მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო და ნიშნები (ნაწილი I) - ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)
ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო და ნიშნები (ნაწილი I) - ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)12-06-2015, 00:06 |
დრომ თავისი არსებობა ქრისტეს მიერ დაიწყო და მის მიერვე დაას-რულებს: უკანასკნელი დღე, ამავე დროს ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეც იქნება. ამ არაჩვეულებრივ დღეს, დრო არსებობას შეწყვეტს. მა-შინ შესრულდება წმინდა გამოცხადების საკვირველი სიტყვა: „ჟამი არღა იყოს" (გამოცხადება, 10, 6). რაღაც საიდუმლო სახით, დრო მარა-დისობაში ჩაიძირება. თუმცაღა, წმინდა წერილით ჩვენთვის ნათლად გაცხადებული არ არის, როდის დადგება ეს დღე. იგი დაფარული დარჩა, საღმრთო მდუმარების განუცდელ სიღრმეებში და ღმრთის მიუწვდომელ საიდუმლოს წარმოადგენს. იგი დაფარულია ანგელოზ-თაგანაც, კაცთაგანაც და საღმრთო ყოვლისმცოდნეობის მიუდგომელ ნათელში იმყოფება. ამის შესახებ მოციქულის უშუალო კითხვაზე, უფალმა უპასუხა: „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მათე, 24, 36; შეადა-რეთ, მარკოზი, 13; 32). ეს საიდუმლო მან მათ არ უთხრა, მაშინაც კი, როცა აღდგომასა და ამაღლებას შორის, მათ ცხონების ღმერთკაც-ობრივი განგებულების საიდუმლონი განუცხადა და ღმრთის სასუფე-ველზე ესაუბრებოდა (საქმე, 1, 3). ხოლო, როცა ისინი მას ეკითხე-ბოდნენ: „უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?" (საქმე 1, 6). მან მათ უპასუხა: „არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელნი - იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმ-წიფებათა" (საქმე, 1, 7). ერთ დიდ მოციქულსაც კი, რომელსაც „გამოც-ხადებით ეუწყა საიდუმლო" (ეფესელთა, 3, 3) ქრისტეს სახარებისა, თანაც თვით უფალი იესოს მიერ ეუწყა (გალატელთა, 1, 12), არ გან-ეცხადა ის საიდუმლო, თუ რა მომენტში დადგება უკანასკნელი დღე, ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე. იგი თესალონიკელ ქრისტიანებს წერს: „ხოლო ჟამთა მათთვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს მიწერად თქვენდა. რამეთუ თქვენ თვით გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი, ეგრეთ მოიწევის" (1 თესა-ლონიკელთა, 5; 1-2). წმინდა გამოცხადების ხარება იმაში მდგომარეობს, რომ უფალი მეო-რედ მოვა, მაგრამ როდის - ეს ჩვენ არ ვიცით. ღმრთის განგებულე-ბითი კაცთმოყვარებით ეს დაფარულია ჩვენგან, რათა ჩვენ დღითა და ღამით თავი დავიცვათ წმინდა სათნოებათა შემწეობით და მაცხოვრის მოსვლას მოველოდით. ამაზე მიგვანიშნებს მაცხოვრის გაფრთხილება მისი მიმდევრებისადმი: „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რო-მელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს" (მათე, 24, 42; მათე, 24, 44, 50; მარკოზი, 13, 33-35; ლუკა, 12, 35-40; 17, 24-30); „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არაიცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაი მოვი-დეს" (მათე, 25, 13). მაცხოვრის მეორედ მოსვლის ასეთი განგებულებითი მოულოდნე-ლობა სასარგებლოა ნამდვილი ქრისტიანებისთვის, მაგრამ არა მათთ-ვის, ვინც საკუთარი სული დაასუსტა, იგი ბიწიერებით დაბინდა, ვნე-ბებით შებილწა და ამგვარად „გაქვავებული უგრძნობელობის" ტყვედ იქცა. უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ ადამიანთა დაუდე-ვრობა და გაქვავებული უგრძნობელობისა, რამეთუ, მაცხოვრის სიტყ-ვით, „ვითარცა - იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით - რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებ-დეს მუნ დღემდე, ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად. და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით - რღუნაი იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსვლაიცა ძისა კაცისაი" (მათე, 24, 37-39). „ამისთვის - გვირჩევს მაცხოვარი, - თქვენცა იყვენით განმზადებული რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაი მოვიდეს" (მათე, 24, 44). მაცხოვრის ამ რჩევით მცხოვრები მოციქულები, ამ სიტყვებს დიდი გულმოდგი-ნებით გადასცემდნენ ქრისტიანებს: „მოსლვაი უფლისაი მოახლოებ-ულ არს" (იაკობი, 5, 8), „ყოველთაი აღსასრული მოახლოებულ არს" (1 პეტრე, 4, 7); „უკანასკნელი ჟამი არს" (1 იოანე, 2, 18). თუმცაღა, უფალმა ჩვენი ცხოვრებისათვის, თავისი მეორედ მოსვლ-ის ჟამი ჩვენთვის უცნობი დატოვა, მას ჩვენთვის უცნობი არ დაუტო-ვებია ნიშნები, რომელნიც მისი მეორედ მოსვლის წინ იქნება და სას-წაულები, რომელნიც მისი მოსვლის სიახლოვეს გვაუწყებს. ეს ნიშნე-ბია - სახარების ქადაგება ყველა ხალხისათვის, ყველა ქმნილებისა-თვის; ისრაელის მოქცევა ქრისტესაკენ; ანტიქრისტეს გამოჩენა; დიდი ძვრანი კაცთა შორის და ბუნებაში; ომები, რევოლუციები, შიმშილი, ჭირი, მიწისძვრები, დიდი ზეციური ნიშნები. ყველა ერისათვის სახარების ქადაგება და ყველაფერი, რასაც იგი მათ შორის გამოიწვევს, მაცხოვრის მეორედ მოსვლის სიგნალი იქნება, მი-სივე სიტყვისამებრ: „და იქადაგოს სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოვ-ელსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული" (მათე, 24, 14). ეს ნიშნავს, რომ „პირველად ჯერ არს ქადა-გებად სახარებაი ესე" (მარკოზი, 13, 10), ყოველი ხალხისთვის, მაგრამ, არ ნიშნავს, რომ ყველა ხალხი გაითავისებს მას. ამაზე მიანიშნებს სიტ-ყვები: „საწამებელად ყოველთა წარმართთა". ეს ნიშნავს: დასამოწმებ-ლად ყველა ხალხისთვის, მათდამი ღმრთის სიყვარულის შესახებ, ეკლესიისა და მასში ცხოვრების საყოველთაო, საკვირველი, ღმერთკა-ცობრივი განგებულების შესახებ, და საერთოდ, ღმრთის ყველა მარა-დიული ჭეშმარიტებების შესახებ, რაც მასში (ეკლესიაში) მყოფობს. ამიტომ, თავს ვერავინ გაიმართლებს ქრისტე ღმრთისადმი ურწმუნო-ების გამო, ვერავინ იტყვის, რომ მან არ იცოდა ქრისტეს შესახებ, მისი სახარების ძალისა და ღმრთის მარადიული ჭეშმარიტების შესახებ. ყველა ხალხისათვის სახარების დამოწმება, წარმართთა მოციქულის სიტყვით, საშუალებას მისცემს „წარმართთა სავსებას", ქრისტეს ეკლე-სიაში შევიდეს (რომაელთა, 11, 25), ესე იგი, „ღმრთის მიერ ყველა წინარე ცნობილ (ყოფილ - ი. პ) წარმართს" (თეოფილაქტე ბულგარე-ლი). მეორე მხრივ ბევრი, სახარების მოსმენის შემდეგ, მის წინააღმდეგ გააფთრებით აღდგება და ამით აჩვენებს, თუ როგორ შეიყვარეს ად-ამიანებმა ბოროტება, როგორ იქცნენ ცოდვისა და სიცრუის მონებად, როგორ იქცნენ სატანური ბოროტების იარაღად, ღმრთის მარადიული სიკეთის წინააღმდეგ (შეადარეთ, მათე, 24, 9). და ამ საერთო ბრძო-ლისას - სახარებისათვის და მის წინააღმდეგ, - დადგება წამი, რო-დესაც „ყოველი ისრაელი ცხონდეს" (რომაელთა, 11, 26) და შესრულ-დება ძველაღთქმისეული მახარებლის წინასწარმეტყველება: „და მო-ვიდეს სიონისათვის მხსნელი და გარეწარაქციოს უცნოობაი იაკობი-საგან" (ესაია, 59, 20; შეადარეთ, ესაია, 27, 29; ოსე, 3, 5). ქრისტესკენ ისრაელის ამ მოქცევას, წინასწარმეტყველ მალაქიას თქმით, წინასწარ-მეტყველი ელია თეზბიტელი აღასრულებს (მალაქია, 4, 5-6), რომელიც ენუქთან ერთად ზეციდან მოვა ანტიქრისტეს დღეებში და მის წინ-ააღმდეგ, ქრისტეს სახარების სიმართლისათვის იბრძოლებს. (გაგრ-ძელება იქნება...) უკან დაბრუნება |