მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > გლეხს, რომელსაც შიში სტანჯავს - წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)

გლეხს, რომელსაც შიში სტანჯავს - წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)


20-05-2016, 00:04
გლეხს, რომელსაც შიში სტანჯავს - წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)
  შენ ბოროტი სული გდევნის, ერთი იმ მრავალთაგანი, რომელთაც ადამიანის დაღუპვა სურთ. მწერ: როდესაც შიში აგიტანს, გეჩვენება, რომ მთელი სამყარო აგიმ-ხედრდა, ყოველი ადამიანი შენი დაუძინებელი მტერია, ღმერთს კი ეჯავრები. მიმართე სპეციალისტებს, და მათ გითხრეს, რომ ეს ერთგვარი სიგიჟეა. ეს მართლაც სიგიჟეა, ეკლესიაც იმავეს გეტყვის, მაგრამ იგი გეტყვის სხვა რამესაც, იმას, რაც ეკლე­სიური ცოდნისა და გამოც­დი­ლე­ბისაგან მომდინარეობს. ეკლესია აგიხნის, ვისგან მოდის და რა წარ­მო­შობს შენ სიგიჟეს. იგი ბოროტი სულის­გან მოდის, მაგრამ შენი რომელი­ღაც ცოდვისაგან წარ­მო­ი­შობა. ეკლესია წამალსაც გამოგიწერს: თქვი აღსარება, შეინანე ცოდვები და ბოროტი სულისგანაც გათავისუფ­ლდები. ასე, თავისთავად, ის არასოდეს დაგტოვებს, მაგრამ უფალი განდევნის მას შენგან. გსმენია, ის, თუ როგორ განდევნა ყოვ-ლისშემძლე ქრისტემ ეშმაკები კაცთაგან, ის, რომ სრული ძალაუფ­ლება აქვს მათზე და ბოროტი ძალები უსიტყვოდ ემორჩი­ლებიან მას? ოღონდ ღვთის მეუფება ბოროტ ძალებზე, მათი განდევნით არ იფარგლება. ზოგჯერ ღმერთი დაუშ­ვებს იმასაც, რომ უხილავი ქოფაკები თავს დაესხან ადამიანებს, აი, რატომ უწოდებს წმ. წერილი ბოროტ სულებსაც კი ღვთისას. არ წაგიკითხავს ძველი აღთქმის ფრაზა: "...შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში" (1. მეფ. 18.10) ხოლო იგი ღვთისად იწოდება არა იმიტომ რომ ენათესავება ღმერთს ან მისგან გამოდის (არავითარ შემთხვე­ვაში!) არამედ იმიტომ, რომ ღვთის ნებას ემორჩილება! წაიკითხე იობის წიგნის პირველი თავი და დარწმუნდები, რომ ბოროტ სულს არ შეუძლია შეიპყროს კაცი, თუკი ღმერთი არ დაუშვებს ამას.
   ახლა შენ ეს იცი და დაე, სასო­წარ­კვეთილებამაც დაგტოვოს. ღმერ­თი ყოვლისშემძლეა და გულმოწყა­ლე. მას შეუძლია და სურს გათავი­სუფლდე შიშის ბოროტი სულისაგან, რომელიც დროგამოშვებით ასე სას­ტი­კად გაწამებს! მხოლოდ შენ შეი­ცანი ძლიერება და სიკეთე ღვთისა და აღიარე შენი ცოდვები, შეინანე და ილოცე უზენაესის წინაშე. ლოცვაში თქვი: "ღმერთო, სულთა და ყოველთა შენგან ქმნილთა მეუფეო, ყოვლისშემძლევ და ყოვლადმოწ­ყა­ლევ, შემინდე მე, ცოდვილს, შემიწ­ყალე მე და მაცხოვნე სახელითა ჯვარცმულისა ძისა შენისა და მაცხოვრისა ჩვენისა ქრისტე იესოს მიერ!" ნუ დაეჭვდები, უფალი შეგიწ­ყალებს და ამ უბადრუკ საფრთ­ხო­ბელას განდევნის შენგან! ღმერთმა გიშველოს!
 
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება