მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მონანიება ვერ გვიხსნის, თუკი მის შემდგომად კვლავ ცოდვას მივუმატებთ

მონანიება ვერ გვიხსნის, თუკი მის შემდგომად კვლავ ცოდვას მივუმატებთ


27-09-2014, 00:01

მონანიება ვერ გვიხსნის, თუკი მის შემდგომად კვლავ ცოდვას მივუმატებთ

 

სიტყვა სინანულის შესახებ გრიგოლი შავშემოსილისა: საკუთარი ცხონების საქმეში სიზარმაცეს ნუ გამოიჩენ

 

   საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანი, აღსარების შემდეგ, ცოდვების მო-ნანიებისა და შენდობის მიღებისთანავე კვლავ ცოდვის აღსრულებას რომ იწყებს, საკუთარ სულს საძაგელი შეცოდებებით ბღალავს, რად-გან ჰგონია, რომ ეს არაფერია, თავს იმშვიდებს და ფიქრობს:

   -ღმერთი მოწყალეა, ღმერთი კვლავაც შემინდობს.-აბა, იქცევიან თუ არა ცუდად ასეთი ადამიანები?! ვფიქრობთ,-ძალიან, და ამაში დასარ-წმუნებლად გამოგვადგება ეკლესიის ერთ-ერთი მასწავლებლის, გრი-გოლ შავშემოსილის შემდეგი სიტყვა.

   სხვათაშორის იგი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს: ძმებო, უარვყოთ ამსოფლიური ბოროტება, კვლავაც ნუ მოვატყუები-ნებთ თავს ხორციელ ვნებებს-ნაყროვანებას, ლოთობასა და სიძვას,-ერთნაირად რომ რყვნიან ჩვენს სულსაც და ხორცსაც. მოკლეა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება, ამიტომ საკუთარ სულებზე ვიზრუნოთ, საკუ-თარი ცხონებისაკენ ვისწრაფოთ. ვეცადოთ, რომ ჩვენი ცოდვები კე-თილი საქმეებით აღვხოცოთ. ისე არ მოხდეს, რომ დღეს ვნანობდეთ, ხვალ კი ისეთივე, ანდა უმძიმესი ცოდვები ჩავიდინოთ-აღსარებამდე რომ აღვასრულეთ. თუკი დღეს დაიბანე ჭუჭყიანი სხეული, დილით კი კვლავაც დააბინძურე იგი, განა ექნება აზრი ასეთ დაბანას?! სწორ-ედ ასევე, ვერაფერს ირგებს ის, ვინც დღეს მოინანია, ხვალ კი ისევ ცოდვის ქმნას შეუდგება. და მართლაც: რა ჭეშმარიტი სარგებლობა შეიძლება მოგიტანოს სინანულმა, როცა დაუყოვნებლივ უბრუნდები ცოდვებს? ვერა! იმიტომ, რომ რამდენადაც უსაზღვროა წყალობა ღვთისა, იმდენადვე მკაცრია მისი სასჯელი. უფალი თითოეულს საქ-მეთა მიხედვით სჯის და ყოველი ადამიანი სამაგიეროს საქმეთა მიხედვით მიიღებს. ნეტარია კაცი, რომელსაც ცოდვის ცდუნება ეწვე-ვა და არ შესცოდავს. მაგრამ, ვაი იმ გულს, რომელიც ორმაგად ზრახ-ავს და ვაი ცოდვილს, რომელიც ორი გზით მიდის.

   ამგვარად, ძმებო, როგორც ხედავთ, ჭეშმარიტია ჩვენი აზრი იმას-თან დაკავშირებით, რომ ცოდვის აღსრულება აღსარების შემდეგ მარ-თლაც ცუდი საქმეა. რადგანაც, როგორც წმინდა მამის სწავლებიდან გაიგონეთ, მათთვის სინანულიც აზრს მოკლებულია, არც მათ ლოც-ვას იწირავს ღმერთი და ღვთის რისხვაც ელით. დიახ, ეს სწორედ ასეც უნდა იყოს! რადგანაც აღსარების შემდეგ კვლავ ცოდვის გამ-რავლებით ჯერ ერთი-ადამიანი უმადურობას ავლენს ღვთისადმი, რომელმაც მას შეუნდო, მეორე-ღვთისადმი მცირედმორწმუნეობას და ბოლოს მესამეც, საკუთარი გულის გარყვნილებას ამჟღავნებს. როგორ შეხედავდა მეფე იმ მონას, რომელიც სიკვდილს იმსახურებდა, მეფემ შეუნდო და ის კი იმავე ბოროტ საქმეებს მიუბრუნდა კვლავ, რომელ-თათვისაც სასჯელი დაიმსახურა?! ცხადია, რომ მეფის მრისხანება მის მიმართ გაორმაგდება და ბოროტი მონა ნამდვილად შეცდება, თუკი კვლავაც შეწყალების იმედი ექნება. მაგრამ სწორედ ასევე, ზემოხსე-ნებული მონის მსგავსად, იქცევიან ცოდვილები, როდესაც ისინი აღსარების შემდეგ ცოდვაზე კვლავ ცოდვას ურთავენ; ამით რისხვაზე კვლავ რისხვას მოიწევენ და ღვთის სამართლიან სასჯელს დაიტეხენ თავს. უნდა გვახსოვდეს, ძმებო, რომ ღვთის მრავლისმოთმინებასაც აქვს საზღვარი და ამ საზღვარს მიღმა ზეციური რისხვისაგან ვერავინ გვიხსნის. ეს გვახსოვდეს და აღსარების შემდეგ მთელი არსებით ვეცადოთ ცხოვრების გამოსწორებას, ცოდვის ბიწისაგან თავის განწ-მენდას და საერთოდ,-ღვთის მცნებების აღსრულების გზით სიარ-ულს. ამგვარად მოვიქცეთ იმისათვის, რომ თავის დროზე ღვთის წინაშე წარვსდგეთ არა როგორც ცოდვის, რისხვისა და წყევის შვილე-ბი, არამედ, როგორც შვილები სიწმინდისა, სიყვარულისა და კურთ-ხევისა. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება