მთავარი > საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > ვერცხლისმოყვარეობა

ვერცხლისმოყვარეობა


16-08-2015, 00:01

ვერცხლისმოყვარეობა

 

  გარკვეულწილად ნებისმიერი ადამიანი საჭიროებს მატერიალურ უზრუნველყოფას. მას სჭირდება საყოფაცხოვრებო მარაგი არსებო-ბისთვის, რომელსაც თავის საკუთრებად მიიჩნევს, რომლითაც ბუნე-ბრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. ამგვარი საკუთრების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის განვითარება, საერთოდ მისი ცხოვრება.

   ზოგიერთი მორალისტი მიიჩნევს, რომ არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს პირადი საკუთრება, ვინაიდან ის სოციალურ-ეკონომიკური უბედურების მომტანია.

   წმიდა წერილის სწავლებისამებრ, მხოლოდ ერთი ღმერთია ყოვე-ლივეს, როგორც ხილული, ასევე უხილავი სამყაროს ერთპიროვნული მესაკუთრე (ის. ხნ. 1; ლევ. 25,23). ამდენად, ადამიანის საკუთრებაზე მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვისაუბროთ.

   მღვდელმოწამე ნიკოლოზი (სტელიცკი) ამბობს: „ადამიანი არ არის ქმნილებათა ბატონ-პატრონი, არამედ მხოლოდ ღვთის საკუთრების სახლის მმართველია, რომელიც ოდესმე პასუხს აგებს ღვთის წინაშე მიბარებული „საკუთრები" მართებული გამოყენებისათვის.

  ღვთისაგან ადამიანისათვის ბოძებული საკუთრება ძველ აღთქმაში მკაცრად და ზუსტად განისაზღვრებოდა (შექმნ. 23.20. გამოსვლ. 20.15.17). მაგრამ ადამიანის ცოდვით დაცემამ ამ წესრიგისა და ჰარ-მონიის რღვევა განაპირობა. გახდა რა უკიდურესად ეგოისტი, ადა-მიანმა დაიწყო იმ უფლების მისაკუთრება, რისი უფლებამოსილება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა".1

   ვერცხლისმოყვარეობის ვნება სწორედ აქედან იღებს სათავეს. ღვთი-სმიერი საკუთრების აბსოლუტურ ბატონ-პატრონად გამოცხადების შედეგად ადამიანმა გააკერპა ეს ვნება. ამიტომ უწოდეს წმიდა მამებმა ვერცხლისმოყვარებას კერპთაყვანისმცემლობა.

   ღირსი იოანე სინელი წერს: „ვერცხლისმოყვარება კერპთაყვანისცე-მაა - ურწმუნოების ასული, საკუთარი უძლურების შეწყნარება, სიბე-რის მომასწავებელი".2

   ჩვენ არა ერთგზის აღვნიშნეთ, რომ ყოველი ადამიანისთვის ღმერთი ის არის, რაც უყვარს, რასაც ემონება.

   ამის მაგალითები უამრავია ჩვენს ირგვლივ. (ეს ვნება საკუთარ თავ-შიც უნდა შევნიშნოთ ადამიანებმა).

   აი, ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა გამდიდრება. მისი აღტაცების და თაყვანისცემის საგანი ფული და სიმდიდრეა. ვის ემსახურება ის, ღმერთს? არა! ღმერთს რომ ემსახურებოდეს, თავის განძს ასეთი მონდომებით და ხშირად უსირცხვილოდ არ შეაგრო-ვებდა. ასეთი ადამიანი მთელ თავის ძალასა და შრომას ხარჯავს მეტი ფულის შოვნაზე. ყოველ ნაბიჯზე მის მსგავს ადამიანებად უწევს შე-ჯახება. მისი სული მუდმივად გაწბილებით, ეჭვებითა და მტრობითაა აფორიაქებული.

   ერთი სიტყით, ასეთი კაცი ღმერთს არ ემსახურება. მას თავისი თა-ყვანისცემის საგანი აქვს - ფული. მთელი ცხოვრება მას მსახურებს, ღვთის მაგიერ მას ეთაყვანება.

   როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხოვრებისათვის აუცილებელ საშუა-ლებათა კეთილსინდისიერ შეძენაზე, მათ გონივრულ შენახვაზე ზო-მიერად ზრუნვა, დასაშვებია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის კურთხევის გარეშე ჩვენი შრომა ვერასოდეს გაგვამდიდრებს და რაც გვეძლევა, ღვთის წყალობაა, რომელიც არამარტო ჩვენი კე-თილდღეობისათვის, არამედ ჩვენი სულისა და მოყვასის შესაწევნად გვეძლევა. (1 ტიმ. 6.17).

   წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: „მე არ განვიკითხავ მათ, ვისაც აქვთ სახლები, მინდვრები, ფული, ჰყავთ მოსამსახურეები. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისინი ყველაფერ ამას ფლობდნენ წინდახედულად და გონივრულად. მაინც როგორ? - როგორც ეკადრებათ ბატონებს და არა მონებს, ანუ თავად ფლობდნენ სიმდიდრეს და არა ის ფლობდეს მათ, მოიხმარონ და ბოროტად არ გამოიყენონ ფული, რადგან ის არსებობს აუცილებელი მოთხოვნილებისათვის დასახარჯად და არა შესანახად. შენახვა მონის საქმეა, ხოლო ხარჯვა მასზე ძალაუფლების მქონე ბატონისა. ფული იმისათვის კი არ გვეძლევა, რომ მიწაში ჩავმარხოთ, არამედ იმისთვის, რომ სხვებს გავუნაწილოთ. ღმერთს მისი შენახვა რომ სდომებოდა, ადამიანს კი არ მისცემდა, არამედ სამუდამოდ და-ფლულს დატოვებდა. თუკი ვინახავთ, ე.ი. ფული ბატონობს ჩვენზე. თუ გინდა ფულის გამრავლება, ამისთვის საუკეთესო საშუალება მისი ხარჯვა და დარიგებაა. არ არსებობს მოგება ხარჯვის გარეშე ან სი-მდიდრე - გასავლის გარეშე".3

   თავიდან ადამიანი მხოლოდ თავის გატანაზე ანუ მცირედ საარსე-ბოზე ფიქრობს, შემდეგ თითქოსდა შავი დღისთვის იწყებს რაღაცე-ების მომარაგებას. შემდეგ ათასებზე იწყებს ფიქრს. ეს ჯერ კიდევ არ არის უბედურება. საშინელება ისაა, რომ ადამიანი ძილშიც ამ ათასებს ხედავს, მათზე ოცნებობს, იმედებს მათზე ამყარებს და მარადიულ ცხოვრებას ივიწყებს.

   არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შემდეგნაირად აღწერს ამ ვნე-ბისადმი ლტოლვას:

   ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობა ბედნიერებას მატერიალურ სიმდიდრეში ხედავს. ფული მათთვის კეთი-ლდღეობის ეკვივალენ-ტია, მაგრამ მოგვიტანს კი ფული ჭეშმარიტ სიხარულს? ვიყიდით ფულით მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს? მატერიალური კეთილდღეობა ხშირ შემთხვევაში აქრობს შინაგან სულიერ ცხოვრებას და ადამიანი გარეგნულ, ყალბ ფასეულობებზე გადაჰყავს. სოლომონ მეფე ამგვარად ლოცულობდა: „სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზ-რდოვე!"

   სიმდიდრე, ისევე როგორც სიღატაკე, მძიმე ტვირთად აწვება ადა-მიანის სულს და სისტემატური საფრთხის მოლოდინით აღავსებს მას. სიმდიდრეს ჯერ არავინ გამოუსწორებია, პირიქით, ხშირ შემთხვევაში მდიდრების ბავშვები უმადურ ეგოისტებად იზრდებიან. მდიდარ ადამიანს, როგორც წესი, შეწყალების გრძნობა უტროფირდება. მისი გული თითქოსდა რკინის გალიაში იკეტება. შემთხვევით როდი არსებობს ღატაკებში ამგვარი გამონათქვამი: „მოწყალების მისაღებად ნუ მიხვალ მდიდრების დასახლებაში".

   ბედნიერია კი მდიდარი ადამიანი? არა და არც შეიძლება იყოს, რა-დგან მას უკვდავი სული აქვს, არაამქვეყნიური, ზეციური, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება ვერანაირი მიღწევით დედამიწაზე. მიიღებს თუ არა იმას, რაც სურდა, იმწამსვე ახალი სურვილისაკენ მიისწ-რაფვის. სიმდიდრისაკენ ლტოლვის ვნება ადამიანის სულიერი მარ-ცხია, რომელსაც ფსკერი არა აქვს ის, რაც ადრე კეთილდღეობად მი-აჩნდა, დღეს სიღატაკე ჰგონია. ასეთი ადამიანის ცხოვრება სიცარიე-ლეში დაუსრულებელ სირბილს ჰგავს.

   ამგვარი სული არასდროს იტყვის: „მე დავიკმაყოფილე ჩემი სურ-ვილი და ახლა ბედნიერი ვარ". პირიქით, ის შინაგანად ამბობს: „როგორ ვიქნები ბედნიერი, როდესაც დედამიწაზე ყოველი ჩემი არ არის". ადამიანის ვნებიანი ბუნებისთვის საზღვრები არ არსებობს. ის წყლის წყურვილს წააგავს. რაც მეტს სვამ, მეტად გწყურია. ამ დროს ქრისტიანობა კეთილდღეობაში აუცილებელი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას გულისხმობს. უფლის ლოცვაში მას „პური არსებო-ბისა" ეწოდება.

   ამრიგად, გარეგნული მატერიალური სიუხვის მოპოვების დაუოკე-ბელი ვნება ადამიანის შინაგან, სულიერ დეგრადაციას იწვევს, რაც კერპთაყვანისმცემლობაში გადაიზრდება.

   ვინც თავისი ქონებით კმაყოფილია, ის ბედნიერია. ამის მაგალითი ის ქრისტიანებია, რომლებიც თავიანთი შრომითა და საკუთარი, თუ-გინდ მცირე ქონებით, კმაყოფილნი არიან. ვინ შეიძლება იყოს მასზე ბედნიერი? მას უხარია, რომ პატიოსანი შრომით ღვთის მცნებას ასრულებს - მცნება ხომ სარჩოს საკუთარი შრომით მოპოვებას გვა-ვალდებულებს. ის პატიოსანი შრომით ნაშოვნ პურს გემრიელად მიი-რთმევს. ღატაკებსაც კმაყოფილებით უყოფს მას, ვინაიდან იცის, რომ ამგვარად ღმერთს სათნოეყოფა. უფალიც თავისი მოწყალებით არ ტო-ვებს მას და ყველა კეთილ წამოწყებაში წარმატებას ჩუქნის, სახლე-ულებთან მშვიდობითა და სიყვარულით ანუგეშებს. მსგავს ადამია-ნებს ღვთის კურთხევა მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვებათ. სამწუხაროდ, ჩვენ დროში ასეთი ოჯახების რაოდენობამ იკლო. ყვე-ლგან მომხვეჭელობის ვნება და სიხარბე მეფობს.

   გაბატონდა პრინციპი: ყველაფრის ყიდვა შეიძლება! წმ. მღვდელ-მთავარი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) თანამედროვეობას სავაჭრო ჯი-ხურს ადარებს, სადაც „მჭედელი აფასებს თავის გამოჭედილ დანას და ჰყიდის მას. ათიოდე წლის წინათ ამერიკაში აფასებდნენ და ყიდდნენ მონებს, და კანონი ამას არ კრძალავდა (?!) მოღალატე აფასებს, რას მოუტანს მას სამშობლოს გაყიდვა და ყიდის მას. მოსამართლე - რა ღირს სამართალი და ყიდის მას. მოსამართლე - რა ღირს სამართალი და ყიდის მას, მღვდელი აფასებს და ყიდის სათნოებას, მეომარი - სინდისს, ქალი - ერთგულებას, ჭაბუკი - ღირსებას. იუდამ შეაფასა ქრისტე და გაყიდა. ასეთ სავაჭრო ჯიხურში მთელი ჩვენი დედამიწა სავაჭროდ მოედნადაა გადაქცეული. აქ ყველაფერს ყიდულობენ და ყველაფერს ყიდიან.

   ამგვარად ესმით ამ ადამიანებს ცხოვრება. მათ ჰგონიათ, რომ ამქ-ვეყნად ყველაფერს, გამონაკლისის გარეშე, იყიდიან და გაყიდიან. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ისინი იძულებულნი იქნებიან სხვაგვარი და-მოკიდებულება აღიარონ - როცა უფლის წინაშე წარსდგებიან".4

   არ შეუძლია ადამიანს ერთდროულად ორ ბატონს - ღმერთსაც და მამონასაც ემსახუროს.

   ღმერთის მსახურისთვის ჭეშმარიტი სიმდიდრე ღვთის ხატებასა და მსგავსებაში მდგომარეობს და არა ქონებაში, ფულში, სხვადასხვა სახის სამოსსა თუ საჭმელში, ანუ მამონაში, ვინაიდან ეს ყველაფერი ხრწნა-დი და დროებითია, ხოლო სული, მსგავსად ღვთისა, უკვდავია. სიმ-დიდრეა: სათნოებები, სიწმინდე, ურისხველობა, ყველაფერში თავშე-კავება, რწმენა, იმედი და სიყვარული. არ არსებობს ქრისტიანობაზე, ღვთის შვილად წოდებაზე უმეტესი პატივი. არ არსებობს იმ ადამი-ანზე უფრო მდიდარი, ვინც საკუთარ გულში ყოველთვის ქრისტეს ატარებს.

   და პირიქით, სიმდიდრის ვნებით შეპყრობილი მრავალ მისგან მო-მდინარე უბედურებას აწყდება. აი რას მოგვითხრობს ერთი მოძღვარი:

   მდიდარი ქვის მთლელი შვილებთან ერთად უცხო ქვეყანაში გაემ-გზავრა. რაც კი ძვირფასი, ფასეული ებადა, გემზე აიტანა და ლოცვით გაუყვა გზას. ღვთის განგებით, გემზე ერთი ბიჭი შეიყვარა, რომელიც ემსახურებოდა მას და სამაგიეროდ მისი სუფრიდან საზრდოობდა. ბიჭი თავისი კეთილი მარჩენალის მადლიერი იყო.

   ერთხელ ამ ყმაწვილმა მეზღვაურთა საიდუმლო საუბარი მოისმინა - ისინი მდიდრის ზღვაში გადაგდებას და მისი სიმდიდრის დასაკუ-თრებას განიზრახავდნენ. ჭაბუკი დამწუხრებული ეახლა მდიდარს და მოსმენილი ქვითინით მოუთხრო.

   მაშინ მდიდარმა შვილებს დაუძახა და დაარიგა, რომ რასაც ეტყოდა, შეპასუხების გარეშე შეესრულებინათ.

  ყუთები გამოიტანა და ყველას თანდასწრებით ძვირფასი ქვები და ყოველი საუკეთესო ამოალაგა. შემდეგ მიმართა მათ: „განა ამაშია ჭეშმარიტი ცხოვრება? ამათ გამო ხომ არ მიპირებენ ზღვაში გადა-გდებას? ამათ გამო ხომ არ ვკვდები და ამ ქვეყნიდან არაფერი მიმაქვს თან? შვილებო, ეს ყველაფერი გადაყარეთ ზღვაში!" ბავშვებმა მამის ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულეს და ყველაფერი ზღვაში გადაყა-რეს.

  მეზღვაურები ამ სანახაობისაგან გაშეშდნენ და ბოროტი განზრახვა გადაიფიქრეს, ხოლო მდიდარმა საკუთარი ქონების განადგურებით სიცოცხლე შეინარჩუნა.5

  ამრიგად, სიმდიდრისადმი სწორი დამოკიდებულება გვმართებს. უფალს არ აუკრძალავს სიმდიდრის ქონა, არამედ მის გამო სასუფე-ველში შესვლის სიმძიმე აღგვითქვა. „ძნიად შევიდეს სასუფეველსა, რომელსა აქუს საფასე".

   ეკლესიის მასწავალებლები სიმდიდრისადმი შემდეგ დამოკიდებუ-ლებას გვირჩევენ:

   „ქრისტიანო, პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ უსამართლოდ მოხ-ვეჭილი სიუხვე ბოროტებაა და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გა-ნიავდება. ხვავი და ბარაქა თუ გინდა, კანონად დაიდე, რომ შენს სახლსა და ეზოში უკანონოდ, მოტყუებით და მზაკვრობით მოპოვე-ბული და სხვისი ერთი ღერი ფიჩხიც არ გააჩერო.

   ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, ხოლო საკუთარი და ოჯახის წევრთა შრომითა და გონებით მოპოვებული გამრავლდება და ასმაგ ნაყოფს გამოიღებს.

   ღმერთი არ დაგავიწყდეს - საკუთარი შემოსავლიდან ღვთის სადი-დებლად ძღვენი ეკლესიას შესწირეთ ყოველთა. ის ღმერთს არ სჭირდება, ვინაიდან ყველა ჩვენი სიმდიდრე და დიდება ფერფლი და ხრწნილებაა ანგელოზებთან და ზეციურ სამყაროსთან შედარებით, რომლებიც მსახურებენ უფალს, ის ჩვენ გვჭირდება გულში სიყვა-რულისა და მადლიერების განსაახლებლად.

   ახსოვდეს ღარიბები, მათხოვრები, გაუბედურებულები, შენი თანა-მოძმეების გასაჭირი და სადაც საჭიროა, უხვად გაეცი.

   ნუ იამაყებ და იმედიდურებ შენი სიმდიდრით. სხვათა სიმდიდრისა და ნამდვილი მდიდრების წინაშე რაა შენი სიმდიდრე? იგივეა, რაც ზღვაში წვეთი. რაა აქ საამაყო?6

   ასეა, უნდა ვერიდოთ ვერცხლისმოყვარეობას. დედამიწა ჩვენი მწი-რობის, დროებითი განსწავლის ადგილია, სადაც არაფერია ჩვენი, ყვე-ლაფერი უფლისაა და წარმავალი.

   მაცხოვარი ბრძანებს: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყო-ველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათ. 16. 20).

   ამიტომ, ფულის მონა ქრისტეს ჭეშმარიტი მონა ვერ იქნება.

   ვერცხლისმოყვარეს, მამათა თქმით, მხოლოდ სახელი აქვს ქრისტია-ნის, სინამდვილეში ის კერპთაყვანისმცემელია.

 

 

 

 

 

 

 

 


1Православное нравственное Богословие. Н. Стеллицкий. Т 2. გვ. 308.

2ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 178.

3წმ. იოანე ოქროპირი. ციტ. გაზ. ხარება №7 (20) 2002.

4წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი). ტაძარში მოვაჭრეთა შესახებ. წერილე-ბი.

5წიგნ. „Спутник Христианина". М. 2001. გვ. 56.

6იქვე გვ. 57.

 

 

"Xareba.net"-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება