მთავარი > უახლესი ისტორიიდან > დანდალოს მოწამენი

დანდალოს მოწამენი


15-03-2015, 06:40

დანდალოს მოწამენი

 

   აჭარაში გათათრების გამო ყველაზედ დიდი ბრძოლა დანდალოს ხა-ლხმა გამოიარა. ამათი გმირობის საქმეები ყველასათვის საკვირველი და სამაგალითო ყოფილა. მთელი დანდალო მკაცრად დადგა ოსმა-ლოს წინააღმდეგ სჯულის გამოცვლის გამო, თვით დედაკაცებმაც კი აიღეს ხმალ-ხანჯალი ხელში და ოსმალოს წინააღმდეგ გამოვიდნენ საბრძოლველად. ამათ გარდაწყვიტეს, რომ ან მამა-პაპის სჯულზედ უნდა დავრჩეთ და ან უნდა გავწყდეთო, ჩვენი გათათრება არ შეიძ-ლებაო. ამათ დაიწყეს ბრძოლა, საკვირველი საქმე დაჰმართეს ოსმ-ალთ, ოსმალნი ათასობით დახოცეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალნი მოერივნენ, რადგანაც ამათ მოიშველიეს ახალ გათათრებულნი ქართ-ველნი. დანდალოს ერი დამარცხდა და ამ დამარცხებით მთლად გაწყდა ხალხი, გაწყდა ისე, რომ არსად ერთი კაციც არ დარჩენილა, ქალი, ბავშვი და სხვანი მთლად დახოცეს, გაწყვიტეს... და ვინც დარჩა, ისინიც ოსმალში გარეკეს.

 

ქართველთ მაჰმადიანთ ავალიანთ გვარში დარჩენილი სოფ. დანდალოში 


უკან დაბრუნება