მთავარი > რელიგიური ცდომილებანი > კერპების სახეობები

კერპების სახეობები


24-12-2014, 09:14

კერპების სახეობები

 

   კერპთაყვანისცემა საკმაოდ რთული თემაა. ძველ აღთქმაში წარმა-რთები ეთაყვანებოდნენ კერპებს, გარეგნული კულტით ისინი განსხ-ვავდებოდნენ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლებისაგან.

   მთელი არსი კერპთაყვანისცემისა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც საგანი თუ იდეა იკავებს ღვთის ადგილს, ის განსაზღვრავს ადა-მიანის აზროვნებასა და მოქმედებას.

   ძველ დროში უხეში ფორმის კერპთაყვანისცემასთან გვქონდა საქმე. ნელ-ნელა მან საშიში და დახვეწილი სახე მიიღო.

   თანამედროვე სამყაროში კერპი არ არის ისე გამოკვეთილი, როგორც წარმართულ ხანაში, ის ხშირად გარეგნული თვალისთვის დაფარუ-ლია, შენიღბულად მოქმედებს. ტრადიციულად მოაზროვნე კულტუ-რული ადამიანის ნიღბის ქვეშ აბსოლუტურად უცხო, მიუღებელ მსოფლხედვას რომ შეამჩნევ, სწორედ ისეა. განსაკუთრებულად სახი-ფათოა ამ ფორმის კერპთაყვანისცემა. კერპი შეიძლება გახდეს ნები-სმიერი ნივთი, იდეა, ადამიანი, დიდება, ფული და ა.შ.

   ცნობილი მორალისტი ფრ. ბეკონი წერდა: „შეიძლება მავანი ფიქ-რობს, რომ კერპთაყვანისცემა წარსულია და დღეს ის არ არსებობს, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ, ადამიანები დღესაც ძერწავენ დიდ თუ პატარა, ხელით ქმნილ ღმერთებს - ეს თანამედროვე ფსი-ქოლოგიური ყოფა და ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც დაკავ-შირებულია სიმდიდრესთან, წარმატებასთან, ძალაუფლებასთან და ფულთან; ეს ახალი მსოფლხედვაა, რომელიც მიმართულია სტომაქისა და ჯიბისაკენ, რაც ამ ადამიანების ვნებებთან არის გაიგივებული".1

  წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) სვამს კითხვას: „ერთი შეხედვით, დღეს რომელ ცრუ ღმერთებს, კერპებს, ან რა ძალებს შეუძლია დაჩ-რდილოს მარადიული ცხოვრების პერსპექტივა? მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კერპები, და ისინი ეღობებიან ამ პერსპექტივას".2

   დავიწყოთ იმით, რომ ცნება კერპს სხვა სინონიმებიც გააჩნია. მაგ. „კუმირი", ასევე სიტყვა კერპი (eidolon) ბერძნული ლექსიკონის თან-ახმად დაკავშირებულია სიტყვა იდეასთან (eidos, ეიდოსთან). არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც მეცნიერებამ ზურგი აქცია ღმერთს, ეს კერპი იდეა გახდა, რომელიც შერწყმული იყო პოლიტიკურ მოღ-ვაწეობასთან. გავიხსენოთ მარქსი, ენგელსი, კანტი თუ სხვა. მორალ-ისტები ამბობენ, რომ იდეისა და პოლიტიკის შერწყმას იდეოლოგია ეწოდება. სწორედ ეს იდეოლოგია ქმნის თავის ფასეულობებს, თავის კერპებს.

   კერპი შესაძლოა გახდეს ადამიანის გონებრივი საქმიანობა. შედეგად ცრუ ფასეულობები და იდეოლოგიები გადაეღობება ხოლმე ადამიანს ღმერთთან მიმავალ გზაზე.

  ადამიანის კერპი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ვნება: ხორციელი, მშვინვიერი თუ სულიერი. აქ დროულია ტერტულიანეს სიტყვების მოშველიება: „კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც სა-კუთარ თავში შეიცავს სხვა მრავალ ბოროტებებს, რაც ადამიანის და-სჯის მიზეზი ხდება, არის კერპთაყვანისცემა".

  ამიტომ, კერპთაყვანისმცემელი, ე.ი. მოქმედი წარმართი, შეიძლება გახდნენ სხვადასხვა რელიგიისა თუ მსოფლმხედველობის ადამია-ნები: ათეისტით დაწყებული მართლმადიდებელი ქრისტიანით დამ-თავრებული. ღვთისადმი ერთგულება, იოანე ღვთისმეტყველის თქმით: „ნუ სიტყვათა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშ-მარიტებით" (1 იონ. 3.18) განისაზღვრება. იმის თქმა გვსურს, რომ ადამიანი შეაძლოა გარეგნულად მორწმუნედ, ეკლესიურ ადამიანადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად აბსოლუტურად სხვა შემარ-თებითა და აზროვნებით ცხოვრობდეს. გადამწყვეტ მომენტში მან შეიძლება აირჩიოს სწორედ ის „საკუთარი", „ძვირფასი", შექმნილი აზ-რი - კერპი, რომელიც აშორებს მას ჭეშმარიტებისაგან.

   წმიდა მამები გვაფრთხილებენ: ყველაზე მეტად ისეთი კერპთაყვან-ისცემის უნდა გვეშინოდეს, როცა კერპი არა იმდენად გარეგნულად, არამედ შინაგანად მოქმედებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მორწმუნე ადამიანი თავისი ახირების ერთგული უფროა, ვიდრე ეკლესიის სწა-ვლებისა და ერთიანობის. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს" (რომ. 10.3). მსგავსი თავნება რელიგიური ადამიანები თუ რელიგიები, ძალიან ბევრია. ყველა ერეტიკული, სქიზმატური, სექტანტური თუ ფანატიკური საკრებულოების ძირითადი ნიშან-თვისება ხომ სწორედ ეს გახლავთ: ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლების უარყოფა და საკუთარი გონების მიერ შეთხზული რელიგიის თაყვა-ნისცემა.

   ჩვენს დროში ძველი წარმართული კერპების ადგილი საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემის ვნებამ დაიკავა. ეს კერპებია: ამპარტავნობა, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, ქედმაღლობა, თვითნებობა და მისთ .

   ყველაზე საშიში ამ მოვლენაში ის გახლავთ, რომ ყველა ეს ვნება ნო-რმალურ და ბუნებრივ მოვლენასავით არის შემოთავაზებული. ამ ვნებების „თავისუფალი" განვითარება ღუპავს ადამიანს. საკუთარი ცოდვების ხედვის სანაცვლოდ შემოთავაზებულია თვითგანდიდება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, და ბოლოს, საკუთარი „მე"-ს გა-ღმერთება.

   კერპთაყვანისცემას უწოდებს პავლე მოციქული სიმდიდრისა და ავ-ხორცული ვნებების სიყვარულს: „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენ-ნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგარებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურება" (კოლ. 3.5). ამ-ასვე ბრძანებს მოციქული ნაყროვანების შესახებ: „რომელთა ღმერთი მუცელი არს და დიდებაჲ-სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქუეყა-ნისასა ზრახვენ" (ფილ. 3.19). წმიდა მამათა თქმით, ვერცხლისმოყვარე არაფერზე ფიქრობს, გარდა გამდიდრებისა, დიდებისმოყვარე ფიქრ-ობს დიდებასა და პატივზე, ნაყროვანი - თუ რა სვას და რა ჭამოს. ეს უდავო კერპთაყვანისმცემლობაა. ამბა დოროთე მიგვითითებს სამ ძი-რითად კერპზე, სხვა დანარჩენებს რომ ამრავლებენ: „ყოველი ცოდვის სათავე არის ტკბობისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და დიდე-ბისმოყვარეობა".

  როგორც მოგახსენეთ, თანამედროვე სამყაროში ძნელად ვიპოვით კლასიკური სახის კერპებს. კაცობრიობის მტერი ცბიერი და მზაკ-ვარია. ის ყველანაირად ცდილობს შენიღბოს თავისი სიყალბე. დღეს არავინ სცემს თაყვანს ქანდაკება - კერპებს, მაგრამ საკუთარი პერსონა კი განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანი გახდა. ე.წ. „ვარსკვლავი", ანუ „კუმირი", იგივე კერპი დღეს ხდება მუსიკოსი, მომღერალი, მსა-ხიობი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი, ტელე-წამყვანი და მრავალი სხვა. ისინი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობენ. ყველა მსგავს შემ-თხვევაში კონკრეტული პერსონა მკაფიოდ გამორჩეული ჰყავთ, მიუ-ხედავად იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეს უამრავი ნაკლი, ცოდვა. შესაძლოა ეს გაუცნობიერებლად ხდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ნებისმიერი ნიჭი - მომღერლის ხმა, მხატვრის შემოქმედება თუ ფი-ზიკური სილამაზე - არსობრივად ღვთის ნიჭებია, რომლებიც გამრა-ვლებული სახით უნდა დაუბრუნდეს შემოქმედს. წინააღმდეგ შემთ-ხვევაში, ადამიანი მიისაკუთრებს იმ პატივსა და დიდებას, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.

   და ბოლოს, ორიოდე სიტყვით ვთქვათ პროტესტანტულ-სექტანტ-ური ცდომილების შესახებ. ვგულისხმობთ მართლმადიდებლური ხა-ტების გაიგივებას კერპებთან. წმიდა მამები ამბობენ: როგორც დღე განსხვავდება ღამისაგან, ასევე ქრისტიანული ხატები წარმართული კერპებისაგან. კერპი - მოგონილი არსებების გამოხატულებაა, ხოლო ხატებზე გამოხატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და წმინდანები, რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ და თავიანთი რწმენით განადიდებდნენ შემოქმედს, რის შედეგადაც მოიპოვეს სასუ-ფეველი. იქ - გამონაგონია, აქ - რეალობაა; იქ სიცრუე და ილუზიაა, აქ - ჭეშმარიტება. კერპი განაშორებს ადამიანს ღვთისაგან, ხატს მივყა-ვართ ღმერთთან.

 

 

 

 

 

 

 

1Великое восстановление наук. Фр. Бекон. Т1.

2Св. Николай (Велимирович). Творение. Т1. გვ. 276.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  


უკან დაბრუნება