მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე


16-03-2015, 00:01

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

 

წევრი 11

   გვწამს, რომ კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის წევრები არიან ყოვ-ელნი (მორწმუნენი) და ამასთან მხოლოდ ერთგულნი, ანუ შეუეჭ-ვებლად მაღიარებელნი ქრისტე მაცხოვრისადმი წმიდა (შეურყვნელი) რწმენისა, (რომელიც ჩვენ თვით ქრისტესაგან, მოციქულთაგან და წმიდა მსოფლიო კრებათაგან მივიღეთ), დაე, თუნდაც ზოგიერთნი მათგან სხვადასხვა ცოდვებსაც იყვნენ დაქვემდებარებულნი. რამეთუ ერთგულნი, მაგრამ შემცოდენი, ეკლესიის წევრები რომ არ იყვნენ, მაშინ არც მის მსჯავრს დაექვემდებარებოდნენ. მაგრამ (ვიცით, რომ) იგი განსჯის მათ. მოუწოდებს სინანულისაკენ და მაცხოვნებელ მცნებათა გზაზე აყენებს; ხოლო ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოდვებს ექვემდებარებიან, მაინც რჩებიან და აღიარებულნი არიან კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის წევრებად, ოღონდ კი არ უნდა შეიქნან განდგომილებად და მარადის ადგნენ წმიდა კათოლიკე და მართლმადიდებელ სარწმუნოებას.

                                                                                                                 

წევრი 12

   გვწამს, რომ სულიწმიდა დამოძღვრავს კათოლიკე ეკლესიას, რამე-თუ იგია ის ჭეშმარიტი ნუგეშინის-მცემელი, რომელსაც ქრისტე გვი-გზავნის მამისაგან იმისთვის, რომ დაგვმოძღვროს ჭეშმარიტებაში და სიბნელე განფანტოს ერთგულ მორწმუნეთა გონებისაგან. სულიწმიდა კათოლიკე-ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა მეშვეობით დამო-ძღვრავს ეკლესიას. რამეთუ როგორადაც მთელი საღმრთო წერილი, საერთო აღიარებით, არის სულიწმიდის სიტყვა (ოღონდ) იმიტომ კი არა, რომ მან უშუალოდ, თვითონვე წარმოთქვა იგი, არამედ (იმიტომ), რომ მასში მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მიერ იტყოდა, - ამგვარადვე ეკლესიაც დაიმოძღვრება ცხოველმყოფელი სულისაგან, ოღონდ სხვაგვარად კი არა, არამედ წმიდა მამათა და მოძღვართა მეშვეობით (რომელთა კანონები წმიდა მსოფლიო კრებების მიერაა აღიარებული, რის თქმადაც ჩვენ არა დავსცხრებით), ამიტომაც ჩვენ არათუ დარწმუნებულნი ვართ, არამედ შეუეჭვებლადაც ვაღიარებთ ვითარცა მტკიცე ჭეშმარიტებას, რომ კათოლიკე ეკლესია შეუძლე-ბელია სცოდავდეს, ანდა შეცთომილებაში ვარდებოდეს და სიცრუეს იტყოდეს ჭეშმარიტების სანაცვლოდ; რამეთუ სულიწმიდა, მარადის მომქმედი (მასში) ეკლესიის ერთგულად მსახურ მამათა და მოძღ-ვართა მიერ, იცავს მას ყოველგვარი შეცთომილებისაგან.

 

წევრი 13

  გვწამს, რომ ადამიანი განმართლდება არა მხოლოდ უბრალოდ რწმენით, არამედ იმ რწმენით, რომელსაც თანაშეეწევა სიყვარული, ანუ (განმართლდება) რწმენითა და საქმით. ჩვენ სრულიად უკეთ-ურად ვაღიარებთ (იმ) აზრს, თითქოს, რწმენა, შეენაცვლება რა სა-ქმეებს, განმართლებას მოიპოვებს ქრისტეს მიერ; რამეთუ ამ აზრით გაგებული რწმენა ყველასთვის იქნებოდა მისაწვდომი და მაშინ უკლებლივ ყოველნი ცხოვნდებოდნენ, რაც, ცხადია, სიცრუეა. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გვწამს, რომ არა მხოლოდ აჩრდილი რწმენისა, არამედ ჩვენში გიებული რწმენა საქმეთა მიერ განგვამართლებს ჩვენ ქრისტეში. საქმეებს კი არა მხოლოდ მოწმობად მივიჩნევთ, ჩვენს მოწოდებას რომ ადასტურებენ, არამედ ნაყოფებადაც, რომლებიც ჩვენს რწმენას ქმედითად შექნიან და რომლებსაც, საღმრთო აღთქ-მისამებრ, ძალუძთ ყოველ ადამიანს მიაგონ დამსახურებული საზ-ღაური - კეთილი თუ ბოროტი, იმისდა მიხედვით, თუ რა მოიმოქმედა მან საკუთარი სხეულით.


უკან დაბრუნება