ბლივი ლოცვითი პრაქტიკა მის ეპარქიაში მხოლოდ მისთვის არ გახლავთ ჩვეულებრივი მოვლენა. გვაქვს ცნობები, რომ ნებადარ-თულია დიაკონია, ე.ი. ერთი ბარძიმიდან თანმიმდევრობით ზიარება სკოლის მოწაფეებისთვის, რომლებიც მართლმადიდებლურ და პაპ-ისტურ ეკლესიებში ესწრებიან ღვთისმსახურებას. ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ხელი მოაწერეს ერთობლივ მოძღვრულ საახალწლო ეპისტოლეს პაპის ეპისკოპოს მ. სიროსთან ერთად!!! ეკუმენისტური ერესი ნელ-ნელა პარალიზებას უკეთებს ყველა ჯანსაღ უჯრედსა და მართლმადიდებლურ ბრძოლისუნარიანობას. ჩვენ მრავალგზის გაუწ-ყეთ კალაბრისა და ეგიალეის მიტრ. ამბროსის მკრეხელური განც-ხადებების შესახებ, რამაც გამოამჟღავნა მისი გაუმართლებელი უვი-ცობა სულიწმინდის „და მამისაგან" გამომავლობის საკითხთან მიმა-რთებაში, რითაც მან შეურაცხყო და უგულებელყო თვით მაცხოვრის სწავლება. მასში ხომ მთელი სიცხადითაა და კატეგორიულობითაა ნათქვამი სულიწმინდის მამისაგან გამომავლობის შესახებ. (იოან. 15. 26). მაგრამ მიტროპოლიტმა შეცვალა ეკლესიის ისტორიული სარწ-მუნოება, რომელიც ასახულია მრწამსში მსოფლიო კრებებისა და წმი-ნდა მამების მიერ. წმინდა სინოდს მართებს მოიწვიოს ეს მიტრო-პოლიტი, განმარტოს თუნდაც ეს ერთი მკრეხელობა. ხოლო თუ ის დარჩება თავის ცოდვაში, მიეთითოს, რომელი წმინდა კანონის მსჯა-ვრის ქვეშ იმყოფება.
თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი დეკანოზი თეოდორე ზიზისი. „Православный Апологет" 2015.
"xareba.net"-ის რედაქცია
უკან დაბრუნება |