მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეორე ეკუმენიზმი“)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეორე ეკუმენიზმი“)


31-05-2015, 00:02

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეორე ეკუმენიზმი“)

 

   მ. ანდრია კურაევი წერს: „ქრისტიანებმა ურთიერთ დიალოგში უნდა გადალახონ ზოგიერთი სტერეოტიპული ნეგატიური წარმოდგენა და, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი".

  ჩვენ მრავალეროვნულ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში ვცხოვრ-ობთ. ამდენად ერთმანეთის გაცნობის საკმარისი შესაძლებლობა გვაქვს. რომელ „ნეგატიურ სტერეოტიპზე" საუბრობს მ. ანდრია? მისი ნათქვამი ხრუშოვის ხუმრობას ჰგავს: ესპანეთში ვიზიტისას იგი სა-ზოგადოებას არწმუნებდა, კომუნისტებს რქები და კუდები არა აქვთ და ამაში ნებისმიერი დარწმუნდებით თუკი მათ შეეხებით ან შეა-თვალიერებთო.

   უცხო რელიგიის წარმომადგენლებისადმი არ ვართ მტრულად განწ-ყობილნი და არც ისეთი წარმოდგენა გვაქვს მათზე, რომ რაღაც უნდა გადავლახოთ. აქ არა ადამიანის პიროვნულ ღირსებაზე ან სულიერ თვისებებზე, არამედ მისი ცრუ მსოფლმხედველობრივი იდეების მიუ-ღებლობაზეა საუბარი. არავის მოვუწოდებთ ყოფითი იზოლირე-ბისაკენ; არამართლმადიდებლები ჩვენი მეზობლები არიან, მაგრამ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ მხოლოდ: ჩვენ შორის მისტიკური ზღვარია გავლებული და ამ სივრცეში ურთიერთობა ჭეშმარიტების დაზიანების გარეშე შეუძლებელია.

  მ. ანდრიას მოჰყავს ასეთი მაგალითი: მრავალმა მართლმადიდებე-ლმა ზუსტად არ იცის პაპის უცდომელობის შესახებ კათოლიკური დოგმატის ტექსტი. მაგრამ ეკუმენისტურ ყრილობებს ესწრებიან თეო-ლოგები, რომლებმაც შესანიშნავად იციან ეს ტექსტი.

  ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დოგმატი არ არის გასაიდუმლოებუ-ლი, ის არა მხოლოდ შედარებითი ღვთისმეტყველების სახელმძღ-ვანელოებში, არამედ ისეთ მასობრივ გამოცემებში წერია, როგორიც ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიებია. საინტერესოა, რომელ ეკუმენისტურ სხდომაზე და ვის მიერ იქნა წაკითხული და კომენ-ტირებული ეს დოგმატი?

   ავტორი ეფუძნება თავის შედეგიან დიალოგებს კრიშნაიტებთან და იეღოველებთან. მაგრამ ეს მიმდინარეობები არ არიან ეკუმენისტური ორგანიზაციის წევრები. ამდენად მათთან შეხვედრასა და საუბარს მხოლოდ კერძო ხასიათი ჰქონდა.

  მ. ანდრია წერს: „პროტესტანტიზმზე, კათოლიციზმსა და მართლმა-დიდებლობაზე მხოლოდ წიგნების კითხვით არ უნდა შემოვიფა-რგლოთ. თუკი შესაძლებლობა გვეძლევა პირისპირ შევხვდეთ ამ ტრადიციების მატარებლებს და უშუალოდ მოვისმინოთ სადისკუსიო საკითხების მათეული ინტერპრეტაცია".

   მ. ანდრია: თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ ე. მ. ს.-ში მოსკოვის საპატ-რიარქოს წარმომადგენლები მართლმადიდებლობის ერთობ არასაიმე-დო მოწმეები არიან. მაშინ რატომ ენდობით პროტესტანტებისა და კათოლიკების წარმომადგენელთა კომპეტენტურობასა და პრინციპუ-ლობას? (ისიც უნდა ითქვას, რომ ვატიკანი ოფიციალურად არ მონა-წილეობს ეკუმენისტურ მოძრაობაში).

  გვეჩვენება, რომ უფრო მართებულია შევისწავლოთ დოკუმენტები და პირველ წყაროები, ვიდრე ვენდოთ ზეპირ გადმოცემას.

   ჩვენს მცირე პიროვნულ გამოცდილებას დავესესხებით. ზოგიერთი ჩემი თანამოსაუბრე კათოლიკე მარწმუნებდა, რომ პაპის უცდომე-ლობის დოგმატი სულაც არ არის აუცილებელი რომაული კათოლი-კებისათვის, რომ ის არაა სარწმუნოებრივი სწავლება, რომელიც გამ-ყარებულია I ვატიკანის კრების ანათემიზმით; არამედ ის მხოლოდ გავრცლებული თეოლოგუმენი, ე.ი. კერძო აზრია: „გინდ დაიჯერე, გინდ - არა". როგორც ჩანს, კათოლიკები თავადაც უხერხულად გრძნობენ თავს ამ დოგმატის აღიარებისას.

   რატომ უნდა გავემგზავროთ შვეიცარიასა და ამერიკაში იეღოველ-ებთან და კრიშნაიტებთან სასაუბროთ, როდესაც ისინი თავდ ლამობენ ჩვენს სახლებში შემოჭრას?

 

 

არქ. რაფაელი (კარელინი)

„Вызов Новомодернизма"

 

თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 



უკან დაბრუნება