მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტ ამფილოქსის სიტყვა (ნაწილი II)

ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტ ამფილოქსის სიტყვა (ნაწილი II)


24-07-2015, 00:03

ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტ ამფილოქსის სიტყვა (ნაწილი II)

 

   მრავალი ჩანაწერიდან, ეპისტოლიდან, აქტებიდან და სხვა ტექსტე-ბიდან ნათლად ჩანს, რომ მიტროპოლიტი იოანიკე ანტიკომუნისტი იყო, თანაც არა ისეთი, როგორც ზოგიერთები იყვნენ - ინერციით ან საზოგადოებაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, რომლის მანკიერებას იგი სრულად შეიგრძნობდა. აშკარაა, რომ მან კომუნისტური თეორიის შესწავლა დაიწყო მანამ, სანამ თავად სისხლიანი ძმათაკვლისა და რევოლუციის მორევში მოხვდებოდა. მისთვის ადრევე იყო ცნობილი და გააზრებული, რომ კომუნისტური მანიფესტი - უბრალოდ ახალი სოციალისტური დოქტრინის ცნობარი კი არ იყო, არამედ „ახალი პროლეტარული რელიგიის კატეხიზმო." იგი კომუნიზმის, როგორც სოციალური მოძრაობის მეტაფიზიკურ-დემონურ და ფსევდორელი-გიურ კულისებს ჭვრეტდა. უეჭველია, იგი დაწვრილებით გაეცნო რუსეთის უახლესი ბოლშევიკური რევოლუციის სისხლიან ღრეობას და არ გაკვირვებია, რომ კომუნისტებმა თავიანთი მოღვაწეობა ჩერ-ნოგორიაში სწორედ სიწმინდეთა შეურაცხყოფით, სხვისი საკუთრების მითვისებით, საუკეთესო ადამიანების განადგურებით დაიწყეს. უღმე-რთობის სული ანადგურებდა ოჯახებს, ზნეობას, სერბეთის ნაცი-ონალურ თვითშეგნებას, მართლმადიდებლობას, კულტურას. კონფ-ლიქტი, რომელიც მთელი ომის განმავლობაში გაგრძელდა, მისი აზ-რით იყო კონფლიქტი კომუნისტური პარტიის, ნაციონალისტებისა და ოკუპანტებისა.

   მისი ტრაგიკული მოწმობები ადასტურებენ, რომ კომუნიზმი სექტა-ნტობაა, ხოლო კომუნისტები, საკუთარი იდეების გამღმერთებლები, ეგოისტური, თვითკრიტიკისადმი უუნარო სექტანტები არიან. მათი იდეალი ჭეშმარიტება არ არის. და ომის შემდგომ გავლილმა ორმოც-დაათწლეულმა მეუფის შეფასება სრულად დაადასტურა, რომ „მათ-თვის არც სული არსებობს, არც ღმერთი," რომ მათი იდეოლოგია ხალხის სულიერი არსებობისათვის და ეროვნული ტრადიციებისათ-ვის უდიდეს საფრთხესა და მუქარას წარმოადგენს. ისინი უარყოფენ სიწმინდეს, ლოცვას, მარხვას. მიტროპოლიტი დასაწყისშივე აღნიშნავ-და, რომ კომუნისტები უფრო მეტ თანამემამულეს სპობდნენ, ვიდრე იტალიელ ოკუპანტებს, რომ მათი ხელები ძმათა სისხლითაა მოთხვ-რილი, რომ მათ „გამოაცხადეს ომი და შეუბრალებლად აწარმოებდნენ მას თავისი ხალხის ყოველი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლის წინააღმდეგ," გამოაცხადეს ომი, რომელმაც გამოიწვია გაუგონარი ტე-რორისა და ქაოსის წლები. რა თქმა უნდა, მიტროპოლიტი მათ წინა-აღმდეგ გამოდიოდა არა იმიტომ, რომ ისინი ბრძოლას აწარმოებდნენ ოკუპანტებთან: საუბარიც კი არ შეიძლება ფაშისტებთან მის თანამ-შრომლობაზე, - მისი პროტესტი მიმართული იყო იმის წინააღმდეგ, რომ ფაშისტებთან ბრძოლის მიზეზით ისინი ახორციელებდნენ სის-ხლიან რევოლუციას, სპობდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, ქვე-ყანაში თესავდნენ შიშსა და ზნეობრივ თუ მატერიალურ სიდუხჭირეს. მან წინასწარმეტყველურად დაინახა მსოფლიო რევოლუციური იდეის მთელი საშიშროება. დრომ აჩვენა, რომ ნაციზმი ევროპის სხეულზე იყო მძიმე, მაგრამ განკურნებადი ჭრილობა. და განა ის ქვეყნები, რომლებიც ამ იდეის ერთგულნი იყვნენ, არ გვევლინებიან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებად ეკონომიკურ, ტექნიკურ და ნებისმიერ სხვა ას-პექტში? განა ახლა, ომის დასრულებიდან ამდენი ხნის შემდეგ ქვეყნები და ხალხები, რომლებიც ნაციზმის დამარცხების შემდეგ ხანგრძლივ კომუნისტურ მონობაში მოხვდნენ, არ წარმოადგენენ ქა-ოსის, ანარქიის, სოციალურ და ზნეობრივ სიღარიბეში მყოფ საზო-გადოებას?

   ყოველივე ამას მიტროპოლიტი იოანიკე წინასწარ განჭვრეტდა. თავ-ისი წინასწარი განჭვრეტის გამო მან ისევე, როგორც სხვა რჩეულებმა - ქრისტეს ეკლესიის ახალმა მღვდელმოწამეებმა და ეკლელიისადმი განსაკუთრებით თავდადებულმა ერისკაცებმა, სიცოცხლე მოწამეობ-რივად დაასრულა. მისი წერილობითი მემკვიდრეობა წარმოგვიდგენს თავისი დროის ერთგული მოწმის - ქრისტესათვის მოწამის, პედაგო-გის, მზრუნველი სულიერი მამის, სამწყსოს ფხიზელი მწყემსის, უდ-იდესი მოწყალებისა და კაცთმოყვარეობის მქონე ადამიანის სახეს. მან ოკუპანტური მთავრობის წინაშე თვინიერებით, თავისი დიპლომა-ტიით, ალბანეთისა და იტალიის ბანაკებიდან ათასობით ინტეგრი-რებული საკუთარ სახლებში დააბრუნა, მრავალი ჩერნოგორიის ცი-ხეებში წამებისაგან იხსნა. მიტროპოლიტმა, როგორც ჩერნოგორიის წითელი ჯვრის წევრმა, ყოველივე იღონა, რათა სიღარიბისა და ში-მშილისაგან ადამიანები ნაკლებად დატანჯულიყვნენ და ამავე დროს ყურადღებას არ აქცევდა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნოდა გაჭირვე-ბული. წერილობითი შუამდგომლობიდან ჩანს, რომ იგი ცდილობდა კომუნისტებიც კი გამოეხსნა ციხეებიდან, ამტკიცებდა, რომ მათ შო-რის ბევრია მოტყუებული და შეცდენილი. „მრავალია ისეთი, - წერდა იგი განთავისუფლების თხოვნაში - რომლებმაც არც კი იციან, თუ რა არის კომუნიზმი: ზოგიერთი აიძულეს, ზოგიერთი მოატყუეს, ზოგი-ერთი კი ასე იქცეოდა, რომ სხვებს დამსგავსებოდა"... იგი ხშირად მოივლიდა საავადმყოფოებსა და სატუსაღოებს მწუხარეთა და ავად-მყოფთა მოსანახულებლად.

   მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როდესაც მისი რიგი დადგა, მიტროპო-ლიტი იოანიკე არ შეიბრალეს. შემონახული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მას არ ეშინოდა წამების. მან იცოდა პირველ ქრისტიანთა მოწამეო-ბრიობის ფასი და განმტკიცდებოდა მათი მაგალითით, რადგან უწ-ყოდა ქრისტიანობის გამარჯვებაც, იცოდა ისიც, თუ რა ელოდა მათ, ვინც ქრისტეს განუდგებოდა.

   მიტროპოლიტი თითქოსდა წინასწარ განჭვრეტდა თავის მოახლო-ებულ აღსასრულს და სააღდგომო ეპისტოლეში (1943 წელს) სამწყსოს მოუწოდებდა ეტარებინა ჯვარი, დაეთმინა დევნა, ტანჯვა და დამა-რცხება. საგულისხმოა მისი სიტყვები: „მაგრამ ისინი (დევნულობანი) არ უნდა გვაშინებდნენ, პირიქით, ჩვენი გულები სიხარულით უნდა აღივსონ, რადგან მათით ღირსნი ვხდებით მივემსგავსოთ ჩვენს უფ-ალს იესო ქრისტეს. იგი უნდა დარჩეს ჩვენს იდეალად, წმინდა მა-გალითად." თავისი სამწყსოსადმი ბოლო სააღდგომო მიმართვა ამგ-ვარი იმედითა და რწმენით იყო სავსე. კეთილი მწყემსი ყოველივე სწავლებას პირადი მაგალითით ადასტურებს. ასევე მიტროპოლიტმა იოანიკემაც ყოველივე, რასაც ასწავლიდა, რასაც წერდა, დაამტკიცა და დაადასტურა მოწამეობრივი აღსასრულით. მან ბოლომდე უერთგულა ქრისტესა და თავის ხალხს. მისი დაკრძალვის ადგილი უცნობია, მაგრამ მისი სახელი და გმირობა ჩვენთვის უფრო და უფრო ახლ-ობელი ხდება, სახე - უფრო და უფრო ნათელი, სასწაულმოქმედი. ამიტომაც ახლა მღვდელმოწამე იოანიკეს შესახებ თხრობას მადლიე-რებით აღსავსე გულითა და ბაგეებით წარმოთქმული შეძახილით ვა-სრულებთ: „წმიდაო მღვდელმოწამე იოანიკე, ევედრე ღმერთსა ჩვე-ნთვის!"


უკან დაბრუნება