მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > საქონლის მოვაჭრეს ღვთის განგების შესახებ - წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

საქონლის მოვაჭრეს ღვთის განგების შესახებ - წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


8-04-2016, 00:02

 

   
 
   შენ შენი ცხოვრების ერთ უცნაურ შემთხვევაზე მიამბე, როცა დაბრ­კო­ლე­ბამ სიკვდილს გადაგარჩინა. ძმე­ბთან ერთად ოთხთვალით საქონლის ბაზრობისკენ მიემართებოდი. ბორანი ყოველ საათში გადიოდა და თქვენც ჩქარობდით, რომ რეისზე არ დაგ­გ­ვი­ანებოდათ.  უეცრად,  გზაზე დიდი სი­სწ­რაფით მომავალი ავტომობილი გა­მოჩნდა. შენ საჩქაროდ მოზიდე სა­და­ვე და ცხენი გვერდით მიაბრუნე, მაგ­რამ ავტომობილი ბორბალს მაინც წა­მოედო და გატეხა იგი. თქვენ მძღოლს მივარდით და გინებითა და წყევლა-კრულვით აავსეთ იგი. განრისხებულნი და სასოწარკვეთილნი, ბორანზე დაგვიანების შიშით ბორბალს შესა­კე­თე­ბლად მისცვივდით და როცა რო­გორც იქნა შეაკეთეთ და ნაპირისაკენ გაეშურეთ, მდინარესთნ მისულებმა საშინელი სურათი იხილეთ. უბედურება მოხდა: ბორანი, რომელიც ხალხით, ოთხთვალებითა და საქონლით იყო დატვირთული - ჩაიძირა! ნაპირს მხო­ლოდ რამდენიმე ადამიანმა და ამ­დე­ნივე ცხენმა მოაღწია. სხვა ყველა­ფერი წყალმა დაფარა. მაშინ სადიდებელი აღუვლინეთ უფალს და მთელი გულით დაუმადლეთ მძღოლს, რო­მე­ლიც თქვენი დაგვიანების მიზეზი გახ­და.
   ამგვარი რამ ყოველდღიურად ხდე­ბა. ადამიანები ბრაზობენ მოვლე­ნებზე, რომლებიც მათ გეგმებს ეღო­ბება, მაგრამ მოგვიანებით რწმუ-ნდებიან, რომ დაბრკოლება მათთვის სა­სარგებლოდ, ღვთის მიერ საიდუმლოდ იყო ჩაფიქრებული.
   წაიკითხე, რა წერია პავლე მო­ციქულსა და ტიმოთეზე: "მორავიდეს იგინი მისუნად, აზმნობდეს წარსლუად ბითვინიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან" (საქმ. 16-7) და ეს მათ სასიკეთოდ მოხდა.
  მომხდარმა გასწავლა, არასოდეს გაბრაზდე დაბრკოლებაზე, რომ-ელიც შენ არ გემორჩილება, რომ ყველა მათ­განი შენთვისვეა სასარგებლო. შენ­გან კი დაე, იმ თავნება ადამიანებმა ისწავლონ, რომლებსაც დიდი სურ­ვილი აქვთ ქვეყნად ყველაფერი მათი ნები-სამებრ ხდებოდეს. შენ კი მშვი­დობა და ჯანმრთელობა მოგმადლოს უფალმა!
 
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება