მთავარი > საცდურები > ნუ ისურვებ, იხილო საიქიო ცხოვრება

ნუ ისურვებ, იხილო საიქიო ცხოვრება


21-04-2014, 00:01

ნუ ისურვებ, იხილო საიქიო ცხოვრება

 

სწავლება ეშმაკეული ხილვების შესახებ, რათა არ ვირწმუნოთ ცრუ გამოცხადებები

 

   თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს განსაკუთრებული ღვაწლით ემსახურნენ. მათ შეექნათ წარ-მოდგენა, თითქოს ისეთ სულიერ სიმაღლეზე დგანან, რომ შეუძლიათ მიღმური სამყაროს განჭვრეტა, ხელეწიფებათ საიქიოს მკვიდრებთან საუბარი და ა.შ. ასეთი თავდაჯერებულობა საკმაოდ საშიშია. ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკს არ სძინავს, იგი მუდამ ფხიზლობს და სუსტი მხარის დანახვისთანავე სხვადასხვა ზმანებებითა და ხილვებით იწყებს ადამიანთა წვალებას. ეშმაკი ანგელოზის და ხშირად წმინ-დანთა სახით ეცხადება ადამიანებს. გამოუცდელნი კი ეშმაკეულ ხილვას ღვთიურად მიიჩნევენ, მზვაობრობენ და ამპარტავნებით ავადდებიან. არ ემორჩილებიან მოძღვრებს და იმით ამთავრებენ, რომ საბოლოოდ იღუპებიან. წმინდა მამები გვირჩევენ, ვერიდოთ მიღ-მური სამყაროს განჭვრეტის მცდელობას, არ ვესაუბროთ უღმერთო ხალხს, ვიყოთ უბრალონი.

   ერთ მოძღვარს ანგელოზის სახით ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა:

   -მე უფალმა გამომგზავნა!

   მონაზონმა უპასუხა:

   -ალბათ შეგეშალა და სხვასთან გამოგაგზავნეს, მე ცოდვილი უღირ-სი ვარ უფლის ანგელოზის ხილვისა.

   ეშმაკი გაწბილდა და გაქრა. ამიტომ მამები გვირჩევენ, თუ გამო-გეცხადათ ანგელოზი, არ მიიღოთ იგი და მორჩილად უთხარით:

   -მე ცოდვილი ვარ და უღირსი უფლის ანგელოზის ხილვისა.

   ერთი ბერი ყვებოდა:

   -ერთხელ, როდესაც სენაკში ვიჯექი და უფალზე ვფიქრობდი, ირგვლივ ეშმაკები დავინახე. მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რახან გავაწბილე, ერთ-ერთი მოვიდა და მითხრა:

   -მე ქრისტე ვარ.

   მაშინვე დავხუჭე თვალები და ვუთხარი:

   -ღირსი არა ვარ უფლის ხილვისა!-თანაც გამახსენდა მაცხოვრის სიტყვები იმის შესახებ, რომ ბევრი ცრუ ქრისტე მოვიდოდა და მრავალი ცდუნდებოდა.

   ამის გამგონე ეშმაკი გაქრა და უფალი ვადიდე.

   წმინდა მამები ამბობენ: ნურავინ ისურვებთ უფლისა და მისი ანგე-ლოზების ხილვას, ბოლომდე ნუ წარიწყმედთ გონებას და ჭკუაზე ნუ შეიშლებით. რადგან, მოძღვრის ნაცვლად მგელი შეგრჩებათ ხელთ, თქვენი მტრის, ეშმაკის მონა გახდებით! ყოველგვარი უბედურების საწყისი მზვაობრობაა, რომლისაგან დაავადებული მარად ცდილობს წარმოსახვაში იხილოს უფალი, რომელიც ცოდვილებისთვის მიუწვ-დომელია. როდესაც ეშმაკები ანგელოზის სახით გვეცხადებიან და თავს წმინდანებად გვაჩვენებენ, გვამწუხრებენ, გვაშინებენ, ამიტომ საჭიროა უფრო გულმოდგინებით ლოცვა. მეყვსეულად დაწყევლეთ ისინი უფლის სახელით და თქვენს წვალებასაც ბოლო მოეღება".

   ამრიგად, ძმებო, ნურც გსურთ და ნურც ცდილობთ, დაინახოთ უფლისაგან დაფარული. ასეთი მცდელობა არა მარტო საშიშია, არამედ დამღუპველიც. მართლაცდა, რაოდენი მზვაობრობაა, რამდე-ნი იქცა მწვალებლად საკუთარი წარმოსახვის გამო, რამდენი უმარ-თებულო ერესი გამოიგონეს, რამდენი უბრალო ადამიანი აიყოლიეს და დაღუპეს, რამდენ მათგანს დააკარგვინეს გონი. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არც არის. უღმერთოებთან საუბარი ამპარტავნების საქმეა, ამპარტავნება კი მაცხოვრისათვის ყველაზე ამაზრზენი ცოდვაა, ხოლო ადამიანთა მტრისათვის-სატანისთვის-ყველაზე საამო. ამიტო-მაც არის რომ ზოგიერთ კაცს წყვდიადის ანგელოზი უფრო მალე იგდებს ხელთ და ბნელ ძალებს უმორჩილებს. ალბათ მკითხავთ: საუბრობდნენ თუ არა წმინდანები უფალთან ან ანგელოზებთან. ჭეშმარიტად საუბრობდნენ, მაგრამ მათი ღვაწლი ჩვენისაგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომ ამ ფაქტების სამაგა-ლითოდ გამოყენება არ შეიძლება. მაშ, დავიმორჩილოთ გონება და ვიღვაწოთ კეთილსინდისიერად, მარად გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: ამინ, გეტყვი თქუენ, რამეთუ: რომელმან არა შეიწყ-ნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას (მარკ. 10,15). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი 2


უკან დაბრუნება