მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნუ მიეცემით უსაზღვრო მწუხარებას

ნუ მიეცემით უსაზღვრო მწუხარებას


8-07-2014, 00:01

ნუ მიეცემით უსაზღვრო მწუხარებას

 

სიტყვა მწუხარეთა მიმართ

 

   როდესაც რომელიმე ჩვენგანს უბედურება ატყდება თავს, ვსულმოკ-ლეობთ და სასოწარკვეთილებაში ვვარდებით! სხვები კი უარესს ჩადიან: საბოლოოდ კარგავენ იმედს და თავს იღუპავენ. განა ეს გონივრული საქციელია? ნათელია, რომ თუ ორმოში ჩავარდები, იქიდან ამოსვლა უნდა სცადო და არა პირიქით-უფრო ღრმა გათხარო. თუკი იხრჩობი, კი არ უნდა დამორჩილდე ბედს და ფსკერისაკენ დაეშვა, ყოველგვარი ძალა იხმარო ნაპირზე გამოსასვლელად. ვინც სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, პირველ რიგში უნდა გაიხსენოს, რომ ჩვენ გვყავს ყოვლისშემძლე მამა და უფალი. იგი ყველაფერს ხედავს, მათ შორის ჩვენს საწუხარსაც. უფალი ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. მაშ, რატომ უნდა შევურაცხყოთ იგი ჩვენი უიმედობით? ამით ხომ საშინლად ვცოდავთ.

   საღვთო წერილში ნათქვამია: „ცუდია, როცა მივეცემით უსაზღვრო მწუხარებას და იმედს ვკარგავთ. განსაცდელის ჟამს მივენდოთ ღმერთს: მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარ-დოს შენ (ფს. 54,23). ამიტომ ბევრს ნუ განიცდით, ვინაიდან გადამეტებულ ჭმუნვასა და მწუხარებას ბევრი დაუღუპავს, დარდსა და მწუხარებაში შვებას ვერ იპოვით, გულს ზედმეტად შეაჭირვებთ, სიკვდილს დააჩქარებთ. როგორც ჩრჩილი ფქვავს ტანსაცმელს, ჭია ღრღნის ხეს, ასევე ექცევა გულს მწუხარება. ნურასდროს გადავიწუ-რავთ იმედს, ცრემლებით მივეახლოთ ღმერთს, ვედრებით მივმარ-თოთ უფალს, ვილოცოთ და მისგან დახმარებას მივიღებთ".

   კვლავ ვიტყვი, ნუ დაგვაუძლურებს უბედურება, დავუტევოთ სულ-მოკლეობა და უიმედობა, მომაკვდინებელი ნაღვლისაგან განკურნებას ნუ ვეცდებით რაღაც უაზრო, ცრუ საშუალებებით. როცა გულის შემაწუხებელი სატანჯველი შეიპყრობს ჩვენს სულს, მაშინვე ცრემლე-ბით მივმართოთ უფალს, საკუთარი დარდი და მწუხარება გავუმხი-ლოთ მას. ღმერთი მოწყალეა, ამიტომ შეგვეწევა და მოგვცემს ძალას მოთმინებისა და დიდსულოვნებისას, ან ყოველგვარი უბედურებისა და ტანჯვისაგან სრულიად გაგვათავისუფლებს. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება