მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდანებზე სიცრუის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

წმინდანებზე სიცრუის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


19-06-2015, 00:03

წმინდანებზე სიცრუის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

  ამჟამად აკადემიურ წრეებში ძველქრისტიან მწერალთა სახელების წინ სიტყვა „ფსევდოს" (ცრუს) გამოყენება კარგ ტონად ითვლება. ნი-შანდობლივია, რომ ვერავინ გაბედავდა, სიტყვა „ფსევდო" ვირგი-ლიუსის ან სერვანტესის სახელების წინ ასეთი სიმსუბუქით დაეწერა, რაც ისტორიკოსებსა და ლიტერატორებს შორის აღშფოთებას გამო-იწვევდა. წარსულში, წარჩინებულ საზოგადოებაში მაღალი პირებისა-დმი მიმართვისას ასო „ს"-ით ფრაზის დამთავრება პატივისცემის ნიშ-ნად მიიჩნეოდა (შემოკლებით „Сударь" ან „Государь"). ამ მსგავსებას ნეგატივის ხასიათი აქვს: ერთ შემთხვევაში ადამიანისადმი პატივის-ცემას უსვამს ხაზს, მეორეში - მოურიდებლობას და სიცრუეში და-დანაშაულებას.

   უფალმა ეშმაკს ცრუ უწოდა. ეს სიტყვა თითქოსდა მისი მეორე სახე-ლია. წმინდა მამები ანტიქრისტეზე წერდნენ, რომ ის ცრუ და თვა-ლთმაქცი იქნება და თუმცა დაიბადება, როგორც ხორციელი ადამიანი, სატანასთან ერთსულ გახდება.

  ყოველგვარი ცოდვა სიცრუეს შეიცავს. ყოველი დანაშაული მაშინ იწყება, როცა ადამიანი სიმართლის გრძნობას კარგავს. წინასწარმე-ტყველნი, რომლებიც მესიის მოსვლას წინასწარ ამცნობდნენ, ამბობდ-ნენ, რომ „... მის ბაგეში არ არის სიცრუე", მას „ღვთის სიმართლე" უწ-ოდეს. თვით უფალმა ბრძანა: „მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება". და-ვით მეფსალმუნემ, უფრო სწორად სულიწმიდამ, ფსალმუნებში გა-გვიცხადა, რომ სიცრუე დაღუპვის წინასწარმაცნეა: „... წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა"; და იქვე: „... კაცი მოსი-სხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა".1 აქ სიტყვები „ცრუ" და „მკვლე-ლი" გვერდიგვერდ არის დაყენებული და ერთმანეთთან დაკავში-რებული. უფალი სასუფეველს აღუთქვამს იმათ, ვინც სიმართლისა-თვის დევნას და დევნილობას დაითმენს. ქრისტეს ყველა მოწამემ სიცრუის ფასად სიცოცხლის ყიდვას სიკვდილი არჩია.

   არის ფსიქოლოგიური ფაქტი: ადამიანი სხვებზე თავისი თავის მიხ-ედვით განსჯის, ის თავისი სულიერი მდგომარეობის პროეცირებას როგორღაც სხვებზე ახდენს. სამყარო სიცრუის ზღვაში სულ უფრო მე-ტად იძირება და ამიტომ ახლა ფსიქოლოგიურად გაცილებით იოლია იმის დაშვება, რაც ძველად აღმაშფოთებლად და დაუჯერებლად მო-ეჩვენებოდათ. სახელდობრ აზრი, რომ წმინდანები სხვისი სახელების მითვისებას და თავიანთი თხზულებების მოციქულთა წერილებად გასაღებას ეწეოდნენ. წმინდანის მიმართ ილოცო და ამავდროულად თვლიდე, რომ ის „ინტელექტუალური ქურდია" - ჩვენი დროისა და აზროვნების ერთ-ერთი პარადოქსია. მეორე პარადოქსი, რომელიც ჩვენს საკუთარ სულიერ სიბრმავეს მოწმობს - ესაა გჯეროდეს, რომ „ქურდმა" შეძლო თავის ცრუ ხილვებსა და სიყალბეში ადეკვატურად განეხორციელებინა ეკლესიის სუფთა სწავლება ან, სხვა სიტყვებით, ეკლესიის გადმოცემამ თავისი თავი ცრუთა სწავლებაში ჰპოვა.

  ტყუილის სიმართლედ გასაღება და ეკლესიის გაცურება შეუძლებ-ელია. წმინდანებს იმდენად ღრმა და სულიერი ინტუიციები ჰქონ-დათ, რომ სიცრუის შეუწყობელ ბგერებში სიყალბეს (ფალშს) მაშინვე აღმოაჩენდნენ.

   ფსევდო-მაკარის, ფსევდო-დიონისეს, ფსევდო-ნილოსის შესახებ საკ-ითხში ჩვეულებრივ ხდება იგნორირება ეკლესიის მრავალსაუკუნ-ოვანი მოწმობისა, როგორც საეჭვოსი და არაყურადსაღების. ამგვარად, ჩნდება მესამე პარადოქსი: ზოგიერთი ქრისტიანი, რომელიც ეკლესი-აში თავის რწმენას (სარწმუნოების სიმბოლოს) აღიარებს, ამავე დროს ეკლესიის გადმოცემას არად დაგიდევს და იმეორებს რაციონალის-ტურ კრიტიკას, მომიტევეთ ნეოლოგიზმისთვის - „გოლოკრიტიკას", როგორც მეცნიერების უკანასკნელ და საბოლოო სიტყვას, როგორც ტრიბუნალის განაჩენს, რომელიც კასაციას არ ექვემდებარება. რა მო-ხდა? მეცნიერები, რომლებიც მართლმადიდებლური ტრადიციის კა-ლაპოტში აღმოჩნდნენ, არსებითად გადაეჩვივნენ წმინდა მამათა თხზულებების კითხვას, მათი შინაგანი მთლიანობისა და ჰარმონიის შეგრძნებას, მადლის გრძნობას, რომელიც წიგნის გვერდებს უხილავი სინათლით მსჭვალავს და კრძალულებასთან ერთად სულიერი ინტუ-იციის დაკარგვით ბიბლიისა და პატრისტიკის განხილვა ისტორიულ-შედარებითი, სინამდვილეში კი მითოლოგიური სკოლის პოზიციიდ-ან დაიწყეს. ლესინგისა და ჰეგელის მიმდევრები, ისე რომ ღმერთს პირდაპირ არ უარყოფდნენ, სკეპტიციზმისა და კრიტიციზმის დინებ-ას თავქვე გაჰყვნენ: სკეპტიციზმის - როგორც რწმენის უსახურობის, და კრიტიციზმის - როგორც გონების უსუსურობისა. ლესინგის ფსევ-დომეცნიერული პროვოკაციებით აღფრთოვანებაში მოდიოდნენ მარქ-სი და ენგელსი. სამწუხაროდ, მსგავს რაციონალისტურ პროფანაციას „ევროპულობისა გამო შიშით" მოდერნისტ-თეოლოგებმა კვერი დაუკ-რეს.

   სიტყვა „ცრუ" წინა საუკუნეებში ერთ-ერთ უდიდეს შეურაცხყოფად ითვლებოდა. იმის თქმა, რომ ადამიანი „ცრუა", სილის გარტყმის ტო-ლფასი იყო. პუშკინის დრამაში „ძუნწი რაინდი", სიტყვისათვის „... ბარონო, თქვენ ცრუობთ", მამა ორთაბრძოლაში შვილს იწვევს და ისიც იღებს ნასროლ ხელთათმანს.

   ფიქრობენ კი ის ადამიანები, რომლებიც ასე ადვილად და უპასუხ-ისმგებლოდ იყენებენ გამოთქმას „ფსევდო-დიონისე", „ფსევდო-ეგნა-ტე", რომ წმინდანებს სიცრუის ეშმაკეულ ცოდვას მიაწერენ იმდენად, რამდენადაც პირველი ცრუ-სატანაა?

   პატივცემულო პროფესორო! პირობითად გიწოდებთ პანფილ იონას ძე ოსინინს! მრავალი წლის წინ გამოცდაზე გადაწყვიტეთ შეგესწ-ორებინათ ერთი სტუდენტისათვის და უთხარით: „წმინდა დიონისე კი არა, ფსევდო დიონისე", რაღაც გაგებით ის თქვენი მადლობელიც კია იმისათვის, რომ ამ რეპლიკამ აიძულა დაფიქრებულიყო ჩვენი დროის საფრთხეზე - გადმოცემების შეცვლაზე ეფემერული ჰიპოთეზ-ებით, მართლმადიდებლური მენტალიტეტის შეცვლაზე და პროტეს-ტანტული სუბიექტივიზმისაკენ გადახრაზე. გთხოვთ, მოწყალედ მი-იღოთ ჩემი სიტყვები. თუკი თქვენთვის საეკლესიო გადმოცემებზე გაცილებით პრიორიტეტულს წარმოადგენს რაციონალისტური შეხე-დულება, ანუ მათი, ვინც „არეოპაგეტიკის" აღმოჩენიდან 1000 წლის შემდეგ ცხოვრობენ, მაშინ წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: 10-15 საუკუნის შემდეგ სასულიერო სკოლის რომელიმე კრიტიკულად განწ-ყობილი ისტორიკოსი მივა დასკვნამდე, რომ არავითარი პროფესორი ოსინინი არ ყოფილა, ხოლო მისი ლექციების იმ დროიდან შემორ-ჩენილი ნაწყვეტები ეკუთვნის ვინმე ფსევდო-პანფილს, ცრუ-იონას-ძეს, ვინმე - ოსინინს.

  რას უპასუხებდით ამაზე? ალბათ საიქიოდან ეტყოდით: „და მაინც, მე ვარსებობდი, და ვარსებობ, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგებმა გათხრებისას აქამდე ვერ შეძლეს ჩემი პასპორტის აღმოჩენა".

   ნეტარი იერონიმე ყრმობიდან ეუფლებოდა მოხდენილ მეტყველებას ციცერონის თხზულებების მიხედვით, რომელსაც მონაზვნობის მი-ღების შემდგომაც არ შორდებოდა. ერთხელ, თავისთან სენაკში, მან გაიგონა მრისხანე ხმა: „შენ ჩემი მოწაფე არა ხარ, არამედ ციცერონის". ამის შემდეგ ნეტარი იერონიმე რომაელი ორატორის წიგნებს აღარ გაკარებია.

   მოდერნისტებისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი იქნება სიტყვებ-ის გაგონება: თქვენ არა ხართ წმიდა მამათა მოწაფეები, რომლებიც დაამცირეთ სიტყვით - „ფსევდო", არამედ ერაზმ როტერდამელისა და ლესინგისა - ციცერონზე გაცილებით უარესი ადამიანებისა.

 

 

 

 

 

 


 

1ფს. 5, 6.

 

 

 

 

 

  


უკან დაბრუნება