მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა მოიქცნენ ავადმყოფობისას დედაკაცები, რათა განიკურნონ

როგორ უნდა მოიქცნენ ავადმყოფობისას დედაკაცები, რათა განიკურნონ


14-10-2014, 00:01

როგორ უნდა მოიქცნენ ავადმყოფობისას დედაკაცები, რათა განიკურნონ

 

წმ. ოქროპირის ცხოვრებიდან

 

   როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი დედაკაცი, თუკი რაიმე ავად-მყოფობა შეხვდება, რომ გამოჯანმრთელდეს? არ ვიცი, ამაზე რას გვიპასუხებთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ავადმყოფობისაგან განსაკუ-რნებლად შემდეგს გირჩევდით: პირველ ყოვლისა, თქვენი გულები-დან ბოროტება გააძევეთ, მეორე-გლახაკთათვის მოწყალება გაიღეთ, მესამე-გულმოდგინედ ილოცეთ; დაბოლოს, პირობა დადეთ უფლის წინაშე, რომ დღესასწაულებსა და მარხვებში მუდამ დაიცავთ თავ-შეკავებასა და სიწმინდეს. ამის გამგონენი, თქვენ უეჭველად იკით-ხავთ: საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ავადმყოფობისაგან განსაკურ-ნებლად სწორედ ასეთი მოქცევაა საჭირო? ამაზე იმ შემთხვევით გი-პასუხებთ, რომელიც წმ. ოქროპირის ცხოვრებაში მოხდა.

   ერთი დედაკაცი, სახელად ქრისტინე, ერთხანს რაღაც ქალური დაა-ვადებით იტანჯებოდა. მან დაუწყო ქმარს ხვეწნა, რომ იმ მონასტერში მიეყვანა, სადაც წმ.ოქროპირი ცხოვრობდა; რადგანაც სჯეროდა, რომ ეს უკანასკნელი განკურნავდა. ქმარმა შეუსრულა თხოვნა, მიიყვანა მონასტერში და წმინდა კარიბჭესთან დატოვა, თვითონ კი წმ.ოქრო-პირთან გაეშურა და ცოლის განკურნებას ევედრა. წმ. ოქროპირმა თხოვნაზე ასე მიუგო:

   -წადი და უთხარი შენს ცოლს, რომ დააგდოს თავის ავი ზნე და სი-სასტიკე, მოწყალება გასცეს გლახაკთათვის, რომ გულმოდგინედ ლოცულობდეს და ბოლოს, მარხვაში და დღესასწაულებზე ყოველი-ვეს თავშეკავებითა და მარხვით იქმოდეს. და მაშინ უფალი კურნებას გამოუგზავნის.-ქმარი გამოვიდა და დედაკაცს წმ.ოქროპირის სიტყვე-ბი გადასცა. მან კი თქვა:

   ყველა ბრძანებას შევასრულებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.-ამ-ის შემდეგ ქმარი წმინდანთან შებრუნდა და ცოლის დანაპირები გა-დასცა. ამაზე წმ.ოქროპირმა უთხრა:

   -წადით მშვიდობით, უფალმა უკვე განკურნა შენი ცოლი.-და მართ-ლაც, უკან გამოსულ კაცს ცოლი ჯანმრთელი დაუხვდა. და ორივენი, დიდი სიხარულითა და უფლის დიდებით დაბრუნდნენ უკან.

   ამგვარად, როგორც ხედავთ, ქრისტიან დედაკაცთათვის ის რჩევა, რომ ავადობისაგან განსაკუთრებულად თქვენი გულებიდან ბოროტება უნდა განაგდოთ, გლახაკებს მოწყალება მისცეთ, გულმოდგინედ ილ-ოცოთ და მომავალში, დღესასწაულებსა და მარხვებში სიწმინდე და თავშეკავება დაიცვათ, უსაფუძვლოდ არ მიგვიცია. საკმარისი იყო, სნეულ დედაკაცს პირობა დაედო, რომ ამას ყველაფერს აღასრუ-ლებდა, და მაშინვე გამოჯანმრთელდა. ამიტომაც, ავადობისას ჩვენი რჩევა, მითუმეტეს, წმ.ოქროპირის ბრძანება სნეული ქალისადმი, აუ-ცილებლად დაიცავით. და მაშინ მოწყალე ღმერთი, მხილველი თქვე-ნი გულწრფელი განზრახვისა-გამოასწოროთ ცხოვრება, თქვენი ღრმა სინანულისა, თქვენი მხურვალე ლოცვისა და, თქვენზეც მოიღებს წყა-ლობას და უძლურების სარეცელიდან და გაბოროტებიდან აღგად-გენთ. ამინ.

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება