მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის უწმინდესი სამღვდელმთავრო კრება (ნაწილი II)
სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის უწმინდესი სამღვდელმთავრო კრება (ნაწილი II)12-07-2015, 00:00 |
საზოგადოების იგივე იდუმალი ცეცხლი ანთია და ბრწყინავს მრა-ვალთა სულებში, რომელთაც ცრუ ღმერთების წინაშე არ მოიდრიკეს მუხლი. ამ რწმენით უკვე დაწყებულია სერბული მიწის აღდგენა, ეს რწმენა დაუოკებლად აღდგება ხალხის სულის სიღრმეებიდან. ყველა ხილული თუ უხილავი საცთურის მიუხედავად სერბეთის ეკლესიის ეპისკოპოსებმა სამღვდელოებისა და მორწმუნეების გაერთიანებული ძალისხმევით შეძლეს წმიდა საბას ეკლესიის საკურთხეველსა და ხალხში შეენარჩუნებინათ ლამპარი, რათა ის უნათებდეს მთელ მო-მავალ თაობებს. 4. ეკლესიის შინაურ ცხოვრებაში სახელმწიფო მმართველობის ჩარე-ვამ და იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ერთ ტრაგე-დიამდე მიგვიყვანა. საუბარია საშიშ მაკედონურ განხეთქილებაზე,4 რომელიც, პირველ ყოვლისა, აღმოცენებულია არასაეკლესიო მიზეზ-ით - ბალკანეთის კომინტერნული დაყოფის შედეგად. ადამიანური სისუსტეებისა და ზოგიერთი ეკლესიური ადამიანის ეგოისტური ინტერესების გამოყენებით, ხელისუფლების უზენაესობამ მართლმადიდებელი მაკედონელი ხალხი მოწყვიტა არა მხოლოდ სე-რბეთის ეკლესიას, არამედ მართლმადიდებლობის მთლიანობასაც. ამ უნიატურ პროპაგანდაში თუ როგორი იყო რომის კათოლიკური ეკ-ლესიის წვლილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ასწლეულებზე მეტხანს მბრძანებლობდა, ისტორია კიდევ გვიჩვენებს (რომის ოხრიდისათვის, სლავური მართლმადიდებლობის აკვნისათვის საუკუნოვან ბრძოლა-ზე ჩვენ უკვე აღარ ვსაუბრობთ). ვიმედოვნებთ, რომ თავისუფლების, ძალადობისა და ხალხის მანიპულირების გარეშე ცხოვრების დრო დადგება და ყველა მტკივნეულ საკითხს ეკლესიური გონიერებით გადავჭრით და ხალხს სულიერ ჯანმრთელობას დავუბრუნებთ. მაშინ განიკურნება განხეთქილებაც, არა მარტო სერბეთის ეკლესიის, არამედ ბალკანეთში, მეზობელი ადგილობრივი ეკლესიების ცხოვრებაში არ-ნახული. 5. ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას ომიანობამ და ომის შემდგომმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთი განხეთქილება მოუტანეს, რო-მელიც ასევე განკურნებას საჭიროებს. ეს ე.წ. ამერიკული განხეთქი-ლებაა.5 ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა, მისგან გამომდინარე და უდა-ნაშაულოდ დაღვრილი სისხლით განმტკიცებულმა იდეოლოგიურ-პარტიულმა შეხლა-შემოხლამ, ეკლესიოლოგიური შეგნების შესუსტე-ბამ და ადამიანურმა ცოდვიანობამ - ყველა ამ ფაქტორმა ჩვენი ეკ-ლესიის ისტორიაში მანამდე გაუგონარ განხეთქილებამდე მიგვიყვანა. ერთი რამ ცხადია: დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინაა უფრო მეტად დამნაშავე და ვინ ნაკლებად (სახარებისეულად ყველანი დამნაშავენი ვართ), სამარცხვინნო და უღირსი იქნება, თუკი ის მომავალ თაობაზე გადავა. 6. ამ არეულ დროებაში ცოდვით დაცემის ურიცხვ მაგალითს ვხე-დავთ ჩვენშივე და ჩვენსავე ცხოვრებაში. მრავალი შემთხვევაა სიწმი-ნდეთა და წინაპართა საფლავთა შეურაცხყოფისა. ირღვევა მამათა აღთქმა, რომელიც ჩვენი ხალხისათვის ყოველთვის წმინდა იყო. ძმე-ბის, მამების, ახლობლების, ომის დროს და მის შემდგომ დაღუპულთა ნეშტებმა დღემდე ვერ განისვენეს და ღირსეულად არ არიან დაკ-რძალულნი. ჩვენს დღეებში თქვენთან ერად ვხდებით მოწმე იმისა, თუ ათასობით უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანი, როგორ გამოდის დავიწყების წყვდიადიდან, თუ როგორ იხსნიან მათ ნეშტებს აბუჩად აგდებისგან, დამცირებისგან, ჩაცემენტებული ორმოებისგან, ჩვენი ჩა-ცემენტებული სინდისისაგან. ეს კეთილი ნიშანია, რადგან შერიგება გარდაცვლილებთან და გარდაცვლილებისა ერთმანეთთან - ურთი-ერთ შერიგების აუცილებელი პირობაა. 7. წინაპართა წმიდა აღთქმებიდან ჩვენი ცოდვილი განდგომის სი-მბოლოა - ლოვჩენის მთაზე წმიდა პეტრე ცეტინსკის შეურაცხყოფილი ტაძარი. ფეხქვეშ გათელილია ანდერძი მართლმადიდებლობისადმი ერთგულებისა და ამ ეროვნული სიწმიდის - მიტროპოლიტ პეტრე II პეტროვიჩ ნეგოშას - უდიდესი სერბელი პოეტის თაყვანისცემისა. ლოვჩენის სამრეკლოს დანგრევა და მავზოლეუმის აშენება მრავალმ-ხრივი ცოდვაა. ეს ცოდვა მიმართულია ბუნების წინააღმდეგ, პოეტის წინააღმდეგ, ჭეშმარიტი ღმრთაებრივი სილამაზისა და კოსოვოს აღ-თქმის6 წინააღმდეგ, უფრო ზუსტად - სერბი ხალხის სულიერი და კულტურული გადმოცემის წინააღმდეგ. ლოვჩენის სამრეკლოს აღდ-გენისათვის ბრძოლა სინამდვილეში არის ადამიანური ღირსებისა და ხალხის სულისათვის ბრძოლა. ეს ოთხმაგი ცოდვა ომის შემდგომი თაობის სინდისიდან წარიხოცება მხოლოდ ტბიან მწვერვალზე ლოვ-ჩენის სამრეკლოს, რომელშიც ჩვენი უდიდესი პოეტისა და მეუფის პეტრე ნეგოშას მიწიერი ნეშტი განისვენებს, აღდგენისა და ლოვჩენის პირვანდელი იერის დაბრუნების შემდეგ. იგივე, მაგრამ ოდნავ განს-ხვავებულ კონტექსტში, ეხება ასევე წმიდა გიორგის ეკლესიას - ოპ-ლენცში კარაგეორგიჩების დინასტიის მავზოლეუმს. 8. როდის მოხდება ეს? როდის განიკურნება ჩვენი ეკლესიისა და ხალხის სხეულზე ჭრილობები? როდის აჟღერდება ჩვენს სულებში კვლავ მოწოდება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? როდის გახდება იგი კვლავ ჩვენი არსებობისათვის განუყრელი? ეს მუდმივი მოწოდება გვაუწყებს: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრ-თისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათე 6. 33). იგი გვიხმობს, ყველა ისტორიული მოვლენა ავწყათ მუ-დმივი და უცვლელი საზომით. ის გვაძლევს იმედს და ახალ ჰორ-იზონტებს გვიხსნის, ახალი ღვაწლისათვის გვაძლევს ძალას; აღძრავს რწმენას პირადი და სახალხო ფერისცვალების შესაძლებლობისას. ზე-ციური მეუფების ჩვენი არჩევანით, ზეციურისადმი ჩვენი სწრაფვით აქ, მიწაზე სინანულით, ეკლესიის წევრები ვაკურთხებთ ჩვენს ისტო-რიულ არსებობასა და ქმედებებს და ჩვენს საქმიანობას ვამოწმებთ აწმყოში. უფალმა მოგვანიჭა სინანულის ნიჭი, მოგვცა საშუალება გან-წმენდისა და განკურნებისა. სინანულით ყოველთვის აღვადგენთ ჩვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ადამიანისათვის არ არის უფრო დიდი ნუგეში, ვიდრე სინანულია. უფალი უკანასკნელ ამო-სუნთქვამდე თავად გვანუგეშებს სინანულით. არ არსებობს ცოდვა, რომლის მიტევება და განწმენდა არ შეიძლებოდეს მონანიებით. აი, ძმებო, დამთავრდა უდაბნოში ჩვენი ორმოცწლიანი ხეტიალი, დამთა-ვრდა ტანჯვა და არეულობა, მაგრამ იქცევა თუ არა იგი ჭეშმარიტად ზეციური მოწოდებით კურთხეული ჩვენი ახალი ცხოვრების დასაწ-ყისად (რომლის საფუძველია - სინანული და განწმენდა), მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ზნედაცემულობა, არეულობა და ჩვენი დროის უგუნურება, ხალხის ტანჯვა არის გაკვეთილი ჩვენთვის და მათთვის, ვინც ჩვენს შემდგომ მოვა. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უწინარეს ყოვლისა, შერიგებას უფალთან, შემდეგ კი ადამიანებთან. რადგან არ იქნება მშვიდობა, ურთიერთშერიგება ადამიანთა შორის, უფალთან შერიგების - ყოველი მშვიდობის წყაროს გარეშე. ყველას მოგიწოდებთ სინანულისაკენ, სულიერი განწმენდისაკენ და მიტევე-ბისაკენ. ერთმანეთის ჭრილობებს ფეხქვეშ გავეგოთ. ერთმანეთს აღდგომით მივუტევოთ ყველაფერი. მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ჩვენი დედის კალთას, წმიდა საბას ეკლესიას და ჩვენს წმიდა სა-რწმუნოებას. მოგიწოდებთ, იცხოვროთ სინანულის ღირსეული ნაყო-ფის მომტანი რწმენით. ახალი ცხოვრების დასაწყისი უნდა გახდეს ჩვენი ერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ჭეშმარიტი აღდგინების საწყისი. ჩვენს გარდაცვლილებს წესი ავუგოთ და მოვი-ხსენიოთ, დავმარხოთ სიძულვილი, გულისწყრომა და ყველაფერი, რაც ურთიერთს განგვაშორებს. დაგვიფარე უფალო, რათა კვლავ არ გავხდეთ წყარო დაცალკევებისა და ახალი ჭრილობებისა. კომუნი-სტური რეჟიმის დროს ნახევარსაუკუნოვანი მოწამეობრივი ცხოვრებ-ის გამოცდილებამ ვერ დაგვაბრმავა: როგორც ქრისტიანები, ჩვენ ქრი-სტიანობის პოლიტიზაციის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ ვემხრობით პიროვნებისა და საზოგადოების ქრისტიანიზაციას და ვიცით, რომ ნებისმიერი პარტია, თუნდაც ყველაზე საუკეთესო, სეკულარულია, რადგან ადამიანთა ბედისა და საზოგადოების ცხოვრების მხოლოდ ფრაგმენტს მოიცავს. 9. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ერთიანობისაკენ, რომელიც განუ-ყოფელია ჩვენი ერის სულისაგან. როგორც ერთიანი ეკლესიურ-სახა-ლხო სხეული, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ჩვენ არ ვართ წინა-აღმდეგნი პარტიულობის და ადამიანთა ნიჭისა და ადამიანთა შესა-ძლებლობების სხვადასხვა ფორმით შეჯიბრებისა. ჩვენ არა ვართ ად-ამიანებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის გმირული თავდადების წინააღმდეგნი, მაგრამ დაყოფის, სიძულვილისა და ურთიერთშეურა-ცხყოფის წინააღმდეგნი ვართ. ომის წლების გამოცდილება, ომის შემდგომ „გადამრჩენი" იდეოლოგიის სახელით გონების დაბნელება და ადამიანთა და ერის ღირსებების შეურაცხყოფა ჩვენთვის სერი-ოზული გამოცდა გამოდგა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამოვფ-ხიზლდეთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. ის - ჩვენი გზაა, საუკუნო ცხოვრებაში ჩვვენი მიმყვანია. ის - სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის ყველა წამებულის თანამგზა-ვრია. 10. ამ დღეებში, ძირეული გარდაქმნის დღეებში, გადაფასების, მაგ-რამ ასევე სერიოზული საფრთხის დღეებში, ვაკურთხებთ წმიდა საბას მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სერბს და ვლოცულობთ ყველ-ასათვის: რათა ყველამ ერთად მივსდიოთ უფლის გზას, ადამიანთა და მსოფლიოს ხსნის ერთადერთ გზას. დაე, ამ გზაზე განგვამტკიცოს მღვდელმთავარ საბას, ყველა ჩვენი წმიდა მოწამისა და ახალმოწამის და ღმრთისსათნომყოფელთა ლოცვამ! საბოლოოდ გვახსოვდეს მთავარი: რომ ჩვენი ყოველი გადაწყვეტი-ლებით, ჩვენი ყოველი პირადული თუ საზოგადოებრივი არჩევანით, ნებსით თუ უნებლიედ აღვასრულებთ ადამიანისათვის ერთადერთ ღირსეულ არჩევანს. არჩევანს სიყვარულსა და სიძულვილს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, უფალსა და ეშმაკს შორის. მშვიდობა თქვენდა, კურთხევა უფლისა - ჭეშმარიტებისა და სიცო-ცხლის ერთადერთი სწორი გზისა. ამინ!
სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის უწმინდესი სამღვდელმთავრო კრება
4მაკედონური განხეთქილება - მაკედონიის სამღდელოების ერთი ნაწი-ლის მოძრაობა მაკედონიის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნისათვის. მაკედონია, ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთი რესპუბლიკაა, მის შემა-დგენლობაში ბალკანეთის ომის შედეგად შევიდა, რომელიც პირველ მსოფლიო ომს უსწრებდა წინ. მაკედონიის სასულიერო ცენტრი - ოხ-რიდის საეპისკოპოსო, როგორც ავტოკეფალური ეკლესია, რამდენიმე საუკუნის მანძილზე, XVIII ს-ის მეორე ნახევრამდე არსებობდა. იუგო-სლავიაში მაკედონელები ითვლებოდნენ განსაკუთრბულ ხალხად, რომელსაც თავისთავადი ისტორია და საკუთარი ენა ჰქონდა. 1958 წელს ძველ საეკლესიო ცენტრში - ოხრიდში მაკედონიის საეკლესიო კრება შედგა (მას არცერთი მღვდელმთავარი არ ესწრებოდა), რომელმაც ოხრი-დის სამიტროპოლიტოს აღდგენა და მაკედონიის ეკლესიის თვითნებური დაფუძნება გამოაცხადა. 1959 წელს სერბეთის ეკლესიის კრება შედგა, რომელმაც მაკედონიის ავტონომია არ ცნო. 1966 წელს მაკედონიის ეკლ-ესიამ კვლავ მოითხოვა სერბეთის ეკლესიისაგან ავტონომია. სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ ეს მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ თუკი მაკედონიის ეკლესია ანგარიშს არ გაუწევდა მათ და ავტო-კეფალიას გამოაცხადებდა, განხეთქილებად ჩაითვლებოდა და მასთან ურთიერთობა შეწყდებოდა. ამის მიუხედავად 1967 წელს ოხრიდში ავ-ტოკეფალია გამოცხადდა. 5ამერიკული განხეთქილება - წარმოიშვა სერბეთში დარჩენილთა და სერბეთიდან ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ემიგრირებულთა შორის, რო-მლებიც არ ცნობდნენ ტიტოს მმართველობასა და იმ პერიოდის მღვდე-ლმთავრებს (რაღაც რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის მსგავსი; საბედნიეროდ, „ამერიკული სერბული" ეკლესიის წარმოქმნამდე საქმე არ მისულა, მაგრამ კონფრონტაცია დიდხანს გაგრძელდა). 6კოსოვოს აღთქმა - სერბების სულიერი ცხოვრების ისტორიის ძირითა-დი მოვლენა. თავადმა ლაზარემ, რომელსაც ბრძოლის დროს ანგელოზი გამოეცხადა და არჩევანი შესთავაზა, მიწიერი გამარჯვება და ძალაუფ-ლება კი არ აირჩია, არამედ წმიდანობა და ზეციურ მეფობა. მან წააგო კოსოვოს მიწიერი ბრძოლა, გახდა წმიდანი და სერბეთის მთელი ისტო-რია სიწმინდის მოპოვებისკენ მიმართა. მან კოსოვოს აღთქმა დაუდო უფალთან. აი, სიტყვები, რომლითაც წმიდა ლაზარემ მეომრებს მიმარ-თა: „დავირქვათ ქრისტეს მეომრების, ღვთისმოსაობისათვის მოწამეთა სახელები, ჩავეწეროთ ცხოვრების წიგნში, არ დავიშუროთ ომში სოცო-ცხლე, რათა გმირობის ნათელი გვირგვინი მივიღოთ, რადგან ტანჯვაში იბადება გმირობა!"
უკან დაბრუნება |