მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტესთვის მოწამენი - მოწამენი საშინელ სამსჯავრომდე
ქრისტესთვის მოწამენი - მოწამენი საშინელ სამსჯავრომდე10-07-2015, 00:07 |
კომუნისტური რეჟიმის დანაშაულობებზე წერა ნიშნავს წერო აპო-კალიფსისი, უფრო ზუსტად, წერო ბიბლიური ისტორია უფლის ერთ-გული ხალხის ტანჯვაზე. მთელი ბიბლია ტანჯვით არის სავსე. ასევე კაცობრიობის მთელი ისტორია ტანჯვითაა სავსე, მაგრამ ყველა ტანჯვა როდია მაცხოვნე-ბელი, არამედ მხოლოდ უფლისათვის, ღმრთაებრივი ჭეშმარიტებისა-თვის ტანჯვა, როგორც ამბობს ჩვენი მართლმადიდებელი სერბი ხა-ლხი, რომელსაც კომუნიზმმა უმძიმესი სატანჯველი მოუტანა. წმიდა წერილსა და ქრისტიანობის ისტორიაში უფლისათვის, სახა-რების ჭეშმარიტებისათვის მოწამეობის მრავალი მაგალითია. საკმა-რისია გავიხსენოთ მაკიაველი ძმების, მათი დედისა და მღვდელ ელიაზარის სარწმუნობისათვის მოწამეობა ანტიოქიის წარმართი მეფ-ის ანტიოქე IV ეპიფანესაგან (ღმრთისა და მორწმუნეებისადმი საში-ნელი სიძულვილით კომუნისტები მას ენათესავებოდნენ). მართლმადიდებლების, განსაკუთრებით მღვდელმსახურების, სას-ტიკად მწამებელი რომაელი წარმართი მმართველებისა და თურქების მიერ ქრისტიანები მრავალი საუკუნის მანძილზე იდევნებოდნენ. ჩვენი საეკლესიო კალენდარი სავსეა მოწამეთა და მღვდელმოწამეთა სახელებით. სერბი ხალხისა და სერბეთის ეკლესიის ისტორია ასევე სავსეა მართლმადიდებელთა, უპირველეს ყოვლისა, პატრიარქების, ეპისკოპოსებისა და მღვდლების ტანჯვა-წამებით. XVIII საუკუნეში სერბი პატრიარქები იოანე (კანტულა) და გაბრიელ (რაიჩი), ეპისკო-პოსები, მღვდლები და მონაზვნები, ისეთები, როგორებიც იყვნენ დი-აკონი ამბაკუმი და იღუმენი პაისი, თურქებმა ისევე ტანჯეს და აწამეს, როგორც ადრექრისტიანულ პერიოდში ამას რომაელები და სპარსე-ლები სჩადიოდნენ. XIX საუკუნის ინგლისელი არქეოლოგი არტურ ევანსი ბალკანეთის შესახებ თავის წიგნში წერს, რომ ბოსნიაზე გავ-ლისას ნახა თურქმა ფაშამ, უფრო ზუსტად კულენ-ვაკუფელმა გათურ-ქებულმა1 კულენოვიჩმა, თუ როგორ შეაჭენა მონასტერ რმანში ცხენი, ჩამოქვეითდა, გადააჯდა ერთ-ერთ მონაზონს და აიძულებდა მონას-ტრის ეზოში დაოთხილს ეტარებინა და აეტანა შოლტით სასტიკი ცე-მა-ტყეპა და დეზების შემოკვრა. კომუნისტები, სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, ყველგან სიკვდ-ილს თესავდნენ, განსაკუთრებული სისატიკით სამღვდელოებას ანად-გურებდნენ. რუსეთში ბოლშევიკების ბოროტმოქმედების შესახებ ჩვენ ვიცით ღმრთაებრივი სიმართლის მოწმის, "არქიპელაგ გულაგის" ავტ-ორის, ალექსანდრე სოლჟენიცინის მონათხრობიდან. საბერძნეთში კომუნისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს სერბეთის მსგავსად სამოქალაქო ომის პროვოცირება მოახდინეს. მათ ასზე მეტი მღვდელმსახური გაანადგურეს (ერთ-ერთი მათგანი ტაძრის წინ დიდ პარასკევს ჯვარს აცვეს). უსტაშების მხეცობის ამბავი უკვე ბევრმა უწყის, მაგრამ კომუნის-ტების მიერ სერბი ხალხისა და სამღვდელოების აბუჩად აგდება მხო-ლოდ ახლაღა ხდება ცნობილი. გავიხსენოთ კომუნისტ-უღმერთოების მიერ სატანური სისასტიკით ნაწამები მართლმადიდებლური სამღვ-დელოება - ჟიჩიდან მღვდელ-მონაზონი ანტონი (დრაგოვიჩი), ჩელე-ბიტიდან მღვდელი გრგურევიჩი, ცოცხლად ნაწილებად დაჩეხილი მღვდელი ნოვა (დელიჩი), ლიკიდან უსტაშების გენოციდს გამოქცეუ-ლი, მაგრამ მოკლული და ჩერნიგოველი პარტიზანების მიერ ხაროში ჩაგდებული. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მასობრივი დანაშაუ-ლობები, რომლებიც კომუნისტებმა უკვე ომის დამთავრებისას, 1945 წლის მაისში ჩაიდინეს, როდესაც 13 მღვდელი და 20000-მდე ახა-ლგაზრდა მართლმადიდებელი მხეცურად მოკლეს და მილევინის მახლობლად, პონორის ხაროში ჩაყარეს. ეს დანაშაულობები თავისი სისასტიკით აღემატება ხორვატი და გერმანელი ფაშისტების დანა-შაულობებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კომუ-ნისტების ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაშაული ის არის, რომ მათ დღემდე არ აღიარეს თავიანთი დანაშაულობანი, არ შეინანეს იგი, ისევე, როგორც თურქებმა არ აღიარეს 1915-1919 წლებში სომხებისა და ბერძნების გენოციდი, როგორც ხორვატმა უსტაშებმა არ აღიარეს 1941-1945 წლებში სერბთა გენოციდი. უფრო მეტიც, კომუნისტებმა ხელი შეუწყვეს კიდეც მართლმადიდებელი ხალხისა და სამღვდელოების მიმართ უსტაშური გენოციდის ფაქტების მიჩქმალვას. მათ იმ ინფო-რმაციის გავრცელება აკრძალეს, რომელიც ცხადყოფდა გენოციდს. მათ ჩააბეტონეს ხაროები სერბეთის კრაინეში, ბოსნია და ჰერცოგო-ვინაში, რომელშიც მოწამეობრივად აღესრულა ასობით და ათასობით მსხვერპლი. მათ 1991-1995 წლებში კოსოვოს ომშიც საშინელი დანა-შაულობები ჩაიდინეს, რომლებიც არ დაიშურეს უბრალო სერბი ხა-ლხისათვის მიეწერათ. ასე რომ, სწორედ მათ გამო, ამ მოღალატეებისა და ნაძირალების გამო მთელ მსოფლიოში სერბები მრავალმა წესი-ერმა, მაგრამ სიმართლის არმცოდნე ადამიანმა შეიძულა. დასავლეთის მხრიდან სერბეთის ისტორიული სიძულვილი - კვლავ ფარისევლო-ბასა და არაადამიანრობას ადასტურებს, რაც დამახასიათებელია კო-მუნისტური იდეოლოგიისათვის, რადგან ისინი სულ ახლახან მხარს უჭერდნენ ტირან ტიტოს, ახლა კი მთელ მსოფლიოში ცილს სწამებენ სერბ ხალხს და მის წამებულ ეკლესიას. წიგნი "სერბ ახალმოწამეთა ცხოვრება" (თუმცა ჯერ კიდევ არასრუ-ლი, რადგან კომუნისტური და ფაშისტური რეჟიმების მსხვერპლთა რიცხვი აღუნუსხავია) წარმოადგენს მარტიროლოგიას, მოწმობას უფ-ლის სამსჯავრომდე. მისი კითხვისას ვევედროთ ჩვენს უფალ იესო ქრსტეს, თავის ჯვართამაღლების ეკლესიაში მოწამეობრიობის მეთაურს, რათა სერ-ბეთის ყველა ახალმოწამე მღვდელი და ერისკაცი საუკუნო ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს და მათი ლოცვით შეიწყალოს ჩვენი ცოდვილი, მაგრამ მრავალტანჯული მოდგმა და მოგვანიჭოს აღდგომა.
ზახუმსკ-ჰერცოგოვინისა და პრიმორსკის ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი)
1 გამუსლიმანებული სერბი. უკან დაბრუნება |