მთავარი > წმ. პიროს ბრეთელი, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა პიროს ბრეთელი

წმიდა პიროს ბრეთელი


17-04-2014, 14:28

 

 

 

   პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამ-აა. ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედა-ზნელთან ერთად. დაარსა ქართლში ბრეთის მონასტერი, დასაფლა-ვებულია იქვე.

   წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას-თანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.

   ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედ-ათა მონასტერი ფუნქციონირებს.

   როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამო-ვიდნენ "ასურელი მამები” – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა "რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომე-ლნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვე-ყანისათა.”

   დაიწერა მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულ მოღვაწეთა ცხოვ-რების წიგნები. ზოგიერთ მათგანში წარმოდგენილია ასურელი მამე-ბის სახელთა ნუსხა, მათ შორის მოიხსენიება მამა პიროსიც, ერთგან მხოლოდ სახელით ხოლო მეორეგან მისი მოღვაწეობის ადგილიც არის მითითებული – იგი მოხსენიებულია როგორც პიროს ბრეთელი. ამდენად სოფელ ბრეთის ეკლესიის პატრონის – მამა პიროსისა და პიროს ბრეთელის იდენტურობა ეჭვსგარეშეა. ამასვე ადასტურებს ვა-ხუშტის ცნობა: "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტ-ერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს, იგ(13) მამათაგანმა და დაფ-ლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ”

   რაც შეეხება ტოპონიმ ბრეთას, იგი აქ მონასტრის დაარსების შემდეგ დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშ-ნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ "საძმო სამარხები” ყოფილა.

   ძველ ეკლესიასთან დაკავშირებით ბრეთელები ამბობენ, რომ ეკლე-სიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო არისო, რომელიც შეიძლება პი-როსის სამყოფელიც იყო და აქვე დაუკრძალავთ კიდეც.

   ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ბრტყელი ფილა იდო, რომელიც საფლავის ქვას მოგვაგონებს, თუმცა ეს ქვა გადაუადგი-ლებიათ "განძის მაძიებლებს”.

   ბრეთელებს პიროსის საფლავი მთავარი ეკლესიის ცენტრში ეგულ-ებათ. იქ, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა.

   დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფი-ლიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და ორგანიულად დაუკავშირებიათ მოგვიანო ნაგებო-ბასთან.


უკან დაბრუნება