მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > პატრიარქის პირველი შეფასება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ

პატრიარქის პირველი შეფასება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ


6-05-2014, 15:54

 

პატრიარქის პირველი შეფასება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ

 

 

   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანტიდისკრი-მინაციული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა: "როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა.

 
 
 

უკან დაბრუნება