მთავარი > პაპიზმი > პაპიზმი

პაპიზმი


11-01-2015, 00:01
 

პაპიზმი

 

 

   წარმართულ რელიგიებში არსებობდა იდეა, რომ ადამიანი პირველ-ქმნილი ცოდვით არ იყო ვნებული.

   ქრისტიანულ ეპოქაში, ერეტიკოსებს შორის თეზა კვლავ გაჩნდა. პი-რველი ერეტიკოსები ებიონიტები, გნოსტიკოსები და მანიქეველები იყვნენ. ისინი უარყოფდნენ პირველქმნილი ცოდვის დოგმატს. მათი აზრით, ადამიანის ბუნება არ შეცვლილა, იმიტომ რომ ადამიანი არ-ასდროს დაცემულა.

   V საუკუნის ბრიტანეთში გამოჩნდა ერეტიკოსი, ვინმე პელაგი, რო-მელმაც კონცეპტუალურად ჩამოაყალიბა სწავლება ადამიანის ბუნებ-ის ცოდვით დაუზიანებლობის შესახებ. მისი აზრით, ადამიანის ცო-დვას არანაირი კავშირი არა აქვს მის ბუნებასთან. ცოდვა რაღაც შემ-თხვევითია, ის გაჩნდა ადამიანის თავისუფალი ნებით და რადგან ცოდვის ჩადენა - არჩადენა დამოკიდებულია უშუალოდ ადამიანზე, მაშინ მას შეუძლია ცოდვა არც ჩაიდინოს, შესაბამისად იყოს უცოდ-ველი. რაკი ცოდვა ადამიანის ბუნებაში არ არსებობს, შედეგად, არ შეიძლება ადამის ცოდვა ყველაზე მემკვიდრეობით ვრცელდებოდეს. ამდენად ყველა ადამიანი პირველქმნილი ცოდვის გარეშე იბადება, როგორებიც იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე.

   პელაგიანელობამ უძლიერესი ზეგავლენა მოახდინა მთელი დასავ-ლეთის მომდევნო აზროვნებაზე. ამ მოსაზრების თანახმად, ცხონების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ღვთის მადლსა და შეწევნას, არამედ ადამიანის ძალისხმევას ენიჭება.

   ამ თვალსაზრისით ყირადსაღებია ლათინების მოსაზრებაც: თითქოს მაცხოვარმა პეტრე მოციქულის სახით პაპს გადასცა ამქვეყნიური მეუ-ფება. (Римский Требник. 1600 - годы.).

   ასეთ ტექსტს სახარებაში, ქრისტეს მიერ თქმულს, ვერ ვპოულობთ, მაგრამ მსგავსი კონტექსტი ეშმაკის პირით გვესმის, როდესაც მაცხო-ვარის გამოცდის დროს უდაბნოში ეუბნება: „შენ მიგცე ამის ყოვლისა ხელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი" (ლუკ. 4.6).

   დასავლეთ ევროპის ისტორიას რომ გადავხედოთ, მკაფიოდ დავი-ნახავთ, რომ ამქვეყნიური ხელმწიფების პრეტენზიას სწორედ რომაუ-ლი კათოლოციზმი აცხადებდა. ლათინებმა დაივიწყეს სასულიერო უფლებამოსილებების არსი, ბუნება და საზღვარი. მმართველობის ნიმუში მათთვის საერო ხელისუფლების მმართველობითი სისტემა გახდა. ამის შედეგად გაჩნდა დილემა: რომელი მმართველობა (სულიერი თუ საერო) არის უპირატესი? რომის პაპები შთააგონებდნენ ხალხს, რომ სასულიერო უფლებამოსილება უპირატესია საეროზე, თუმცა არც საერო მმართველობით ფორმაზე ამბობდნენ უარს. ასეთი მსოფლხედვის გამყარების მიზნით ლათინებმა შექმნეს ორი მახვილის თეორია: სულიერი და მატერიალური. ამ უკანასკნელს პაპები აძლევენ მონარქებს, რომლებმაც თავიანთი ძალაუფლება პაპის სამსახურში უნფა ჩააყენონ. შედეგად რომაულ - კათოლიკური ეკლესია საეკლესიო სახელმწიფოში გადაიზარდა. ვატიკანის თავი არის პაპი, დიდგვა-როვნები - კარდინალები, ხოლო ჩინოვნიკები - სამღვდელოება. სა-სულიერო იერარქია საზოგადოების უმაღლეს მკაფიოდ გამრჩეულ ფენად მიიჩნეოდა, ხოლო მორწმუნე ხალხი - უსიტყვო ბრბოდ. ის პაპის ყველა ბრძანებას უპირობოდ უნდა დამორჩილებოდა.

   შედეგად, რომში ქრისტიანულ ფასეულობებს ამქვეყნიური ჩაენა-ცვლა. ეკლესია აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში, რის შედეგად საეკ-ლესიო კანონებს სახელმწიფოებრივი კანონის ძალა მიენიჭა. რომაუ-ლი კათოლიციზმი მთლიანად ამსოფლიური ხელისუფალის თვისე-ბებით განიმსჭვალა და იმავე მეთოდებით მოქმედებასაც შეუდგა... გაჩნდა ინკვიზიცია, რომელიც ცეცხლზე წვავდა ყველას, ვინც არ ემორჩილებოდა პაპის დადგენილებას.

   პაპების ამგვარი უსაზღვრო უფლებამოსილებებმა, ისედაც განდი-დებულ პონტიფიკებს, კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილება მიანიჭა. კერძოდ: ვატიკანის პირველმა კრებამ რომის პაპი უცდომელად აღ-იარა.

   აზრი პაპის უცდომელობის შესახებ კათოლიკეთა შორის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გავრცელდა. იეზუიტებმა ტრიენტის კრებაზე (1545-1563 წწ) განაცხადეს, რომ უცდომელობა პაპის კუთვნილებაა; მაგრამ მეცხრამეტე საუკუნემდე ეს სწავლება კერძო აზრად რჩებოდა, ანუ არ იყო სავალდებულო კათოლიკური საკრებულოს ყველა წევრისათვის. მეცხრამეტე საუკუნეში იეზუიტურ-ულტრამონტანურმა პარტიამ მი-ზნად დაისახა ეს მწვალებლობა ყველასათვის სავალდებულო დოგმად ექცია.

   1869 წლის 18 ივლისს ვატიკანის პირველ კრებაზე პაპის უცდო-მელობის დეკრეტი მიიღეს. დეკრეტი გვამცნობდა:

   „წმიდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადებულ დოგმატს: როდესაც რომის პაპი ქადაგებს excathedra (ექს კათედრა), როგორც ყოველი ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონი-ჭებული ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუ-ნოებისა და ზნეობის შესახებ, ეს სავალდებულოა მთელი ეკლესი-ისათვის; ამ დროს იგი ღვთაებრივი მხსნელის მიერ თავისი ეკლესი-ისათვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მას წმიდა პეტრეს სახით. აქედან გამომდინარე რომის პაპის დადგენილებები თავის-თავად, ეკლესიის თანხმობისაგან დამოუკიდებლად, ისეთი ძალის მქონეა რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე გაკადნიერდება და წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს დადგენილებას, წყეულიმც იყოს და განიკვეთოს ეკლესიისაგან".1 

    ამრიგად, რომაული კათოლიციზმის სწავლების თანახმად, როდე-საც რომის პონტიფიკი (პაპი) მიმართავს სიტყვით კათედრიდან, ის უცდომელია.

   მოგეხსენებათ, დოგმატის მიღება, ფორმულირება მეტად  მნიშვნე-ლოვანი საკითხი გახლავთ. ის ხომ შემდეგში განსაზღვრავს ადამიანის (საზოგადოების) სულიერ და კულტურულ ცხოვრებას. აღნიშნული დოგმატი ფარულად შეიცავს ძე ღვთისას ქმნილი ბუნების თეზას.

  მართლმადიდებელი სწავლების თანახმად უცოდველი მხოლოდ ქრისტე ღმერთია. ამდენად, თუ ვინმე ადამიანს უცდომელად აღი-არებს, უნებლიეთ იმასაც ვამბობთ, რომ უცდომელობა დამახასი-ათებელია ადამიანისათვის. არადა ეს ხომ მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეს ბუნებრივი თვისება გახლავთ. ამ ლოგიკის თანახმად, რომის პაპებმა შეიძინეს თვისება - უცდომელობა, ანდა ღმერთი იესო ქრისტე არის მხოლოდ ადამიანი. სწორედ ამიტომ შეიცავს ეს დოგმატი ფარულად ქრისტეს ქმნილი ბუნების თეზას. ამ თვალსაზრისით უაღრესად დამახასიათებელია არქიმანდრიტ კირილეს (კოსტოპუ-ლოსი) წერილი, რომლის ფრაგმენტსაც მოვიშველიებთ:

   „პირველმა მსოფლიო კრებამ ნიკეაში დაადგინა, რომ მამა ღმერთის ძე არის სიტყვა - უცოდველი და უცდომელი ღმერთი. მეოთხე მსოფლიო კრებამ ქალკედონში დაადგინა, რომ იესო ქრისტე არის „ერთი პირი და ერთი ჰიპოსტასი ორ ბუნებაში შეურწყმელად, გან-ურჩევლად, განუყოფლად მყოფი".

   რომის ეპისკოპოსის უცდომელობის სწავლებით პაპიზმმა უარყო მსოფლიო კრებების ორი ზემოხსენებული დადგენილება, რომლითაც უცოდველი და უცდომელი ქრისტე ღმერთის ნაცვლად ცოდვილი ადამიანი - რომის ეპისკოპოსი დაადგინა.

   კონსტანტინოპოლის კრებამ (1895) განაცხადა: „აღმოსავლეთის მარ-თლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტეს ეკლესია არ აღიარებს არავის სხვას დედამიწაზე უცდომელად, უცოდველად, განკაცებული ძე და სიტყვა ღმერთის გარდა".

   თავისი განცხადებით, რომ ადამიანი ე.ი. პაპი უცდომელია, გნებავთ „ex catedra"-დან, ამახინჯებს და უარყოფს ოდითგანვე განსაზღვრულ ჭეშმარიტებას, რომელიც პირველმა მსოფლიო კრებამ დაადგინა.

   ამრიგად, პაპიზმი, სურს მას ეს თუ არა, არიანულ ერესში ვარდება, ვინაიდან თავისი სწავლებით აცხადებს, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე არ არის ერთადერთი უცდომელი. აქედან გამომდინარე, ის არ არის ღმერთი. შესაბამისად პაპიზმი, როგორც ერესი, მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ ექცევა".2

  წმიდა ელესიის საგანძურში, წმიდა მამათა თხზულებებში პაპის უცდომელობის საპირისპირო ზღვა მასალის ციტირება შეიძლება. ვფიქრობთ, ცალკე წიგნად გამოცემასაც მოითხოვს ეს მასალა. თუ ისტორიაშია ჩავიხედავთ, ვნახავთ, რა ხშირად სცოდავდნენ რომის მთავარეპისკოპოსები. ამის გამო გმობდა მათ ეკლესია.

  ამ თვალსაზრისით საინტერესო არგუმენტებს ვპოულობთ თავად რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოს ი.შტროსმაიერის მიერ ვატიკანის  პირველ კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში:

   „თუ ჩვენ პიუს მეცხრეს უცოდველად ვაღიარებთ, მაშინ ვალდე-ბულნი ვართ ყველა მისი წინამორბედნიც ასევე უცოდველად ვა-ღიაროთ. კეთილი, მაგრამ აქ, პატივცემულო ძმებო, ისტორია თავის ავტორიტეტულ ხმას იმაღლებს, რადგან ზოგიერთი პაპი სცოდავდა... პაპი ვიქტორი (196) თავიდან მონტანიზმს აღიარებდა (II ს. ერესი), ხოლო შემდგომში უარყო იგი. მარცელინი (296-303) კერპთაყვანი-სმცემელი იყო, ის შევიდა ვესტას ტაძარში და კერპს მსხვერპლი შესწირა. თქვენ იტყვით, რომ ეს მისი სისუსტის გამომხატველია, მე კი გიპასუხებთ: ქრისტეს ნაცვალი მოკვდებოდა, მაგრამ განდგომილი არ გახდებოდა. ლიბერიუსმა (358) არიანელობა მიიღო, რათა კათედრაზე აღედგინათ. გონორიუსი (625) მონოთელიზმს იზიარებდა... პასქალი-უს მეორე (1088-1099) და ევგენ მესამე (1145) დუელის ნებას იძლე-ოდნენ. პიუს მეოთხე (1560) და იულიუს მეოთხე კი - კრძალავდნენ. პავლე მესამეს მიერ ნებადართული იეზუიტების ორდენი გაანად-გურა, პიუს მეშვიდემ კი ის აღადგინა.

  ამრიგად, თუკი თქვენ დღევანდელ პაპს უცოდველად აცხადებთ, მაშინ უნდა დაამტკიცოთ შეუძლებელი, ანუ ის, რომ პაპები ერთ-მანეთს არასოდეს ეწინააღმდეგებოდნენ; ანდა გვითხრათ, რომ სულ-იწმიდის გამოცხადებით გეუწყათ - პაპის უცოდველობა იწყება მხო-ლოდ 1870 წლიდან. გაბედავთ, თქვენ, ამის გაკეთებას?!.."3

  რომის პაპები რომ ხან ერესში, ხან არნახულ უზნეობებში არიან მხილებულნი, ამის მრავალი მაგალითი არსებობს. დავასკვნით: ვის-თვისაც პაპის უცდომელობის აღიარება ქრისტეს ეკლესია არის სხეული, უცდომელობის უარყოფას ნიშნავს. მეორე მხრივ: თუ უც-დომელი მარტო ღმერთკაცი არ არის, მაშინ ამის შედეგი ადამიანის გაღმერთება იქნება.

   ამრიგად, ღვთის ნებისა და სწავლების აშკარა უარყოფის გამო რო-მაულმა კათოლიციზმმა განაგდო ღმერთი თავისი ცხოვრებიდან და ადამიანი „გააღმერთა". უმაღლეს ფასეულობად და კრიტერიუმად დააყენა იგი. ამით მან ომი გამოუცხადა ღმერთს და სასიკვდილო გა-ნაჩენი გამოუტანა თავის თავს.

 

 

 


1И.Тальберг  „История Христианской Церкви"  1991 წ.  გვ. 53.

2Арх. Кирил (Коитопулос).  „Папство-ето  ересь". გვ. 23.

3გაზ. „ხარება"  №10 (23)  2002წ.  გვ. 10.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება