მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახითაც შეიძლება მოგვევლინოს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახითაც შეიძლება მოგვევლინოს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


25-05-2015, 00:02

ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახითაც შეიძლება მოგვევლინოს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   თუკი ადამიანი, რომელსაც უდიდესი სამოთხისეული სიხარული არ განუცდია, ანუ, სულიერ გამოცდილებას არ ფლობს, ფრთხილად არ იქნება, შესაძლოა ხიბლში ადვილად ჩავარდეს. ეშმაკი მზაკვარია, ის ადვილად აღძრავს ადამიანის გულს და სასიამოვნო შეგრძნებებს უნერგავს. ამგვარად, ის ადამიანს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სასიამოვნო შეგრძნება სულიერი მოვლენაა და ხიბლში აგდებს მას. ის ქურდავს გულს და კაცი იწყებს ფიქრს, რომ რაც მას ემართება სუ-ლიერი მოვლენაა. „არანაირ მღელვარებას არ ვგრძნობ". – ამბობს ას-ეთი ადამიანი. დიახ, მელვარებას არ გრძნობ, მაგრამ ის რაც იგრძენი, ნამდვილი სულიერი სიხარული არ ყოფილა! სულიერი სიხარული ზეციერი რამ არის.

   ეშმაკს შეუძლია, ანგელოზის ან წმიდანის სახით მოევლინოს. ანგე-ლოზის ან წმიდანის სახით შენიღბული ეშმაკი გარშემო იმ მღელ-ვარებასა და შფოთს ავრცელებს, რომლითაც თვითონაა სავსე. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ანგელოზი ან წმიდანი სამოთხისეულ სიხარუ-ლსა და მხიარულებას ბადებს. მდაბალი, წმიდანი ადამიანი, სულიერ გამოცდილებას რომც არ ფლობდეს, ანგელოზს განასხვავებს ნათელი სულის სახით გამოცხადებული უწმიდურისაგან. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ადამიანი სულიერ სიწმიდეს ფლობს და ანგელოზს ემ-სგავსება. ხოლო ეგოისტი და ვნებიანი ადამიანი მზაკვარი ეშმაკის მიერ ხიბლში ადვილად ჩავარდება. ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახით მოივლინება, მაგრამ საკმარისა, ადამიანმა ერთი მდაბლი აზრი აა-მუშავოს, რომ ის მაშინვე გაქრება. ერთხელ, როდესაც სტომიონის მო-ნასტერში ვცხოვრობდი, საღამო ხანს ჩემს სენაკში სკამზე ვიჯექი და იესოს ლოცვას ვასრულებდი. უეცრად მომესმა, რომ მონასტრის მიმდებარე შენობიდან, რომელიც მომლოცველთათვის სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა, სიმებიანი მუსიკალური საკრავებისა და კლა-რნეტის ხმა ისმოდა. ძალიან გამიკვირდა: "ეს რა მუსიკა ისმის ასე ახლოდან"? ვთქვი ჩემთვის. მონასტრის სატაძრო დღესასწაული უკვე ჩავლილი იყო. სკამიდან წამოვდექი და სარკმელთან მივედი, რომ დამენახა, ეზოში რა ხდებოდა. ვხედავ: ირგვლივ სრული სიჩუმე და მყუდროებაა. მაშინ მივხვდი, რომ ეს მუსიკა და ხმაური ეშმაკისაგან იყო, – იმისათვის რომ ლოცვა შემეწყვიტა. სკამზე დავბრუნდი და იესოს ლოცვა განვაგრძე. უეცრად ოთახი კაშკაშა სინათლემ აავსო. ჭერი და ზედა სართულის თავს ზემოთ გაქრა, სახურავი გაიხსნა და ცამდე აღმართული სინათლის სვეტი დავინახე. ამ სვეტის თავზე ქერათმიანი ყმაწვილის სახე მოჩანდა – გრძელი თმითა და წვერით, რომელიც მას ქრისტეს ამსგავსებდა. სახის ნახევარი დაფარული იყო, ამიტომ სკამიდან ავდექი, რომ ის მთლიანად დამენახა. ამ წუთებში რაღაც შინაგანი ხმა მომესმა: "შენ ქრისტეს ხილვის ღირსი გახდი". „ვინ ვარ მე უღირსი, რომ ქრისტე ვიხილო"?! ვთქვი და პირჯვარი გადა-ვიწერე. იმავე წუთს ცრუ ქრისტე და სინათლე გაქრა და ჭერი და სახურავი თავის ადგილს დაუბრუნდა. თუკი ზოგიერთს თავი ისე არა აქვს „ჩარაზული", როგორც საჭიროა, ბოროტს შეუძლია ასეთ ადამიანს ამპარტავნული აზრი მიაწოდოს, ხიბლში ჩააგდოს ფანტაზიისა და ცრუ ნათლის მეშვეობით, რომლებიც მას სამოთხემდე კი არ აამაღ-ლებენ, არამედ ქაოსში გადაისვრიან. ამიტომ არასოდეს უნდა ვითხო-ვოთ, ნათლის ხილვა, ან საღმრთო ნიჭების მოხვეჭა. ჩვენი სათხოვარი უნდა იყოს სინანულის განცდის ნიჭი, სინანული სიმდაბლეს მოუტანს კაცს, შემდეგ კი ღმერთი მისცემს მას იმას, რაც აუცილებელია. ერთ-ხელ, როდესაც სინაზე წმიდა ეპისტიმიას გამოქვაბულში ვცხოვრობ-დი, ეშმაკმა მოინდომა... ჩემთვის სამსახური გაეწია. სენაკის სიახლო-ვეს სამი–ოთხი საფეხური იყო. ღამით, როდესაც გამოქვაბულში ვბრუნდებოდი, ამ საფეხურებზე ჩავდიოდი და გზას სანთებელით ვინათებდი. ერთხელ, ღამით სანთებელა ვეღარ ავანთე. უეცრად კლდის ერთი კუთხიდან სინათლის ძლიერი სხივი დაეცა, თითქოს პროჟექტორი ანათებსო. ირგვლივ ერთიანად განათდა! „არა, ასეთი პროჟექტორებისაგან სჯობს თავი შორს მეჭიროს"! ვთქვი ჩემთვის. უკან დავბრუნდი და სინათლე მაშინვე გაქრა. აი, ასეთია ეშმაკი! მას არ სურდა, რომ ტყეში სანთებლით მევლო: "ცოდვა არ არის, რომ კაცი ასე იტანჯება, მოდი და მე გავუნათებ"! შევეცოდე მას. აი როგორი „სიკე-თეა"!

   წმიდაო მამაო, როგორ მიხვდით, რომ სინათლე ეშმაკისაგან იყო?

   ეს იგრძნობა, საშინელი საქმეა.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება