მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ფარაონები

ფარაონები


27-11-2014, 00:04

ფარაონები

 

  უძველეს დროში ადამიანის გაღმერთების თვალსაჩინო ნიმუშად ფარაონები შეიძლება მივიჩნიოთ.

   მოგეხსენებათ, გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს სათავეში ედგა მეფე. მას ეგვიპტელები ფარაონს უწოდებდნენ. ტერმინი „ფარაონი" ძველეგვიპტურად „დიდ სახლს" ნიშნავს. ფარაონს ქარაგმულად იხსე-ნებდნენ, რათა ეს სახელი ტაბუდადებული, გასაიდუმლოებული ყოფ-ილიყო. მისი ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

   გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი „რა" იყო. შემდეგ მოსდევდნენ სხვა ღმერთებიც. სწორედ ამან განაპირობა, რომ ფარაონებს ღმერთკაცებად მიიჩნევდნენ, - ისინი იყვნენ ღმერთები დე-დამიწაზე და ღმერთები სიკვდილის შემდეგაც. ეგვიპტელებს სჯერო-დათ, რომ ფარაონმა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა, მისი ყოველი ბრძანება თვით ღმერთის ბრძანება იყო.

   პირველი ფარაონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტის სამე-ფო საგვარეულო დინასტიას, იყო მენესი. შემდეგ ეგვიპტის ფარაონი გახდა მისი ვაჟი. სამეფო ძალაუფლება მემკვიდრეობით მამიდან შვი-ლზე გადადიოდა. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდას ვაჟი ხორი ავიდა, რომელიც ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პი-რველსახეა.

  ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და „რა"-ს ღმერთის ჰიეროგამიური კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრამ მთავარი ერთი იყო. ქვეყნის დედო-ფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი.

   როგორც მოგახსენეთ, ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონი განასახიე-რებდა ღმერთს მიწაზე. ყველა ეგვიპტურ ტაძარში მას, ვით ღმერთს უძღვნიდნენ ქებას. ფარაონები ერთდროულად ქვეყნის მმართველე-ბიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ცოტა რამ ქურუმებზეც ვთქვათ. ეგვიპტეში ეს იყო ყველაზე გავლენიანი სოციალური ფენა. სხვადასხვა დარგს, ეგვიპტელთა წარმოდგენით სხვადასხვა ღვთაება მფარველო-ბდა. ამ ღვთაების სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ქურუმები კი ღვთაების სადიდებელ რელიგიურ რიტუალებს ატარებდნენ და ტაძრებს უვლი-დნენ. ფარაონი, როგორც უმაღლესი ქურუმი, ეთაყვანებოდა სხვა ღვთაებებს და თავადაც ცოცხალი თაყვანისცემის საგანი იყო.

   მოსეს და აარონის სასწაულები, ზემოთ რომ განვიხილეთ, ფარაო-ნებისა და ქურუმების თვალწინ ხდებოდა. ეს ისტორია ცხადყოფს, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ფარაონის „ღვთაების" უკან. დაცემული ანგელოზის სანუკვარ ოცნებას: „იყო ვითარცა ღმერთი" ყოველთვის თან სდევდა ცრუ სასწაულები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ცდუნე-ბულის პოზიციას. სწორედ ასეთი უგუნური მცდელობაა ფარაონთა გაღმერთების შემთხვევაც. დღეისათვის მათ სახელებს პირამიდებიღა გვაგონებს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება