მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჯადოქრებისა და ეშმაკების თანამშრომლობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ჯადოქრებისა და ეშმაკების თანამშრომლობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


18-05-2015, 00:03

 

 

   – წმიდაო მამაო, განა ადამიანი, რომელიც წმიდა ნაწილს ფლობს, ჯადოქრებს ვერ დაეხმარება?

   – როგორ ვერ დაეხმარება! აქ შენ იმ ადამიანზე ლაპარაკობ, რომ-ელსაც ცოტაოდენი ღვთის შიში აქვს. იგი ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც ამგვარი ცხოვრებით ის მცდარ გზაზე დგას. მიუხედავად ამ მცირე შიშისა ღვთის წინაშე ის მაინც თავის საყვირზე დაკვრას განაგრძობს. რაღა ითქმის ჯადოქარზე, რომელიც ეშმაკთან თანამშ-რომლობს! ასეთ ადამიანს რანაირად დაეხმარები?! შენ მას სულიერ საგნებზე ესაუბრები, ის კი მაინც ეშმაკთან რჩება. ჯადოქარს ვერა-ფრით დაეხმარები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯადოქრის სიახლოვეს იესოს ლოცვას აღასრულებ, ეშმაკი ფრთხება და ჯადოქარი თავისი საქმის გაკეთებას ვეღარ ახერხებს.

  ერთი კაცი ავად იყო. მასთან სახლში „დასახმარებლად" მივიდა ჯადოქარი, ისეთი თვალთმაქცი – ძნელად რომ შეხვდები! ავადმყოფი იესოს ლოცვას აღასრულებდა. ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და მასთან მისული კაცის ჯადოქრობის შესახებ არაფერი იცოდა. ამი-ტომაც მოხდა, რომ ღმერთი ჩაერია მოვლენათა განვითარებაში. აი ნახეთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა იმისათვის, რომ საწყალი კაცი მი-მხვდარიყო, ვისთან ჰქონდა საქმე: ავადმყოფი იესოს ლოცვას ასრუ-ლებდა, ეშმაკებმა კი ჯადოქარს ცემა დაუწყეს, თანაც ისე, რომ ჯა-დოქარი თვითონ თხოვდა დახმარებას იმ ადამიანს, ვის სახლშიც მის „განსაკურნებლად" მივიდა.

    – წმიდაო მამაო, ავადმყოფმა თავისი თვალით ნახა ეშმაკი?

   – მას ეშმაკი არ დაუნახავს. მან ნახა, რომ წარმოუდგენელი რამ ხდე-ბოდა: ჯადოქარი ყვიროდა: "მიშველეთ"! იატაკზე ეცემოდა, ტრია-ლებდა, ხელებს იფარებდა და უხილავი მტრის დარტყმებისაგან თავს იცავდა. ასე რომ, არ გეგონოთ, ჯადოქრებს ტკბილი ცხოვრება აქვთ და ეშმაკები ყოველთვის უსრულებენ ყველაფერს, რასაც ითხოვენ. ეშმა-კისათვის ისიც საკმარისია, რომ ჯადოქარმა ერთხელ უარყო ქრისტე. თავდაპირველად ჯადოქრები ხელშეკრულებას დებენ ეშმაკთან, რომ ის მათ დაეხმაროს და რამდენიმე წლის განმავლობაში ეშმაკი მათ ბრძანებებს ემორჩილება. მაგრამ გაივლის მცირე ხანი და ეშმაკი ეტ-ყვის ჯადოქარს: "რატომ უნდა გელოლიავო?" ხოლო თუ ჯადოქარი ვერ შეუსრულებს დავალებას ეშმაკს, იცით რა დღე ადგება მას?!

   მახსოვს, სენაკის ეზოში ვესაუბრებოდი იმ ახალგაზრდა ტიბეტელ ჯადოქარს, რომლის შესახებაც ადრე გიყვებოდით. მოულოდნელად მან ხელი მტაცა, ხელები ზურგს უკან გამიკავა და გამომწვევად მი-თხრა: "აბა მოვიდეს ხაჯეფენდი და გიშველოს"! "აბა ეშმაკო დაიკარგე აქედან!" შევძახე მაშინ მე, ვუბიძგე ამ ღვთის მგმობელს და ის ძირს დაეცა. აბა ხომ არ მოვუსმენდი როგორ გმობდა წმიდანს?! მაშინ ის წამოხტა და მოინდომა ფეხი დაერტყა ჩემთვის, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. მისი ფეხი პირდაპირ ჩემი ტუჩების წინ გაჩერდა. ღმე-რთმა დამიფარა. მე ის ეზოში მდგარი მივატოვე და სენაკში შევედი. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავ: ის მეზობელი სენაკის წინ ამოსული შა-მბნარიდან გამოვიდა, ერთიანად ეკლებითა და მცენარეების ტოტებით იყო დაფარული. „სატანამ დამსაჯა, – მითხრა მან, – რაკი შენი დამა-რცხება ვერ შევძელი. ტვერში სწორედ მან შემათრია".

   წყვდიადის შავი ძალები უძლურია. ეს ღვთისაგან განშორებული ად-ამიანები აძლევენ მათ ძალას. იმიტომ, რომ ღვთისაგან განშორებით ადამიანები ეშმაკს საკუთარ თავზე უფლებას ანიჭებენ.

 

(გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 



უკან დაბრუნება