მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება > დეკანოზ ლევან მათეშვილის სააღდგომო ლიტურგიის კომენტარის საპასუხოდ

დეკანოზ ლევან მათეშვილის სააღდგომო ლიტურგიის კომენტარის საპასუხოდ


2-06-2015, 09:00

 

   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და ერისკაცების დიდი ნაწილი შეაშფოთა სვეტიცხოვლის ტაძარში 2015 წელს სააღდგომო ლიტურგიაზე დეკანოზ ლევან მათეშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის ერთმა ეპიზოდმა. მასში მამა ლევანმა ქრისტეს ჯოჯოხეშთი შთასვლისა და ქადაგების საკითხი განიხილა.

   პეტრე მოციქულის ეპისტოლის საფუძველზე ასეა: „რომელთაცა საპ-ყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა" (1 პეტრ. 3, 19) ჩვენი კომ-ენტატორი ასკვნის, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის სული გამოიხსნა განურჩევლად მისი აღმსარებლობისა და მსოფლ-ხედვისა.

   შემდეგ მ. ლევანი დასძენს, რომ ამ საკითხის შესახებ მართლმადი-დებელ ეკლესიაში არაერთგვა-როვანი მიდგომაა. კერძოდ, არსებობს სამი ვერსია და დასძენს, რომ სამივეს აქვს არსებობის უფლება, რაც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას.

   პირველ ვერსიას მ. ლევანმა უწოდა წმ. იპოლიტე რომაელის ვერსია, რომლის თანახმადაც „მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდება", მო-ხდება „მართლმადიდებლების წახალისება, შექება, ხოლო ცოდვი-ლებისათვის თითის დაქნევა".

  ამ ვერსიის კომენტირებისას მ. ლევანი რამდენიმეჯერ იმეორებს, რომ ეს მოსაზრება „ერთადერთ წმინდანს ჰქონდა", რომ ამ „ყველაზე ნა-კლებად მისაღებ" ვერსიას, „თომა აქვინელი" ანუ კათოლიკებიც იზ-იარებენ, და მას თურმე, „სხვა ვერსიები უპირისპირდება."

   მეორე ვერსიის თანახმად ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის სული ამოიყვანა. ამ ვერსიის გამყარების მიზნით მამა ლევანი წმ. ეფრემ ასურსა და წმ. იოანე ოქროპირს იშველიებს.

  მას ყველაზე მეტად მოსწონს მესამე ვერსია, რომლის თანახმადაც ქრისტემ ჯოჯოხეთში ქადაგებისას ყველა იმ ადამიანის სული ამო-იყვანა, „ვისაც სურს ამ შეხედულების (ანუ ქრისტეს სწავლების) მიღ-ება", „ვისაც სურვილი ექნება", „ვინც მიიღო და გაისიგრძეგანა, გაი-თავისა ეს ქადაგება", „ყველას მიეცა ეს შანსი", „ვინც მიიღო ეს შანსი, შეისისხლხორცა, ის გადარჩა, ისინი დაიმკვიდრებენ სასუფეველს".

   სანამ სამივე ვერსიის ცალ-ცალკე განხილვას შევუდგებოდეთ შევნი-შნავთ, რომ მ. ლევანი ერთადერთ მართებულ ვერსიას (პირველს) შეგნებულად აკნინებს, ერთი წმინდანის აზრად წარმოაჩენს, ლათი-ნური ეკლესიის სწავლებასთან აიგივებს, ხოლო მეორე და განსაკუ-თრებით მესამე ვერსიისადმი თავის დიდ სიმპათიას აშკარად ვერ მალავს, არადა ეს ვერსიები უმართებულოა და წმინდანებზეც ცრუბ-რალდებაა გამოთქმული.

  1) მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, რომ მხო-ლოდ მართლმადიდებლურ წიაღში შეიძლება ცხონება, მ. ლევანი ეჭ-ქვეშ აყენებს და მხოლოდ ერთი წმინდანის მოსაზრებად წარმოაჩენს. ამასთან, მან თომა აქვინელის ანუ რომაული კათოლიციზმის თემაც შემოაგდო. ეს შეგნებული ფსიქოლოგიური ფანდია და... ამავე დროს მტკნარი სიცრუე. მ. ლევანი ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ პი-რველი ვერსია არა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლება, არამედ მხოლოდ ერთი წმინდანის აზრია, ფაქტიურად კერძო აზრი, რომელიც შეგიძლია არც გაიზიარო, ვინაიდან, მაგა-ლითად, მეორე ვერსიას ორი წმინდანი იზიარებს. ამ ფანდით მიზ-ანმიმართულად ხორციელდება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგ-მატური საზღვრების მორყევა, რათა ასპარეზი მიეცეს ლიბერალურ - ორიგენისტულ შეხედულებებს.

   იქვე მ. ლევანი პირველი ვერსიის მიმდევრობას რომაულ კათოლი-ციზმში შენიშნავს. ეს მორიგი ფსიქოლოგიური ფანდია, მართლმადი-დებლობა კათოლიკური სწავლების მატარებლად მოიაზრო, რათა პროტესტანტულ და ორიგენისტულ შეხედულებებს მისცე გასაქანი.

   მეორე მხრივ: ეს რომ აშკარა სიცრუეა, მშვენივრად იცის მ. ლევანმა. მის განათლებასა და ერუდირებაში ეჭვი არ გვეპარება. მაგრამ მ. ლევანი შეგნებულად უმალავს მსმენელს, რომ პირველი ვერსია არა მხოლოდ წმ. იპოლიტე რომაელის, არამედ ყველა წმინდა მამის, მსოფლიო და ავტორიტეტული ადგილობრივი კრებების დოგმატური განსაზღვრებაა. მაგრამ ჩვენ მოვახსენებთ მართლმადიდებელ ქრის-ტიანებს ამის შესახებ.

   თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ცხონებისათვის ერთი უდავო პირობა უნდა შესრულდეს: ნათლობის ანუ წყლისა და სულისაგან შობის გარეშე ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლებელია: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ - ეწიფების შესვლად სასუ-ფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3,5); „რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს." (მარკ. 16, 16). პეტრე მოციქული ბრძანებს, რომ იესო ქრისტეს სახელის გარდა „არავინ არს სხვით ცხოვრება და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა." (საქმე 4. 12).

   ამ უდავო ჭეშმარიტებას ადასტურებს ეკლესიის ოფიციალური და-დგენილებები. კერძოდ, აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის პატრ-იარქების ეპისტოლეში, მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგ-მატურ განსაზღვრებაში ნათქვამია: „გვწამს, რომ აუცილებელია წმიდა ნათლისღება, მცნებად მოცემული (ჩვენდა) უფლის მიერ და აღს-რულებული წმიდა სამების სახელით. რამეთუ უმისოდ ვერავინ ვერ ცხონდება, როგორც ამას უფალი ამბობს: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ - ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3, 5). ამიტომ იგი ყრმებსაც სჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და უნათლისღებოდ ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. უფალმაც არ დაუშვა არანაირი გამონაკლისი და თქვა: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს", ანუ ქრისტე მაცხოვრის (ამქვეყნად) მოსვლის შემდეგ, ყოველნი, ვინც კი ცათა სასუფეველში უნდა შევიდნენ, ხელახლა უნდა იშვნენ (ნათლისღების საიდუმლოში)... ისინი კი, ვინც ხელმეორედ არ იშვებიან და ამის გამო არც მიუღიათ პირველმშობელთა ცოდვის შენდობა, უსათუოდ ეწევ-იან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის, და მაშასადამე, ვერც ცხო-ნდებიან".1

   წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვმა იმ აზრს, რომ ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხონება, ქრისტეს უარყოფა უწოდა. და მართლაც, თუ ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხონება, ე. ი. ქრისტემდეც შეიძლებოდა ცხონება. თუ ქრისტემდეც შეიძლებოდა ცხონება, ესეიგი, ქრისტე ტყუილუბრალოდ მოვიდა ამქვეყნად, ე. ი. ქრისტე არ არის მაცხოვარი. მაგრამ აი, რას გვასწავლის წმინდა წერილი: „რამეთუ მან (ქრისტემ) იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან" (მათ. 1, 21). თავადაც ბრძანა, რომ მოვიდა „სულსა კაცთასა ცხორებად" (ლუკ. 9, 56), და რომ „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს" (იონ. 10, 9).

   პავლე მოციქული ამბობს: „უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?" (გალ. 2. 21). არა თუ ურწმუნოების, წარმართების და სხვა რჯულის წარმომადგენლების ცხონებაა შეუ-ძლებელი, არამედ თვით ძველი აღთქმის მართლების, რომლებიც ღვთის რჯულის თანახმად ცხოვრობდნენ, ვერ ცხონდებოდნენ, ვიდრე ქრისტეს ჯვარცმამდე და სულით ჯოჯოხეშთი შთასვლამდე: „რო-მელთაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა" (1 პეტრ. 3, 19). საინტერესოა, რა იპოვა პეტრე მოციქულის ამ სიტყვებში თავისი არგუმენტის გასამყარებლად მამა ლევანმა? სად არის აქ საუბარი საყოველთაო ცხონებაზე? თუ ჭეშმარიტი სწავლების საპირისპიროდ ვიტყვით, რომ ძველი რჯულის შედეგადაც შეიძლებოდა ცხონება, მაშინ ჩვენ პავლე მოციქული გვამხელს: „ქრისტე სამე ცუდად მო-კუდა", ე.ი. ქრისტეს მსხვერპლი უსარგებლო ყოფილა (ნუ იყოფინ!).

   ხოლო თუ ღვთივბოძებულ ძველი აღთქმის კანონს არ შეეძლო ად-ამიანის ცხონება, როგორ საუბრობს მ. ლევანი ყველა ადამიანის, ანუ ყველა ურჯულოს ცხონებაზე?

   ჩვენი კომენტატორისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ მოციქულთა ეპოქაში კაცობრიობის მეტი წილი კერპთაყვანისმცემელი და წარმა-რთი იყო. მაგრამ ამ გარემოებამ ხელი არ შეუშალა პავლე მოციქულს დაედასტურებინა უდავო ჭეშმარიტება, რომ „კერპთმსახურნი, წვალ-ებანი... ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ." (გალ. 5, 20-21). კორინთელებსაც მსგავსად მოძღვრავს: „რომელსა იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა" (1 კორ. 10, 20). იოანე ღვთისმეტყველი კიდევ უფრო მკაცრი ტონით ბრძანებს: „ურწმუნოთა... კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე" (გამოცხ. 218. 8).

   მსოფლიო კრებების დადგენილებებსაც მოვუსმინოთ.

  მეხუთე მსოფლიო კრებამ მიიღო ორი (მე-9 და მე-10) უმნიშვნელო-ვანესი დადგენილება აღნიშნული საკითხის შესახებ. მათში ვკითხუ-ლობთ:

   9) ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უწმინდურ კაცთა სა-სჯელი დროებითია და გარკვეული დროის შემდგომ მას ექნება დასასრული, ანდა ის, რომ (სასჯელის ვითომდა დასასრულის შემ-დგომ) მოხდება უწმინდურ კაცთა და დემონთა აღდგენა - ანათემა მას.

  10) ანათემა: ამის გამომთქმელ, ადამანტად წოდებულ ორიგენესაც, მის უწმინდურ, გარყვნილსა და დანაშაულებრივ მოძღვრებასთან ერ-თად და ყველა იმათ, რომელთაც ასეთნი აზრნი უპყრიათ, ანდა მათ (ე.ი. ისეთ აზრებს) იცავენ, ან კი როდესმე რაიმე სახით გაბედავენ მათ გამეორებას".2

   ხოლო VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ან სხვაგვარად ტრულის V-VI მს. კრებაზე, წმიდა მამებმა განაჩინეს: „... ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე ორიგენი, დიდვიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განაშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გარდაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულის კვლავ სამარცხვინოდ წარმოგ-ვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრე-თით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ".3

  ახლა წმიდა მამების აზრებიც მოვისმინოთ, რომლებიც ვერ იპოვა თეოლოგმა.

  წმიდა კლიმენტი რომაელი ამბობს: „ყოველი სული უკვდავია. ეს ბიწიერთა მიმართაც ითქმის, თუმცა კი მათთვის უმჯობესია არ ყოფილიყვნენ უკვდავნი: „რამეთუ მარად ჩაუმქრალ ცეცხლში საუ-კუნო ტანჯვას მიეცემიან და არასოდეს მოკვდებიან, რის გამოც მათ უბედურებას არ ექნება დასასრული".4

   წმიდა ირინეოსი კი სატანჯველის შესახებ ორიგენისტულ სწავლებას ძალზე ლაკონურად გამოთქვამს: „ვისაც უფალი ეტყვის: წარვედით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, ისინი განსჯილნი იქნებიან სა-მარადისოდ".5

   წმიდა მღვდელმთავარი პოლიკარპე თავის მდევნელს შემდეგი სიტ-ყვებით მიმართავს: „შენ მემუქრები დროებითი და მსწრაფლმქ-რობელი ცეცხლით, რამეთუ არ უწყი მომავალი სამსჯავროს ცეცხლისა და საუკუნო ტანჯვის შესახებ, რომელიც უწმინდურთათვისაა გამ-ზადებული".6

   ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „ის, ვინც ქრისტეს (ეკლესიის) წევრთა შორის არ არის, ვერ ცხონდება.

  ყოველი, ვინც ეკლესიას განუდგა და მოშორდა ქრისტესთან ერთ-ობას, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსი იყოს, საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებს, ის მხოლოდ ღვთის რისხვას დაიმსახურებს".7

   წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დასძენს: „ეკლესიის გა-რეთ მყოფი მოწამე ვერ იქნება. დედა ეკლესიის დამტოვებელი ცათა სასუფეველს ვერ ეღირსება".8

   2) ორიგენისტული სულით გამსჭვალული თანამედროვე ლიბერალი ღვთისმეტყველები ძალიან დიდი მონდომებით ცდილობენ პატროლ-ოგიაში, წმიდა მამათა თხზულებებში იპოვონ ისეთი აზრი, შეხედ-ულება, რომელიც უარყოფილია ეკლესიის მიერ. ამ პრინციპს „თეო-ლოგუმენი" ეწოდება. მამა ლევანის მსგავსი რაციონალისტი თეოლო-გები ეთანხმებიან პროტესტანტულ მოსაზრებას, რომ მამებისეულ სწავლებაში შესაძლებელია იყოს შეცდომები, წინააღმდეგობები და უზუსტობები. თავიანთი მცდარი აზრის გასამყარებლად ისინი წმიდა მამათა თხზულებებიდან შეგნებულად გამოცალკავებულ, დანაწევ-რებულ ან სრულიად საპირისპირო სწავლების შემცველ მოსაზრებებს მოიხმობენ ხოლმე.

   ამჯერად ყურადღების ობიექტი ის წმინდა მამებია, რომლებსაც უტ-იფრად აბრალებენ ან სურთ, რომ დააბრალონ აპოკატასტატისის ცრუ-სწავლების მიმდევრობა. მ. ლევანის მეორე ვერსიის თანახმად, თურმე წმ. ეფრემ ასური და იოანე ოქროპირი ამბობენ, რომ ქრისტემ „ყველა ადამიანის სული აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან".

  ერთი სიტყვით, ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველები ცდილობენ დათესონ წმ. მამათა სწავლებისადმი უნდობლობის თეს-ლი.

   რაც შეეხება ხსენებული წმინდა მამების შეხედულებებს: პირველ-ყოვლისა, გვაინტერესებს სად, რომელ საღვთისმეტყველო ნაშრომში წაიკითხა მ. ლევანმა გაცხადებულის შესახებ? მეორე: განა შეიძლება წმინდანი ერთ ნაშრომში გმობდეს ყოველგვარ მწვალებლობას, ყვე-ლანაირად ამხელდეს მის მზაკვრულ სახეს და მისი სავალალო ხვედრის შესახებ საუბრობდეს და მეორე ნაშრომში ამ მწვალებლობის მიმდევართა საყოველთაო ცხონებას ქადაგებდეს ანუ თავის თავს უპ-ირისპირდებოდეს?

   ჩვენ მხრივ, მოვიშველიებთ ამონარიდებს ზემო ხსენებულ წმ. მამათა თხზულებებიდან, სადაც მკაფიოდაა გამოხატული მართლმადიდე-ბლური პოზიცია.

   წმ. იოანე ოქროპირი ამბობს:

   „არავითარი სარგებელი არა აქვს „სუფთა ცხოვრებას", თუკი სარწ-მუნოების უკეთურ დოგმატებს ვაღიარებთ, რამეთუ არა მხოლოდ მწვალებლები არიან ღვთის მტრები, არამედ ისინიც, ვინც მათთან ურთიერთობენ.

   თუ ვინმე რაიმე მწვალებლობას აღიარებს, გაიქეც მისგან და მასთან არაფერი გქონდეს საერთო, თუნდაც ის ადამიანი კი არა, ციდან ჩა-მოსული ანგელოზი იყოს.

   მთელი გულმოდგინებით დაიცავი თავი მწვალებელთა მიმართ სიყ-ვარულისაგან; (რათა) ამ სიყვარულის სახელით რაიმე ცრუ სარწმუ-ნოება (დოგმატი) არ აღიარო...

   მწვალებელთა „სიწმინდე" ყოველგვარ გარყვნილებაზე უარესია... ჭე-შმარიტი სარწმუნოების უარმყოფელი ქალწული ვერ მოახერხებს დემონებთან ბრძოლას, რადგან მან თავისი თავი უკვე დემონებს გა-დასცა და ის უკვე სიცრუეს ეთაყვანება...

   საყვარელნო, მრავალჯერ მითქვამს უღმერთო მწვალებლებზე და ახ-ლაც გევედრებით: ნუ შეუერთდებით მათ ნურც ჭამაში, ნურც სმაში, ნურც სიყვარულში, ნურც მეგობრობაში: ამის მოქმედი უცხოა ქრი-სტეს ეკლესიისთვის. ვინმემ უხორცო ანგელოზთა ღვაწლიც რომ იტ-ვირთოს და ერეტიკოსებთან სიყვარულსა და მეგობრობაში იყოს, ას-ეთი მეუფე ქრისტესათვის უცხოა: თუკი მეუფე ქრისტეს სიყვარულით ვერ ვძღებით, დაე, ვერ გავძღეთ მისი მტრების სიძულვილითაც. თვითონ ხომ ამბობს: „რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს".(ლუკ. 11, 23).

   წმ. იოანე ოქროპირის ნაშრომებში კიდევ მრავალი მსგავსი შინაარსის ტექსტის მოშველიება შეიძლება. სად არის აქ თუნდაც მცირეოდენი მითითება იმისა, რომ ქრისტე ყველა მწვალებელსა და უსჯულოს აცხონებს? თუ წმინდანი ამქვეყნად მწვალებლებთან ყოველგვარ ურ-თიერთობასა და სიყვარულს გვიკრძალავს, ნუთუ საიქიო ცხოვრებაში ქრისტე სხვა სწავლებას უქადაგებდა?

   მსგავსი სულისკვეთება შეინიშნება ღირსი ეფრემ ასურის ნაშრომებ-ში. ცნობილია, რომ ეშმაკი უდაბნოში, ქრისტეს გამოცდის ჟამს, წმიდა წერილიდან ციტირებდა სიტყვებს. ამ სახარებისეულის ეპიზოდის განმარტებისას წმ. ეფრემ ასური წერს: „რაც მას (ეშმაკს) სჭირდებოდა, ის წმინდა წერილიდან გამოიყენა, ხოლო რაც ეწინააღმდეგებოდა მას, ის გამოტოვა. ასევე ერეტიკოსებიც იღებენ წმინდა წერილიდან მათი მაცთუნებელი სწავლებისთვის სარგოს და იგნორირებენ იმას, რაც ეწინააღმდეგება მათ ცთომილებებს, რათა ამით წარმოაჩინონ თავი ამ მასწავლებლის (ქრისტეს) მოწაფეებად".10

   შევახსენებთ მ. ლევანს, რომ ეკლესიის სწავლების თანახმად, არ არ-სებობს წინააღმდეგობა წმიდა მამათა საგანძურში. დოგმატური გად-მოცემები წმიდა მამათა თხზულებებში ერთი მთლიანობაა. თუ კა-რგად დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ ერთმანეთისაგან დროითა და სივრცით დაშორებული წმიდა მამების აზრი ერთი უწყვეტი სულიერი ჯაჭვია.

   თავად წმიდა მამები მიიჩნევდნენ, რომ ამ საკითხში დაბრკოლებასა და დაბნეულობას იწვევს სულიერი დეგრადირება, მიწიერი აზროვ-ნება. წმიდა მამათა აზრები კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ სეკულარული სული. ამიტომ არ ძალგვიძს სულიერი აზროვნება, ამიტომ არ გვესმის მათი.

   3) მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ სულის ქრისტესთან მისტიკური კავშირის შედეგად ადამიანს ეძლევა ცხონების საშუა-ლება. თანამედროვე ლიბერალები ცხონების ახალ საშუალებას გვთა-ვაზობენ. კერძოდ: წარმართებისა და ერეტიკოსების სულები, რომლე-ბმაც ამქვეყნიური ცხოვრების დროს არ ინებეს ჭეშმარიტი ეკლესიის შვილობა, თურმე იმქვეყნად შეიცნობენ ქრისტეს და ცხონდებიან.

  მ. ლევანი ბრძანებს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთში ყველას უქადაგა: „ვისაც სურს ამ შეხედულების მიღება", „ვისაც სურვილი ექნება", „ვინც მიიღო და გაისიგრძეგანა, გაითავისა ეს ქადაგება", „ყველას მიეცა ეს შანსი, გაისისხლხორცა, ის გადარჩა, ისინი დაიმკვიდრებენ სასუფე-ველს". (სააღდგომო ლიტურგიის კომენტარიდან).

   წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანის სული სიკეთეს ან ბორ-ოტებას სიცოცხლეშივე ირჩევს, სიკვდილის შემდეგ კი კარგავს არჩ-ევანის უნარს. რომელ „შანსზე" გვესაუბრება მამა ლევანი? მ. ლევანის სწავლებით გამოდის, რომ ქრისტეს სწავლების გარეშე, ერთი ნახტო-მით შეიძლება გადაინაცვლო ზეციურ ეკლესიაში. თუკი ნებისმიერი რჯულის, აღმსარებლობის ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი სიკვ-დილის შემდეგაც განაწესოს, მაშინ რას ნიშნავს ზემოთ მითითებული წმინდა წერილის სიტყვები? რა იგულისხმება მარადიული ცხოვრები-სათვის მზადებაში? რაღას ნიშნავს მთელი ეკლესიის სწავლება, რომ ადამიანი მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებით ცხონდება?

   მ. ლევანის ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ ეკლესია გვიმალ-ავს, თუ რას აქვს ცხონებასთან პირდაპირი კავშირი. განა წმინდა წე-რილში ქრისტე სადმე საუბრობს, რომ „ჯოჯოხეთში, ვისაც სურვილი გაუჩნდება, ვინც მიიღო და გაისიგრძეგანა ქრისტეს ქადაგება, გამოი-ყენა ეს შანსი, ყველა ის ადამიანი ცხონდა?"

   შესაძლოა კი ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე ცხონება უცხო ღმერთის რწმენით ან ათეისტად ყოფნით? როგორ ესმით თანამე-დროვე ლიბერალებს ცხონების საკითხი? რა არის მათთვის ცხონება? მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცხონება ღმერთთან კავშირია, რომელიც იწყება აქ დედამიწაზე და გრძელდება მარადიულობაში. სამოთხე ქრისტიანისათვის, პირველყოვლისა, ღვთის მადლის ფლობ-ას, ცოდვისაგან განშორებულ ნეტარ ყოფას ნიშნავს. ამიტომ სამოთხე არა მხოლოდ ადგილსამყოფელი, არამედ შინაგანი მდგომარეობაა წმინდანებისა. ასევე ჯოჯოხეთიც ის ადგილია, რომელიც შეესაბამება იქ მყოფი ადამიანის სულის მდგომარეობას.

   „ჯოჯოხეთი ტრაგიკული რეალობაა, რომელშიც აღმოჩნდებიან უწ-მინდური და უნანელი ცოდვილები. ისინი უარყოფენ მაცხოვარს და არ ღებულობენ მისგან ცხონებისა და გამოსყიდვის ნიჭს"11 - ამბობს ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველი ნ. საკოსი.

  ქრისტეს ეკლესიის მოძღვრების თანახმად, მარადიული ტანჯვის ერთადერთი მიზეზი ცოდვით დაცემული გონიერი არსების (დაცემ-ული ანგელოზის ან ცოდვილი ადამიანის) ბუნებაში ჩადებული ვნე-ბებია, ხოლო ვნებისკენ სწრაფვისაგან განუკურნებელი, მარადისობაში გადასული ადამიანი, თავისივე ნებით, საბოლოო და კატეგორიულ უარს აცხადებს ღვთაებრივ დიდებასა და ნეტარებაში მონაწილეობა-ზე, რადგან სამუდამოდ შესძულებია იგი.

  მამა ლევანი კი მიიჩნევს, რომ ქრისტეს სწავლება სულაც არ არის აუცილებელი ცხონებისათვის, იცხოვრე როგორც გსურს. შემდეგ ღმე-რთი მოგაკითხავს ჯოჯოხეთში და გამოგიყვანს იქიდან, თუ „შანსს არ გაუშვებ ხელიდან."

  ამრიგად, მ. ლევანი თავისი ღვთისმეტყველებით იმეორებს ძველ ორიგენისტულ სწავლებას აპოკატასტასისის (საყოველთაო ცხონების) შესახებ, რომელიც V მსოფლიო კრებაზე უარყო ეკლესიამ და ანათემას გადასცა.

 

 

 

 

 

 

1"ივერიის გაბრწყინება". №1 (33) 2000 წ. გ. გაბაშვილი.

2ციტირებულია. საქ. საპატრიარქოს თბ. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომებიდან №11. 1990 წ. გვ. 104.

3VI მს. კრების I კანონი. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. ეპ. ნიკოდიმოს (მილაში).

4ციტ. Св. Иоанн. Дамаскии. Творения. М. 2001.

5Св. Ириней Лионский. Против ереси. IV.გვ. 28.

6Церковная История. Св. Поликарп Смиринский. თავი 15.

7საუბრები მართლმადიდებლობაზე. შემდგ. დეკ. ზაქარია მარგალი-ტაძე. თბ. გვ. 5.

8იქვე გვ. 7.

9საუბრები მართლმადიდებლობაზე. შემდგ. დეკ. ზაქარია მარგალი-ტაძე. თბ. 2002. გვ. 6-7.

10Прп. Ефрем Сирин. Толкование на четвероеватгелие. 4.

11Раи и Ад. Н. Саккос. М. 2008. გვ. 51.

 

 

„მართლმადიდებელი ქრისტიანები"

 

   


უკან დაბრუნება