მთავარი > ნარკომანია, მთავარი გვედის ფოტო > ნარკომანის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია!
ნარკომანის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია!7-06-2016, 00:00 |
ნარკომანიის უამრავ განმარტებათა შორის გვხვდება ასეთიც: "ნარ-კომანია ეს არის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების გზით ამ ცხოვრების სირთულეებისაგან გაქცევის ავადმყოფობამდე მიყვა-ნილი ჩვევა".
აურაცხელია ცხოვრების სირთულენი: ავადმყოფობა, ღალატი, შე-ურაცხყოფა, მტრობა, სიმართლისათვის დევნა, ცილისწამება, ტყვე-ობა, შიმშილი, ახლობელი ადამიანების გარდაცვალება... როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ? წმიდა წერილი გვასწავლის: "ჭირსა დაუთმობდით" (რომ. 12, 12), "და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" (ლუკ. 21, 19). ნარკომანია კი ადამიანს მცნებების წინააღმდეგ ცხოვრებას "უბრძანებს", მოთმინების სანაცვლოდ "თავდავიწყებას" სთავაზობს, მოყვასზე ზრუნვას უსა-ზღვრო და ავადმყოფურ ეგოიზმს ამჯობინებს.
გავიხსენოთ რას მოგვითხრობს მარკოზის სახარება მაცხოვრის ვნებათა შესახებ: "და მოიყვანეს იგი გოლგოთას ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი. და მიჰსცემდეს მას სუმად შემურვილსა ღვინოსა; ხოლო მან არა მიიღო" (მარკ. 15, 22-23). "შემურვილი ღვინო" ანუ მურით (საბას მიხედვით, "უზრუქესი სულნელი... გამოიხდება ყვავილისაგან") შეზავებული ღვინო გამაბ-რუებელი სასმელი ყოფილა, რომლისგანაც შეგრძნებები სუსტდება, ითრგუნება. მას აძლევდნენ ჯვარზე საწამებლად გაკრულთ ტანჯვის შესამსუბუქებლად. "ხოლო მან არა მიიღო". აქ ნაჩვენებია იესოს მიერ სატანჯველის მთლიანად, შეუმსუბუქებლად მიღების არჩევა. მაც-ხოვარმა მოგვცა მაგალითი, რათა არ ვეძიებდეთ იოლ გზებს (მათ ხომ დემონები გვთავაზობენ შეპარვით და მზაკვრობით), ფხიზელი და არა სხვადასხვა შეხამებით გაბანგული გონებით ვხვდებოდეთ განსაც-დელს.
ჩვენი წინაპრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს კაცობრიობას ნარკოტიკები ასე ძლიერად დაასნებოვნებდა და ნარკომანია ჩვენს ქვეყანაში იმ გლობალური პრობლემის ნაწილი გახდებოდა, რომელიც იშვიათი სიტყვით - ნარკოპანდემიით (ნარკომანიის საყოველთაო გავრცელებას ნიშნავს) აღინიშნება.
ჩვენს დროში ნარკომანია სრულიად სხვადასხვაგვარად განისაზღვ-რება. ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს მძიმე, უკურნებელი სენია. პოლიციელთა აზრით, მხოლოდ დანაშაულია. თვით ამ უბედურების მსხვერპლნი კი თვლიან, რომ ნარკომანის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია! ეკლესიის სწავლებით, ნარკოტიკების მიჩვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც დემონლოგიის საგანი და ამ ეშმაკისეული ცდუნების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სულების დაღუპვაა.
ნარკოტიკების მიღება ადამიანს უცნაური, მკვეთრი, სასიამოვნო, მაგრამ არაბუნებრივი გრძნობების დამღუპველი სამყაროსაკენ უხსნის გზას და ამ გზაზე მას მეგზურობას დაცემული სულები უწევენ, რომელნიც ჯერ შეიქცევენ მახეში გაბმულ მსხვერპლს, მერე უნარკოტიკოდ ცხოვრებას ისე გაუძნელებენ, რომ ამ შხამის მოპოვებას "არსებობისათვის" პირუტყვულ ბრძოლად უქცევენ, რასაც ყველაფერ ღირებულს, ადამიანურსა და სულიერს დაუფიქრებლად ანაცვალებს: შვილების მომავალს (ნარკომანებს, როგორც სულიერად, ისე ხორციელად ავადმყოფი ბავშვები უჩნდებათ), წინაპრების საფლავებს (ხშირად ყიდიან და აღებული ფულით ნარკოტიკებს ყიდულობენ), სამშობლოს სამსახურს (უვარგისნი არიან ერისთვის, და პირიქით, აუძლურებენ მას), საკუთარ სინდისს (ახასიათებთ წარმოუდგენელი ამორალურობა, გარყვნილება და სიბილწე), ოჯახის პატიოსნებას (შეუძლიათ ნარკოტიკში სხვას "დაუთმონ" ცოლი, დედა, და, შვილი...), ღვთისაგან მინიჭებულ სიცოცხლესა და უკვდავ სულს (ისინი ფიზიკურად სუსტნი, გონებრივად ჩლუნგნი, ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის უძალონი, ათასგვარ სნეულებათა - მათ შორის შიდსის, ც-ჰეპატიტის - გამავრცელებლები არიან, და ასეთ ყოფაშიც კი აგრძელებს მათ დაცინვას ეშმაკი და ხშირად თვითმკვლელობას ჩააგონებს)!
***
ეკლესია და მხოლოდ ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენი სულისა და ხორცის აურაცხელ წყლულს სალბუნს ადებს ზეციური მკურნალი, მაგრამ ჩვენ არ მივმართავთ, გვერდს ვუვლით ეკლესიას. არადა როგორ გვჭირდება მკურნალობა, განსაკუთრებით მოზარდებს, ჩვენს ბავშვებს - "მასობრივი კულტურის" მსხვერპლად ქცეულთ, იმ "კულტურისა", თავის მიზნად ადამიანის ბუნებრივი სინდისის ქენჯნის, სირცხვილის გრძნობის დათრგუნვა და სრული მოსპობა რომ დაუსახავს. ამ "კულტურის" კერპების შემყურე მოზარდებს აღარაფრად მიაჩნიათ ღვთის მიერ ნაბოძები თითოეული ადამიანისათვის ბუნებრივი უბიწოება, უმანკოება, სისუფთავე და საკუთარ სხეულსა და სულს დაუფიქრებლად, უაზროდ იმეტებენ გარდაუვალი ტანჯვისათვის, ჯოჯოხეთში რომ ელით; სიგარეტის წევა, დედის გინება და ბილწსიტყვაობის აქამდე გაუგონარი კორიანტელი, გამომწვევი, ურცხვი ჩაცმულობა, ნახევრადშიშველი სიარული ხელგადახვეული გოგო-ბიჭებისა, ცინიზმი, სისასტიკე, სიბრალულისა და თანაგრძნობის ყოველგვარი გამოვლინების გაკილვით ჩახშობა, ბავშვურობის დეფიციტი... რატომ ვიმეტებთ ჩვენს შვილებს ამ სულიერი სიკვდილისათვის ისევე, როგორც უფრო ადრე სიკვდილისათვის გავიმეტეთ მათი და-ძმები ჯერ კიდევ მუც-ლადყოფნის დროს, სხვები კი გონებიდან ამოვშალეთ, "არარ-სებობისათვის" გავიმეტეთ პაწია არსებანი, ჩვენი სისხლი და ხორცი, მათი გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობის გამო?! რატომ?
იმიტომ, რომ უარს არ ვამბობთ ჩვენს ცოდვებზე, ცოდვით მიდ-რეკილებებზე, მოგვწონს კიდეც ამ ჭაობში ცხოვრება, სადაც არც ღმერთია (ე.ი. სინდისი არ გვამხელს), არც სიყვარული (იგი სექსის თავისუფლებითაა შეცვლილი), არც მოყვასი (საკუთარი "მე" ისეა გაბერილი უზნეობით, რომ "სხვისთვის" ადგილი არ რჩება). ამ ჭაობში ვიმკით სნეულებებს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვისაც: ფსიქოზებს, დეპრესიულ მდგომარეობებს, შიდსსა და სქესობრივი გზით გადამდებ ორ-სამ ათეულ უმძიმეს პათოლოგიას, გენიტალური ორგანოების; პროსტატის, სათესლე ჯირკვლების, საკვერცხეების, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებებს, უშვილობას, იმპოტენციას, ლოთობას, ნარკომანიას, გულის იშემიურ დაავადებას, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას, თანდაყოლილ მანკებსა და განვითარების ანომალიებს, შაქრიან დიაბეტსა და სხვა ენდოკრინულ მოშლილობებს, მემკვიდრეობით, ონკოლოგიურ (სიმ-სივნური), სისხლის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის დაავადებებს.
ამ ჭაობში ვიმოკლებთ ამქვეყნიურ სიცოცხლეს და არ ვზრუნავთ იმქვეყნიური მარადისობისათვის. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ვიცით ეს ჩვენ თუ არა, ვფიქრობთ ჩვენ ამაზე თუ არა, ჩვენი სული მაინც უკვდავია, გარდაცვალების შემდეგ იგი წარსდგება ღვთის წინაშე, მის სამსჯავროზე და პასუხს აგებს მთელი თავისი ცხოვრების ყოველ წამზე, ყოველ საქციელზე, ყოველ გულისთქმაზე. ეს შეხვედრა გარდაუვალია! აირჩიეთ, თავად გადაწყვიტეთ: საჭიროა თუ არა ვამზადოთ ჩვენი თავი და ჩვენი შვილები ამ შეხვედრისათვის.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |