მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე პეტრე (დაბრობოსნიის მიტროპოლიტი)

მღვდელმოწამე პეტრე (დაბრობოსნიის მიტროპოლიტი)


1-08-2015, 00:02

 

 

 დაბრობოსნიის მიტროპოლიტი (ერისკაცობაში პეტრე ზიმონიჩი) დაიბადა 1866 წლის 24 ივნისს ქალაქ გრახოვოში სახელგანთქმული მღვდლისა და ერისმთავრის, 1875 წლის ჰერცოგოვინის ცნობილი აჯ-ანყების გმირის, ბოგდან ზიმონიჩის ოჯახში. 1887 წელს მომავალმა მიტროპოლიტმა ქალაქ რელევოში სასულიერო სემინარია დაამთავრა. შემდეგ კი 1893 წელს სწავლა ქალაქ ჩერნოვიცის სასულიერო აკადე-მიაში გააგრძელა. სწავლის დამთავრების შემდეგ პეტრე ზიმონიჩი რომში გაემგზავრა, სადაც ვენის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩა-აბარა. 1895 წელს იგი რელევოში დაბრუნდა და სასულიერო სემინა-რიის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1895 წელს მამა პეტრე ბერად აღ-იკვეცა და სამღვდდელო ხელდასხმა მიიღო მიტროპოლიტ სერაფიმე-საგან (პეროვიჩი), რომელსაც თავის დროზე, როგორც მართლმადიდე-ბელსა და სერბს არცთუ მცირე ტანჯვა უკვე განეცადა. ხელდასხმა აღსრულდა მრავალტანჯული ისტორიის მქონე, მრავალ ომში არაერ-თხელ დარბეულ და წაბილწულ ჟიტომისლიჩის მონასტერში. ამგვა-რად, მომავალმა მიტროპოლიტმა სამონაზვნო გზის დასაწყისშივე მოწამეობრიობაზე განსაკუთრებული კურთხევა მიიღო.

   1901 წელს მამა პეტრე სასწავლო წლის დასასრულამდე სასულიერო აკადემიის პროფესორის თანამდებობაზე იმყოფებოდა და სარაევოს (ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დედაქალაქი) კონსისტორიაში მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა. 1903 წელს იგი კონსტანტინოპოლის წმიდა სინოდმა, რომელსაც პატრიარქი იოაკიმე მეთაურობდა, აირჩია ზახუ-მსკო-ჰერცოგოვინის მიტროპოლიტად. სამიტროპოლიტო ტახტზე ქა-ლაქ მოსტარის საკათედრო ტაძარში მეუფე იმავე წლის 27 მაისს აღ-იყვანეს (მოგვიანებით უსტაშებმა ამ ტაძრისაგან მხოლოდ სამშენებლო მასალის გროვა დატოვეს). ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 1920 წლის 7 ნო-ემბერს, მეუფე დაბრობოსნიის მიტროპოლიტად აირჩიეს.

  ზახუმსკო-ჰერცოგოვინის კათედრაზე ყოფნისას, მიტროპოლიტმა პე-ტრემ ჰერცოგოვინის მიწაზე მიიტანა მშვიდობის სული, ანუგეშა და შეარიგა ხალხი. მეუფე, როგორც უდიდესი პატრიოტი, ავსტრია-უნგ-რეთისაგან ვაჟკაცურად იცავდა საეკლესიო ავტონომიას უნგრეთში, რითაც ხალხში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა. მის ყოფნას ბოსნიის მიწაზე თან ახლდა სარწმუნოებაში განმტკიცება, რელიგიური აქტიუ-რობა, რამაც მოგვიანებით 1905 წელს თავის ნაყოფი გამოიღო: სერბმა ხალხმა მიიღო საეკლესიო ავტონომია. მიტროპოლიტი პეტრე სერბე-თის ეკლესიის მღვდელმთავარი იმ პერიოდში იყო, როდესაც ავსტ-რია-უნგრეთით ზურგგამაგრებული რომის კათოლიკური ეკლესია ამ მხარეში თავის პროზელიტურ ხრიკებს აძლიერებდა. მიტროპოლიტმა შეურიგებელი პოზიცია დაიკავა ოკუპაციისა და ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბული მიწების დაპყრობისადმი. იგი ხალხს სულიერად ამ-ხნევებდა, მორწმუნეთა გულში აღვივებდა უკეთესი მომავლისა და სულიერი თავისუფლების იმედს. 1908 წლის ბოსნიის ანექსიისა და 1914 წლის პირველი მსოფლიო ომის დროს სერბი ხალხისათვის მისი მსახურება, მისი მხნეობა ნიმუში და საყრდენი იყო.

   მღვდელმთავარს მიანიჭეს უმაღლესი საეკლესიო ჯილდოები - წმი-და საბას I ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის IV ხარისხის ორდენი და კარაგიორგის ვარსკვლავი. მეორე მსოფლიო ომმა მას ბოსნიის დე-დაქალაქ სარაევოში, დაბრობოსნიის მიტროპოლიტის ხარისხში მოუ-სწრო. მიტროპოლიტმა პეტრემ დედაქალაქის დაბომბვის გამო ქალაქ პლევლის მახლობლად მდებარე წმიდა სამების მონასტერს თავი დროებით შეაფარა. იქ მან არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად ერთი საკვირაო საღმრთო ლიტურღია აღასრულა. მოგვიანებით მათ ერთად შესვეს მოწამეობრივი სასმისი.

  1941 წლის ბრწყინვალე შვიდეულის მესამე დღეს მიტროპოლიტი სარაევოში დაბრუნდა. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როდესაც სარაევოსა და ბოსნიის სხვა ქალაქებში სერბთა დევნა და მკვლელობები დაიწყო. მიტროპოლიტს მრავალი არწმუნებდა დროებით დაეტოვებინა კათ-ედრა და სერბეთში ან ჩერნოგორიაში გადასულიყო. ყოველ ამგვარ წინადადებას იგი შემდეგი სიტყვებით აწყვეტინებდა: „ - მე მწყემსი ვარ და ჩემი ვალია სიკეთეც და ბოროტებაც სამწყსოსთან ერთად გავიზიარო: ერთია ჩვენი ჯვარი, ერთია ჩვენი ბედი და მე მას ჩემს ხალხთან ერთად გავინაწილებ."

   1941 წლის 27 აპრილს ექვსი ოფიცრისა და ჯარისკაცისაგან შემდგა-რი გერმანელთა პატრული სამიტროპოლიტოს შენობაში შევარდა. ერთ-ერთმა ნაცისტმა მიტროპოლიტს ჰკითხა: „შენ ხარ ის მიტრო-პოლიტი, გერმანიასთან ომს რომ უჭერდა მხარს? შენ სიკვდილს იმსა-ხურებ." მიტროპოლიტმა უპასუხა: „თქვენ მწარედ ცდებით, ბატონო. ჩვენ ამ ომში არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის. ჩვენ არავის დავსხ-მივართ თავს, მაგრამ არ მოტყუვდეთ, ჩვენ არ დავნებდებით თქვენს ტყვიებს. ნუ გგონიათ თავს გადაგაყლაპინებთ, თითქოსდა წყლის წვე-თი ვიყოთ! ჩვენ ვართ ხალხი და გვაქვს სიცოცხლის უფლება!" მიტ-როპოლიტს იმავე წლის მაისის დასაწყისში ბოსნიისა და ჰერცოგო-ვინის უსტაშების პასუხისმგებელ წარმომადგენლად დანიშნულმა კათოლიკე მღვდელმა ბოჟიდარ ბრალემ დაურეკა და უბრძანა, იმავე დღეს აეკრძალა ეპარქიის ყველა მღვდლისათვის ძველი სლავური ანბანის გამოყენება და ბეჭდებზე წარწერები ლათინურით შეეცვალა. თან დაემუქრა, თუ განკარგულება დათქმულ ვადაში არ შესრულდე-ბოდა, მიტროპოლიტს პასუხისგებაში მისცემდნენ, რაზედაც მეუფემ უპასუხა: „შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში სლავური ანბანის განადგურება და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამ-თავრებულა!"

   მიტროპოლიტის ამგვარი პოზიცია 1941 წლის 12 მაისს მისი დაპა-ტიმრების საბაბი გახდა. დაპატიმრებამდე მიტროპოლიტმა პეტრემ მოასწრო დაქვემდებარებული სამღვდელოების სამომავლო მითითე-ბების მისაცემად შეკრება. ზოგიერთმა სთხოვა მას ეკურთხებინა, რათა დროებით სერბეთში შეეფარებინათ თავი, მაგრამ მიტროპოლიტმა უპ-ასუხა: „თქვენს მრევლთან დარჩით და რაც არ უნდა მოხდეს, ყოვ-ელივე, მათთან ერთად გაინაწილეთ." მას ყველამ დაუჯერა. მრავალი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. ზოგიერთმა გაუძლო ომს და მოწმობენ მიტროპოლიტ პეტრესა და ყოველივეზე, რაც იმ საშინელ დღეებში ხდებოდა.

  12 მაისს, საღამოს სამიტროპოლიტოში მივიდნენ უსტაში აგენტები და განაცხადეს, რომ მიტროპოლიტი პეტრე „დირექციაში" დასაკით-ხად დაუყოვნებლივ უნდა გაჰყოლოდა მათ. „დირექციაში" მან სამი დღე დაყო. 17 მაისს, საღამოს იგი გადაიყვანეს ზაგრებში (ხორვატიის დედაქალქში) და პოლიციის ციხეში დაამწყვდიეს. მასთან ერთად იმ-ყოფებოდნენ დეკანოზი მილონბოჟიჩი, ღმთისმეტყველების დოქტო-რი - დუშან ეფტანოვიჩი და ვოია ბესარევიჩი. გადაიღეს ფოტოები. აიღეს თითის ანაბეჭდები. მიტროპოლიტს უსტაშთა კარტოთეკაში მი-სცეს ნომერი 29781. რამდენიმე დღის შემდეგ ის გააგზავნეს სამო-ბორის ახლოს მდებარე კეორესტინაცის საკონცენტრაციო ბანაკში. იქ მას წვერი მოპარსეს, ჩამოგლიჯეს მანტია და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გადააგზავნეს სხვა საკონცენტრაციო ბანაკში, სავარაუდოდ, გოსპი-ჩში ან იასენოვაცში.

   მიტროპოლიტ პეტრეს დაღუპვის რამდენიმე ვერსია არსებობს, მა-გრამ ჩვენთვის ცნობილია მთავარი - იგი ბოლომდე ერთგული და-რჩა. უცნობია მისი მიწიერი ნეშტი კარპოვის, ველებიტეს ხაროებში ჩააგდეს, თუ იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკის გავარვარებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ უტყუარია ცნობა, რომ მან სული უფალს ისევე მიაბარა, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოების გამო მა-სთან ერთად ვნებულმა მრავალმა მორწმუნემ. სარწმუნოებისა, რომე-ლიც მათთვის ზეციური კიბე გახდა უფალ იესო ქრისტესთან მისაა-ხლოებლად, რომელსაც შვენის პატივი და დიდება და მისთვის კე-თილსაამო შესაწირავი - წმიდა მოწამენი და ახალმოწამენი. 

 



უკან დაბრუნება