მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე საბა (გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსი)
მღვდელმოწამე საბა (გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსი)28-07-2015, 00:01 |
გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსი საბა (ტაილიჩი) დაიბადა 1884 წლის 6 ივლისს ქალაქ მოლში, ნათლობისას უწოდეს სვეტოზარი. მან გიმ-ნაზია და სასულიერო სემინარია დაამთავრა სერბეთის ცნობილ სა-სულიერო ცენტრში - სრემსკი კარლოვცაში. იურიდიული განათლება ბელგრადის უნუვერსიტეტში მიიღო. მამა საბას დიაკვნის ხარისხი მიენიჭა 1909 წლის ნათლისღებისას. იმავე წელს წმიდა საბა სერბელის ხსენების დღეს იგი მღვდლად აკ-ურთხეს. მამა საბამ 1909 წელს მიიღო მრევლი ბაშაიდში, სადაც 1927 წლამდე მსახურობდა. 1927 წლის დასაწყისშივე იგი დანიშნეს რეფე-რენტად, ხოლო ცოტა მოგვიანებით - წმიდა სამღვდელმთავრო სინ-ოდის მდივნად. დაქვრივებული მამა საბა 1929 წელს მონაზვნად აღი-კვეცა, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და კრუშედოლის მონასტ-რის წინამძღვრად დანიშნეს. კრუშედოლის მონასტრის წინამძღვრად იგი სრემსკის ქორეპისკოპოსად არჩევამდე დარჩა. ხელდასხმა შედგა 1934 წლის 30 სექტემბერს სრემსკის კარლოვცაში და სერბეთის პატ-რიარქ ბარნაბას მიერ აღესრულა. ეპისკოპოსი საბა, როგორც სრემსკის ქორეპისკოპოსი 1936 წლის ნოემბრამდე ბელგრად-კარლოვაცის სამღვდელმთავროს მმართველი თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ საეკლესიო სასამა-რთლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსად აირჩიეს. რეზიდენცია პლაშკში იყო. ეპისკოპოსი საბა უდიდესი მოშურნეობით იღვწოდა უფლის ყანაში. სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის 1937 წელს კონკორდატის გაუქმებაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მეუფეს პლაშკში მოუსწრო. 1941 წლის 21 მაისს პლაშკში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ჩამოვიდა იტალიელების დანიშნული დაახლოებით, ასი უსტაში. ეპისკოპოსი საბა ახალი კათოლიკური რესპუბლიკის ე. წ. ხორვატიის დამოუკიდე-ბელი სახელმწიფოს მძევლად გამოცხადდა. ამგვარივე ბედი ელოდა მღვდლებსაც: დეკანოზ ისე პეინოვიჩს, მღვდელმთავრის მოადგილეს მილინ დოკმანოვიჩს - პლაშსკის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მილ-ან რაიჩევიჩს - საეკლესიო ბრალმდებელს, მღვდელ პეტრე ვუჩინიჩს - საეკლესიო სასამართლოს მდივანს, მღვდელ მილან ჯუკიჩს - ეპარ-ქიალური განმგებლობის მდივანს, მღვდელ იაშე სტეპანოვს - სამრე-ვლო მღვდელს, მღვდელ ჯორჯე სტოიანოვიჩს - საღვთო სჯულის მასწავლებელს და მღვდელ სტანისლავ ნასადილს - ლიჩსკი იასენცე-ვის სამრევლო მღვდელს. უსტაშები ორი დღის შემდეგ რეზიდენციაში შეიჭრნენ, ეპისკოპოსი გამოდევნეს, მთელი ავეჯი შენობიდან გაზიდეს. რამდენიმე დღის შემდეგ, 8 ივნისს რეზიდენციაში უსტაშების ჯგუფთან ერთად მივიდა ყველაზე საშიში დამნაშავე, ბანაკის ჯალათი, იოსიპ ტომლენოვიჩი. მაშინვე გასცეს ტომლენოვიჩის თანმხლები უსტაშებისადმი ეპარქიის ყველა დოკუმენტისა და ფასიანი ქაღალდის გადაცემის განკარგუ-ლება. ეპისკოპოს საბას უბრძანეს კანცელარიის დატოვება, რადგან „მისი იქ ყოფნა არ იყო სასურველი და საჭირო." მას უბრძანეს დაუ-ყოვნებლივ გამგზავრებულიყო პლაშკიდან და სერბეთში დაბრუნებუ-ლიყო, რაზედაც ეპისკოპოსმა უარი განაცხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი არის გორნოკარლოვაცის ლეგალური ეპისკოპოსი და ეპარქიის დატოვება არ შეუძლია, ხოლო მათ კი შეუძლიათ დამართონ, რაც კი მოესურვებათ. 1941 წლის 17 ივნისს ეპისკოპოსი საბა კიდევ რამდენიმე გამოჩენილ ადამიანთან, პლაშკელ სერბთან ერთად დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს მღვდლები - ბოგოლუბ გაკოვიჩი, ჯორჯე სტოიანოვიჩი და სტანისლავ ნასადილი. ნაცისტებმა ისინი იოსიპ ტომლენოვიჩის საჯინიბოში დაამწყვდიეს და შეიარაღებული დაცვა დაუყენეს. ყველა ტყვე, და განსაკუთრებით ეპისკოპოსი საბა, ყოველდღე განიცდიდა საშინელ წამებასა და დამცირებას. საჯინიბოში ერთ თვეზე მეტი დაყვეს. 1941 წლის 19 ივლისს მტარვალებმა ტყვეები ორ-ორად შეკ-რეს, ჩაამწკრივეს და სადგურზე წაიყვანეს, რათა დილის მატარებლით გოსპიჩში გაეგზავნათ. პლაშსკის სადგურზე ყველაზე მძიმე მდგო-მარეობაში ეპისკოპოსი საბა აღმოჩნდა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბორკილები ედო, დაჯდომის უფლებაც კი არ მისცეს. 1941 წლის 20 ივლისს ეპისკოპოსი საბა და მასთან ერთად დაპა-ტიმრებული ახალმოწამენი გოსპიჩის სადგურიდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს, სადაც კვლავ აწამებდნენ და ამცირებდნენ. შემორჩე-ნილია მონაცემები, რომ 1941 წლის 8 აგვისტოს ეპისკოპოსი საბა ციხის ეზოში ხელ-ფეხ შეკრული წვიმის ქვეშ მდგარი ნახეს. ამ წამებას იგი მშვიდად იტანდა. აგვისტოს შუა რიცხვებში გოსპიჩსკის ციხიდან მავთულით ორ-ორ-ად გადაბმული დაახლოებით 2 ათასამდე სერბი გამოიყვანეს და ვე-ლებიტის მთისკენ მიმავალ გზას გაუყენეს. ამ ჯგუფში ეპისკოპოსი საბაც იყო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მღვდელმთავარი ველ-ებიტში მოკლეს, რადგან 1941 წლის 1 აგვისტოს იქ სიკვდილით დასა-ჯეს დაახლოებით 800 სერბი. იმის მიუხედავად, რომ მოწამეობრივი აღსასრულის ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, ასევე შემორჩენილი არ არის ცნობები მრავალ დაღუპულ მართლმადიდებელ სამღვდლო-თა და მორწმუნეთა შესახებ, უფალმა ისინი საუკუნო სიცოცხლის წიგნში ჩაწერა. წმიდა სამღვდელმთავრო სინოდმა ომის განმავლობაში არაერთხელ სცადა მიტროპოლიტ პეტრესა და ეპისკოპოს საბასთვის ეშუამდგო-მლა, რათა გამოეხსნათ ისინი ბოროტმოქმედ ნაცისტთა ხელიდან, მა-გრამ უშედეგოდ.
ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბაშაიდში, სადაც მეუფე დიდი ხნის განმავლობაში მრევლში მსახურობდა, ჩამოვიდა ერთი ადამიანი: მან თავი მის სულიერ შვილად წარმოადგინა, მოყვა, თუ როგორ ზრუნავდა მეუფე მასზე, მისცა განათლება, ეხმარებოდა მატერიალურად. მან ასევე მეუფის აღსასრულის შესახებ თქვა ის, რაც საკუთარი თვალით იხილა: „უსტაშმა ჯალათებმა მეუფე გაიყვა-ნეს ველზე და იქ განაგრძეს მისი აბუჩად აგდება. ცოცხლად ააგლი-ჯეს მას კანი, ჭრილობაზე მარილი დააყარეს. შემდეგ ჩამარხეს მი-წაში ისე, რომ მიწის ზემოთ მხოლოდ თავი დაუტოვეს; მოიტანეს რკინის დაჟანგული ფარცხი და „ხნავდნენ" მის თავზე, სანამ მოწამე არ აღესრულა. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი. სავარაუდოდ, იგი ჩააგდეს იმ მრავალრიცხოვან ორმოთა შორის ერთ-ერთში, რომლებშიც მრავა-ლმა მართლმადიდებელმა სერბმა მოწამეობრივად დაასრულა სიცო-ცხლე, მაგრამ სიკვდილმა იგი ხალხს ვერ დააცილა."
უკან დაბრუნება |