მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > საპატრიარქოს განცხადება "კაზანტიპის" შესახებ (25 ივლისი)
საპატრიარქოს განცხადება "კაზანტიპის" შესახებ (25 ივლისი)26-07-2014, 22:35 |
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეუ-ლი ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. "კაზანტიპი" ა.წ. 20-30 აგვის-ტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმ-შობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მა-რიამობის მარხვაში. "კაზანტიპის" მომწვევის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვა-ნელის, გიორგი სიგუასა და უკრაინაში ამ "ფესტივალის" დამაარსებ-ლის, ნიკიტა მარშუნოკის თქმით, "წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკო-ტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული." ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს ("რეა-ლობის ანტირეალობა" დაარქვეს) და, ალბათ, კიდევ სხვა საშუალებე-ბითაც შეალამაზებენ, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა. (უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ). "კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი "ტურისტი" მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობ-რივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არა თუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულები-თი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვ-ნული ფასეულობის დამცირების ფონზე; ამგვარ ვითარებაშიც კი "რე-ალობის ანტირეალობა, – კაზანტიპი" მკვეთრად განსხვავებული მოვ-ლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის. ჩვენის აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირ-ახსნილობის ხელშემწყობი. რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეო-ბაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ, გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მო-უნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალ-ბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურს… მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთ-ვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებუ-ლია, ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა.” უკან დაბრუნება |