მთავარი > საცდურები, სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > სიძვა, მრუშობა, სოდომია
სიძვა, მრუშობა, სოდომია27-06-2017, 00:01 |
წარმართული სამყაროს ზნეობრივ მდგომარეობას წმიდა მამები უძღები შვილის სულიერ მდგომარეობას ადარებენ. გარყვნილებისა და აღვირახსნილი ცხოვრების წესით გაფლანგა მამის ქონება უძღებმა შვილმა. იმ ქვეყანაში შიმშილობის ჟამს მიაშურა მან ერთ-ერთ მცხოვრებს, რათა საქონელი ემწყემსა და მისი საკვებით გადაერჩინა თავი შიმშილისაგან. (ლუკ. 11-32). მამათა განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმართულ სამყაროში იყო სულიერი შიმშილი, რის დავიწყებასაც აღვირახსნილი ვნებების დაცხრობით ცდილობდნენ. ასეთია წარმართების ზნეობრივი მდგომარეობა. პავლე მოციქულის თქმით: „დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნილნი ცხოვრებისაგან ღმრთისა... რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არა-წმინდებისა" (ეფ. 4, 18-19). ამრიგად, სულიერი შიმშილი წარმართების მიერ მგრძნობელობითი დამოკიდებულებით იცვლებოდა. მართალია, დაცემული მდგომარეობის მიუხედავად, ისინი ეძებდნენ იდეალებს, მაგრამ ამას ზედაპი-რული ხასიათი ჰქონდა. ეს ქმნილების (ბუნების, ნივთების, იდეის, ადამიანის) გაღმერთების ფონზე ხორციელდებოდა. იგივე პავლე მოციქულის სიტყვით: „და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა." (რომ. 1. 28). როგორც ვხედავთ, წარმართების ზნეობრივი წარმოდგენები მათი რელიგიური უმეცრებით იყო გამოწვეული. წმ. დიმიტრი როსტოველი დაბადების წიგნის განმარტებისას ლაპარაკობს სოდომელთა თავს მოწეულ ღვთის რისხვაზე: „როდესაც კაცს სიძვის გულისთქმა სძლევს და ჩვევად ექცევა, იგი ბრმავდება. ხორციელი თვალით კი ხედავს, მაგრამ გონების თვალი დაბნელებული აქვს, რომ ვეღარც ღმერთი დაინახოს, ვეღარც ადამიანი და ვეღარც საკუთარი თავი. ასეთ ადამიანს არც ღვთის ეშინია, არც კაცის რცხვენია, არც საკუთარ თავს ინდობს და ისე ვარდება სიძვის უფსკრულში, როგორც ბრმა - ორმოში".1 სოდომელების შესახებ წმინდანი ბრძანებს: „სადაც კაცნი, კაცობრივი ზნის დამტყვევებელნი, სიდამპლისა და ნეხვის მოყვარულ ღორებად იქცევიან, იქაურობის უფლის ანგელოზები განეშორებიან და მათ ნაცვლად ეშმაკები ისადგურებენ... სოდომის ცოდვა ყველაზე დიდი, მძიმე, მძვინვარე და ღმრთის განმარისხებელი ცოდვაა სხვა უდიდეს ცოდვათა შორის. მისთვის ღმერთი მხოლოდ საუკუნო სასჯელს კი არ უმზადებს ცოდვილს, ამსოფლიურ სასჯელსაც განუჩინებს" (ლევიტ. 2 თავი). მან ცეცხლოვანი წვიმა მოუვლინა სოდომელთ და ამით მოგვცა მაგალითი, რომ ასეთები დაუნდობლად უნდა დაისაჯონ.2 ძველი აღთქმისეული სამყარო ძლიერ ამაყობდა თავისი ცივილიზაციებით. განსაკუთრებით ბერძნული და რომაული კულტურა უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ არც იმდროინდელი ზნეობრივი მდგომარეობა იყო სახარბიელო. მღვდელმოწამე ნიკოლოზი (სტელიცკი) რომისა და საბერძნეთის ზნედაცემულობას შემდეგნაირად აღწერს: „რომაული მონობის ინსტიტუტი, რომელიც კვებავდა და მოსავდა ძველ ცივილიზაციას, საბოლოო ჯამში, არნახულ გარყვნილებამდე მივიდა. კლასიკური რომი, რომელიც „ომით არსებობდა და ცხოვრობდა", სამყაროს ძარცვის შედეგად არა მარტო სიმდიდრეს აგრო-ვებდა, არამედ მონების სახით გარყვნილების არნახულ მასშტაბებს აღწევდა. იმ ეპოქის წარმართული საზოგადოების ზნედაცემულობას პავლე მოციქული ამგვარად აღწერს: „ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განხურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდეს." (რომ. 1. 26-27). ფარული გარყვნილება ისეთ სავალალო ფორმებს იძენდა, რომ საში-ნელი სენი მთელ იმდროინდელ კაცობრიობას მოედო. იმ პერიოდის მორალისტები და მწერლებიც ფიქრობდნენ, რომ მომავალ თაობას ამ თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ ელოდა. რომაელი სატირი-კოსი პოეტი იუვენალისი წერდა: „როდის ყოფილა ასეთი გარყვნილება ქვეყნად? - ბოროტების ყველა სფერო ზედაპირზეა, შთამომა-ვლობა ვეღარაფერს შეჰმატებს". ჰორაციუსი თანამედროვეობის შესახებ ამბობდა: „თავის მშობლებსა და წინაპრებზე ცუდი ხალხი, კიდევ უფრო უარეს შთამომავალს ქმნის, მალე კიდევ უფრო საშინელ თაობას ვიხილავთ." სხვა მწერლებზე უფრო ოპტიმისტურად განწყობილი სენეკა წერდა: „ყოველივე უმძიმესი ცოდვებითაა მოცული, თავის გარყვნილ ზნეს უკვე აღარავინ მალავს, ქალწულება და პატიოსნება არა თუ იშვიათობა, არამედ საერთოდ აღარ არსებობს". ტერტულიანემ კარგად უწყოდა რომის გარყვნილების დონე: „წარმართული ტაძრები და სხვა წარმართული სალოცავები ქურუმებმა „ფარული მრუშობისა და გარყვნილების" ადგილებად აქციეს... ქურუმები ვაჭრობენ ქალებით და ახალ-ახალ გარყვნილებებს იგონებენ. ზნეობრივი ცხოვრების დონე საბერძნეთში კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე რომში. ეს იმიტომ, რომ რომაელები თავად ბერძნებისაგან სწავლობდნენ გარყვნილებას. მაგალითად კორინთო იმდენად გარყვნილი იყო, რომ გარყვნილების სინონიმად გამოიყენებოდა. პავლე მოციქული არა ერთგზის ამხელდა მათ ამის გამო: „ნუ თანა-აღრევით მეძავთა" (1 კორ. 5,9). „ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, - სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6. 9-10). არანაკლები გარყვნილებით გამოირჩეოდა ეფესო, ფილიპინები, კიპროსი და კრიტი. (ეფ. 2.1.4. 17-18; ფილ. 2.15; გალ. 5,19).3 არ დაგვავიწყდეს: საუბარია იმ ეპოქის ყველაზე ცივილიზებულ სამყაროზე. აღარაფერს ვამბობთ ეგვიპტის, ბაბილონისა და სხვა წარმართული ქვეყნების ზნედაცემულობაზე. თანამედროვე ეპოქის ზნეობრივ მდგომარეობაზეც ვთქვათ. თანამედროვე ღვთისმეტყველების აზრით, ჩვენი დრო ყოველ სხვა დროს აღემატება გარყვნილების სიღრმით, ურცხვობითა და აღვირახსნილობით. არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) სიძვის ცოდვაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობა საშინელ გარყვნილებაში იმყოფებოდა: „დღეს ხომ ამ გახრწნილებამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია. უსჯულოთა მთელი საკრებულოები გაჩნდა, ისინი საკუთარ კლუბებსა და ფორმებს აყალიბებენ, საკუთარ „ხელოვნებას" ქმნიან, მთელ მსოფლიოს კარნახობენ მოდას და გემოვნებას, ილუსტრირებულ წიგნებსაც კი ბეჭდავენ და თან რჩევებსაც ურთავენ სხვათათვის უფრო დახვეწილად როგორ უნდა მიეცნენ ხრწნილებას, როგორ უფრო მე-ტად შეიბილწონ სული და სხეული, განეშორონ ისინი ღმერთს, ძნელად საკურნებელი გახადონ და ზედ სატანის დაღიც ამოიტვიფრონ... ძველი აღთქმა ისრაიტელებს კანონად უდებდა, რომ მეძავი ქვებით ჩაექოლათ და მერე დაეწვათ. დღეს კი საზოგადაოებაში, რომელიც თავის თავს ქრისტიანულს უწოდებს, სირცხვილად სიძვა და გარყვნილება კი არა, უბიწოება ითვლება. ბევრ ჭაბუკს, ვისაც ჯერ არ შეუბილწავს სხეული სიძვით, რცხვენია ამის გამო თავისი ტოლებისა, ცდილობს თავი ისე დაიჭიროს, თითქოს გარყვნილი კაცია, თანაც შემთხვევას ეძებს, რაც შეიძლება მალე შეიცნოს ცოდვა, რომ ამხანაგებთან თავი მოიწონოს და მათი პატივისცემა მოიპოვოს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, პირიქით, საყოველთაოდ გავრცელებული ამბავია.4 მრუშობა, სიძვისაგან განსხვავებით, არის ცოლიანი კაცის დაცემა ქმრიან ქალთან. მრუშობის ცოდვაა ისიც, როდესაც ერთ-ერთი მხარე თავისუფალია, მეორე კი - ქორწინებაში იმყოფება. მრუშობა სხვისი და საკუთარი სარეცელის შეგინებაა. თუ არც ერთი მხარე არ არის თავისუფალი, მაშინ ორივე ერთდროულად ბილწავს სხვისა და საკუთარ სარეცელს, სჯულიერი ქორწინების კავშირს არღვევს და კანონის ფარგლებს სცდება. ამიტომაც მრუშობის ცოდვა კიდევ უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე სიძვისა. ასეთი კავშირი დიდი და მძიმე ცოდვაა. ის სიძვის მთელ არაწმიდებას შეიცავს და სჯულიერ ქორწინებასაც შეაგინებს, შემოქმედსა და სჯულისმდებელ ღმერთს განარისხებს. მემრუშე განაცალკევებს იმას, რაც ღმერთმა შეაერთა, ორად ყჰოფს ერთ ხორცს და ცოლქმრულ საიდუმლოს შეურაცხყოფს. თუ სიძვა მხოლოდ ერთ ადამიანს შეაგინებს, მრუშობა ოთხს სწვდება: ორს შეაგინებს, დანარჩენ ორს კი შეურაცხყოფს".5 მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ყველაზე მეტად ამაზრზენი გარყვნილების ცოდვა უდავოდ არის ჰომოსექსუალიზმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავალმა ცივილიზაციამ თავისი განვითარება შეწყვიტა სწორედ იმის გამო, რომ არ ზღუდავდა სექსუალური უკუღმართობის ნაირსახეობებს. კაცობრიობის ისტორიას ამ ცოდვის გამოვლინების არა ერთი მაგალითი ახსოვს. ძველი აღთქმიდან მო-ყოლებული სოდომი და გომორი, ელინური სამყარო თუ რომის იმპერია, ამ ცოდვის პროპაგანდასა და დამკვიდრებას ცდილობდა. ჰომოსექსუალიზმის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა, რომლებსაც ეფუძნება სახელმწიფო. უცხოეთის წამყვან ქვეყნებში - ა.შ.შ. - ში, ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში სოდომიტობა არა მარტო ლეგალიზებულია, არამედ დიდად წახალისებულიც. აწყობენ მრავალათასიან აღლუმებს, ითხოვენ თავიანთი უფლებების მომატებას; ქმნიან გაზეთ-ჟურნალებს, კლუბებსა და სასტუმროებს. XX-XXI საუკუნეებში ჰომოსექსუალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფართოებენ თავიანთ გავლენას. ისინი ეუფლებიან საინფორმაციო სივრცეს, ახორციელებენ თავიანთ ცოდვას, როგორც ცხოვრების ნორმას „ხელოვნებაში" - მუსიკაში, კინოსა და მხატვრობაში. სამწუხაროდ ეს სენი ჩვენს ქვეყანაშიც შემოიჭრა. ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ავადმყოფობათა ნუსხაში ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიად იყო მიჩნეული. სოდომიტების ზეწოლით ჰომოსექსუალიზმი ამ ნუსხიდან ამიოღეს. მრავალი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიაა. ასეთი ადამიანები ფეხმძიმე ქალებზე ორჯერ მეტ ჰორმონებს გამოიმუშავებენ, რითაც ძლიერ ჰორმონალურ დარტყმას განიცდიან. ამის გამო ისინი იმდენად არაადეკვატურები არიან. დამახინჯებული აქვთ რეალური აღქმის უნარი. არ ვამბობთ, რომ ჰომოსექსუალიზმი უნდა იდევნებოდეს, არამედ ვამბობთ: ისინი სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სულიერ მკურნალობას საჭირ ოებენ. ა.შ.შ. - ის სტატისტიკით, სოდომიტები მხოლოდ 45-47 წელი ცხოვრობენ. დღეს ცდილობენ სამღვდელოება და მრევლი წარმოაჩინონ საზოგადოების ჩამორჩენილ, შავბნელ, ფანატურ მასად; ჰომოფობის ეპითეტითაც გვამკობენ, მაგრამ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ჰომოსექსუალისტების მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას აგებენ ქრისტიანული სწავლების საფუძველზე. სამღვდელოება სოდომიტებს ეკიდება მწყემსისმიერი პასუხისმგებლობით, ლოცვითი დახმარებით, სულიერი მხარდაჭერით, თუ, რა თქმა უნდა, ინებებენ ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. ამასთან, ეკლესიის სწავლება არაორაზროვნად რაცხავს ჰომოსექსუ-ალიზმს ცოდვად, მაგრამ ამავდროულად აცხადებს: საჭიროა ამ ავადობით სნეულთათვის ქრისტიანული თანაგრძნობის აღმოჩენა. ამიტომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, ვილაპარაკოთ ეკლესიის მხრიდან მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის მოწოდებაზე. ჰომოსექსუალიზმი დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ე.წ. „გეების მანიფესტი" (შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელებში). ეს მანიფესტი არის ნორმალური სექსუალური ორიენტაციის პირებისადმი სიძულვილი და მტრობა, მათი დამცირების, ფიზიკური განადგურების გეგმა.6 ასე რომ, თანამედროვე სამყარომ გაუსწრო ძველი დროის ცივი-ლიზაციებს უზნეობაში. ის კერპთაყვანისცემის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ფორმა გახლავთ. მრავალი ქვეყანა ისჯებოდა უხეში კერპთაყვანისცემის გამოვლინების გამო, მაგრამ არც ერთი არ დასჯილა ცეცხლოვანი წუნწუბით, როგორც სოდომ-გომორი დაისაჯა. თუ ღმერთმა იმ უძველეს დროში, ქრისტეს შობამდე და მოსესთვის კანონების დიდებამდე არ დაინდო მეძავნი, არამედ ზოგი წარღვნით მოსრა, ზოგი კი ცით მოვლენილი ცეცხლითა და ქვიანი სეტყვით გაასწორა მიწასთან, მაშ, რისი იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, როდესაც საღმრთო რჯული უკვე ნაქადაგებია, ყოველ კუთხე-კუნჭულში ეკლესია-მონასტრები აიგო და აღორძინდა? იქნებ დაბადების წიგნიდან მოხმობილმა სოდომ-გომორის განადგურების ტექსტმა მოგვიყვანოს გონს, მოგვმადლოს სინანული და გადარჩენის სურვილი გაგვიღვიძოს: „და უფალმა აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბა და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს, ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე." (დაბ. 24-25). ოდესღაც სოდომი სამოთხეს ჰგავდა, ამბობენ წმიდა მამები. ასე იყო, ვიდრე სოდომელებმა ღმერთი არ განარისხეს. ცოდვილნი მოისრნენ და მთელი ეს მხარე უდაბნოდ იქცა. თანამედროვე ადამიანისათვის ეს სულიერი უდაბნო ცხადზე უცხადესია. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდემდე მოგვითმენს უფალი?
1წმ. დიმიტრი როსტოველი. Кепеиные Записи. ციტ. არქ. ლაზარეს (აბა-შიძე). წიგნ. აღსარებისა და ცოდვებისათვის. 2იქვე გვ. 86. 3Православное Нравственное Богословие. Прот. Н. Стелицкий. Т1. М. 2009. გვ. 174. 4არქ. ლაზარე (აბაშიძე). აღსარებისა და ცოდვებისათვის. 5იქვე გვ. 87. 6ანტისოდომია. თბ. 2013. ა. უნგიაძე.
"Xareba.net"-ის რედაქცია უკან დაბრუნება |