მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი ცოდვების გამო ეშმაკს ვემორჩილებით და მფარველ ანგელოზს შეურაცხვყოფთ

ჩვენი ცოდვების გამო ეშმაკს ვემორჩილებით და მფარველ ანგელოზს შეურაცხვყოფთ


1-07-2014, 00:01

ჩვენი ცოდვების გამო ეშმაკს ვემორჩილებით და მფარველ ანგელოზს შეურაცხვყოფთ

 

წმინდა ნილოს სინელის ამბავი

 

   სვინასქარში წმინდა ნილოს სინელის ცხოვრებაში ნათქვამია: „ადა-მიანის სული ეშმაკსა და ანგელოზს შორისაა. ანგელოზი შთააგონებს, აჩვენებს, ასწავლის სიკეთეს. ეშმაკიც შთააგონებს, ოღონდაც ცოდვი-საკენ უბიძგებს. სულს აქვს შესაძლებლობა, ან ანგელოზს დაემორჩი-ლოს, ან ეშმაკს".

   ადამიანის სული ეშმაკსა და ანგელოზს შორის რომ არის, ეს ზემოთ-მოთხრობილი სიტყვებიდანაც აშკარაა. ამისვე დამტკიცება შემდეგი მაგალითიდანაც შეიძლება: წმინდა ანდრია, ქრისტესთვის სალოსი, ერთხელ სამეფო ქალაქში, ბაზრობაზე იმყოფებოდა. იქ შეხვდა ბერი, რომელსაც ყელზე საშინელი გველი ჰყავდა შემოხვეული. ბერი შემკული იყო მრავალი სიკეთით, თუმცა, სამწუხაროდ, ძუნწი და ვერცხლისმოყვარე იყო. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ანდრიამ მიიხედა და გაოცდა: ბერის თავზე, ჰაერში, წარწერა იკითხებოდა: „ვერცხლისმოყვარეობის გველი ყოველგვარი უსჯულოების საფუძ-ველია". მაგრამ სალოსი კიდევ უფრო განცვიფრდა, როდესაც უკან მოიხედა და იხილა ანგელოზი და ეშმაკი. ისინი ბერის სულის გამო დაობდნენ. ეშმაკი ამტკიცებდა, რომ ბერი ვერცხლისმოყვარე იყო და მისი სული ეშმაკს ეკუთვნოდა, ანგელოზი კი ბერის სიკეთეზე მიუთითებდა, რაც ამტკიცებდა, რომ იგი უფლის წყალობის ღირსი იყო. ეს კამათი დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ზეციდან მოისმა ხმა, რომელიც ანგელოზს მიმართავდა:

   -შენ არ გეკუთვნის მისი სული, ვინაიდან მხოლოდ მოწყალენი მიი-ღებენ ჩემგან მიტევებას და ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებენ.

   ამის შემდეგ ანგელოზმა ბერი მეყვსეულად მიატოვა. ამრიგად, ნათ-ელია, რომ ადამიანის სული ანგელოზსა და ეშმაკს შორის იმყოფება. ჩვენ ჩვენი ცოდვებით მფარველ ანგელოზს შეურაცხვყოფთ.

   ერთხელ ღირსმა მამა ნიფონტიმ დაინახა ჭაბუკი, რომელიც ერთ-ერთი საროსკიპოს კართან იდგა და ტიროდა. ნიფონტი შეეკითხა ყმა-წვილს:

   -ვინ ხარ?

   ყმაწვილმა უპასუხა:

   -მე უფლის ანგელოზი ვარ. ღმერთმა აქ მყოფი ადამიანის მფარვე-ლად გამომგზავნა. იგი რამდენიმე დღეა საროსკიპოშია. აქ იმიტომ ვდგევარ, რომ არ შემიძლია ცოდვილს მივუახლოვდე: ვტირი, რადგან იმედი მეწურება, რომ სინანულის გზაზე დავაყენებ.

   ამგვარად, უეჭველია, რომ როდესაც კეთილი გზით მივდივართ, მფარველი ანგელოზი, როგორც ნათელი სხივი, მიგვაცილებს და სავალ გზას გვინათებს; როდესაც წყვდიადისაკენ გადავიხრებით, ანგელოზი მაშინვე გვშორდება და იმავწამს ეშმაკი გვიახლოვდება. წმინდა ანდრიას ცხოვრების ცხოვრების ერთი ფრაგმენტიდან გამო-მდინარე, აშკარაა, რომ როდესაც ეშმაკი გვიმონებს, მფარველ ანგე-ლოზს ყოველთვის აღარ შეუძლია ჩვენი სულის ხსნა. დაე, ვიცხოვ-როთ არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი წესიერებით. რომ ფიქ-რითაც კი არ შეურაცხვყოთ ჩვენი უხილავი მფარველი და დამცველი, - უფლის ანგელოზი, მუდმივად სიკეთის გზაზე ვიაროთ და ჩვენს სათნომყოფელებს სიხარულის ნაცვლად მწუხარება არ მივანიჭოთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება