მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > საღვთისმეტყველო ფანტაზიები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
საღვთისმეტყველო ფანტაზიები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)15-06-2015, 00:01 |
სულის სიკვდილისშემდგომი ცხოვრების, მისი გზის, მდგომარეობ-ის და ეტაპების (რომელიც სასიკვდილო სარეცლით იწყება და კერძო სამსჯავროზე მისთვის ადგილის მიკუთვნებით მთავრდება) შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებასთან არის დაკავშირებული სულის მოსახსენებელი ყველა მსახურება. ეს არის ეკლესიის ძველი გარდა-მოცემა, რომელიც ლიტურგიკული ღვთისმსახურების ნაწილს წარმო-ადგენს. ამ გარდამოცემასთან არის დაკავშირებული საეკლესიო წე-სები, განსაკუთრებით ახლადშესვენებულის მოხსენიება მე-3, მე-9 და მე-40 დღეს, ასევე საყოველთაო პანაშვიდები, რომლებიც წლიური ღვთისმსახურების რიტმში შედის. თუკი სულის მოსახსენებელი მსა-ხურების კანონთა ტექსტს ყურადღებით განვიხილავთ, ასევე მომაკვ-დავთან და მისი გარდაცვალების შემდგომ საკითხავ ლოცვებსაც, ჩვენთვის გაცხადდება ის განსაცდელები, რომელთა გადატანაც უწევს გარდაცვლილის სულს სიკვდილის შემდგომ. ყველაზე საშინელი განსაცდელი - ეს არის საკუთარი თავის დახმარების, ანუ მონანიების და რაიმეს შეცვლის შეუძლებლობა. სიკვდილის შემდგომი მდგო-მარეობა იმისი გაცხადებაა, რაც სულმა დედამიწაზე მოიხვეჭა. ად-ამიანი თავის თავს ისეთს იხილავს, როგორიც სინამდვილეშია. და ამ დროს სულის მოსახსენებელი ეს კანონები იმ იმედის სხივითაა განმსჭვალული, რომ ეკლესიის ლოცვას და მოწყალებას შეუძლიათ შეეწიონ სულს მისი რწმენის, ეკლესიისადმი მიკუთვნილების და იმ კეთილ საქმეთა შესაბამისად, რომლებიც მან სიცოცხლეში აღასრულა. აქ ეკლესიის ლოცვები დანაკლისს ავსებენ, მაგრამ ადამიანის პირ-ოვნების შინაარსისა და იმ სურვილთა და მისწრაფებათა შეცვლა, რომლებითაც ადამიანი სიცოცხლეში იყო შეპყრობილი, მათ არ შეუ-ძლიათ.
საეკლესიო ჰიმნოგრაფიიდან და აგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან ვიცით საზვერეების შესახებ, რომლებიც სულმა უნდა გაიაროს, ვიცით მის მიერ სამოთხისა და ჯოჯოხეთის ხილვის, ქრისტესადმი ორგზის თაყვანისცემის შესახებაც. მე-40 დღეს სულის კერძო სამსჯავრო იმა-რთება და ანგელოზებს იქ მიჰყავთ, სადაც საშინელ სამსჯავრომდე იქნება. ამ ადგილის შეცვლა მხოლოდ ეკლესიის ლოცვას, ასევე დე-დამიწაზე მცხოვრებთა მოწყალებასა და ლოცვას შეუძლია.
ბ-მა ოსიპოვმა საეკლესიო გარდამოცემა გულუბრყვილო და დრო-მოჭმულ წარმოდგენად ჩათვალა და საკუთარი ექსტრავაგანტური თე-ორია წამოაყენა. არავინ იცის, ჰქონდა თუ არა გამოცხადება, რომლის დროსაც ის სამოთხეში და ჯოჯოხეთში იყო, თუ გორკის გამოთქმით: „Пустил ежа под череп". ასეა თუ ისე, ბატონმა ოსიპოვმა გამოაცხადა, რომ ჯოჯოხეთში არსებობს კატეხიზმოს შემსწავლელი სკოლები, სა-დაც ასწავლიან და სამღვდელო მსახურებას აღასრულებენ არა ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვედრილი ღვთისმეტყველნი და მღვდლები, არამედ მოციქულები და ქრისტე. ჩვენ ვიცოდით, რომ ცოდვილებს ჯოჯოხეთში დემონები ხვდებიან, ოსიპოვისეულ ჯოჯო-ხეთში კი სულს არა სატანა, არამედ ქრისტე ეგებება.
მე ბ-ნი ოსიპოვის იმ შეხედულებებზე ვსაუბრობ, რომლებიც ბ-მა ზა-იცევმა მისი სახელით გადმომცა. ბ-ნ ოსიპოვთან ჩემს პოლემიკაში ის სეკუნდანტის როლს ასრულებს. ნუთუ წმინდა მამებისთვის არ გაც-ხადდა ის, რაც გაცხადდა ბ-ნი ოსიპოვისთვის? ან რად გაცხადდა მათთვის ოსიპოვის მიერ თქმულის საპირისპირო, სახელდობრ: რომ ადამიანის სული სიკეთეს ან ბოროტებას სიცოცხლეშივე ირჩევს, სიკ-ვდილის შემდეგ კი კარგავს არჩევნის უნარს. თუკი ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი სიკვდილის შემდეგაც განაწესოს, მაშინ რაშია ამოცანა მიწიერი ცხოვრების, როგორც მარადისობისთვის მზადებისა? ნუთუ მხოლოდ განსაზღვრული მორალური ნორმების შესრულებაში და ამასთან რელიგიაზე დაუფუძნებელისა? მაშინ რაღას ნიშნავს წმინდა წერილის სიტყვები და მთელი ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი რწმენით ცხონდება? ნუთუ ბ-ნი ოსიპოვი მიწიერი ცხოვ-რების მნიშვნელობას უგულებელყოფს და თვლის, რომ ყველას შეუ-ძლია ცხონება ჯოჯოხეთში? რწმენას, როგორც თავისუფალ არჩევანს და ზნეობრივ აქტს, მომავალ ცხოვრებაში ხომ სიცხადე შეცვლის? ვინ არის მართალი? ეკლესიის გარდამოცემა თუ ბ-ნი ოსიპოვი? ორ ურ-თიერთსაწინააღმდეგო გამოცხადებებს შორის ერთ-ერთი ცრუა. რელ-იგიაში სიცრუე კი დემონიზმის სახეა. ბ-ნი ოსიპოვის კონცეფცია რომ მივიღოთ და სულის იმქვეყნიური მოგზაურობის შესახებ სწავლება „ბებოს ზღაპრებად" გამოვაცხადოთ, მაშინ სულის მოსახსენებელი მსახურება ხელახლა უნდა შეიქმნას, რომელშიც იქნება თხოვნა ქრის-ტესა და მოციქულებისადმი ჯოჯოხეთში სულის მოსანათლად. გარდა ამისა, თუკი წარმართების, უცხოაღმსარებლების და ერეტიკოსების სიკვდილისშემდგომი მოქცევა შესაძლებელია, მაშინ საეკლესიო წესე-ბში სასწრაფოდ უნდა შევიდეს მოსახსენებელი ლოცვები, რათა ათე-ისტებმა, წარმართებმა, იუდეველებმა და მაჰმადიანებმა ჯოჯოხეთში ქრისტე აღიარონ. საერთოდ კი ეს იგივე ძველი სწავლებაა აპოკატა-სტასისისა1, რომელიც V მსოფლიო კრებაზე უარყო ეკლესიამ და ან-ათემას გადასცა, იგივეა, მაგრამ სხვა ვარიანტში (ნიშანდობლივია, რომ მოდერნისტები ცდილობენ ორიგენეს რეაბილიტირებას და იმის დამტკიცებას, რომ ის თავის ცრუ სწავლებასთან ერთად ანათემაზე გადაცემული არ ყოფილა). რა სახით ხდება ნათლობა ჯოჯოხეთში? წყალი ისე გაივლის სულს, როგორც ჰაერს, რადგან წინააღმდეგობას არ შეხვდება. სხეულის გარეშე სულის მონათვლა ისევე შეუძლებელია, როგორც ჩრდილისა. ეკლესიამ იცის მაგალითები, როცა ღმერთი მო-მაკვდავს სასწაულებრივად უხანგრძლივებდა სიცოცხლეს და მკვდრე-ბსაც კი აღადგენდა, რათა მათ წმინდა საიდუმლოებებთან ზიარების და სიკვდილის წინ განწმენდის საშუალება მისცემოდათ. ბ-ნი ოსი-პოვი კი თვლის, რომ ყოველივე ამის აღსრულება ჯოჯოხეთშიც შე-იძლება.
შემდეგ მოდერნისტების ფანტაზია სუსტდება და უძლურდება. ისი-ნი ლაპარაკს იწყებენ ცეცხლით ნათლისღებაზე. ნუთუ მოციქულები ცოდვილებს ცეცხლში ყრიან განსაწმენდად? თუკი ტანჯული ცოდვი-ლის გულში ცეცხლით შეიძლება ღვთისადმი სიყვარულის გაღვიძება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ტყუოდნენ ინკვიზიტორები, როცა ერეტი-კოსებს მოწყალების გამო წვავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ტანჯვა მათ მომავალ ხვედრს შეამსუბუქებდა.
თუმცა ბ-ნ ოსიპოვს სურს თავისი მოდერნიზმი ანტიკათოლიციზმის ნიღბით დაფაროს, მაგრამ სინამდვილეში მისი შეხედულება ჯოჯო-ხეთში ცეცხლით ნათლობის შესახებ კათოლიკური განსაწმენდელის ბანალურ გამეორებას წარმოადგენს. წმ. იოანე დამასკელი ამბობს, რომ ზოგიერთი წმინდანის მიერ გამოყენებული გამოთქმა „ცეცხლით ნათ-ლისღება" ნიშნავს არა ცოდვილის მონათვლას, არამედ ქვეყნიერების განწმენდას ცოდვილთაგან, რომლებიც საუკუნო ცეცხლით შეიკვრე-ბიან. ასევე გამოთქმა „წარღვნით ნათლისღება" არა ცოდვილთა ნა-თლისღებას (იმ დროს მართალნიც კი არ იყვნენ მონათლულნი), არ-ამედ ძველი კაენელებისგან დედამიწის განწმედას აღნიშნავს. (წმ. იო-ანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმო-ცემა, თავი „ნათლიღების შესახებ").
კიდევ რომელ ოქრომრავალ ელდორადოს აღმოგვიჩენენ თეოლოგი-ის „კოლუმბები", მიწაზე თუ არა, ჯოჯოხეთში მაინც?
1აპოკატასტასისი (ბერძ. Άποκατάστασις - დაბრუნება, აღდგენა, პირ-ველსაწყის მდგომარეობაში მოყვანა) ტერმინი, რომელიც გამოიყენა ორიგენემ და მასში იმ მნიშვნელობას დებდა, თითქოს ღვთისაკენ მიქცევით, მასთან მიერთებით ცხონდება ყველა ქმნილება, მათ შორის ეშმაკიც. ეს სწავლება, როგორც ერესი, უარყოფილ იქნა ეკლესიის მიერ VI საუკუნეში.
უკან დაბრუნება |