მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არ განვიკითხოთ მოყვასი, არ ვიქოთ თავი

არ განვიკითხოთ მოყვასი, არ ვიქოთ თავი


16-12-2014, 00:01

არ განვიკითხოთ მოყვასი, არ ვიქოთ თავი

 

სიტყვა შესახებ იმისა, რომ შემცოდე არ უნდა განვიკითხოთ

 

   ადამიანებს, ჩვეულებრივ, გვიყვარს მოყვასის განკითხვა და საკუთა-რი თავის ქება. თუკი ჩვენი თანდასწრებით ვინმე შეცოდავს, მაშინვე ვყვირით:

   -რა პასუხს გასცემს იგი ღმერთს? ვაი მას!

  ხოლო თუკი თავად რაიმეს კარგს ჩავიდენთ, მაშინვე ფარისევლური აზრი გვიჩნდება.

   -არა ვარ, ვითარ სხვანი კაცნი!-გულში ასე ვეუბნებით საკუთარ თავს.

   ძმანო, ამგვარად არ უნდა ვიქცეოდეთ. ხოლო როგორ უნდა მოვ-იქცეთ, ეს წმინდა მამათაგან ვისწავლოთ.

   მავანი წმინდა კაცი-მოგვითხრობს საეკლესიო გარდამოცემა-მწარედ ატირდა, როდესაც დაინახა შემცოდე, და თქვა:

   -მან დღეს შესცოდა, მე-ხვალ შევცოდავ.

  ამიტომ, ქრისტიანო, ნურასოდეს განიკითხავ შემცოდეს, თუნდაც რომ ურწმუნო იყოს იგი, და ნურასოდეს გალანძღავ ჩადენილი ცოდვის გამო; არამედ საკუთარ თავს ჩაუკვირდი და ნახე, თავად კი დადიხარ გამართული და არ ეცემი არასდროს? ევედრე ღმერთს, რომ განგაშოროს განკითხვის ზრახვა... და თუკი გსურს, სული იხსნა, მოე-რიდე მათ, ვინც გაქებს და განგადიდებს, და არ გაკიცხო ცოდვილი. ნუ დაივიწყებ, რომ ჯვარზე გაკრული კეთილგონიერი ავაზაკი ერთმა სიტყვამ გაამართლა უფლის წინაშე, ხოლო ფარისეველს ერთი სიტ-ყვის გამო დაედო ბრალი. და იუდამაც, ვინც იყო ერთი მოციქულ-თაგანი, ერთ ღამეში დაღუპა მთელი თავისი ღვაწლი და ჯოჯოხეთს დაინთქა. ნურასოდეს მოგერევა თავმოწონება, რადგანაც ყველა თავ-მომწონე დაეცა. თუკი ნახავ ვინმეს, ცოდვაში ჩავარდნილს, გაკიცხე და დაადანაშაულე არა თავად იგი, არამედ ეშმაკი, მისი დამმარ-ცხებელი. გულში კი თქვი: შემცოდემ, რომელსაც მე განვსჯი, საკუთა-რი ნებით კი არ შეცოდა, არამედ ეშმაკმა ჩააყენა ცოდვაში; ხოლო მე ნებით და ცნობიერად შევცოდავ. საკუთარ ცოდვებზეც ივალალე, თავსაც ებრძოლე და თან გახსოვდეს, რომ ვერავინ, მცონარებით და უზრუნველობით მცხოვრები, ვერ დაძლევს ეშმაკს და ამგვარი ვერა-ვინ ეღირსება ღვთის მადლს. და ჩვენ ყველანი, ამა სოფლის მკვი-დრნი, ვცდუნდებით და ვიხიბლებით ასე თუ ისე. ამიტომ, თუკი მოყვასის დაცემა გაგვახარებს ან დავძრახავთ მას, მაშინ ჩვენ თავად დაგვამარცხებს ეშმაკი. თუკი თავდაუზოგავად შევებრძოლებით ცდუ-ნებას, მაშინ ღმერთი იქნება ჩვენი შემწე.

   აი, ძმანო, წმინდა მამები ამგვარად გვირჩევენ მოვექცეთ ცოდვი-ლებს და, ალბათ, საკუთარ თავსაც. გვავალებენ, კი არ გავკიცხოთ შემცოდენი, არამედ ვივალალოთ მათ გამო. ჩვენ კი თავი დავიმდა-ბლოთ ღმერთის წინაშე, თავი მიგვაჩნდეს იმ ცოდვილად, ვინც ყო-ველგვარ კიცხვასა და მამისეული სახლიდან განდევნას იმსახურებს. და მუდამ ასე უნდა იყოს. რა მსაჯულნი ვართ სხვებისთვის, თუკი თავადვე ვცოდავთ ყოველ ნაბიჯზე! რა მამხილებლად ვვარგივართ, როდესაც თავად სრულიად არ ვაგებთ პასუხს ღმერთის წინაშე! ვინ უნდა გავკიცხოთ, თუკი, ზურგსუკან რომ მივიხედავთ, მხოლოდ მო-უნანიებელ ცოდვას, მიუტევებელ ბოროტებას ვხედავთ ჩვენს კვალ-ზე!

  არა, ძმანო, სხვანი კი არა, საკუთარი თავი უნდა განვსაჯოთ და უფრო ხშირად შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს, განვჭვრი-ტოთ საკუთარი, და არა მოყვასთა, ცოდვები. მომანიჭე, უფალო, გან-ცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



უკან დაბრუნება