მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე პლატონი - ბანალუკის ეპისკოპოსი (ნაწილი I)

მღვდელმოწამე პლატონი - ბანალუკის ეპისკოპოსი (ნაწილი I)


29-07-2015, 00:01

მღვდელმოწამე პლატონი - ბანალუკის ეპისკოპოსი (ნაწილი I)

 

  მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უდიდესი მთავარეპისკოპოსი 1894 წელს დაიბადა ბელგრადში. მომავალი ეპისკოპოსის მშობლები - ელენე და ილია - წარმოშობით ღარიბი, კლდიანი მხარიდან, ჰერც-ოგოვინიდან იყვნენ, სადაც მართლმადიდებელ სარწმუნოებასა და პატრიოტიზმს უპირატესი ადგილი ჰქონდა მინიჭებული. ბავშვს ნათლობისას მილივოე დაარქვეს. ახალგაზრდა მილივოე კეთილმო-რწმუნე მშობლების სახლში აღიზარდა, საშუალო სკოლა ქალაქ ვრანში დაამთავრა, გიმნაზია - ქალაქ ნიშში, სადაც მამამისი სამხედრო სამსახურს გადიოდა. კეთილშობილმა მშობლებმა გადაწყვიტეს სიყ-რმის შვილი უფლისათვის მიეძღვნათ და ყმაწვილმაც ბელგრადის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. მისი ღმრთისმოყვარე გული ღვაწლს ითხოვდა და ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტმა მონაზვნობა მიიღო წმიდა მოწამე პლატონის სახელით, რომელსაც სარწმუნოების სიმტ-კიცისა და სიმამაცის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა.

   მონაზონი პლატონი სულიერად მღვდელმთავარ მიქაელის, სერბი მიტროპოლიტის ფხიზელი მეთვალყურეობის და მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. მან წარმატებით დაასრულა ბელგრადის, შემდეგ კი, 1901 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია. სწავლის პერიოდში მი-იღო დიაკვნისა და მღვდლის ხარისხი. ახალგაზრდა და მოშურნე პლატონი, სამართლიანობისა და სიმართლის გამახვილებული გრძნო-ბის პატრონი, ხშირად ვარდებოდა რთულ და უსიამოვნო სიტუაციაში, საიდანაც, ღმრთის შეწევნით, თავისი და ეკლესიისათვის მძიმე შედ-ეგების გარეშე ყოველთვის ახერხებდა გამოსვლას. ეკლესიისათვის, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

  მიქაელის ნაცვლად მოსულმა ახალმა მიტროპოლიტმა ინოკენტმა რუსეთიდან დაბრუნებული მღვდელმონაზონი პლატონი დიდი გულ-ისხმიერებით მიიღო და რაინოვაცის მონასტრის უხუცესობა მიანდო. მოგვიანებით პლატონს ეკლესიისა და სახელმწიფო განათლების ორ-განოებში მაღალი ადგილი ეჭირა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დეჩანის მონასტრის თაობაზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების დაცვისას. მამა პლატონმა დიდი ნიჭი გამოა-ვლინა თავის საგანმანათლებლო საქმიანობაშიც და არც ერთი წუთით არ ივიწყებდა, რომ მხოლოდ მასწავლებელი კი არ იყო, არამედ ახ-ალგაზრდა სულთა მოძღვარიც. იგი უყვარდათ მოსწავლეებსაც, სა-მღვდელოებასაც და ძალიან მცირე დროში განვლო გზა მღვდელ-მონაზონიდან არქიმანდრიტამდე.

   არქიმანდრიტ პლატონის ღმრთისმოყვარე სულში ძლიერ იყო განვი-თარებული ჯერ კიდევ ოჯახში ჩანერგილი პატრიოტიზმი, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა პირველი მსოფლიო ომის დროს ბალკა-ნეთში მიმდინარე ომებში, რომელიც სერბეთისათვის არსობრივად სამამულო, თავდაცვითი ომი იყო. მეომრებისა და ჯარისკაცების დაპურების გარდა არქიმანდრიტი აქტიურად ეხმარებოდა ღარიბებსა და ობლებს, რომლებიც ომიანობის დროს ძალიან-ძალიან ბევრია. იგი დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა, თითოეულ ოჯახსა და გაჭირვებულს ყოველთვის დროულად და საჭიროების ჟამს უნ-აწილებდა შემოსულ დახმარებას. ხალხის პატივისცემამ და სიყ-ვარულმა, საეკლესიო წრეებში დიდმა ავტორიტეტმა მაშინდელი სერ-ბეთის ზოგიერთ პოლიტიკოსში შური გამოიწვია და არქიმანდრიტი პლატონი აღიარებისა და მადლიერების ნაცვლად სამსახურიდან გა-დააყენეს და პენსიაზე გაუშვეს. მან ეს ამბავი მიიღო, როგორც თავისი ცხოვრების ჯვრის ნაწილი და იმისათვის, რომ ლუკმაპური ეშოვნა და ღარიბთა დახმარება შეძლებოდა, ნებისმიერი სახის სამუშაოს მორჩი-ლად ასრულებდა, დურგლობდა კიდეც.

   არქიმანდრიტი პლატონი რამდენიმე ხნის შემდეგ საეკლესიო მსახ-ურებაში აღადგინეს, კვლავ მაღალი საეკლესიო თანამდებობები მიან-დეს, მაგრამ მოწინააღმდეგეების მხრიდან, რომლებიც მის წარმატე-ბებს ვერ ეგუებოდნენ, ამჯერადაც ვერ გადაურჩა დაბრკოლებებსა და ხრიკებს. ყველა მის საქმიანობას ეჭვის ქვეშ აყენებდნენ და ყოველი მისი წამოწყება უკიდურესად კრიტიკულად აღიქმებოდა.

   არქიმანდრიტი პლატონი 1931 წლის ოქტომბერში აირჩიეს და ხელი დაასხეს სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად. დიდებულმა პატ-რიარქმა ბარნაბამ მისი პიროვნება სულიერად განჭვრიტა და სწორად შეაფასა. სულით მან აღიქვა არა მარტო მისი წარსული, არამედ წი-ნასწარმეტყველურად დაინახა მისი სახელოვანი მოწამეობრივი აღსა-სრულიც. მეუფე პლატონი ჯერ კიდევ თავისი მსახურების დასაწყისში კონკორდატის1 წინააღმდეგ მძიმე ბრძოლაში ჩაერთო. იგი იყო არა მხოლოდ მონაწილე „სისხლიანი ლიტანიობისა,"2 არამედ სრემსკი კა-რლოვცას სამონასტრო სტამბის მმართველის ხარისხში ყველაფერს აკეთებდა, რათა სერბეთის საზოგადოება დროულად და სწორად გაცნობოდა სერბეთის ეკლესიისა და ხალხისათვის კონკორდატის დამღუპველ მნიშვნელობას.

   1938 წელს ქორეპისკოპოსი პლატონი ოხრიდ-ბიტოლსკის ეპარქიის მღვდელმთავრად, 1939 წლის დასასრულს - ბანიალუკის ეპარქიის ეპისკოპოსად. ვერც ბიტოლში, ვერც ბანიალუკეში მოღვაწეობამ ვერ ჩაიარა ცდუნებებისა და წინააღმდეგობების გარეშე. სიკეთის მოწინა-აღმდეგე ეშმაკი შეუსვენებლად იღვწოდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ბანიალუკეში წინ აღუდგა მეუფის ამ ეპარქიაში დანიშვნას. მეუფე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა პოლიტიკოსთა რეაქციას და, რო-დესაც კრების არჩევანი სამეფო დეკრეტით დადასტურდა,იგი ზარ-ზეიმისა და პატივის გარეშე ჩავიდა ბანიალუკეში და 1940 წლის 1 ოქტომბერს თავისი საეპისკოპოსო კათედრა დაიჭირა.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

1კონკორდატი - იუგოსლავიის სამეფოს მოლაპარაკება რომის კათოლი-კურ ეკლესიასთან თანამშრომლობაზე. მოლაპარაკება კათოლიკურ ეკლ-ესიას უფლებას აძლევდა სერბეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს წინ-ააღმდეგ პროზელიტური საქმიანობა და ექსპანსია ეწარმოებინა.

2სისხლიანი ლიტანიობა - ჯვაროსნული მსვლელობა ბელგრადში კონ-კორდატის მოწინააღმდეგე სამღვდელოების მიერ მოწყობილი. ლიტან-იობა დაიძრა საკათედრო ტაძრიდან მთელი ქალაქის მიმართულებით. მთავრობა აქციის ჩატარების უფლებას არ იძლეოდა და მაშინ ჟანდა-რმერიამ (შინაგან საქმეთა მინისტრი იმჟამად კათოლიკე მღვდელი იყო) მოახდინა სისხლიანი თავდასხმა ლიტანიობის მონაწილე მეუფეებზე, მღვდლებსა და ერისკაცებზე, თუმცა ღმრთის მოწყალებით კონკორდატს ხელი არ მოეწერა.

3სერბეთში მონარქია ოფიციალურად არსებობდა 1945 წლამდე, სანამ გაუქმდებოდა სკუპშტინით (დუმა) და კარაგეორგიევიჩების დინასტიას ჩამოერთვა ყველა უფლება და წოდება, იუგოსლავიაში ცხოვრებაც კი აე-კრძალათ. 



უკან დაბრუნება