მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ცხონება ყოველგვარი წოდების ადამიანისთვისაა შესაძლებელი

ცხონება ყოველგვარი წოდების ადამიანისთვისაა შესაძლებელი


17-11-2014, 00:01

ცხონება ყოველგვარი წოდების ადამიანისთვისაა შესაძლებელი

 

სიტყვა მწყემს ევქარისტის შესახებ

   

   არაერთხელ მითქვამს, რომ ცხონება მარტო მონასტერში კი არა, ამ-სოფლადაც შეიძლება და თანაც ნებისმიერი წოდების ადამიანისა-თვის. ამაში დასარწმუნებლად ბევრჯერ მომიყვანია თქვენთვის მაგა-ლითად ის წმინდანები, რომელნიც თქვენებრ უბრალო წოდებისანი იყვნენ, და ამასთან-გაუნათლებელნიც, და ზეციური სასუფეველი კი დაიმკვიდრეს. განზრახული მაქვს, ეს ამჯერადაც დაგიმტკიცოთ, და ვფიქრობ, მაგალითი, რომელსაც ახლა მოგიყვანთ, თქვენთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება.

   ორი ბერი, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობდა, უფალს ევერდებოდა, გაემხილა მათთვის, თუ როგორ აფასებდა ის მათ ღვაწლს. ლოცვა შესმენილ იქმნა და ზედგარმო ხმამ ბერებს აუწყა, რომ ცხოვრების სიწმინდით ისინი ჯერ ისევ ვერ შეედრებოდნენ ერთ მდაბიოს, სახელად ევქარისტსა და მის ცოლს, მარიამს, რომლებიც ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ბერები მაშინვე წავიდნენ ცოლ-ქმრის მოსაძებნად და მალე იპოვეს მათი სახლი. ევქარისტი შინ არ იყო და მამები დარჩნენ, რათა მის მოსვლას დალოდებოდნენ. სა-ღამოს ის შინ ცხვრის ფარასთან ერთად დაბრუნდა. ბერები რომ და-ინახა, მაშინვე ფეხები დააბანინა, საჭმელი მოამზადა და სთხოვა, გაესინჯათ.

   -არა,-უთხრეს ბერებმა,-შენ ჯერ შენი ქველი საქმენი გაგვანდე და მერე გაგვიმასპინძლდი. ვიდრე არ გვიამბობ, არაფერს პირს არ დავა-კარებთ!-თავმდაბალმა ევქარისტიმ კი მიუგო:

   -რა ქველ საქმეებზე მელაპარაკებით? მე მწყემსი ვარ, ეს კი ჩემი ცო-ლია.-ბერები თავისაზე იდგნენ, ის კი დუმდა. რაკი ვერ გატეხეს, ბე-რებმა ბოლოს უთხრეს:

   -პასუხი გაგვეცი, შენთან თვით უფალმა გამოგვგზავნა!-ამის გამ-გონე ევქარისტი შეშინდა და მიუგო:

   -ეს ცხვრები ჩემი მემკვიდრეობაა, რომელიც მშობლებისაგან მერგო. რასაც კი აქედან ვშოულობ, ყველაფერს სამ ნაწილად ვყოფ: ერთ ნაწილს გლახაკებს ვაძლევს, მეორეს უცხოთა შესაფარებლად ვხარჯავ, მესამე ნაწილს კი საკუთარი საჭიროებისათვის ვიყენებ. მას შემდეგ, რაც მარიამი ჩემი ცოლი გახდა, ორივენი მკაცრად ვიცავთ უბიწოებას, ღამ-ღამობით უხეში ძაძით ვიმოსებით, და ამის შესახებ აქამომდე არავინ არაფერი იცის.-ამის გამგონე ბერები გაოცდნენ, ადიდეს უფა-ლი და უდაბნოში დაბრუნდნენ.

   ასე მოიპოვა უბრალო მწყემსმა უფლის თვალში მეტი მადლი, ვი-დრე იმ ბერებმა, ვინაც საერთოდ დატოვეს სოფელი უფლის გული-სათვის! როგორ მიაღწია მან სულიერი სრულყოფის ასეთ მაღალ სა-ფეხურს? თავმდაბლობით, გლახაკთა სიყვარულით, უცხოთშეწყნარე-ბითა და უბიწოებით. განა თქვენ კი რამე გიშლით ხელს, რომ მას ამ სათნოებებში მიბაძოთ? რა თქმა უნდა, არა. და რაკი ასეა, მაშ, მიბა-ძეთ, იყავით თავმდაბალნი, ახლობელთათვის გულმოწყალენი და უბიწოდ იცხოვრეთ, იმ შეგნებით, რომ ქორწინება ბავშვების კურთ-ხეული შობისა და აღზრდისთვისაა დადგენილი და არა ავხორცობი-სათვის. და თუ ცხოვრებას ამგვარად გაატარებათ, ხსნას ამსოფლადაც ჰპოვებთ. ამინ.

„სვინაქსარი". ტომი I.



უკან დაბრუნება