მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მათ, ვინც სამხედრო სამსახურში დგება

მათ, ვინც სამხედრო სამსახურში დგება


25-12-2014, 00:01

მათ, ვინც სამხედრო სამსახურში დგება

 

 

 

სიტყვა მამისა ჩვენისა ღირსი ნიკოლოზ მონაზვნისა, ყოფილი მეომრისა

 

   როდესაც, ძმანო, სამხედრო სამსახურში გაწვევის დრო დგება, ჩვე-ულებრივ, უმეტესობა მათი, ვინც სამსახურისთვის ემზადება, მეტად უღირსად ატარებენ დროს. ყველგან ლოთობა, მღერა, მუშტი-კრივი, ათასგვარი უკეთურება შეიძლება დავინახოთ ან გავიგონოთ. ეს დროსტარება დღემდე მუდამ ისეთი საყოველთაო იყო, რომ ანდაზა-დაც კი გადაიქცა. „წვეულივით ატარებს დროსო." - იტყვიან ადამი-ანზე, ვინც გარყვნილებაში ეფლობა. ძმანო, ვინც მეფისა და სამშობ-ლოს სამსახურისთვის ემზადებით! განა ამგვარი ქცევა შეგფერით? განა თქვენი სამსახური საღვთო საქმე არ არის? ჭეშმარიტად ასეა. ხოლო იქ, სადაც საღვთო საქმე კეთდება, რა ესაქმება დროსტარებას, სიბილწეს, ავსულების მსახურებას? არა, ძმანო, იქ დიდი მოწიწებითა და ღვთისმოშიშებით უნდა მივდიოდეთ, რადგანაც ნათქვამია: (იერ. 48,10). გახსოვდეთ ისიც, რომ სამხედრო სამსახურში ჩადგომისას სიცოცხლეს აგდებთ საფრთხეში; დღეს არა და ხვალ მტერთან შე-საბმელად შეიძლება გაგგზავნონ, და თქვენი სიცოცხლე სათუო იქნება. და თუკი ასეა, ნუთუ ფიქრობთ, რომ ღმერთი დაგიფარავთ, თუკი თქვენ მის დიდებას შეურაცხყოფთ ქრისტიანისთვის შეუფე-რებელი საქციელით? არა, ძმანო, თუკი გსურთ, ომში ცოცხალი დარ-ჩეთ და საღ-სალამათი დაბრუნდეთ შინ, კდემით იცხოვრეთ, დათრ-გუნეთ ბილწი ვნებები, გულში ღვთის შიში იქონიეთ. თუკი ასე არ იქმთ, ნუ ელით ღმერთის წყალობას.

   ღირსი ნიკოლოზი, ვისაც წმინდა ეკლესია დეკემბრის 24-ე დღეს მოისხენიებს, მონაზვნად აღკვეცამდე ბერძნულ ჯარში მსახურობდა. ღვთისმოშიში ადამიანი იყო, კეთილმორწმუნე, კდემამოსილი, რაც საქმითაც დაამტკიცა. როდესაც ბულგარელთა წინააღმდეგ ლაშქრობა-ში მონაწილეობდა, ერთხელაც ღამისსათევად სასტუმროში გაჩერდა, ხოლო სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილმა მისი ცდუნება მოინდო-მა. ჯარისკაცმა დასძლია საკუთარ თავში ბილწი ვნება, ქალს აუხსნა მისი საქციელის სისაძაგლე და გადაათქმევინა ცოდვის ჩადენა. ბო-ლოს კი უთხრა:

   -განა ვერ ხედავ, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლა მიდევს წინ? და-ფიქრდი: შემიძლია განა, შევიბილწო თავი და ღმერთი განვარისხო? გამშორდი.

   შემდეგ წამოდგა საწოლიდან, ილოცა და გზას გაუდგა. მომდევნო ღამეს ამგვარი რამ ესიზმრა: იხილა თავი ერთ წარმტაც ადგილას, გვერდით ედგა ძლიერი და დიდებული მამაკაცი, რომელმაც უთხრა:

   -მიმოიხედე და მითხარი, რას ხედავ?

   -ჰოი, უფალო, - მიუგო ნიკოლოზმა, - ერთ მხარეს ვხედავ, რომ ბერ-ძნები ბულგარელებს ჩეხავენ.

   -ახლა მეორე მხარეს გაიხედე, - უთხრა მოვლენილმა, - იქ რაღა ჩანს?

  -იქ კი ბულგარელები ჩეხავენ ბერძნებს, - მიუგო ნიკოლოზმა. ამის შემდეგ ბრძოლა თითქოს დასრულდა, და მოვლენილმა განაგრძო:

   -ყურადღებით დააკვირდი ბრძოლის ველს: ვერაფერს ხედავ განსა-კუთრებულს?

   ნიკოლოზი დააკვირდა და დაინახა, რომ მთელი მიწა უსიცოცხლო სხეულებით იყო ერთიანად დაფარული, ხმოლოდ ერთგან მოჩანდა სიცარიელე, მაგრამ იმდენად მცირე, თითქოს მხოლოდ ერთი ადამია-ნისთვის იყო დატოვებული. მოვლენილმა უთხრა:

   -რას ფიქრობ ამის თაობაზე?

  -უვიცი და ბრიყვი ვარ, უფალო, ვერაფერი გამიგია, - უპასუხა ნიკო-ლოზმა.

   მან კი უთხრა:

  -მკვდრებს შორის ცარიელი ადგილი-შენი ადგილია. იქ უნდა წოლ-ილიყავი სხვებთან ერთად, მტერს შენც რომ მოეკალი. მაგრამ რაკი გასულ ღამეს უბიწოება შეინარჩუნე და მრუშობის გველი დაამარცხე, ამით სიკვდილი აირიდე და ხორცთან ერთად სულიც გადაირჩინე.

   ხილვა დასრულდა. მალე შემდგომ ამისა ბერძნებსა და ბულგარე-ლებს შორის სასტიკი ბრძოლები გაიმართა. თავდაპირველად თით-ქოს ბერძნები იმარჯვებდნენ, მაგრამ შემდეგ ბულგარელებმა შემოუ-ტიეს და მრავალი ბერძენი დახოცეს; სიკვდილს სულ მცირედნი გადაურჩნენ. გადარჩენილთა შორის იყო ნიკოლოზიც. მან მადლი შე-სწირა უფალს გადარჩენისთვის, დაიტირა დაცემული ამხანაგები, შემ-დეგ კი მონასტერში დასახლდა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ღვთის მსახურებაში გაატარა.

   აი, ძმანო, მაგალითი იმისა, როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტად ქრისტემოყვარე მეომარი! ამიტომ, ხსენებული წმინდანის მსგავსად, რათა სამსახურში გაწვევისას და თვით სამსახურის დროს თავიარ გაისვაროთ ბილწი საქმეებით, ხშირად შეეკითხეთ საკუთარ თავს: რისთვის ვემზადები? რა საქმეზე მივეშურები? რა მელის? განა უნდა წავიბილწო, თუკი დღეს არა და ხვალ შეიძლება სიკვდილს შევხვდე? ამარიდებს თუ არა სიკვდილს უფალი, თუკი ჩემი ცხოვრებით გან-ვარისხებ მას? და, თუკი მოვკვდები, რა პირით წარვუდგები ღმერთს?

  ამგვარი შეკითხვებით მოიზღუდეთ თავი ცოდვებისგან და სათ-ნოებით იცხოვრეთ. მაშინ, უეჭველია, ღვთის წყალობა იქნება თქვე-ნზე. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 


 


უკან დაბრუნება