მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


20-07-2015, 00:06

 

 

   ერთმა განდეგილმა უთხრა მოწაფეს, რომელსაც ერში საქადაგე-ბლად წასვლა სურდა: „არ შეიძლება ადამიანმა გაჭრილი ხელის-გულით შხამი ატაროს". ასეთ დროს შესაძლოა გაჩნდეს რაღაც სულიერ-რელიგიური მატერიალიზმი, სადაც ადამიანის ცხოვრე-ბის ღირებულება იმ გარეგანი საქმეებით განისაზღვროს, რომელიც ფოლადისა და ნახშირის გადამუშავების მსგავსად, მოცულობით და წონით იზომება. მივმართოთ ჩვენთვის უმაღლეს ავტორიტეტს, ღვთაებრივ გამოცხადებას ბიბლიას. გამოსვლის წიგნში მოთხრო-ბილია, თუ როგორ შეიყვანა ისრაელიტელნი აღთქმულ ქვეყანაში მოსემ. წითელი ზღვის ნაპირთან მათ ფარაონის ჯარი წამოეწიათ ფოლადის აბჯროსანი მხედრებით, ისრებითა და შუბებით შეია-რაღებულ მშვილდოსანთა ეტლებით. ფარაონი თავს უძლეველად თვლიდა, მისი ჯარი ქალაქებსა და სიმაგრეებს ტოტებისა და ბალახის ქოხმახებივით ანგრევდა. ისე ჩანდა, თითქოს ებრაელები დასაღუპად იყვნენ განწირულნი: წინ ზღვის უფსკრული იყო, უკან კი ფარაონის ჯარი მოდიოდა ცეცხლოვანი ზვავივით. და აი, უფ-ალმა ჰკითხა მოსეს: „რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?.1 დუმდა მოსე, მაგრამ მისი გული უხმოდ შეჰღაღადებდა ღმერთს და ეს უხმო ლოცვა, რომელშიც მას მწუხარებისგან გული სამოსივით ეფლი-თებოდა, ზეცას მისწვდა. არა წინასწარმეტყველების ნიჭმა, არამედ ყველასათვის უსმენელმა შინაგანმა ლოცვამ სასწაული მოახდინა - ზღვა გაიპო. მისი ფსკერი ისრაელიტელებისათვის ქვის სავალ გზად იქცა. შემდეგ ტალღები შეიკრა და ზღვის უფსკრულმა ეგ-ვიპტელები დაასამარა.

   უდაბნოში ებრაელებს გზა ამალეკებმა გადაუღობეს. მოსეს მათ-თან ბრძოლა არ უნდოდა, ვინაიდან ისინი ლოტის ჩამომავლები იყვნენ. მაგრამ ამალეკები შეუბრალებელნი აღმოჩნდნენ. გაჩაღდა ომი. მოსე შემაღლებულ ადგილას დადგა, ხელები აღაპყრო და ლო-ცვაში ჩაიძირა. ვიდრე ის ლოცულობდა, ებრაელები იმარჯვებ-დნენ, როგორც კი ლოცვას შეწყვეტდა და დაქანცულ მკლავებს დაუშვებდა, მტერი შეტევაზე გადმოდიოდა. ისო ნავეს ძე და ორი დარწმუნდნენ, რომ ბრძოლის ბედს არა მახვილი, არამედ ღმერთი წყვეტდა. ისინი მოსეს გვერდით დადგნენ და ხელები დაუკავეს. წმ. მამები აქ ხედავდნენ დემონურ ძალას, რომლის დამარცხება მხო-ლოდ გულიდან ამოსულ ლოცვას შეუძლია.

  იფერფლება მონაზვნობა და დემონურ ძალებს წინ აღარაფერი ეღობება. მონაზონთა შინაგანი სულიერი საქმიანობის - იესოს ლოცვის დაკარგვა და გამშვინვიერება დემონის ერთ-ერთი გამარ-ჯვებაა.

   ღვთაებრივი ლიტურგია უდიდეს ძალას ფლობს, ამიტომ დემონი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ადამიანები ტაძრიდან ცარიელები წავიდნენ. მრავალი მღვდელი არა მხოლოდ არ მოუწოდებს მორ-წმუნეებს ზიარებისაკენ, უკრძალავს კიდეც ხშირად ზიარებას, თუ-მცა ძველ ეკლესიაში ლიტურგიაზე დამსწრე ყველა მორწმუნე ეზიარებოდა (იმათ გარდა, ვისაც ეპიტიმია ჰქონდა დადებული). უსისხლო მსხვერპლშეწირვის შემდეგ ზიარება სიდიდით მეორე მადლია ღვთისა ადამიანებზე და მღვდელმსახური თავის მრევლს ყოვლად უსაფუძვლოდ აღუკვეთს ამ უკვდავების წყაროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცრურწმენა, რომელიც ეკლესიაში და-ინერგა.

   ტაძარში ადამიანი კიდევ ერთ უცნაურობას აწყდება - ენის გასა-ტეხ კითხვას კლიროსზე. თითქოს წამკითხველი წიგნის ფურცლე-ბზე თავქუდმოგლეჯილი გარბის, რათა ფინიშივით სწრაფად მიაღწიოს სიტყვას „ამინ". მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ძვირფას განძს, საღვთისმსახურო ტექსტებს ფლობს შეუდარებელი სიღრმისა და სილამაზის ჰიმნოგრაფიებით. ლოცვის აზრი, საეკ-ლესიო ენის სილამაზე - ეს ყველაფერი გაუგებარ ყრუ გუგუნში იკარგება. ტაძარში მდგომი ადამიანი ან თავს ანებებს რაიმეს გა-გების მცდელობას და შინაგანად ლოცულობს, ან მოწყენილობი-საგან ფეხიფეხ გადადებული ელოდება ღვთისმსახურების დასრუ-ლებას. რას გაიგებდა მოწაფე, მასწავლებელს ასე სხაპასხუპით რომ ელაპარაკა გაკვეთილზე? პედაგოგს, წამკითხველს, ლექტორს მე-ტყველების ტექნიკის ათვისება მართებთ, აქ კი არავინ ზრუნავს იმაზე, რომ მედავითნეს მკაფიოდ და გასაგებად კითხვა ასწავლოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკა - ეს ერთ-ერთი ყვე-ლაზე დიდი სულიერი სიმდიდრეა, ცუდი წაკითხვით კი სა-ღვთისმსახურო ტექსტები გაუგებარი ხდება ხალხისათვის. უკეთ არც გალობის საქმეა. ნაცვლად ძველი მოტივებისა, რაც სულში სინანულს ან ღვთისადმი მოწიწებულ მადლიერებას ბადებს, ეკლ-ესიის თაღებქვეშ არც თუ იშვიათად საოპერო მელოდია გაისმის, რომელიც არა სულზე, არამედ ვნებიან სამშვინველზე მოქმედებს, აღაგზნებს და როგორც საერო ხელოვნება, ისიც ესთეტიურ სია-მოვნებას ანიჭებს, მაგრამ აკარგვინებს მთავარს - სინანულს და ლოცვის დროს ყურადღებას. რაც შეეხება ცუდ გალობას, ისიც ხელისშემშლელია ლოცვაში და ესთეტიური ტკბობის ნაცვლად წუხილსა და გაღიზიანებას იწვევს.

  ზოგიერთ ეკლესიაში სეფისკვერი და სანთელი მთელი წირვის განმავლობაში იყიდება. სასანთლე მაგიდასთან სულ გნიასია და რამდენადაც ტაძარს კარგი აკუსტიკა აქვს, ეს ხმაური ტაძრის ყო-ველ კუნჭულში აღწევს და ხალხს ლოცვაში აბრკოლებს. ძველ აღთქმაში წერია, რომ სოლომონის ტაძრის შენებისას ქვებს მოშო-რებით თლიდნენ, რათა ღვთისადმი მიძღვნილ ადგილზე ჩაქუ-ჩების რახარუხი არ ყოფილიყო. ახალ აღთქმაში წერია, თუ როგორ გამოდევნა უფალმა ტაძრიდან მოვაჭრენი. მას მსხვერპლი არ აუ-კრძალავს, მაგრამ ტაძარში ვაჭრობა აკრძალა და მას „ლოცვის სა-ხლი" უწოდა. ლოცვა - ეს უხილავი ბრძოლაა ეშმაკთან. მაკარი დიდი წერდა, რომ ამ ბრძოლაში სული არა მხოლოდ დაცულია ლოცვით, თვითონაც ახორციელებს დარტყმებს. ეშმაკი განსაკუ-თრებულ განსაცდელებს ადამიანზე სწორედ ტაძარში ლოცვისას აგზავნის, რათა ის ძვირფასი დრო წაართვას, როცა მას ღვთი-საგან ცოდვების მიტევების და დიდი წყალობის მიღება შეუ-ძლია.

   კარგა ხანია შემჩნეულია, რომ სასწაულთმოქმედი ხატების დიდი ნაწილი ხატწერის ძველი სტილითაა შესრულებული. დროისაგან ჩამუქებულ ამ სახეებისა მეტად ეშინია დემონს, ვიდრე თანამე-დროვე ხატმწერების მიერ ახლებურად შესრულებულის და ხორ-ციელად მშვენიერისა. ძველებურ ხატზე სული ღვივის, ახლებუ-რებზე კი მშვინვიერება და დახვეწილი მგრძნობელობაა აღბეჭდი-ლი. ძველი ხატები უხილავი, მხოლოდ გულით აღსაქმელი ველ-ითაა გარემოცული. ტრადიციიდან გადახვეული ხატწერა, როგორც წესი, ან მისტიკურ აბსტრაქციაში გადაიზრდება, ან რელიგიურ ლირიკაში, რომელსაც განცდათა გამის გამოწვევა შეუძლია, თუმცა სულს აუღორძინებელს ტოვებს.

   საეკლესიო მხატვრების ხატები (მაგ. ვრუბელის) შეფარულ დემ-ონიზმს ატარებენ. მათი სიღრმიდან თითქოსდა მძიმე, სულიერი წყვდიადი იღვენთება. საეკლესიო ტრადიციების ნგრევა - ესეც სა-ტანის გამარჯვებაა.

  იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდაში ლოცვისათვის შესვლა მღვდელმთავარს წელიწადში ერთხელ შეეძლო. წმიდათა წმიდის შებილწვა იერუსალიმის დანგრევაზე დიდი ტრაგედია იყო ხალ-ხისათვის. ისტორიის აღმავალი და დაღმავალი ტალღები სათავეს საკურთხევლიდან იღებენ. ერის აღორძინება საკურთხევლის სიწ-მინდიდან უნდა იწყებოდეს. სატაძრო წესების მიხედვით ერისკა-ცთათვის საკურთხეველში შესვლა აკრძალულია. მხოლოდ მეფეს, როგორც ცხებულსა და მორწმუნე ერის წარმომადგენელს, შეეძლო საკურთხეველში შესვლა, რათა ხალხისთვის ელოცა. იერუსალიმის დაცემის დატირებისას წინასწარმეტყველმა თქვა, რომ საკურთ-ხეველი ბოსტნეულის საცავად იქცა. ძველი აღთქმის ტაძარი მხო-ლოდ წინასახეა, ერთგვარი ჩრდილია ახალი აღთქმის ტაძრისა. რა ელით ქრისტიანებს, რომლებიც მოურიდებელნი არიან ყველაზე დიდი სიწმინდის - საკურთხევლის მიმართ, სადაც თვით ღვთა-ებრიობა უხილავად სუფევს! სიწმიდე ცეცხლივითაა, მას შეუძლია გაათბოს და გაანათოს, მაგრამ ასევე - დაწვას და დაფერფლ-ოს. გვახსოვდეს! სიწმიდის შეურაცხყოფა შავი მესის რიტუალის ნაწილია. ეშმაკი ახალი სულიერი სივრცეების დაპყრობას ცდილ-ობს.

   ეკლესიას თავისი წმინდა სიმბოლოები აქვს. დემონიც ქმნის თავ-ის მაგიურ ნიშნებს და საეკლესიო ენის შეცვლა მათით უნდა.

   VI საუკუნის მსოფლიო კრებამ წმიდანთა ალეგორიულად გამო-სახვა აკრძალა. ბოლო დროს გამოჩნდა ალეგორიული სურათები, სადაც ღმერთი კაბალისტებისაგან და სხვა საიდუმლო მისტიკური სექტებისაგან ნასესხები ნიშნებითაა გამოსახული. ამ ქრისტიანი-ზირებულ კაბალისტიკას „ინტელექტუალურ ხატს" არქმევენ, ანუ ეკლესიას ელიტად და მდაბიო ბრბოდ ყოფენ. ალეგორიული ნიშ-ნებით იმიტირებული ხატები ადამიანში რელიგიური აზროვნების ახალ ტიპს აყალიბებენ. ხატის მეშვეობით ლოცვაში ჩართვის ნა-ცვლად იგი ღვთაებრიობის წარმოდგენას ალეგორიებისა და გეო-მეტრიული ფიგურების სახით იწყებს. ადგილი აქვს ეკლესიაში გნოსტიკოსთა საიდუმლო წერის შემოჭრას. ძველი მამები გნოსტ-იკოსებს „სატანის პირმშოებს" უწოდებდნენ (პოლიკარპე სმირნელი გნოსტიკოს კერინთოსის შესახებ).

   ყოველგვარი მოდერნი - ეს ეკლესიიდან თეატრისკენ ან წარმა-რთული ბომონისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მოდერნიზმი ეკლესიის თვითგანადგურების გზაა. ლიბერალური ქრისტიანობა კომპრომისების რელიგიაა. ის კომპრომისებს არა მხოლოდ ქრის-ტიანულ კონფესიებს შორის ეძებს, არამედ ქრისტიანობასა და ბუდიზმს, ქრისტიანობასა და შივაიზმს შორისაც. ქრისტიანული დოგმატების განადგურებით და ბუნდოვანი, უფორმო რელიგიის შექმნით, რომელსაც ამაყად და ხმამაღლა „წესიერი ხალხის" რე-ლიგიას არქმევენ, ის ქრისტიანობის შიგნიდან დანგრევისაკენ ის-წრაფის. მათ ერთადერთი მოწოდება აქვთ - ხალხისათვის სიკეთის კეთება. ეს ღვთისაგან განყოფის ფარული სურვილია გარეგნულად ქრისტიანად დარჩენით; ეს ჰუმანისტების რელიგიაა. მათ უყვართ სიკეთეზე ლაპარაკი, თუმცა სიკეთეს არ აკეთებენ, მათ სურთ კაცობრიობის მეგობრებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათთვის სინამდვილეში ყოველივე უცხოა, გარდა საკუთარი მაძღრობისა და პატივმოყვარეობისა. ასეთი რელიგია ზოგჯერ თავის მოღვაწეებს წარმოშობს, როგორიცაა მაგ. დოქტორი შვეიცერი ან მონაზონი ტერეზა. ისინი თავდადებულნი ემსახურებოდნენ იმას, რასაც ჩვენ ტანჯული ადამიანის კულტს დავარქმევდით. მონაზონი ტერეზა კალკუტის ქუჩებში მომაკვდავებს აგროვებდა და ამბობდა: „მინდა, რომ ადამიანი ადამიანური ღირსებით მიიცვალოს". მაგრამ ქრის-ტიანობა ღირსეულ სიკვდილად, სინანულსა და ლოცვაში, ყო-ველთა მიტევებასა და ღვთის მოწყალების იმედში სიკვდილს მიიჩნევს. მონაზონი ტერეზა ღირსეულ სიკვდილს სხვა რამეში ხედავდა: მომაკვდავი სიკვდილის წინ დაბანილიყო და არა ქუჩის ქვაფენილზე, არამედ სუფთა ზეწარზე გარდაცვლილიყო. პროტეს-ტანტი პრესვიტერი და თეოლოგი შვეიცერი სულ რამდენიმე წუთს ლოცულობდა, მის დანარჩენ დროს კი ლეპროზორია2 იკავებდა. მასთან მიწიერი ფასეულობები იყო აბსოლუტიზირებული, პირვე-ლქმნილი ცოდვის მნიშვნელობა და შესაბამისად სინანული კი შემცირებული. ჰუმანისტების ხატი - ემპირიული ადამიანია. მათი დევიზია: „ადამიანი - ეს ღვთაებრივად ჟღერს". ასეთი რელიგია ადამიანურ ძალებსა და გრძნობებს ემყარება. მასში ღვთის არ-სებობის რწმენას რა თქმა უნდა, არ უარყოფენ, მაგრამ ღმერთის ადგილზე ფსიქოლოგიურად აყენებენ ადამიანის ერთგვარ აბსტ-რაქციას. ამ ლიბერალიზმმა განათლების ეპოქა მოამზადა და ახლა ამის კეთებას აგნოსტიციზმისა და მატერიალიზმისათვის განაგ-რძობს ნიადაგის მომზადებას: „ხომ შეიძლება მოიშორო ღმერთი, როგორც მსოფლმხედველური იდეა და ამავე დროს კაცობრიობას ემსახურო".

   არსებობს სახელების გარკვეული ძალა, არა კაბალის მნიშვნელ-ობით, სადაც სახელებს მაგიური დატვირთვა აქვთ და სულების შელოცვას ემსახურებიან, არამედ როგორც ერთგვარი ასოციაციუ-რი კავშირი, გამაერთიანებელი ველი და ჩვენთვის აუხსნელი ზე-გავლენის ნიშანი. გავიხსენოთ, როგორი დაჟინებით ნერგავდნენ ქრისტიანობის მტრები ადამიანების შეგნებაში თავიანთი ბელადე-ბის სახელებს. ქალაქებზე, ქუჩებზე, პარკებზე, ქარხნებზე ეს სა-ხელები დაღივით იყო აღბეჭდილი. ისინი თვალს გტაცებდნენ სახლების კედლებზე და გზაჯვარედინებზე. რისთვის იყო ეს საჭირო? იმისათვის ხომ არა, რომ ამ ადამიანებისათვის დიდების შარავანდედი დაედგათ? ნაწილობრივ ასეცაა. მაგრამ გარდა ამისა, ამაში დემონური რიტუალია შეფარული. გარკვეული სახელის მატარებელი ადგილი ამ სახელთან კავშირს ამყარებს. როცა ჩვენს ქალაქებში ზოგიერთ მოედანსა თუ ქუჩას სახელი შეეცვალა, თი-თქოს სუნთქვა უკეთ გახდა შესაძლებელი, თითქოს თვით ატმო-სფერო შეიცვალა. ჩვენ გვაქვს წმინდანთა გამოსახულებები, რო-მლებიც სულიერ სამყაროსთან ურთიერთობაში გვეხმარებიან. თავიანთი გამოსახულებები დემონებსაც აქვთ. ეს მაგიასთან დაკა-ვშირებული ამულეტები და თილისმებია, ასევე ურჩხულთა გამო-სახულებები, იმ ადამიანთა პორტრეტები, ვინც სატანის გეგმებს ემსახურებოდა. ეს სახეები ადამიანის სულში და მეხსიერებაში აღიბეჭდება. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

  

 

1გამოს. 14, 15.

2ლეპროზორია - კეთრი; ლეპროზორიუმი - კეთროვანთა სამკურნალო დაწესებულება ან კოლონია.

 



უკან დაბრუნება